istoriiskonspeqtebi11

დიქტატორული რეჟიმები XX საუკუნეში

1. 1917 წლის 7 ნოემბერს(ძველი სტილით 25 ოქტომბერს) პეტროგრადში შეიცვალა რუსეთის რესპუბლიკის მთავრობა: რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მემარცხენე, ბოლშევიკური, ფრთა ვლადიმერ ლენინის(ულიანოვის) ხელმძღვანელობით, ძალადობრივად დაეუფლა ხელისუფლებას. ამას ოქტომბრის რევოლუცია დაერქვა.
2. 1917 წლის ბოლოს ლენინის მითითებით მისმა თანამებრძოლმა ფელიქს ძერჟინსკიმ შექმნა “ჩეკა“ ანუ „საგანგებო კომისია“. 1918 წლის სექტემბრიდან ყველანაირი წინააღმდეგობის დასათრგუნავად ლენინის მთავრობამ „წითელი ტერორი“ წამოიწყო.
3. 1922 წლის ბოლოს შეიქმნა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი(სსრკ).
4. 1922 წლიდან, როდესაც ლენინი ავადმყოფობის გამო ხელმძღვანელობას ჩამოშორდა(ის1924 წლის დასაწყისში გარდაიცვალა) იგი შეცვალა იოსებ სტალინმა. ის რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი იყო 1922-1952 წ-მდე, ხოლო 1941-1953 წლებში საბჭოთა მთავრობის მეთაურიც.

