ძირითადი მთავრობათაშორისი ორგანიზაციები

ძირითადი მთავრობათაშორისი ორგანიზაციები

ძირითადი მთავრობათაშორისი ორგანიზაციები :

1. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია – გაერო

გაწევრიანებული ქვეყნები 193

საქმიანობის სფერო : მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვა, დაძაბულობის შენელება, დავის მშვიდობიანი გზით მოგვარება, საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ სფეროებში, ადამიანის უფლებათა დაცვა.

შტაბ-ბინა : ნიუ-იორკი

2. ჩრდილოეთ-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია – ნატო

გაწევრიანებული ქვეყნები 28

საქმიანობის სფერო : მსოფლიო უსაფრთხოებისა და სიმშვიდის დაცვა, ორგანიზაციაში გაერთიანებული წევრი სახელმწიფოებისათვის დახმარების გაწევა

შტაბ-ბინა : ბრიუსელი

3. ევროკავშირი

გაწევრიანებული ქვეყნები 27

საქმიანობის სფერო : ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა, ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალებით წევრი ქვეყნების ჰარმონიული განვითარება

შტაბ-ბინა : ბრიუსელი

4. ევროსაბჭო

გაწევრიანებულია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა

საქმიანობის სფერო : ადამინის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, ჰუმანიტარულ, კულტურისა და ეკოლოგიის საკითხებში თანამშრომლობა

შტაბ-ბინა : სტარასბურგი

5. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა – დსთ

გაწევრიანებული ქვეყნები 11

საქმიანობის სფერო : ორგანიზაციია წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო, კულტურული და სხვ. თანამშრომლობა და კოორდინაცია.

შტაბ-ბინა : მინსკი

6. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია – ეუთო

გაწევრიანებული ქვეყნები 56

საქმიანობის სფერო : ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესება, მშვიდობის დაცვა, საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვა

შტაბ-ბინა : ვენა

7. ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია

გაწევრიანებულია აშშ და ლათინური ამერიკის ქვეყნები ( კუბის გარდა)

საქმიანობის სფერო : მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება დასავლეთ ნახევარსფეროში და წევრ ქვეყნებს შორის  კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება. ეკონომიკური, პოლიტიკური, იურიდიული პრობლემების კოორდინაცია

შტაბ-ბინა : ვაშინგტონი

8. აფრიკის ერთიანობის ორგანიზაცია – აფრიკის კავშირი

გაწევრიანებული ქვეუნები 53

საქმიანობის სფერო : აფრიკულ სახელმწიფოთა ერთიანობა, სოლიდარობა და კოორდინაცია. ცხოვრების დონის ასამაღლებლად ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული  მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დაცვა. შეთანხმებული თანამშრომლობა პოლიტიკის, თავდაცვისა დაუსაფრთხოების, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში.

შტაბ-ბინა : ადის-აბება

9. არაბული ქვეყნების ლიგა

გაწევრიანებული ქვეყნები 22

საქმიანობის სფერო : არაბული სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ეკონომიკური სიძლიერის განმტკიცება, მათი ინტეგრაცია და საერთო სტრატეგიის შემუშავება

შტაბ-ბინა : კაირო

10. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაცია – ასეანი

გაწევრიანებული ქვეყნები 10

საქმიანოს სფერო : წევრი ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თანამშრომლობა

შტაბ-ბინა : ჯაკარტა

11. შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობა – ბისეკი

გაწევრიანებული ქვეყნები 11

საქმიანობის სფერო : შავი ზღვის აუზის სახელმწიფოთა თანამშრომლობა ეკონომიკური და გარემოსდაცვითი კუთხით

შტაბ-ბინა : სტამბული

12. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია – ოპეკი

გაწევრიანებული ქვეყნები  13

საქმიანობის სფერო : ნავთობის მომპოვებელი და იმპორტიორი ქვეყნების ინტერესების დაცვა მსოფლიო ბაზარზე, ფასების სტაბილიზაციის უზრუნველყოფა ნავთობის მსოფლიო ბაზარზე, გარემოს დაცვა

შტაბ-ბინა : ვენა

13. თანამეგობრობა

გაწევრიანებული ქვეყნები 53

საქმიანობის სფერო : წევრ ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება

შტაბ-ბინა : ლონდონი

თქვენი online რეპეტიტორი