ლოცვა ავთანდილისა და მისი გაპარვის გაგება როსტევან მეფისაგან - განხილვა

ლოცვა ავთანდილისა და მისი გაპარვის გაგება როსტევან მეფისაგან – განხილვა

– ცისა და მიწის მაღალო ღმერთო, ზოგჯერ რომ სატანჯველს მიგვცემ და ზოგჯერსიკეთეს გვიბოძებ, შეუცნობელი და ენით უთქმელი ყოვლის მპყრობელად რომმოვლენილხარ, – შეჰღაღადებდა ავთანდილი, – გულისთქმაც ხომ შენ გემორჩილება დასურვილთა მოთმენის ძალი მომანიჭე!

“ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა,
შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა,
მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა,
ნუ აღმოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!”

– ღმერთო მოწყალეო, სხვა არავინ მყავს, შენ ერთს მოგენდე მიუსაფარი და, წინ რაოდენძნელი გზაც მედოს, შეწევნას შენგან ვითხოვ და ველი: მტერი დამაძლევინე და “ზღვათაღელვა, ღამით მავნე განმარიდე!” თუ ცოცხალი დავრჩი, მუდამ შენი მადიდებელი დამსხვერპლის შემომწირავი ვიქნები.
ლოცვა რომ მოათავა, შეჯდა და მალულად გაეშურა. შერმადინი ოდენ მცირეზედ იახლა.უკან გამობრუნებული, ავთანდილს საბრალოდ მისტიროდა და მკერდში მჯიღს იცემდა,ცრემლად იღვრებოდა, “სისხლმან მისმან კლდენი ღარნა: პატრონისა ვერა-მჭვრეტმანყმამან რამცა გაიხარნა!”

განრისხებულ როსტევანს იმ დღეს დარბაზობა აღარ გაუმართავს. მეორე დღესაც, რაგათენდა, მწყრალად წამოდგა, “ჰგავს, თუ ადენს პირით ალსა”. მყისვე ვეზირი იხმო.მოჰგვარეს, მისი შიშით მოცახცახე, დარბაზს მოწიწებით შემოსული რომ დაინახა, მეფემუთხრა:
– არ მახსოვს, გუშინ რას მეუბნებოდი, თუ გაგონდება, რა უნდოდა? არა, მართლა, ისეროგორ მაწყენინეთ და გამარისხეთ, რომ დიდხანს სული ვერ მოვიბრუნე და შენ,საყვარელი ვეზირი, ესოდენ გაგკიცხე! ბრძენს ტყუილად არ უთქვამს, “წყენააო ჭირთაბადე”. მსგავს რამეს ნურასდროს იზამ, საქმე კარგად გასინჯე ხოლმე. ახლა ერთი კიდევმითხარი, რასაც გუშინ ჰყვებოდი, რიგიანად ყური არც მიგდია.
ვეზირმა რომ ხელმეორედ მოახსენა, ხელმწიფემ აღარ დაახანა და პასუხი მოკლედშეუთვალა: ხომ არ გადარეულხარ, ეგ მეტად აღარ გამაგონო, “თვარა მე სრულადგელევი”, გავთავდები და ის იქნებაო!

“რა გამოვიდა, ვაზირმან ძებნა, ვერ პოვნა მინანი,
მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი, ცრემლთა მდინანი.
მან თქვა: “მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი,
ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვთქვი, მასცა ვინანი.”

ვეზირი რომ არ ეახლა, მეფემ სხვა კაცი გაგზავნა. ამანაც, რა ამბავი შეიტყო, გარეთგაჩერდა. ავთანდილის წასვლის გამჟღავნებას მეფეს ვერავინ უბედავდა.
როსტევანი შეეჭვდა და ჭმუნვამ ხელი დარია, თქვა: უეჭველად გაიპარაო, “ვინ მარტომანასთა ავნის”. თავდახრილი იდგა, გულს დარდი ლოდივით დასწოლოდა. მერე კვნესააღმოხდა და მაღლა აიხედა, მონას უბრძანა: მიდი და იმ ფლიდს უთხარი, შემოვიდეს დაყველაფერი მიამბოსო. ვეზირი ეახლა, დაღვრემილი და ფერწასული იყო, ხელმწიფესმზერას არიდებდა.