5. 1928 წელს საბჭოთა კავშირში მოხდა წარმოების ყველა საშუალების, აგრეთვე ქალაქის საბინაო ფონდის დიდი ნაწილის ნაციონალიზაცია.
6. გოლოდომორი ეწოდება უკრაინაში ხელოვნურად გამეფებულ შიმშილს, საბჭოთა რუსეთის მხრიდან.
7. 1933 წელს თეთრი ზღვიდან ონეგის ტბამდე გაიყვანეს „სტალინის სახელობის თეთრი ზღვა-ბალტიის არხი“(ბელომორკანალი), რომელიც 150 ათასი პოლიტიკური პატიმრის ხელითაა გათხრილი.
8. სტალინი 1953 წელს გარდაიცვალა. 1956 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XX ყრილობაზე დაიგმო სტალინის კულტი.
9. 1933 წლის იანვარში გერმანიის სათავეში მოვიდნენ ნაციონალ-სოციალისტები, რომლებმაც პროპაგანდის მინისტრის იოზეფ გებელსის განცხადებით ამოშალეს ისტორიიდან 1789 წელი და შექმნეს ფიურერის -ადოლფ ჰიტლერის კერპი.
10. ნაციონალ-სოციალისტების კანონი „უფლებამოსილებით აღჭურვის შესახებ“ ითვალისწინებდა მათთვის განუსაზღვრელი უფლებების მინიჭებას.
11. 1933 წლის ოქტომბერში ნაცისტებმა რაიხსტაგი საერთოდ დაშალეს და ერთი თვის შემდეგ არჩეული პარლამენტი სულ ნაცისტურმა პარტიამ შეადგინა. ქვეყანაში დამყარდა ერთპარტიული დიქტატურა. ეს მონაპოვარი განმტკიცდა კანონით „პარტიისა და სახელმწიფოს ერთობის უზრუნველყოფის შესახებ“.
12. 1933 წლის 10 მაისს ნაცისტმა სტუდენტებმა „აუტოდაფე“ მოუწყვეს(კოცონზე დაწვეს) „არაგერმანული სულით“ გაჟღენთილ წიგნებს.
13. ჰოლოკოსტი ეწოდება ნაცისტების მიერ 6 მილიონი ებრაელის განადგურებას გერმანიაში.
14. ე.წ. ნიურბერგის კანონები „გერმანული სისხლისა და ღირსების დაცვის შესახებ“ ითვალისწინებდა ებრაელების გამოდევნას საზოგადოებრივი ცხოვრებიდან.
15. 1938 წელს პარიზში მომხდარი მკვლელობის (ებრაელმა ახალგაზრდამ მოკლა გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი) საბაბით, ნაცისტებმა 9-10 ნოემბერს ებრაელთა სასტიკი დარბევა მიაწყვეს, რომელიც „ბროლის ღამის“ სახელითაა ცნობილი.
16. 1919 წლის 23 მარტს მილანში ყოფილმა სოციალისტმა და ჟურნალისტმა ბენიტო მუსოლინიმ(1883-1945) დააფუძნა ორგანიზაცია სახელწოდებით „ფაში და კომბატიმენტო“ – ბრძოლის კავშირი. იტალიაში იწყება ფაშისტური მოძრაობა.
17. ბენიტო მუსოლინიმ შექმნა სპეციალური რაზმები („სკუადრე“), რომლებსაც „შავპერანგიანებსაც“ უწოდებდნენ და წარმოადგენდნე გასამხედროებულ ჯგუფებს.
18. 1922 წლის 24 ოქტომბერს ნეაპოლში გაიმართა ფაშისტთა ყრილობა, ხოლო 30 ოქტომბერს – მოაწყვეს ცნობილი „მსვლელობა რომისკენ“. იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე III-მ, სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად მუსოლინს დააკისრა მთავრობის ხელმძღვანელობა.
19. 1925 წელს ბენიტო მუსოლინის მთავრობამ აკრძალა პარტიები გარდა ფაშისტურისა.
20. 1925 წლიდან მუსოლინი დუჩედ(წინამძღოლად) იწოდებოდა. 1934 წლიდან კი საბოლოოდ ყალიბდება დუჩეს კულტი.
21. ფაშისტური პარტიის 1936 წლის საგანგებო დადგენილებამ იტალიელი ერის მიერ „ფაშისტური სტილის“ დაცვა მოითხოვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მთელ ერს ფაშისტების მიერ დადგენილი ცხოვრების წესით უნდა ეცხოვრა.
22. მასობრივი მხარდაჭერის მოპოვების მიზნით მუსოლინის მთავრობამ 1929 წელს ე.წ. ლატერანის ხელშეკრულება გააფორმა რომის წმინდა საყდართან, რომლის საფუძველზე შეიქმნა ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო.
23. 1935 წელს მუსოლინის ჯარები შეიჭრნენ ეთიოპიაში და დაიპყრეს ის. 1939 წელს კი მან ალბანეთის ოკუპაცია მოახდინა.
24. 1943 წლის ივლისში იტალიაში მოკავშირეთა ჯარები შევიდნენ და ფაშისტური რეჟიმი დაემხო.
25. 1946 წლის რეფერენდუმით იტალიაში მონარქია გაუქმდა და დამყარდა რესპუბლიკური წყობა.
26. ესპანეთში პირველად 1923 წელს პრიმო დე რივერამ დაამყარა დიქტატურა. 1930 წელს კი მან ქვეყანა დატოვა.
27. 1939 წლიდან 1975 წლამდე გენერალი ფრანკო მართავდა ესპანეთს. 1936 წლიდან ფრანკო გენერალსიმუსის წოდებას ატარებდა. მას ასევე მოიხსენიებდნენ კაუდილიოს – წინამძღოლის – სახელითაც.
28. 1936-39 წლებში ესპანეთში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ნაციონალისტები და რესპუბლიკელები. ნაციონალისტებმა გაიმარჯვეს.
29. 1939 წელს, ნაციონალისტების გამარჯვების შემდეგ, ქვეყანაში დამყარდა გენერალ ფრნაკოს სამხედრო დიქტატურა. აიკრძალა ყველა პარტიის მოღვაწეობა, გარდა ფრანკოს მხარდამჭერი „ფალანგისა“. პარტიის იდეოლოგია ეყრდნობოდა ანტიკომუნიზმს, კათოლიციზმს და ნაციონალიზმს. 1949 წელს ფალანგისტთა პარტიის საფუძველზე ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობა“.
30. 1947 წელს ესპანეთი სამეფოდ გამოცხადდა, მაგრამ ტახტი თავისუფალი იყო 1975 წლამდე, როცა ფრანკოს სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა ხუან კარლოს I ბურბონი(ის ტახტის მემკვიდრედ ფრანკომ 1969 წელს დაასახელა).
31. 1953 წელს ესპანეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს მადრიდის პაქტს, რითაც ესპანეთი საერთაშორისო იზოლაციიდან გამოვიდა.
32. 1869 წლის ე.წ. მეიძის რესტავრაციის შემდეგ, იაპონია გაიღო გარე სამყაროსათვის და ეს უკანასკნელიც გაიხსნა მისთვის.
33. 1915 წელს იაპონიამ ჩინეთზე ზეწოლის მიზნით მას ე.წ. „23 მოთხოვნა“ წამოუყენა, რომელიც ეკონომიკურ დაქვემდებარებას ისახავდა მიზნად. საბოლოოდ იაპონიამ უარი თქვა ამ მოთხოვნებზე.
34. ჩინეთზე მომავალში სრული კონტროლის დამყარების მიზნით, სამხედრო ინტერვენცია წამოიწყეს იაპონელებმა. ინტერვენციის უშუალო საბაბი გახდა 1931 წელს მუკდენის ინციდენტი. იაპონელებმა დაიკავეს მანჯურია და იქ მარიონეტული სახელმწიფო მანჯოუ-კუო შექმნეს. ის 1945 წლამდე არსებობდა.
35. 1937 წლის ივლისში ჩინეთის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის გამო, იაპონიის არმია შეიჭრა ჩინეთში და ქვეყნის იმდროინდელ დედაქალაქ ნანკინში სასტიკი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო.

