კუნთები

კუნთები

კუნთები

კუნთი შედგება კუნთოვანი უჯრედებისგან ანუ ბოჭკოებისგან, რომლებიც კონებადაა შეკრული. გარედან ამ კონებს გარსი აკრავს. კუნთში შედის მისი მკვებავი

სისხლძარღვი და ნერვი, რომელიც მას მგრძნობელობას ანიჭებს. ნერვით მიტანილი ნერვული იმპულსი აღაგზნებს კუნთს, საპასუხოდ კი კუნთი იკუმშება.
კუნთის ძირითადი თვისებაა
აგზნებადობა და კუმშვადობა. კუნთები ჩონჩხთან ერთად სხეულის მოძრაობას უზრუნველყოფს, კუნთების სისტემა ჩონჩხს უნარჩუნებს ამართულ მდგომარეობას, აძლევს მას ფორმას. კუნთებთანაა დაკავშირებული სუნთქვის, საჭმლის მომნელებელი, სისხლის მიმოქცევის სისტემის ფუნქციონირება.

კუნთები

ორთავა

ადამიანის ორგანიზმში 400-მდე კუნთია.
არსებობს სამი ძირითადი ტიპის კუნთი:
განივზოლიანი, გლუვი და გულის განივზოლიანი. სამივე ტიპის კუნთოვან უჯრედებს (ბოჭკოებს) ერთი საერთო თვისება აქვს, აგზნების შედეგად იკუმშება, შესაბამისად ბოჭკოები მოკლდება. შეკუმშვის შემდეგ კუნთი დუნდება, ანუ ბოჭკოები გრძელდება.ჩონჩხის კუნთების უმრავლესობა ძვალზე შემაერთებელქსოვილოვანი მკვრივი სტრუქტურით – მყესით არის დამაგრებული. ჩონჩხის
ნებითი მოქმედებისაა და ჩვენს ნება-სურვილს ემორჩილება. ჩონჩხის კუნთების უმეტესობას
ანტაგონისტი (საწინააღმდეგო) კუნთი აქვს, რომელიც პირველის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. მაგალითად, ორთავა და სამთავა კუნთი/ები. როდესაც ორთავა დაჭიმულია, მაშინ სამთავა მოდუნებულია და პირიქით.

დიაფრაგმით სხეულის ღრუ ორ ნაწილად იყოფა – გულმკერდის ღრუ და მუცლის ღრუ. დიაფრაგმა ძირითადად კუნთებისგან შედგება და ეს კუნთების მონაწილეობაა სუნთქვით პროცესებში.

არსებობს კუნთი/ები, რომლებიც ძვლებს საეთოდ არ ემაგრება. მაგალითად, პირისა და თვალის ირგვლივი კუნთი. პირის ირგვლივი კუნთი შეკუმშვისას ხურავს პირს, ხოლო თვალის ირგვლივი კუნთი ხურავს ქუთუთოებს, ქმნის ნაოჭებს თვალის ირგვლივ, მაღლა სწევს წარბებს.
საღეჭი კუნთი ქვედა ყბას მაღლა სწევს, ამოძრავებს მას მარჯვნი, მარცხნივ, წინ და უკან. მონაწილეობს ღეჭვაში და დანაწევრებულ მეტყველებაში. სახის კუნთები არის მიმიკური კუნთები, რომლებიც ჩვენს ნებას ექვემდებარება.

კუნთები

ადამიანის კუნთები

კისრის კუნთი მრავალრიცხოვანია და თავსა და კისერს ამოძრავებს. ტანის კუნთებში შედის: ზურგის, მუცლის, ნეკნთაშუა კუნთები და სხვ. დუნდულა კუნთი კარგად განვითარებულია. ისინი მენჯისა და ბარძაყის ძვლებზე არის მიმაგრებული. ეს კუნთები განამტკიცებს მენჯ-ბარძაყის სახსარს, მონაწილეობენ ადამიანის ვერტიკალური მდგომარეობის შენარჩუნებაში. ზედა კიდურების ჩონჩხი:
დელტისებრი კუნთი, რომლიც მხრის სახსარს ზემოდან ფარავს და შეკუმშვისას ხელს ზევით სწევს. წინა მხარს ორთავა და სამთავა კუნთი ამოძრავებს. წინამხრის ქვედა მხარეს თითების მომხრელი კუნთებია.
ქვედა კიდურების ჩონჩხი:
ქვედა კიდურების ჩონჩხი ბევრად მძლავრია, ვიდრე ზედა, რადგან მათ სხეულის მთელი სიმძიმე აწევთ. ყველაზე ძლიერი კუნთი არის
კანჭის კუნთი, რომელსაც 130 კგ-მდე ტვირთის აზიდვა შეუძლია. აქილევსის მყელისთ იგი ქუსლის ძვალს ემაგრება.
სხვა კუნთები სივრცეში გადაადგილებაში არ მონაწილეობს. ასეთია
გულის კუნთი, მას განსაკუთრებული აგებულება აქვს. ასევე გლუვი კუნთები, რომელიც ორგანოების (კუჭის, საყლაპავის, ნაწლავების, სისხლძარღვების და სხვ.) კედლებშია. მათ უნებლიე კუნთებს უწოდებენ, რადგან ჩვენს ნება-სურვილს არ ექვემდებარება.

კუნთები

თავის არე

კუნთოვანი უჯრედები მდიდარია მიტოქონდრიებით (ენერგიის ძალური სადგური). ენერგიას კუნთი ნახშირწყლების წვის შედეგად იღებს. თუ კუნთი დიდხანს მუშაობს, შრომისუნარიანობას დროებით კარგავს. ამას დაღლა ეწოდება.
რიტმული ფიზიკური ვარჯიშის შესრულების დრის ჯყბღები უფრო გვიან იღლება, ვინაიდან შეკუმშთა შუალედებში კუნთი შრომისუნარიანობის ნაწილობრივ აღდგენას ასწრებს. ამასთან. რაც უფრო მძლავრად არის განვითარებული სხეულის კუნთები, მით უფრო მტკიცე ხდება ძვალი.
დადგენილია, რომ მუშაობის დრო ნებისმიერი ორგანო უფრო მეტი სისხლით მარაგდება, ვიდრე მოსვენების დროს/ რაც უფრო მეტ სამუშაოს ასრულებს კუნთი, მით მეტი საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი მოაქვს სისხლს, კუნთი მასაში იმატებს და ადამიანი უდრო ძლიერი ხდება.

წყარო: ცუზმერი ანნა გამომცემლობა “თბილისი: განათლება 1982”, ლ.ბურდილაძე “დიოგენე”
მოგვაწოდა რომეო ქებულაძემ

თქვენი online რეპეტიტორი