კონტინენტები

კონტინენტები

ევროპა
1. ფართობი – 10 მლნ კვ. კმ. (რუსეთის ევროპული ნაწილის ჩათვლით)
2. მოსახლეობა – 830,4 მლნ კაცი (რუსეთის ევროპული ნაწილი მოსახლეობის ჩათვლით – 110,6 მლნ კაცი), 2009 წ.
3. უმაღლესი მწვერვალი – იალბუზი (რუსეთი), 5642 მ.
4. ყველაზე გრძელი მდინარე – ვოლგა (რუსეთი), 3700 კმ.
5. ყველაზე დიდი ტბა – ლადოგის (რუსეთი), 17 700 კვ. კმ.
6. ყველაზე მაღალი ჩანჩქერი – უტიგარდი (ნორვეგია), 800 მ.
7. ყველაზე დიდი კუნძული – დიდი ბრიტანეთი, 229 870 კვ.კმ.
8. ყველაზე დიდი ნახევარკუნძული – სკანდინავია, 800 ათასი კვ.კმ.
9. ყველაზე დიდი ყურე – ბისკაი, 200 ათასი კვ.კმ.
10. ყველაზე გრძელი სრუტე – ლა-მანში (ინგლისის არხი), 578 კმ (პა-დე-კალესთან და დუვრის სრუტესთან ერთად).

11. ყველაზე დიდი ქვეყანა – რუსეთი (ფართობის სიდიდითა და მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით. მთლიანი ფართობი 17,0 მლნ კვ. კმ; ევროპული ნაწილის ფართობი – 4,2 მლნ კვ. კმ.
12. ყველაზე პატარა ქვეყანა – ვატიკანი – 0,44 კვ. კმ. (ფართობის სიდიდითა და მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით).
13. ყველაზე დიდი ქალაქი – პარიზი (გარეუბნებით, საფრანგეთი), 10,1 მლნ კაცი (2009 წ.).
14. ევროპაში ოთხი ძირითადი კლიმატური სარტყელია: არქტიკული, აუბარქტიკული, ზომიერი და სუბტროპიკული.
15. ფინეთი ცნობილია, როგორც „ათასი ტბის“ ქვეყანა.
16. დღეს ევროპის კონტინენტზე 48 სუვერენული ქვეყანა და ერთი დამოკიდებული ტერიტორიაა, კონტინენტის მოსახლეობა 50-ზე მეტ ენაზე ლაპარაკობს.
აზია
1. ფართობი – 44,5 მლნ კვ. კმ.
2. მოსახლეობა – 4 მლრდ (რუსეთის აზიური ნაწილის მოსახლეობის ჩათვლით – 31,2 მლნ. კაცი), 2009 წ.
3. უმაღლესი მწვერვალი – ევერესტი (ნეპალი), 8848 მ
4. ყველაზე დაბალი ადგილი – მკვდარი ზღვა (ისრაელი), -402 მ.
5. ყველაზე გრძელი მდინარე – იანძი (ჩინეთი), 6380 კმ.
6. ყველაზე დიდი ტბა – კასპიის ზღვა, 370999 კვ.კმ.
7. ყველაზე მაღალი ჩანჩქერი – ჯოგის ჩანჩქერი ( მდ. შარვატი, ინდოეთი), 253მ
8. ყველაზე ღრმა ტბა – ბაიკალი (რუსეთი), 1620 მ
9. ყველაზე დიდი უდაბნო – გობი, 1,3 მლბ კვ.კმ.
10. ყველაზე დიდი კუნძული – კალიმანტანი (ბორნეო), 751100 კვ.კმ.
11. ყველაზე დიდი ნახევარკუნძული – არაბეთის, 2 230 000 კვ.კმ.
12. ყველაზე დიდი ყურე – ბენგალის ყურე, 2,1 მლნ კვ.კმ.
13. ყველაზე გრძელი სრუტე – მალაკის, 937 კმ.
14. ყველაზე დიდი ქვეყანა – რუსეთი, აზიური ნაწილის ფართობი 12 780 800 კვ.კმ.
15. ყველაზე პატარა ქვეყანა – მალდივის კუნძულები, 300 კვ.კმ.
16. ყველაზე დიდი ქალაქი – ტოკიო (იაპონია), 15,5 მლნ კაცი (2009 წ.).
17. აზიაში, ხმელეთზე ყველაზე უხვნალექიანი ადგილი დაბა ჩერაპუნჯაა. აქ თითქმის 13 000 მმ ნალექი მოდის წელიწადში.
ჩრდილოეთ ამერიკა
1. ფართობი – 22,6 მლნ კვ.კმ.
2. მოსახლეობა – 528 მლნ კაცი, 2008 წ.
3. უმაღლესი მწვერვალი – მაკ-კინლი (ალასკა, აშშ), 6194 მ.
4. ყველაზე დაბალი ადგილი – სიკვდილის ველი – 86 მ.
5. ყველაზე გრძელი მდინარე – მისისიპი მისურით (აშშ), 6019 კმ.
6. ყველაზე დიდი ტბა – ზემო ტბა (აშშ), 82 414 კვ.კმ.
7. ყველაზე მაღალი ჩანჩქერი – იოსემიტის (კალიფორნია, აშშ), 739 მ.
8. ყველაზე დიდი უდაბნო – დიდი აუზის უდაბნო (აშშ), 492 000 კვ.კმ.
9. ყველაზე დიდი კუნძული – გრელანდია, 2 მლნ კვ.კმ.
10. ყველაზე დიდი ნახევარკუნძული – ლაბრადორის, 16 000 ათასი კვ.კმ.
11. ყველაზე დიდი ქვეყანა – კანადა, 997 061 კვ.კმ (ფართობის მიხედვით), აშშ – 305 მლნ კაცი (მოსახლეობის მიხედვით).
12. ყველაზე პატარა ქვეყანა – სენტ-კიტსი და ნევისი, 269 კვ.კმ.
13. ყველაზე დიდი ქალაქი – მეხიკო (მექსიკა), 8,8 მლნ კაცი (2008 წ.).
14. ჩრდ. ამერიკის სანაპირო ხაზის სიგრძე დაახლოებით 60 000 კმ-ია.

