კონსპექტები ისტორიაში XV

კონსპექტები ისტორიაში XV

კონსპექტები ისტორიაში

მომზადებულია საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოს მიხედვით. წიგნის ავტორები: ნოდარ ასათიანი, მარიამ ლორთქიფანიძე, ფარნაოზ ლომაშვილი, როინ მეტრეველი, გიორგი ოთხმეზური

  1. მართალია, პიროვნებები არ ქმნიან ისტორიას, მაგრამ ქვეყნის განვითარების გარკვეულ ეტაპზე სამოღვაწეო ასპარეზზე გამოდიან ადამიანები, რომლებიც თავის კვალს ამჩნევენ ისტორიული პროცესების განვითარებას. ამ დროს საქართველოს ისტორიაში ასეთი პიროვნებები იყვნენ: ივანე მარუშის ძე, დავით III ტაოელი(კურაპალატი), ბაგრატ ბაგრატიონი(მომავალი მეფე ბაგრატ III).
  2. 975 წელს დავით კურაპალატი ჯარით შიდა ქართლში შევიდა, დაიკავა უფლისციხე, მიიწვია ადგილობრივი დიდგვაროვნები და თავისი ისტორიული სიტყვა წარმოსთქვა. ამ დროს, მან შეჯრებილთ მოახსენა, რომ ბაგრატი არის ქართლის და აფხაზეთის მემკვიდრე, მათ ბაგრატის მორჩილება უბრძანა, თვითონ კი თავისი თავი მის „თანაშემწედ“ გამოაცხადა.
  3. 978 წეკს დავით კურაპალატი გადავიდა დასავლეთ საქართველოში, გადააყენა თეოდოსი და უკვე სრულწლოვანი ბაგრატ ბაგრატიონი ქუთაისში „აფხაზთა“ მეფედ აკურთხა.
  4. 980 წელს ბაგრატმა მტკიცედ აიღო ხელთ ძალაუფლება, სასტიკად დაამარცხა მის წინააღმდეგ შეკრებილი, შოდა ქართლის ძლიერი ფეოდალური სახლის წარმომადგენლები – ტბელები და შესაბამისად დასაჯა ისინი.
  5. 1008 წელს გარდაიცვალა ბაგრატის მამა გურგენი და მის მფლობელობაში არსებული შავშეთ-კლარჯეთი, სამცხე და ჯავახეთი ბაგრატს მემკვიდრეობით გადაეცა.
  6. 1010 წ. ბაგრატმა დაატყვევა ბოჭორომის ციხეში გამაგრებული კახთა მეფე კვირიკე და კახეთ-ჰერეთიც ერთიან საქართველოს შემოუერთა.
  7. ბაგრატ III გარდაიცვალა 1014 წელს ტაოში, ფანასკერტის ციხეში, საიდანაც გადმოასვენეს და დაკრძალეს მის მიერ აგებულ ბედიის მონასტერში.
  8. IV საუკუნის საქართველოში არსებული ფილოსოფიური აზროვნებისთვის გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება დასავლეთ საქართველოში ფაზისთან არსებული უმაღლესი ფილოსოფიურ-რიტორიკული სკოლის არსებობას, ე.წ. ფაზისის აკადემიას.
  9. 1014 წელს ტახტზე ბაგრატ III-ის მემკვიდრე, მისი შვილი, გიორგი I ავიდა.
  10. 1021 წელს ქართველებსა და ბიზანტიელებს შორის მოხდა შირიმნთან ბრძოლა.
  11. გიორგი I 1027 წელს გარდაიცვალა. სამეფო ტახტზე ავიდა მისი ჯერ კიდევ ყმაწვილი მემკვიდრე, ბაგრატ IV (1027-72 წწ).
  12. 1032 წელს ლიპარიტ ლიპარიტის ძემ და ქართლის ერისთავმა, ივანე აბაზას ძემ თბილისიდან გამოიტყუეს და შეიპყრეს ამირა ჯაფარი. დატყვევებულ ამირას ჩამოართვეს ბირთვისის ციხე. აქ თავი იჩინა შინაურმა უთანხმოებამ: ლიპარიტის მოწინააღმდეგე დიდებულთა რჩევით, მეფემ შეიწყალა ამირა და თბილისში დააბრუნა.
  13. 1064 წელს თურქთა სულთანი ალფ-არსლანი საქართველოს შემოესია, ახალქალაქი აიღო, მაგრამ ძალიან დაზარალდა და ბაგრატ IV-ს მშვიდობა და მოყვრობა შესთავაზა.
  14. 1064 წელს სულთანი ალფ-არსლანი საქართველოს წინააღმდეგ კვლავ გამოემართა. მის მხარეს დადგნენ ბაგრატ IV-სადმი მტრულად განწყობილი აღსართან კახთა მეფე და სომეხთა მეფე კვირიკე.
  15. 1071 წელს მანაზკერტთან ბრძოლაში ალფ-არსლანმა გაანადგურა ბიზანტიის ჯარი და თვითონ იმპერატორიც ტყვედ იგდო. ბიზანტიის ამ მძიმე მარცხის შემდეგ საქართველო ფაქტობრივად მარტო დარჩა უძლიერესი დამპყრობლის წინაშე.
  16. ბაგრატ IV-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი მემკვიდრე გიორგი II (1072-89 წწ.) ავიდა.
  17. თავისი მეფობის დასაწყისში გიორგი II-მ შეძლო, გარკვეული წარმატებებისთვის მიეღწია. მან ფარცხისთან დაამარცხა სულთნის ლაშქარი, ამასთან, ისარგებლა ბიზანტიის იმპერიის არასახარბიელო მდგომარეობით და დაიბრუნა წართმეული ანაკოფია, აფხაზეთის მთავარი ციხე, და ასევე არაერთი სიმაგრე კლარჯეთში, შავშეთსა და არტაანში.
