მოსახლეობის დინამიკა

მოსახლეობის დინამიკა

მოსახლეობა ამა თუ იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა ერთობლიობაა. მეცნიერებას, რომელიც მოსახლეობის რიცხოვნობას, სტრუქტურას, განსახლებას და ა.შ. სწავლობს, დემოგრაფია ჰქვია. სიჩქარეს, რომლითად დედამიწის მოსახლეობის რიცხოვნობა იზრდება, მოსახლეობის ზრდის ტემპს უწოდებენ.

თანამედროვე მსოფლიოში, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში, მოსახლეობის სწრაფი ზრდა აღნიშნება.
ამჟამად ყოველწლიურად დაბადებული 256 მლნ ახალშობილიდან 125 მლნ სწორედ განვითარებად სახელმწიფოებზე მოდის.

დემოგრაფიული აფეთქება მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის მკვეთრი დაჩქარებაა, ძირითადად განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ხარჯზე.

მოსახლეობის დემოგრაფიული ისტორია პირობითად ორ დიდ პერიოდად შეიძლება გაიყოს. პირველი ე.წ. აგრარულ ცივილიზაციას შეესაბამება და თითქმის XVII საუკუნის მეორე ნახევრამდე გრძელდებოდა.

დემოგრაფების პროგნოზის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობა XXI საუკუნეში პიკს მიაღწევს და დაახლოებით 10 მლრდ გახდება, შემდეგ კი კლებას დაიწყებს.

=> გამოსცადე საკუთარი ცოდნა: ტესტები გეოგრაფიაში

მოსახლეობის განლაგების ძირითადი მაჩვენებელი მოსახლეობის სიმჭიდროვეა. დედამიწის მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე დაახლოებით 43 კაცია 1 კვ.კმ-ზე.
მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით მსოფლიოს ქვეყნები სამ ჯგუფად იყოფა:

ა) ქვეყნები მოსახლეობის სიმჭიდროვი მაჩვენებლი – 200 კაცი კვ.კმ-ზე
ბ) ქვეყნები, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი მსოფლიოს საშუალო სიმჭიდროვის მაჩვენებელს უახლოვდება – 45-50 კაცი კვ.კმ-ზე.
გ) ქვეყნები მოსახლეობის სიმჭიდროვის დაბალი მაჩვენებლით – 0-10 კაცი კვ.კმ-ზე.

მოსახლეობის ზრდის ტემპი და დინამიკა ძირითადად მოსახლეობის ბუნებრივ და მექანიკურ მოძრაობაზეა დამოკიდებული. ბუნებრივი მოძრაობა დროის გარკვეულ მონაკვეთში შობადობისა და მოკვდაობას შორის სხვაობით განისაზღვრება.

ბუნებრივი მოძრაობა=შობადობის კოეფიციენტს – მოკვდაობის კოეფიციენტი

ცალკეული ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობა მექანიკური მოძრაობის – მიგრაციის გამოც იცვლება. მექანიკური მოძრაობა დროის გარკვეულ მონაკვეთში ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული ადამიანების რიცხოვნობის სხვაობით განისაზღვრება.

მექანიკური მოძრაობა = შემოსულთა რიცხვს – გასულთა რიცხვი

ყველა ქვეყანაში ადამიანთა თაობები მუდმივად იცვლება და მათი განახლება ხდება. მაშასადამე, დედამიწაზე მოსახლეობის აღწარმოება (კვლავწარმოება) მიმდინარეობს.

=> საინტერესოა: მსოფლიო სამრეწველო კომპანიები

კაცობრიობის დემოგრაფიულ ისტორიაში მოსახლეობის აღწარმოების სამი ტიპი გამოიყოფა: არქიტიპი, ტრადიციული და თანამედროვე ტიპი.

აღწარმოების არქიტიპი კაცობრიობის გაჩენი დღიდან დაიწყო და რამდენიმე ათეული ათასი წელი გრძელდებოდა. ამ პერიოდში გაბატონებული იყო მითვისებითი მეურნეობა და ადამიანი მნიშვნელოვნად იყო ბუნებაზე დამოკიდებული.

აღწარმოების ტრადიციული ტიპი აგრარული მეურნეობის განვითარების პერიოდს ემთხვევა და რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში გრძელდებოდა.