სამხრეთ ამერიკა
1. ფართობი – 17,8 მლნ კვ.კმ.
2. მოსახლეობა – 386 მლნ კაცი, 2008 წ.
3. უმაღლესი მწვერვალი – აკონ-კაგუა (არგენტინა), 6959 მ.
4. ყველაზე დაბალი ადგილი – ვალდესი (არგენტინა), 40 მ.
5. ყველაზე გრძელი მდინარე – ამაზონი, 6400 კმ.
6. ყველაზე დიდი ტბა – მარაკაიბო (ვენესუელა), 13 312 კვ.კმ.
7. ყველაზე მაღალი ჩანჩქერი – ანხელი, მდ. ჩურუნზე (ვენესუელა), 979 მ.
8. ყველაზე დიდი უდაბნო – პატაგონიის (არგენტინა), 673 000 კვ.კმ.
9. ყველაზე დიდი კუნძული – ცეცხლოვანი მიწა, 46 360 კვ.კმ.
10. ყველაზე დიდი ქვეყანა – ბრაზილია, 8,5 მლნ კვ.კმ. (ფართობის სიდიდისა და მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით).
11. ყველაზე პატარა ქვეყანა – სურინამი, 163 270 კვ.კმ (ფართობის სიდიდისა და მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით).
12. ყველაზე დიდი ქალაქი – სან-პაულო (ბრაზილია), 11 მლნ კაცი (2009 წ.).
13. სამხრეთ ამერიკა სიდიდით მეოთხე კონტინენტია.
14. ჩრდილოეთ ამერიკისგან იგი პანამის არხით, ხოლო ანტარქტიდისგან დრეიკის სრუტით არის გამოყოფილი.
15. ატაკამის უდაბნო ყველაზე მშრალი რაიონია მსოფლიოში.
16. სამხრეთ ამერიკა ეკვატორულ, სუბეკვატორულ, ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყლებში მდებარეობს.
17. მდინარე ამაზონის აუზის ფართობი 7 მლნ კვ.კმ-ზე მეტია. მის გაფართოებულ შესართავს ესტუარს უწოდებენ.
18. სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დედამიწის ყველაზე მაღალი ჩანჩქერი ანხელი (979 მ) და ულამაზესი ჩანჩქერი იგუასუ მდებარეობს.
19. ტბა ტიტიკაკა ზღვის დონიდან 3800 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
20. კონტინენტზე ეკვატორული ტყეების ზონას ამაზონის დაბლობის შუა და დასავლეთი ნაწილი უკავია. მათ აქ „სელვას“ უწოდებენ.
21. სავანას სამხრეთ ამერიკელები „კამპოსს“ უწოდებენ.
22. სავანების სამხრეთით სტეპების ზონაა, რომელსაც პამპა ჰქვია.