  18. 1080 წელს დაწყებულ „დიდ თურქობას“ დიდი სტიქიური უბედურებაც დაერთო. 1088 წელს მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რომელიც პერიოდულად თითქმის მთელი წლის მანძილზე მეორდებოდა და ისედაც აოხრებული ქვეყანა კიდევ უფრო გააპარტახა.
  19. IX-XI საუკუნეებში ქარტული მწერლობის მნიშვნელოვანი ძეგლები შეიქმნა, დაიწერა ისტორიულ-ბიოგრაფიული ხასიათის თხზულებები: ბასილი ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“ და გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“.
  20. 1089 წელს საქართველოს სამეფო კარზე პოლიტიკური გადატრიალება მოხდა. ქვეყნის მომავლით დაინტერესებულმა პირებმა აიძულეს მეფე გიორგი II, გადამდგარიყო და მეფობა თავისი 16 წლის ვაჟისთვის, დავითისთვის დაეთმო. დავით IV-მ მართლაც გამოიჩინა თავი, როგორც შესანიშნავმა მოღვაწემ.
  21. 1104 წელს მოიწვია საეკლესიო კრება, რომელიც შიდა ქართლის საეპისკოპოსოების – რუსისა და ურბნისის მახლობელ სანახებში გაიმართა.
  22. 1124 წელს დავითთან მოვიდნენ სომხეთის დედაქალაქის, ანისის წარმომადგენლები და ქალაქის თურქთაგან განთავისუფლება სთხოვეს. სამი დღის ბრძოლის შემდეგ დავითმა ანისი აიღო.
  23. სიცოცხლის მიწურულს დავით IV-მ თვითონ დაადგა გვირგვინი თავის მემკვიდრეს, დემეტრეს. ამის შემდეგ დიდხანს არ გაუვლია, რომ დავით IV აღმაშენებელი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 1125 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა. იცოცხლა 53 წელი, იმეფა 36 წელი.
  24. 1126 წელს საქართველო იძულებული გახდა, ფადლონ IV-სათვის გადაეცა ქალაქი ანისი, სამაგიეროდ ფადლონმა საქართველოს მეფის ყმადნაფიცობა იკისრა.
  25. საქართველოს სამეფომ მთლიანად ვერ შეინარჩუნა შირვანიც, რომელიც 1129-30 წლებში ორად გაყვეს.
  26. დემეტრე I-მა ილაშქრა განძაშიც, 1139 წელს აიღო იგი და ქალაქის კარი საქართველოში ჩამოიტანა.
  27. 1156 წელს დემეტრე I გარდაიცვალა და საქართველოს მეფე გახდა გიორგი
  28. გიორგი III-მ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ქალაქ ანისს, რომელიც 1161 წლის ზაფხულში ბრძოლით აიღო და მისი მართვა საქართველოს ამირსპარსალარს – ივანე ორბელს მიანდო.
  29. 1162 წელს გიორგი III-მ ბრძოლით აიღო სომხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მდიდარი ქალაქი დვინი.
  30. 1179 წელს გიორგი III-მ თანამოსაყდრედ აკურთხა თამარი. მეფემ თავად დაადგა გვირგვინი თამარს, დიდებულები დააფიცა თამარის ერთგულებაზე. ამის შემდეგ მამა-შვილი ერთად მეფობდა 6 წელიწადს.
  31. საქართველოს ლაშქარმა 1192-93 წლებში ტახტის მემკვიდრის, ლაშა-გიორგის დაბადების აღსანიშნავად ბარდავი დალაშქრა და ხელთ იგდო დიდძალი ტყვე, რომლებიც „ათავისუფლეს დღეგრძელობისათვის თამარისა და ძისა მისისა“.
  32. 1206 წელს ქართულმა ლაშქარმა დაიპყრო ყარსი.
  33. 1210 წელს ზაქარია და ივანე მხარგრძელების სარდლობით ქართველებმა ჩრდილო ირანი დალაშქრეს.
  34. თამარ მეფის გარდაცვალების ზუსტი თარიღი არ ვიცით; ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, თამარი 1213 წელს გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, იგი დაკრძალულია გელათის ტაძარში.
  35. 1207 წლიდან ლაშა-გიორგი მეფის თანამოსაყდრე იყო. ის მონღოლებთან ბრძოლისას დაიჭრა, მძიმედ დაავადდა და გარდაიცვალა (1223 წ). ამავე წელს რუსუდანმა დაიკავა სამეფო ტახტი
  36. 1225 წელს საქართველოს ჯალალ ად-დინი შემოესია, ქართული ლაშქარი სარდლობის უნიათობის გამო დამარცხდა. მტერმა მალე თბილისიც აიღო.
  37. 1235 წელს საქართველოს საზღვართან ახალი დამპყრობლები – მონღოლები გამოჩნდნენ.
  38. რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ (1245 წ.), სანამ ახალ მეფეს დაამტკიცებდნენ, მონღოლებმა საქართველო თავიანთი წესის მიხედვით საგამგებლო ერთეულებად – დუმნებად დაყვეს.

 

„თქვენი online რეპეტიტორი“

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]