istoriiskonspeqtebi12

http://www.picz.ge/img/s2/1601/30/f/fc2139008a62.jpg

1.1864 წელს შვეიცარიის მთავრობამ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დამფუძნებელ ანრი დიუნანის თავმჯდომარეობით, მოიწვია დიპლომატიური კონფერენცია. მონაწილეებმა მიიღეს ჟენევის კონვენცია „ბრძოლის ველზე მოქმედი სამხედრო ნაწილების დაჭრილ მებრძოლთა პირობების გაუმჯობესების შესახებ“. დღესდღეისობით ჟენევის კონვენციას 194 ქვეყანა არის მიერთებული. საქართველო ჟენევის 4 კონვენციასა და 1977 წლის ორ დამატებით ოქმს 1993 წელს მიუერთდა, ხოლო 2005 წლის ოქმს – 2006 წელს.
2. 1941 წლის აგვისტოში რუზველტმა და ჩერჩილმა ხელი მოაწერეს „ატლანტიკის ქარტიას“, რომელსაც მოგვიანებით საბჭოთა კავშირიც შეუერთდა. ის ითვალისწინებდა ერების თვითგამორკვევის უფლებას.
3. აშშ-ს „ერთიანი მსოფლიოს“ კონცეფცია ითვალისწინებდა „ერთიანი თავისუფალი ბაზრის“ ჩამოყალიბებასა და დემოკრატიულ-ლიბერალური პროცესების წარმართვას.
4. 1946 წელს ჩერჩილმა ქ. ფულტონში(აშშ) გამოსვლისას, მოუწოდა თავისუფალ ერებს ჯვაროსნული ლაშქრობისკენ კომუნიზმის წინააღმდეგ,
5. „შეკავების პოლიტიკა“ – ამ დოქტრინის ავტორი ამერიკელი დიპლომატი ჯორჯ ფ. ჯენანი იყო. ის მიზნად ისახავდა საბჭოთა კავშირის შეჩერაბს ძალისმიერი პოლიტიკით.
6. „ტრუმენის დოქტრინა“ – 1947 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა თავის მიმართვაში კონგრესისადმი გამოაცხადა მზადყოფნა დახმარებოდა საბერძნეთს დაემარცხებინა კომუნისტები. „ტრუმენის დოქტრინით“ გათვალისწინებულმა სამხედრო და ეკონომიკურმა დახმარებამ სასურველი შედეგი გამოიღო.
7. მარშალის გეგმა – „შეკავების პოლიტიკის“ კიდევ ერთი ხერხი დასავლეთ ევროპის ომისშემდგომი დანგრეული მეურნეობის აღდგენა იყო. ეკონომიკურად ძლიერი ევროპა კომუნიზმისთვის გადაულახავ სიმაგრედ უნდა ქცეულიყო.  1947 წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჯორჯ მარშალმა, ევროპას ეკონომიკის აღდგენი პროგრამა შესთავაზა. ევროპის სახელმწიფოებმა კი 1948 წელს შექმნეს „ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია“. 16 ევროპულმა სახელმწიფომ აშშ-სგან მიიღეს 14 მლრდ. დახმარება.
8. „ჟდანოვის დოქტრინა“ იყო „მარშალის გეგმისადმი“ საბჭოთა კავშირის რეაქცია. მასში გამოიკვეთა რომ მსოფლიო გაყოფილია ორ ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკად.
9. 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში ორმა ამერიკულმა და ათმა ევროპულმა სახელმწიფომ შეკრა „ჩრდილო ატლანტიკური კავშირი – ნატო“,
10. 1955 წლის 14 მაისს საბჭოთა კავშირმა შექმნა საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია – „ვარშავის პაქტი“, რომელშიც შევიდნენ : პოლონეთი, ბულგარეთი, ჩეხოსლოვაკია, რუმინეთი, უნგრეთი, გდრ, ალბანეთი(დატოვა კავშირი 1968 წ.)
