მდინარეები

მდინარეები

  • აფრიკის ყველაზე დიდი მდინარეები რამდენიმე ჰავის სარტყელში მიედინებიან. ასეთ მდინარეებს ტრანზიტულს უწოდებენ.
  • მსოფლიოს უგრძესი მდინარე – ნილოსი კაგერათი, იწყება აღმოსავლეთ აფრიკის ზეგანზე, გაივლის ვიქტორიასა და მობუტუ-ხესე-სეკოს ტბებს და თეთრი ნილოსისი სახელწოდებით მიედინება ჩრდილოეთისაკენ, ხართუმთან ერთვის ცისფერ ნილოსს. ამის შემდეგ მდინარე განიერი და წყალუხვი ხდება და დიდი დელტით უერთდება ხმელთაშუა ზღვას.
  • აფრიკის ყველაზე წყალუხვი მდინარის, კონგოს სატავედ თვლიან მდ. ლუალაბას, რომელიც აღმოსავლეთ აფრიკის მთიანეთში იწყება.
  • გვინეის ყურეში ჩაედინება წყალუხვი მდინარე ნიგერი, რომელიც იწყება ჩრდილოეთი გვინეის მაღლობზე. იგი სიგრძითა და აუზის ფართობით, მესამეა აფრიკაში.
  • ატლანტის ოკეანის მნიშვნელოვანი მდინარეა ორანჟევაია.
  • ინდოეთის ოკეანეში  ჩამდინარე ყველაზე დიდი მდინარეა ზამბეზი.  ამ მდინარეზეა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერი – ვიქტორია, რომლის სიგანე 1800 მ-ია. ვარდნა 120 მ.
  • ზედაპირის ფართობის მიხედვით ტბა ვიქტორია ყველაზე დიდია.
  • მდინარე ნილოსი გაედინება საჰარის, ნუბიის, ლიბიისა და არაბეთის უდაბნოზე.
  • ჩანჩქერ ვიქტორიას ადგილობრივი მცხოვრებები  ,,მოზიაო ტუნიას” – ,,მგრგვინავ კვამლს” უწოდებენ.
  • ტბა ტანგანიკის სიღრმე 1435 მ-ია, სიგანე 50-80 კმ, სიგრძე – 650 კმ. ტბის ფსკერი ოკეანის დონეზე 660 კმ-ით დაბლა მდებარეობს.
  • ჩადის ტბის სიღრმეა 4-7 მ. ფართობი 22 ათასი კმ²

თქვენი online რეპეტიტორი