ლითოსფერო

ლითოსფერო

1. მეცნიერებას, რომელიც დედამიწის ქერქის აგებულებას, შედგენილობასა და განვითარების თავისებურებას შეისწავლის, გეოლოგია ეწოდება.
2. დედამიწა სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ბირთვისგან, მანტიისა და დედამიწის ქერქისგან.
3. დედამიწის ბირთვი ორი ნაწილისგან შედგება: გარეთა თხევადი და შიდა მყარი ნაწილისგან. მისი საშუალო რადიუსი დაახლოებით 3500 კმ-ია. ბირთვის ტემპერატურა 6000 გრადუსს აღწევს.
4. მანტია გარს აკრავს დედამიწის ბირთვს. ის ქერქიდან სიღრმეში 2900 კმ-მდე ვრცელდება. მისი ტემპერატურა 2000 გრადუსიდან რამდენიმე ასეულ გრადუსამდე იცვლება.
5. დედამიწის ზედა, მყარ გარსს დედამიწის ქერქი შეადგენს. მისი სისქე 5-10 კმ-დან 70-80 კმ-მდე მერყეობს.
6. მანტიის ზედა ფენას და დედამიწის ქერქს ერთად ლითოსფეროს უწოდებენ. მისი სისქე 50-200 კმ-ია.
7. დედამიწის ზედაპირის რელიეფის წარმოქმნასა და გარდაქმნას მასზე ერთდროულად მოქმედი შინაგანი(ენდოგენური) და გარეგანი (ეგზოგენური) ძალები განაპირობებენ.
8. რელიეფის ფორმები იყოფა დადებით და უარყოფით, ასევე მარტივ და რთულ ფორმებად.
9. დედამიწის ზედაპირზე ადამიანის მიერ შექმნილ უსწორმასწორობებს ანთროპოგენულ რელიეფს უწოდებენ.

=> საინტერესოა : რელიეფის ტიპები

10. დედამიწის ქერქის მოძარაობა მისი შინაგანი ძალების შედეგია და მას დედამიწის ნელ, ვერტიკალურ(საუკუნებრივ) რყევას უწოდებენ.
11. ჰიმალაის მთები წელიწადში 5-8 მმ-ით მაღლა იწევს.
12. გარეგანი რელიეფწარმომქმნელი ძალებია გამოფიტვა, მდინარის, მყინვარის, ქარის, ზღვის ტალღებისა და სხვათა მოქმედება.
13. ფიზიკური გამოფიტვის დროს ქანი იცვლის ფიზიკურ ფორმას – თანდათანობით იმსხვრევა და იშლება, მაგრამ არ იცვლება ქანის ქიმიური შედგენილობა.
14. გათბობითა და გაცივებით, წყლისა და ცოცხალი ორგანიზმების, მყინვარისა და ქარის მოქმედებით იშლება დედამიწის ამგები ქანები. ამ პროცესს გამოფიტვა ეწოდება.
15. დედამიწაზე გამოფიტვის ყველა სახე ერთდროულად მიმდინარეობს. ტერიტორიას სადაც ეს ხდება, გამოფიტვის ზონა ჰქვია.
16. ზედაპირულ წყლებთან ერთად წყალში ადვილად ხსნადი ქანების გამორეცხვის შედეგად ღრმულებს, ძაბრებს, მიწისქვეშა სიცარიელეებსა და მღვიმეებს ქმნიან. ხმელეთის ამ ფორმებს კარსტულ ფორმებს უწოდებენ.
17. მორენა არის მყინვარებიდან ჩამოშლილი ქანები.
18. ოკეანეებისა და ზღვების ნაპირებზე ქარის მიერ აგორებული ტალღები ანგრევენ და სახეს უცვლიან სანაპიროს, რასაც აბრაზია ჰქვია.
19. დედამიწის ქერქის იმ ადგილს, სადაც მიწისქვეშა ბიძგი წარმოიშობა, მიწისძვრის კერა ანუ ჰიპოცენტრი ეწოდება.
20. მიწისძვირს ძალა რიხტერის 10 ბალიანი სკალით იზომება.
21. მიწისძვრის სიმძლავრეს მის კერაში გამოყოფილი ენერგიის პირობითი სიდიდით – მაგნიტუდით ზომავენ.
22. ვულკანი, ისევე, როგორც მიწისძვრა, დედამიწის ქერქზე მოქმედი შინაგანი ძალების გამოვლინებაა.
23. ნაპრალს დედამიწის ქერქში, საიდანაც გამდნარი და გავარვარებული მაგმა იფრქვევა, ვულკანი ყელი ჰქვია.
24. გეომორფოლოგია გეოგრაფიის დარგია, რომელიც დედამიწის ზედაპირის რელიეფს შეისწავლის.
25. ოროგრაფია გეომორფოლოგიის დარგია, რომელიც აღწერს დედამიწის რელიეფის ფორმებს და ახდენს მათ კლასიფიკაციას გარეგანი ნიშნების მიხედვით.