11. 1949 წლის 1 ოქტომბერს გამოცხადდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნა.
12. კორეა საოკუპაციო ზონებად იყო დაყოფილი: 38-ე პარალელის ჩრდილოეთით მდებარეობდა საბჭოთა, სამხრეთთ კი – ამერიკული ზონა. 1948 წელს ჩრდილოეთ კორეა „სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გამოცხადდა. 1950 წლის ივნისში კი ჩრდ. კორეა თავს დაესხა სამხრ. კორეას.   გაერომ-მ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ საერთაშორისო ჯარები გაგზავნა ამერიკელი გენერლის დაგალს მაკარტურის ხელმძღვანელობით. ომი მსოფლიო ომამდე მივიდოდა, მაგრამ შეწყვიტეს ბრძოლები და 1953 წელს ზავი დადეს.
13. „უკუგდების დოქტრინა“ – 1954 წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ფ. დალესმა გამოაცხადა კომუნიზმის „უკუგდების“ ახალი დოქტრინა. ის მიზნად ისახავდა კომუნიზმის გავლენის სფეროების შესუსტებას დაპყრობილ ტერიტორიებზე.
14. 1957 წელს საბჭოთა კავშირმა კოსმოსში პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა.
15. 1959 წელს კუბაში დაემხო ბატისტას სიქტატორული რეჟიმი. ძალაუფლება ხელში აჯანყებულთა ლიდერმა ფიდელ კასტრომ აიღო. 1961 წლის დასაწყისში კასტრომ თავის აჯანყებას „მუშათა და გლეხთა რევოლუცია“ უწოდა.
16. 1962 წლის ოქტომბერში მსოფლიო რამდენიმე დღის განამვლობაში ატომური ომის ზღურბლზე იდგა. კარბის კრიზისი მოლაპარაკებებით დასრულდა.
17. 1968 წელს მიღწეული შეთანხმებით აიკრძალა ატომური იარაღის გავრცელება.
18. „მოქნილი რეაგირება“ – 1967 წელს ნატო-მ მიიღო ახალი სტრატეგიული დოქტრინა სახელწოდებით „მოქნილი რეაგირება“, რომელიც მოითხოვდა თავდასხმელისათვის მისი აგრესიის ფორმის შესაბამისი პასუხის გაცემას.
19. 1954 წელს ფრანგები დამარცხდნენ ვიეტნამელებთან ბრძოლაში.
20. 1954 წელს ჟენევის კონფერენციის გადაწყვეტილებით, ვიეტნამი ორ ნაწილად გაიყო (საზღვარი მე-17 პარალელის გასწვრივ გაიდო). ჩრდილოეთ კომუნისტური, ხოლო სამხრეთს ავტორიტარული  რეჟიმი მართავდა.
21. 1960 წელს სამხრეთ ვიეტნამში შეიქმნა „ეროვნულ განმათავისუფლებელი ფრონტი“ რომელიც მსოფლიოსთვის „ვიეტკონგის“ სახელწოდებით გახდა ცნობილი. შეიქმნა კომუნიზმის ვიეტნამის მთელ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე. აშშ-მ მიიღო გადაწყვეტილება ჩაბმულიყო ვიეტნამის ომში.
22. 1964 წლიდან აშშ-ს ავიაციამ დაიწყო ვიეტნამის დაბობვა. საერთო ჯამში ომის სისასტიკემ მხარეები 1973 წლის პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებამდე მიიყვანა.
23. 1970 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ნიქსონმა კონგრესის წინაშე გამოსვლისას ჩამოაყალიბა ახალი საგარეო-პოლიტიკური კონცეფცია („ნიქსონის დოქტრინა“): აშშ-მ უარი უნდა თქვას „გლობალურ პასუხისმგებლობაზე“.
24. 1972 წელს ზესახელმწიფოებს შორის დაიდო ხელშეკრულება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების რაოდენობის შეზღუდვის შესახებ. 1974 წელს შეიზღუდა ბირთვული იარაღის გამოცდის შესაძლებლობა.