აფრიკა
1. ფართობი – 30,3 მლნ კვ.კმ. (კუნძულებთან ერთად).
2. 1.022 მლნ. კაცი, 2010 წ.
3. უმაღლესი მწვერვალი – კილიმანჯარო (ტანზანია), 5895 მ.
4. ყველაზე გრძელი მდინარე – ნილოსი, 6671 კმ.
5. ყველაზე დიდი ტბა – ვიქტორია, 69 215 კვ.კმ.
6. ყველაზე მაღალი ჩანჩქერი – ტუგელა (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), 610 მ.
7. ყველაზე დიდი უდაბნო – საჰარა, 9,1 მლნ კვ.კმ.
8. ყველაზე დიდი კუნძული – მადაგასკარი, 587 040 კვ.კმ.
9. ყველაზე დიდი სრუტე – მოზამბიკის, 1760 კმ.
10. ყველაზე დიდი ყურე – გვინეის, 753 ათასი კვ.კმ.
11. ყველაზე დიდი ქვეყანა – ალჟირი, 2,38 მლნ კვ.კმ. (ფართობის სიდიდის მიხედვით). ნიგერია, 129 მლნ კაცი (მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით).
12. ყველაზე პატარა ქვეყანა – სეიშელის კუნძულები, 455 კვ.კმ.
13. ყველაზე დიდი ქალაქი – კაირო(ეგვიპტე), 7,7 მლნ კაცი.
14. ფართობის მიხედვით აფრიკა სიდიდით მეორე კონტინენტია.
15. სავანა აფრიკის ყველაზე დიდი ლანდშაფტური ზონაა და მას კონტინენტის თითქმის 40% უკავია.

ავსტრალია და ოკეანეთი
1. ფართობი – 8,5 მლნ კვ.კმ.
2. მოსახლეობა – 35 მლნ კაცი, 2009 წ.
3. უმაღლესი მწვერვალი – (პაპუა-ახალი გვინეა), კოსციუშკო (ვასტრალია), 2228 მ.
4. ყველაზე გრძელი მდინარე – მურეი დარლინგით, 3718 კმ.
5. ყველაზე დიდი ტბა – ეირი, 9000 კვ.კმ.
6. ყველაზე მაღალი ჩანჩქერი – სეზერლენდი, მდ. ართურზე (ახალი ზელანდია), 580 მ.
7. ყველაზე დიდი უდაბნო – ვიქტორიის დიდი უდაბნო, 388 500 კვ.კმ.
8. ყველაზე დიდი კუნძული – ახალი გვინეა, 800 000 კვ.კმ.
9. ყველაზე დიდი ნახევარკუნძული – კეიპ-იორკი, 300 ათასი კვ.კმ.
10. ყველაზე დიდი ყურე – ავსტრალიის დიდი ყურე, 1,3 მლნ კვ.კმ.
11. ყველაზე დიდი ქალაქი – სიდნეი (ავსტრალია), 4,3 მლნ კაცი.
12. ყველაზე პატარა ქვეყანა – ნაურუ, 21 კვ.კმ.
13. ავსტრალია ლათინურად სამხრეთს ნიშნავს.
14. ავსტრალია პლანეტაზე ერთადერთი კონტინენტია, სადაც თანამედროვე მყინვარები და მოქმედი ვულკანები არ არსებობს.
15. 1832 წელს ფრნაგმა ზღვაოსანმა დიუმონ დიურვილმა ოკეანეთის კუნძულები სამ ძირითად ნაწილად დაყო: პოლინეზია, მიკრონეზია და მელანეზია.

ანტარქტიდა
1. ფართობი – 14 მლნ. კვ.კმ.
2. უმაღლესი წერტილი – უინსონის მასივი, 5 140 მ.
3. ყველაზე დაბალი ადგილი – ბენტლის ღრმული (დასავლეთ ანტარქტიდა), 2555 მ.
4. ყველაზე დიდი ნახევარკუნძული – ანტარქტიკული
5. ყინულის საფარის მაქსიმალური სისქე – 4776 მ.
6. ყველაზე დაბალი ტემპერატურა – -89,2 გრადუსი (სადგური „ვოსტოკი“)
7. პირველად ანტარქტიდას გარს ინგლისელმა ჯეიმს კუკმა შემოუარა.
8. 1819-1821 წლებში რუსეთის ექსპედიციამ თადეოზ ბელინსჰაუზენისა და მიხეილ ლაზარევის მეთაურობით გარს შემოუარა კონტინენტს და მიუახლოვდა კიდეც მას.
9. 1911 წლის 14 დეკემბერს ნორვეგიელმა რუალ ამუნდსენმა, ხოლო ერთი თვის შემდეგ(1912 წლის 18 იანვარს) ინგლისელმა რობერტ სკოტმა სამხრეთ პოლუსს მიაღწიეს.
10. ნუნატაკებს ანტარქტიდის ყინულოვანი საფარიდან ამოშვერილ მწვერვალებს უწოდებენ.
11. ანტარქტიდა სუბანტარქტიკულ და ანტარქტიკულ კლიმატურ სარტყლებში მდებარეობს.
12. ანტარქტიდა არც ერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნის.

კონსპექტები შედგენილია წიგნიდან – „გეოგრაფია – თეორიული კურსი“. წიგნის ავტორები: მაია ბლიაძე, გია ჭანტურია, დავით კერესელიძე

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]