კონსპექტები ისტორიაში XIV

კონსპექტები ისტორიაში XIV

კონსპექტები ისტორიაში მომზადებულია საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოს მიხედვით. წიგნის ავტორები: ნოდარ ასათიანი, მარიამ ლორთქიფანიძე, ფარნაოზ ლომაშვილი, როინ მეტრეველი, გიორგი ოთხმეზური.

 

  1. ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლოს სამხრეთის მხრიდან საქართველოს ესაზღვრებოდა მითანი და ასურეთი. მითანი ჩვ. წ.-აღ-მდე XIII საუკუნეში გაანადგურეს ასურელებმა და დაიწყეს შეტევა ჩრდილოეთის მიმართულებით.
  2. ურარტუს სახელმწიფოო წარმოიქმნა ძვ.წ. IX საუკუნეში, ამიერკავკასიის სამხრეთ ნაწილში.
  3. ურარტუს მეფეების შემოსევებმა დაასუსტა დიაოხი, მაგრამ მისი მთლიანი დაპყრობა მათ ვერ შეძლეს. დიაოხის საბოლოო განადგურებაში მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს მეორე დიდმა სახელმწიფოებრივმა გაერთიანებამ – კოლხამ.
  4. VIII საუკუნეში დიაოხმა არსებობა შეწყვიტა.
  5. დიაოხის განადგურების შემდეგ ურარტუ უშუალოდ გაუმეზობლდა კოლხას და მათ შორისაც დაიწყო საომარი შეჯახებები.
  6. ძვ.წ. VIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ჩრდილოეთ შავი ზღვისპირეთის ვრცელი ტრამალებიდან ამიერკავკასიაში შემოიჭრნენ მომთაბარე-მეომარი ტომები, რომლებიც კიმერიელების სახელით არიან ცნობილი. ამავე საუკუნის ბოლოს ვოლგისპირა სტეპებიდან დარუბანდისა და დარიალის გადმოსასვლელებით ამიერკავკასიაში შემოიჭრნენ სკვითები.
  7. ძვ.წ. 590 წ. ურარტუს სამეფოს ბოლო მოუღეს მიდიელებმა. მათ დაამარცხეს და გაანადგურეს ასურეთი.
  8. ბერძენი ავტორების ცნობით, ძვ.წ. VI-V საუკუნეებში კოლხეთი საკმაოდ დაწინაურებული ქვეყანა იყო. აქ განვითარებული ყოფილა მარცვლეული მეურნეობა, მევენახეობა, მეხილეობა, მესაქონლეობა. ტრადიციულად მაღალ დონეზე იდგა ბრინჯაოსა და რკინის მეტალურგია, ძვირფასი ლითონების დამუშავება. ყოველივე ამას თვალნათლივ ადასტურებს არქეოლოგიური მასალაც.
  9. ფარნავაზმა ქვეყანა 8 საერისთავოდ, ხოლო შიდა ქართლი ცალკე საგანმგებლო ერთეულად გამოყო და მის სათავეში სპასპეტი (მთავარსარდალი) ჩააყენა.
  10. ძვ.წ. II საუკუნის მანძილზე დიდი ცვლილებები მოხდა ქართლის სამეფოს საშინაო და საგარეო მდგომარეობაში. მისი სიძლიერე გარკვეულად შეარყია შინაურმა ბრძოლებმა, რაც ატყდა მეფის ხელისუფლებასა და ერისთავებს შორის. ამ ბრძოლებში საგარეო ძალებიც ერეოდნენ.
  11. რომაელებმა ძვ.წ. 190 წელს დაამარცხეს სელევკიანები, რითაც ისარგებლეს სომხეთის მმართველებმა და მათი ბატონობისაგან თავი გაითავისუფლეს. სომხეთის ტერიტორიაზე შეიქმნა ორი სომხური სახელმწიფო – სოფენეს სამეფო და დიდი არმენია. ამ სამეფოებში საქართველოს სამხრეთი ტერიტორიის ნაწილი შევიდა.
