მსოფლიო ბანკი (World Bank)

მსოფლიო ბანკი (World Bank)

მსოფლიო ბანკის (World Bank) მთავარი ამოცანა განვიტარებად ქვეყნებში სტაბილური ეკონომიკური ზრდისთვის ხელშეწყობა და სიღარიბის დონის შემცირებაა. ორგანიზაციის პრიორიტეტებია სტრუქტურული რეფორმები: ვაჭრობის ლიბერალიზაცია, პრივატიზაცია, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების რეფორმა, ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში.

მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის მთავარი უპირატესობა დახმარების მიმღები ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთებია სესხებზე სხვა საერთაშორისო კრედიტორებთან შედარებით. მსოფლიო ბანკის კრედიტებს მთავრობათაშორისი სესხებიც მოჰვება, რაც მნიშვნელოვანწილად ზრდის მიმღები ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს კერძო ინვესტორებისთვის.

საქართველო მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი 1992 წლიდან გახდა. საქართველოში მსოფლიო ბანკის მისიის მიზანია, დაეხმაროს ქვეყანას გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, სოციალური მომსახურების გაუმჯობესებაში და გარემოს დაცვაში. ამ მიზნით იგი ახორციელებს ქვეყნის ფინანსურ დახმარებას და მის პრიორიტეტულ სფეროებს განეკუთვნება ინფრასტრუქტურა, განათლება და ეკონომიკური რეფორმა.

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]