მიტოზი

მიტოზი

 

მიტოზის არსი მდგომარეობს ქრომოსომების კანონზომიერ გაორმაგებაში და მათ თანაბარ გადანაწილებაში შვილეულ უჯრედებს შორის. ამრიგად, მიტოზი წარმოადგენს მემკვიდრული ინფორმაციის გადაცემის მექანიზმს დედისეული უჯრედიდან შვილეულ უჯრედებში. შედგება პროფაზის, მეტაფაზის, ანაფაზისა და ტელოფაზისაგან (რიგ შემთხვევაში გამოყოფენ პრომეტაფაზასაც)

ტერმინი „მიტოზი“ პირველად შემოიღო ვ. ფლემინგმა 1882 წელს.

უჯრედის  ციკლი 

უჯრედის ციკლი მოიცავს უჯრედის არსებობის მთელ პერიოდს ამ უჯრედის გაყოფის ჩათვლით.
უჯრედულ ციკლში გამოყოფენ ოთხ პერიოდს : პრესინთეზურს, სინთეზურს, პოსტსინთეზურს და მიტოზს. პირველი ფაზა ცნობილია ინტერფაზის სახელწოდებით.

ინტერფაზა : უჯრედი იზრდება. დნმ ორმაგდება და უჯრედი გაყოფისათვის ემზადება.

მიტოზი: დედისეული უჯრედი ორ იდენტურ უჯრედად იყოფა.

პროფაზა : თითოეული ქრომოსომა სპირალურად ეხვევა, მოკლდება. იგი ორი ქრომატიდისაგან შედგება. ბირთვში ბირთვაკები ქრება, ცენტრიოლები უჯრედის პოლუსებისაკენ მიემართებიან. ფაზის ბოლოს ირღვევა ბირთვის გარსი.

მეტაფაზა: ქრომოსომები განლაგდებიან ეკვატორულ სიბრტყეში და გაყოფის თითისტარას ძაფები მიემაგრება ცენტრომერებზე. წარმოქმნიან ე.წ. მეტაფაზურ ფირფიტას.

ანაფაზა: ქრომატიდები ერთი-მეორეს სცილდება და დამოუკიდებელ ქრომოსომებად გადაიქცევა.  ქრომოსომები თითისტარას ძაფების მეშვეობით მიემართებიან უჯრედის მოპირდაპირე პოლუსებისაკენ.

ტელოფაზა: პოლუსებთან მისული ქრომოსომების გარშემო ფორმირდება ბირთვის გარსი, წარმოიქმნება ბირთვაკი.

ციტოკინეზი : ციტოპლაზმა იყოფა და ორი შვილეული უჯრედი წარმოიქმნება.

სომატური უჯრედები არასასქესო უჯრედებია.

გამეტები სასქესო უჯრედებია.

ყოველი სახეობის სომატური უჯრედებისთვის დამახასიათებელია მუდმივი ქრომოსომული კომპლექტი.

კარიოტიპი მოცემული სახეობის სომატური უჯრედების ქრომოსომული კომპლექტის ნიშან-თვისებების ერთობლიობაა.

თქვენი online რეპეტიტორი