მეიოზი

მეიოზი

მეიოზის დაწყებამდე, ინტერფაზაში არის ქრომოსომათა დიპლოიდური რაოდენობა. სქემაზე პირობითად ნაჩვენებია უჯრედი, რომელსაც დიპლოიდურ კომპლექტში აქვს ქრომოსომათა მხოლოდ ორი წყვილი. ინტერფაზაში ხდება დნმ-ის გაორმაგება. თითოეული ქრომოსომა შედგება ორი ქრომატიდისაგან.

krosingoveri

 

პროფაზაში ჰომოლოგიური ქრომოსომები ერთმანეთს გადაეჭდობიან, ხდება კონიუგაცია და ზოგჯერ კროსინგოვერი.

  • კროსინგოვერი არის ჰომოლოგიურ ქრომოსომებს შორის გენებისა და მთელი სეგმენტების ორმხრივი გაცვლა.

მეიოზი  შედგება ორი თანმიმდევრული გაყოფისაგან. პირველად დედისეული უჯრედი იყოფა და წარმოქმნის ორ შვილეულ უჯრედს. მეორედ იყოფა უკვე ეს ორი უჯრედი და მიირება ოთხი  უჯრედი, რომლებიც ყალიბდება გამეტებად – სპერმატოზოიდად ან კვერცხუჯრედად.

როგორც პირველი, ისე მეორე მეიოზური გაყოფის დროს, არჩევენ ოთხ ფაზას : პროფაზა, მეტაფაზა, ანაფაზა და ტელოფაზა.

DIPloidurHaploiduri