აგრარულიდან ინდუსტრიულ მეურნეობაზე გადასვლის პერიოდი ევროპაში XVIII-XIX საუკუნეებში დაიწყო, ხოლო XX საუკუნეში მთელ მსოფლიოს მოედო. სწორედ ამ დროიდან შეიცვალა აღწარმოების ტრადიციული ტიპი თანამედროვე ტიპით.

მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა

ქვეყნები მოსახლეობის შობადობის ასაკობრივი სტრუქტურის მიხედვითაც განსხვავდება. იქ, სადაც მეტია შობადობა და, შესაბამისად, ბუნებრივი ნამატიც, მოსახლეობაში მით მეტია ახალგაზრდების წილი. ასაკობრივი სტრუქტურის მიხედვით, გამოყოფენ დემოგრაფიულად ახალგაზრდა და დაბერებულ ერებს.

როცა ახალგაზრდების ხვედრითი წილი განუწყვეტლივ მცირდება, ხოლო ხანდაზმულთა რიცხვი – მატულობს, მაშინ მოსახლეობის დაბერების პროცესს აქვს ადგილი.

სქესობრივ ასაკობრივი

სქესობრივ ასაკობრივი

მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურაზე ნათელ წარმოდგენას გვაძლევს სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდები. ნორმალური დემოგრაფიული მდგომარეობისას სქესობრივ პირამიდაში ყოველ მომდევნო ჯგუფში მოსახლეობის რაოდენობა წინა ასაკობრივ ჯგუფზე ნაკლებია. ამ დროს პირამიდა ტოლფერდა სამკუთხედს წააგავს.

 

 

მოსახლეობის ეთნიკური და რელიგიური სტრუქტურა

მსოფლიო მოსახლეობის ისტორიულად ჩამოყალიბებული, მახასიათებელი ნიშნების მიხედვით, ენისა და ტერიტორიის ერთიანობით, სამეურნეო საქმიანობითა და კულტურული ტრადიციებით, დაახლოებით, 35-45 ათას ეთნოსს გამოყოფენ. მათი რიცხოვნობა რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ასეულ მილიონამდე იცვლება. ზოგიერთი მათგანი ერად, ზოგი კი ტომად, ხალხად ჩამოყალიბდა.

კაცობრიობა ეთნიკური ნიშნის მიხედვით სახელმწიფობადაა დაყოფილი. ზოგჯერ ორი ან მეტი ერი ერთ სახელმწიფოს ქმნის. მსოლფიოში სახელმწიფოთა თითქმის ნახევარი ერთეროვანია. ერთეროვან ქვეყნებში მოსახლეობის 95% ერთ ეთნოსს მიეკუთვნება. ბევრი ქვეყანა კი მრავალეროვანია.

=> საინტერესოა: ევროპის დიდი ქვეყნების ფართობები, მოსახლეობა და სხვა.

მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიაა ცნობილი. მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი – განსხვავებული. მსოფლიო რელიგიები მიმდევართა დიდი რაოდენობითა და გავრცელების ფართო არეალით გამოირჩევა.

ქრისტიანობა იუდაიზმის წიაღში 1-ლ საკუნეში პალესტინაში წამოიშვა. ამჟამად ქრისტიანობას თითქმის 2 მლრდ-მდე მიმდევარი ჰყავს. მას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. ქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი – ბიბლია.

ისლამი წარმოშობის მიხედვით ყველაზე ახალგაზრდა, ხოლო მიმდევართა რაოდენობით მეორე რელიგიაა. ისლამის ფუძემდებელი მუჰამედი, ისლამური სწავლების მიხედვით ღმერთის უკანასკნელი წინასწარმეტყველი იყო. ისლამის ძირითადი წმინდა წიგნი ისლამია.

მესამე მსოფლიო რელიგია, ბუდიზმი, ძველი ინდოეთიდან, დაახლოებით ძვ.წ. VI-V საუკუნეებიდან მომდინარეობს და ყველაზე ძველი რელიგიაა. ბუდიზმის ფუძემდებლად სიდჰარტჰა გაუტამაა მიჩნეული, რომელსაც მოგვიანებით ბუდა ანუ გასხივოსნებული ეწოდა.
ამჟამად ბუდიზმი სამ ძირითად მიმართულებად იყოფა: თერავად, მაჰაიანა და ვადრაიანა. ასევე გამოიყოფა ტიბეტურ-მონღოლოიდური მიმართულება ლამაიზმი. ბუდიზმის წმინდა წიგნია ტაპიტაკა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი

 

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]