25. „ევროპაში უშიშროებისა და თამაშრომლობის კონფერენციაზე“ მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს საკუთარი პოზიცია და საბოლოოდ ჩამოყალიბეს მისაღები ძირითადი დოკუმენტების ტექსტი.
26. 1975 წლის 1 აგვისტოს „ჰელსინკის აქტს“ ხელი მოაწერა 35-მა სახელმწიფომ. მასში  გამოცხადებული იყო 10 ძირითადი პრინციპი, რომლებიც ევროპაში მშვიდობის საფუძველი უნდა გამხდარიყო.
27. 1992 წელს ჰელსინკის პროცესს შეუერთდა საქართველო. 1994 წლის ბუდაპეშტის შეხვედრის გადაწყვეტილებით, 1995 წლიდან „ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირი“ საერთაშორისო ორგანიზაციად გარდაიქმნა – ეუთო.
28. „სამკუთხა დიპლომატიის“ ავტორი იყო აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, 1973 წლიდან სახელმწიფო მდივანი – ჰენრი კისინჯერი. მისი აზრით, ზესახელმწიფოებს შორის ძალთა თანაფარდობის შესანარჩუნებლად საჭირო იყო ჩინეთის, როგორც დიდი სახელმწიფოს მსოფლიო პოლიტიკაში ჩაბმა. 1971 წელს აშშ-მ გააუქმა „წითელი ჩინეთის“ მიმართ 21 წლის განამავლობაში მოქმედი სავაჭრო ემბარგო. იმავე წელს ჩინეთი მიიღეს გაეროში.
29. 1978 წელს გაფორმდა ჩინეთ-იაპონიის ხელშეკრულება მეგობრობის შესახებ. 1979 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ გააუქმა ხელშეკრულება საბჭოთა კავშირთან მეგობრობის შესახებ (1950 წლის).
30. დევიზი „ძალისმიერი მშვიდობა“ ეკუთვნის რონალდ რეიგანს, რომელმაც დასავლეთს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ „ჯვაროსნული ლაშქრობისკენ“ მოუწოდა.
31. „კოკომის სია“ წარმოადგენდა 1982 წელს ნატო-ს ქვეყნების მიერ საბჭოთა კავშირისთვის ასაკრძალ საექსპორტო საქონლის სიას.
32. „შულცის დოქტრინა“ ითვალისწინებდა აშშ-ს წინააღმდეგობას საბჭოთა კავშირისადმი მსოფლიოს ყველა კუთხეში.
33. 1979 წელს საბჭოთა ხელმძღვანელობამ ავღანეთში ჯარები შეიყვანა.
34. 1985 წელს ჟენევაში მოეწყო გორბაჩოვ-რეიგანის შეხვედრა, ხოლო მეორე შეხვედრა 1086 წელს რეიკავიკში. შეხვედრაზე გამოიკვეთა ორი საკითხი: 1. ევროპის გათავისუფლება რაკეტებისგან და 2. სტრატეგიული იარაღის რაოდენობის განახევრება.
35. 1990 წლის ნოემბერში პარიზში ეუთოს წევრმა 34-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა ჩვეულებრივი შეიარაღების  შემცირების შესახებ ხელშეკრულებას. პარიზის შეხვედრის მონაწილეებმა საზეიმოდ გამოაცხადეს მსოფლიოში „ცივი ომის“ დასრულება.
36. 1945 წლის 26 ივნისს, სან-ფრანცისკოში 50-მა სახელმწიფომ ხელი მოაწერა  „გაერთიანებული ერების ქარტიას“. დოკუმენტი ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ამიტომ ეს თარიღი მსოფლიოში აღინიშნება, როგორც გაერთიანებული ერების დღე. 1992 წელს ამ ორგანიზაციის რიგით 179-ე წევრი გახდა საქართველო.
37. 1926 წელს შეიკრიბა პირველი  „პანევროპული“(სრულიად ევროპული) კონგრესი.