  12. რომაულმა ლეგიონებმა, პომპეუსის სარდლობით ძვ.წ. 65 წელს ქართლის სამეფო დალაშქრეს.
  13. 63 წელს რომსა და პართიას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც სომხეთი ორმაი დამოკიდებულების ქვეშ ექცეოდა: სომხეთში იმეფებდნენ პართიის სამეფოს გვარის – არშაკიანების წარმომადგენლები, მხოლოდ იმ პირობთ, რომ ისინი რომის ვასალები  იქნებოდნენ.
  14. IV ს-ს ბოლოს სასანიანთა ირანმა გააქტიურა თავისი პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის მიმართ. 298 წლის ნისიბინის ზავით სამხრეთ-აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში უპირატესობა რომმა მოიპოვა.  ზავის პირობებით ქართლის მეფეს სამეფო ნიშნები რომისგან უნდა მიეღო.
  15. 338 წელს, როდესაც ნისიბინის ზავის დრო ჯერ გასული არ იყო, ირანის შაჰმა დაიწყო ბრძოლა რომის წინააღმდეგ. ომი შესვენებით 25 წელს გაგრძელდა. 363 წელს ზავი დაიდო. ირანელები ქართლში შეიჭრნენ, მათ ჯერ ქართლის გაყოფას მიაღწიეს და მტკვრის მარჯვენა ქართლის ნაწილი ირანელთა ხელთ იყო, ხოლო მტკვრის მარცხენა ნაპირი – რომაელების, მაგრამ შემდეგ ირანელებმა ქართლი მთლიანად დაიკავეს.
  16. ირან-ბიზანტიას შორის მიმდინარე ომის პირობებში ქართლისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მათ შორის 387 წ. დადებულ ზავს, რომლის თანახმად სომხეთი ირანმა და ბიზანტიამ გაიყვეს.
  17. IV საუკუნის ბოლოს და V საუკუნის დასაწყისში ირანმა მკვიდრად მოიკიდა ფეხი სომხეთში და 428 წელს იქ მეფის ხელისუფლება გაუქმდა. 463 წელს ასევე გააუქმეს მეფობა ალბანეთში.
  18. V ს-ის 40-იან წლებში გარდაიცვალა ქართლის მეფე მირდატი, რომელსაც 7 წლის მემკვიდრე ვახტანგი დარჩა. ვახტანგ I-ის, გორგასლად წოდებულის არც გამეფებისა და არც გარდაცვალების ზუსტი თარიღი არ არსებობს. ცნობილია, რომ ის მეფობდა V ს-ის II ნახევარში.
  19. V ს-ის 60-იან წლებში, ირანის შაჰმა, პეროზმა (459-484) ვახტანგ მეფე თავისი ლაშქრით გაიწვია ჰუნების წინააღმდეგ საბრძოლველად. სპარსელებმა დაამარცხეს მოწინააღმდეგენი 468 წელს.
  20. 523 წელს ქართლის მეფე გურგენმა ირანელთა წინააღმდეგ აჯანყება სცადა, მაგრამ დამარცხდა. მას იმედი ჰქონდა, რომ ბიზანტიისგან მიიღებდა დახმარებას, მაგრამ 532 წელს ბიზანტია-ირანს შორის დაიდო ე.წ. „საუკუნო ზავი“, რომლის თანახმად ბიზანტიამ სცნო აღმოსავლეთ საქართველოზე ირანლეთა ბატონობა. ირანელებმა ქართლში თავისი მმართველი -მარზაპანი დანიშნეს.
  21. ეგრისის მეფე გუბაზმა 542 წელს ირანში ელჩობა გაგზავნა დახმარების სათხოვნელად. შაჰი წინადადებას დათანხმდა. ამავე წელს ეგრისს ირანელთა ლაშქარი მოადგა, საზღვარზე მას ეგრისელები დახვდნენ და წინ გამოუძღვნენ. დაიწყო ე.წ. „დიდი ომიანობა“ ეგრისში, რომელიც 20 წელიწადს გაგრძელდა.