“მეფემან ჰკითხა: `წასრულა მზე დაუდგრომლად, მთვარულად?”
მან მოახსენა ყოველი, ვით წასრულიყო ფარულად:
მზე აღარ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს დარულად!”

მეფემ რომ ეს მოისმინა, გაშმაგებულმა ყვირილი მორთო, ღაწვებს იკაწრავდა და წვერსიგლეჯდა, მჭვრეტელნი გაეკვირვებინა. მერე მოთქმით დაიჩივლა: “ვა, გაზრდილო,ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი! სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?!”შენ კიდევ რა გიშავსო, “თუ თავი შენი შენ გახლავს”, ყარიბობა არც გეთქმისო, მაგრამ მერა მეშველება, სენმორეულსა და უნუგეშოდ შთენილს, გული რარიგ შეგელიოს?! ვაი,რომ შენ დაბრუნებამდე ენით უთქმელი წამებით უნდა ვეწამოო!

“ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა?
ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ-სრულსა,
ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მას რულსა,
აწ უშენოდ რაღა ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა?!”

რაგინდ ბევრიც იარო, ვიცი, შიმშილით არ მოკვდები, შენ შენი მშვილდი შეგინახავსო,იქნებ ღმერთმა წყალობით გადმოგხედოს და ყოველი გასაჭირი გაგიადვილოს, მაგრამ,მე რომ ვეღარ მომესწრა, თუ არ შენგან, `გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?!”
გლოვის ზარი გაისმა და უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. დარბაზს დიდებულთა ჯარიშეგროვილიყო. ყველა ქვითინებდა და იცრემლებოდა, თავში იცემდნენ და თმა-წვერსიგლეჯდნენ, თქვეს: `ბნელი გვამრთებს დღე-კრულთა, რათგან მზე მიგვიდრკა ცისა!” რამეფემ დიდებულნი დაინახა, მწარედ შემოსტირა და;

“უთხრა: `ჰხედავთ, მზემან ჩვენმან შუქი სრულად დაგვიძვირნა,
რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა, რად გაგვწირნა?!”

ლაშქარს მისებრ ვინღა მოეპატრონება და უთავადებსო. მოგვიანებით, როცა ცოტათიდაწყნარდნენ, მეფემ ბრძანა: იკითხეთ, მარტო წასულა, თუ მოყმენიც თან უახლებიაო.
მორცხვად და მოშიშრად შემოვიდა შერმადინი, ანდერძი მიართვა და მოახსენა: ესდაუწერია და საწოლს დაუტოვებია, მისი მსახურნი ნამტირალევი დამიხვდნენ,მწუხარებისაგან თმა-წვერი დაეგლიჯათ, მითხრეს, მარტო გაპარულა, არავინ ახლავსო.
რომ მომკლათ, მემართლებით, სიცოცხლის რაღა ღირსი ვარო, დასძინა გამწარებულმამოყმემ. ანდერძი წაიკითხეს და კვლავ დიდხანს ტიროდნენ.
მერე მეფემ ბრძანა: ჩემი ლაშქარი სამხიარულოს ნუღარ ჩაიცვამსო, დავრდომილნი დაქვრივ-ობოლნი ვამლოცველოთ, იქნებ ღმერთმა ისმინოს და ხიფათი აშოროს,მშვიდობით დაგვიბრუნდესო.

წყარო: http://www.aura.ge/103-sabavshvo/1691-shota-rustaveli–vefxistkaosani-shinaarsi.html

თქვენი online რეპეტიტორი