38. 1946 წელს ციურიხში გამოსვლისას, უინსტონ ჩერჩილმა შესთავაზა ევრპელებს შეექმნათ „ევრპის შეერთებული შტატები“. 1949 წ. ლონდონში დაარსდა კიდეც პირველი ინტეგრაციული ორგანო – ევროპის საბჭო. საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წელს გახდა.
39. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რობერ შუმანს ეკუთვნის ფრანგულ-გერმანული ქვანახშირისა და ფოლადის მრეწველობის მართვის ერთობლივი ორგანოს შექმნის საკითხის იდეა 1950 წელს.
40. 1952 წელს ძალაში შევიდა ხელშეკრულება „ქვანახშირისა და ფოლადის მრეწველობის დარგში ევროპული თანამეგობრობის“ („სამთამადნო კავშირის“) შექმნის შესახებ.
41. 1957 წელს რომში შეიქმნა „ევროპის ატომური თანამეგობრობა“ (ევრატომი), რომელიც ითვალისწინებდა თანამშრომლობას ატომური ენერგეტიკის დარგში. „რომის ხელშეკრულენა“ ძალაში შევიდა 1958 წლის 1 იანვარს.
42. 1967 წელს შეიქმნა სამი ევროპული ორგანიზაციის(„სამთამადნო კავშირი“, „ეკონომიკური თანამეგობრობა“ და „ევრატომი“) ერთიანი ხელმძღვანელობა. ასე ჩამოყალიბდა „ევროპის თანამეგობრობა“. მას 1973 წელს შეუერთდა  დიდი ბრიტანეთი, ირლანდია და დანია, 1981 წელს – საბერძნეთი, 1986 წელს – ესპანეთი და პორტუგალია.
43. 1991 წლის დეკემბერში მაასტრიხტში (ნიდერლანდი) გაფორმდა ახალი ხელშეკრულება „ევროპის თანამეგობრობის“ წევრ ქვეყნებს შორის. „მაასტრიხტის ხელშეკრულებამ“ განავრცო და შეასწორა  „რომის ხელშეკრულება“. ამ დოკუმენტში (ძალაში შევიდა 1993 წლის 1 ნოემბერს) ლაპარაკია უკვე „ევროპის კავშირზე“ და მის სამომავლო გეგმებზე.
44. I მსოფლიო ომამდე დიდმა ბრიტანეთმა დომინიონის სტატუსი მიანიჭა ყოფილ საახალშენო კოლონიებს: 1901 წელს -ავსტრალიის კავშირს, 1906 წელს – ახალ ზელანდიას, 1910 წელს – სამხრეთ აფრიკის კავშირს. 1867 წლიდან დომინიონის სტატუსს უკვე ფლობდა კანადა.
45. 1945 წლის 17 აგვისტოს გამოცხადდა ინდონეზიის რესპუბლიკის შექმნა, რომელიც ჰოლანდიამ სცნო მხოლოდ 1949 წელს, საკმაოდ ხანგრძლივი ომის შემდეგ.
46. 1946 წელს დამოუკიდებელი გახდა ფილიპინები.
47. 1948 წელს კორეის ნახევარკუნძულზე იაპონიის ყოფილი კოლონიის ადგილზე შეიქმნა ორი სახელმწიფო, სამხრეთით – კორეის რესპუბლიკა და ჩრდილოეთით – კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა. 1950 წელს ჩრდლ. კორეამ ძალით სცადა გაერთიანება, მაგრამ სისხლიანი ომი1953 წელს, ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულდა.
48. 1946 წელს დიდმა ბრიტანეთმა დამოუკიდებლობა მიანიჭა სამანდატო რრანსიორდანიას (1948წლიდან მან სახელად დაირქვა იორდანიის ჰაშიმიანთა სამეფო), ხოლო 1948 წელს დატოვა პალესტინა, რომლის დიდ ნაწილში ისრაელის სახელმწიფო აღმოცენდა.