  22. 554 წელს მუხანათურად მოკლეს გუბაზ მეფე.
  23. 562 წელს ბიზანტიელებმა და ეგრისლებმა საერთო ძალებით დასავლეთ საქართველოდან ირანელები განდევნეს და დაიდო ე.წ. ორმოცდაათწლიანი ზავი.
  24. ბაგრატიონთა გვარი წარმოშობით ძველი ქართული ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციიდან, სპერიდანაა (ისპირი დღ. თურქეთი). სპერიდან გამოსულ ბაგრატიონთა ერთი შტო საქართველოში დამკვიდრდა, ერთი – სომხეთში. სომხეთში მათ დიდ წარმატებას მიაღწიეს და 885 წ. სომეხთა მეფედ იკურთხნენ. 1045 წელს ბიზანტიის იმპერატორმა, კონსტანტინე IX მონომარხმა, გაგიკ II ბაგრატუნი (1041-1045) გაიწვია კონსტანტინოპოლში და სომხეთის ანისის სამეფო გააუქმა. ბაგრატიონები ევროპაში ერთ-ერთი უძველესი დინასტიაა.
  25. 608 წელს აბრამ სომეხთა კათალიკოსმა გამოსცა „საყოველთაო ეპისტოლე“, რომლითაც სომხებს ვაჭორბის გარდა აეკრძალათ ყოველგვარი ურთიერთობა ქართველებთან.
  26. 735 წელს მურვან ყრუ საქართველოში 120 ათასიანი ლაშქრით შემოვიდა, აიღო და დაანგრია აღმოსავლეთ საქართველოს უამრავი ციხე და ქალაქი, მოსახლეობა სასრიკად დაარბია და ამოხოცა.
  27. 816-837 წლებში ალბანეთში დიდი აჯანყება მოხდა არაბთა წინააღმდეგ, რომელსაც სახალხო გმირი, ბაბექი მეთაურობდა.
  28. X საუკუნის მეორე ნახევარში (978 წ.) ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ე.წ. ტაშირ-ძორაგეტის სამეფო – ქართულ-სომხური, ქალკედონურ-გრიგორიანული მოსახლეობით, რომელსაც განაგებდა შირაკის ბაგრატუნთა დინასტიის განშტოება.
  29. 979 წ. ბიზანტიის იმპერიაში სარდალი ბარდა სკლიაროსი აჯანყდა. საიმპერატორო კარს აჯანყებულებთან ბრძოლა  გაუძნელდა და დახმარებისათვის  დავით ტაოელს მიმართა, რომელმაც 12 ათასიანი ცხენოსანი  ლაშქარი გაუგზავნა სახელოვანი ქართველი სარდლების, თორნიკე ერისთავისა და ჯოჯიკის მეთაურობით.
  30. 990 წ. დიდი ბრძოლების შემდეგ დაიკავა მანაზკერტი, განდევნა მაჰმადიანები და ქალაქსა და მის ოლქში ქართველი და სომეხი მართლმადიდებლები ჩაასახლა. 997 წელს დავით ტაოელის ლაშქარი ციხე-ქალაქ ხლათისათვის იბრძოდა, მაგრამ უშედეგოდ.
  31. დავით III ტაოელის გაძლიერება მეზობელ მაჰმადიან მფლობელებს აშფოთებდა. 998 წელს მაჰმადიანები დავითის წინააღმდეგ შეიკრიბნენ, მაგრამ ქართველებმა, რომელთა მხარდამხარ სომხებიც იბრძოდნენ , განდევნეს მტერი.
  32. ქართული სამეფო-სამთავროების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართული ეკლესია. იგი თავიდანვე განასახიერებდა ქართველი ხალხის ერთიანობას და როგორც წესი, მხარში ედგა მეფის ხელისუფლებას. ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებას მისი საეკლესიო გაერთიანება უსწრებდა წინ, მცხეთის ტახტს ემორჩილებოდა კახეთის, ჰერეთის, ტაო-კლარჯეთისა და დასავლეთ საქართველოს ეკლესია.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]