=> გამოსცადეთ საკუთარი ცოდნა: ტესტები გეოგრაფიაში

26. მთას აქვს კარგად გამოხატული ძირი, კალთა და მწვერვალი.
27. დედამიწის ყველაზე გრძელი მთებია კორდილიერები ანდებით, რომლებიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროს მიუყვება და ანტარქტიდაშიც გრძელდება. მისი სიგრძე 15000 კმ-ია.
28. მთათა სარტყლებს შორის სიგრძით გამოირჩევა ალპურ-ჰიმალაური სარტყელი, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკიდან ავსტრალიამდეა გადაჭიმული.
29. მთის ზოგიერთ მწვერვალს მომრგვალებული, ზოგს კი მახვილი თავი აქვს. მახვილ მწვერვალებს პიკებს უწოდებენ.
30. სიმაღლის მიხედვით მთებს ყოფენ დაბალ – 500 მ-დან 1000 მ-მდე, საშუალო სიმაღლის – 1000 მ-დან 2000 მ-მდე და მაღალ – 2000 მ-ზე მეტი სიმაღლის მთებად.
31. დედამიწის ყველაზე მაღალი მთებია ჰიმალაი. მისი 11 მწვერვალის სიმაღლე 8000 მ-ს აღემატება, მათ შორისაა დედამიწის უმაღლესი მწვერვალი ჯომოლუნგმა (ევერესტი 8848 მ).
32. მთების ხაზოვნად გადაჭიმულ, დიდი გრეხილს ქედი ეწოდება.
33. უღელტეხილი ქედის ან მთის მასივის გადასასვლელად მოხერხებული, ყველაზე დაბალი ადგილია.
34. ახალგაზრდა მთებია: კავკასიონი, ალპები, ანდები, კორდილიერები, ჰიმალაი და სხვ. ძველი მთებია: ურალი, აპალაჩი, სკანდინავიისა და სხვ.
35. ხმელეთის ნაწილს, რომელსაც მეტ-ნაკლებად სწორი, ოდნავ ტალღოვანი ან ბორცვიანი ზედაპირი აქვს ვაკე ეწოდება.

=> საინტერესოა: ატმოსფერო

36. თუ ვაკის სიმაღლე ზღვის დონიდან 200 მ-ს აღემატება, მას დაბლობი ეწოდება.
37. ვაკეს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 200-დან 500 მ-მდეა, მაღლობს უწოდებენ.
38. ვაკეს, რომელიც ზღვის დონიდან 500 მ-ზე მაღლა მდებარეობს, ზეგანი ჰქვია.
39. ვაკეებს, რომლებიც წარმოიქმნებიან ზღვის ფსკერის აწევის ან წყლის უკან დახევის შედეგად, პირველად ვაკეებს უწოდებენ.
40. აკუმულაციური ვაკეები მდინარეთა ნარიყი მასალის დალექვითაა წარმოქმნილი.
41. დენუდაციური ვაკეები მთების ნგრევის შედეგად ჩნდება.
42. მეწყერი სიმძიმის ძალის მოქმედების შედეგად ნიადაგის ან ქანების მოწყვეტა-გადაადგილებაა ფერდობის დახრილობის მიმართულებით.
43. თოვლზვავი თოვლის დიდი მასის სწრაფი გადაადგილებაა სიმძიმის ძალის ზემოქმედებით.
44. ღვარცოფი ქვატალახოვანი ნაკადია, რომელიც დროდადრო მაღალმთიანი რაიონების მდინარეების აუზებში ინტენსიური წვიმის, მიწისძვრის, მეწყერისა და სხვა მიზეზების გამო წარმოიქმნება.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]