49. 1947  დიდმა ბრიტანეთმა ხელი შეუწყო ინდოეთისა და პაკისტანის გაყოფას. ინდოეთმა 1950 წელს რესპუბლიკის სტატუსი მიიღო.
50. 1965 წელს სინგაპური გამოეყო მალაიზიის ფედერაციას.
51. 1997 წელს ბრიტანეთმა ჩინეთს ჰონკონგი დაუბრუნა.
52. 1945 წელს ვიეტნამმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა. მხოლოდ მძიმე სამხედრო მარცხის შემდეგ, 1954 წელს, სცნო საფრანგეთმა მისი დამოუკიდებლობა. საფრანგეთის ბატონობისგან განთავისუფლდნენ 1949 წელს ლაოსი, ხოლო 1953 წელს – კამბოჯა.
53. 1975 წელს ხანგრძლივი ომის შემდეგ პორტუგალიამ  დატოვა ანგოლა და მოზამბიკი. მან ასევე დათმო ეკვატორული გვინეა, გვინეა-ბისაუ.
54. 1951 წელს ყოფილი იტალიური კოლონია ჩრდილოეთ აფრიკაში, ლიბია, დამოუკიდებელ სამეფოდ გამოცხადდა.
55. 1956 წელს დამოუკიდებლობა მიენიჭა აფრიკაში მდებარე სუდანს, იმავე წელს საფრანგეთმა დამოუკიდებლობა მიანიჭა თავის ჩრდილოაფრიკულ პროტექტორატებს – ტუნისსა და მაროკოს.
56. „შავი აფრიკის“ დეკოლონიზაციის დასაწყისად ითვლება 1957 წელი, როდესაც ბრიტანულმა კოლონია, ოქროს ნაპირმა, მიიღო დამოუკიდებლობა და განა დაირქვა სახელად.
57. 1962 წელს გაერომ დეკოლონიზაციის სპეციალური კომიტეტი შექმნა. პროცესი გაგრძელდა და აფრიკაში 55 სახელმწიფო გაჩნდა.
58. ტერმინის „მესამე სამყარო“ შექმნა ფრანგმა დემოგრაფმა ალფრედ სოვიმ 1952 წელს, როდესაც უკვე ნათელი გახდა, რომ კოლონიური სისტემა ადრე თუ გვიან დაიშლებოდა.
59. ცივი ომის პირობებში „მესამე სამყაროს“ ქვეყნებმა შეძლეს შეექმნათ „მიუმხრელობის მოძრაობა“, რომელიც ეყრდნობოდა  იმ დროს მოქმედი რამდენიმე პოლიტიკური  ფიგურის ავტორიტეტს: ესენი იყვნენ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი  ჯავაჰარლალ ნერუ, იუგოსლავიის კომუნისტი პრეზიდენტი იოსიპ ბროზ ტიტო,ინდონეზიისა და ეგვიპტის პრეზიდენტები აჰმედ სუკარნო და გამალ აბდელ ნასერი. 1954 წელს მათ შეუერთდა (ჩრდილოეთ) ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰო ში მინი, ხოლო 1955 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერი ჯოუ ენლაი.
60. 1961 წელს „მიუმხრელობის მოძრაობა“ ოფიციალურად გაფორმდა ბელგრადში, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია.
61. 1976 წელს ეგვიპტის პრეზიდენტის გამალ აბდელ ნასერის  მომდევნო პრეზიდენტმა ანვარ სადათმა საბოლოოდ თქვა უარი თანამშრომლობაზე საბჭოთა კავშირთან და ქვეყნის გეოპოლიტიკური ვექტორი პრო-ამერიკული გახადა.

კონსპექტები ისტორიაში მომზადებულია ისტორიის მე-12 კლასის სახელმძღვანელოს მიხედვით. წიგნის ავტორები: ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, რევაზ გაჩეჩილაძე.

„თქვენი onlineრეპეტიტორი“