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და მისი დაძლევის ამერიკული გზა

36. 1929 წლის 25 ოქტომბერს უოლ სტრიტის ბირჟაზე, ნიუ იორკში კატასტროფულად დაეცა აქციათა კურსი. საბირჟაო კატასტროფას აშშ-ში ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში „დიდი დეპრესიის“ სახელითაა ცნობილი.
37. აშშ-ს პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა(1933-45 წწ) შეძლო ქვეყნის „დიდი დეპრესიიდან“ გამოყვანა ისე, რომ მისი თქმით, „შიმშილისთვის დემოკრატია არ გადაუყოლებია“.
38. გამონათქვამი – „ქარხნის მშენებელი ადამიანი ტაძრის მშენებელია, მასში მომუშავე ადამიანი კი ღვთისმსახური“ – ეკუთვნის აშშ-ს პრეზიდენტ კულიჯს.
გამონათქვამი – „ნაკლები მთავრობა ბიზნესში და მეტი ბიზნესი მთავრობაში“ – ეკუთვნის აშშ-ს პრეზიდენტ ჰარდინგს.
39. ინტერვენციული და სოციალური სახელმწიფოს ჩამოყალიბება აშშ-ში უკავშირდება პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტის სახელს და მის ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას. რუზველტის „ახალი კურსი“ ინგლისელი ეკონომისტის ჯ.მ. კეინსის მოძღვრებას ეფუძნებოდა, რომლის თანახმადაც ბაზრის მიერ თვითრეგულირების უნარის დაკარგვის შემთხვევაში აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა და პროცესების რეგულირება. „ახალ კურსს“ ბევრი აფასსებს, როგორც „მესამე ამერიკულ რევოლუციას“.

საერთაშორისო ვითარება II მსოფლიო ომის წინ

40. 1933 წლის ოქტომბერში გერმანიამ დატოვა ერთა ლიგა.
41. 1935 წლის იანვარში საფრანგეთის მმართველობაში მყოფ ზაარის ოლქში ჩატარდა გამოკითხვა თუ სად სურდა ყოფნა მოსახლეობას. მათ გერმანია აირჩიეს.
42. 1935 წლის მარტში ჰიტლერმა ქვეყანაში აღადგინა ვერსალის ზავით გაუქმებული საყოველთაო სავალდებულო სამსახური.
43. 1936 წლის ნოემბერში გერმანიამ დადო ხელშეკრულება იაპონიასთან საერთაშორისო კომუნისტურ ორგანიზაცია – კომინტერის“ წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ. 1937 წელს ამ ხელშეკრულებას შეუერთდა იტალიაც. ამრიგად გამოიკვეთა სახელმწიფოთა ალიანსი – ე.წ. ღერძი ბერლინი-რომი-ტოკიო. ალიანსში შემავალ სახელმწიფოებს „ღერძის ქვეყნებსაც“ უწოდებდნენ.
44. 1937 წლის აპრილში გერმანულმა ავიაციამ გაანადგურა ესპანური ქალაქი გერნიკა.
45. 1935 წლის ინგლის-გერმანიის შეთანხმება ფლოტის შესახებ განსაზღვრავდა ხომალდების რაოდენობას, ხოლო თვით ინგლისის ნევილ ჩემბერლენის „დაყვავების პოლიტიკას“ აგრძელებდა. 1939 წლის აპრილში ჰიტლერმა გააუქმა ინგლის-გერმანიის შეთანხმება ფლოტის შესახებ.
46. 1936 წელს ბერლინში ჩატარდა ოლიმპიური თამაშები.
47. 1938 წელს გერმანიამ შემოიერთა ჰიტლერის მშობლიური ავსტრია („ანშლუსი“)
48. 1938 წელს, მიუნხენში, ინგლისმა და საფრანგეთმა გააფორმეს შეთანხმება გერმანიასთან და მის მოკავშირე იტალიასთან გერმანიისათვის ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქის გადაცემის შესახებ.
49. 1939 წლის მარტში ჩეხოსლოვაკიას გამოეყო სლოვაკია და გადავიდა გერმანიის მფარველობის ქვეშ. დანარჩენი ჩეხოსლოვაკია კი დაიყო „რაიხის პროტექტორატებად“, რომლებიც ბერლინიდან დანიშნული მოხელეების მიერ იმართებოდა.
50. 1939 წელს საგანგებო განცხადებით ინგლისმა და საფრანგეთმა პოლონეთს მასზე თავდასხმის შემთხვევაში დაცვა აღუთქვეს. საპასუხოდ, ჰიტლერმა 1939 წლის აპრილში გააუქმა ინგლის-გერმანიის შეთანხმება ფლოტის შესახებ, 1934 წლის შეთანხმება პოლონეთთან თავდაუსხმელობის შესახებ და შეკრა სამხედრო კავშირი იტალიასთან(„ფოლადის პაქტი“).
51. 1939 წლის აგვისტოში, სრულიად მოულოდნელად გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა დადეს თავდაუსხმელობის ხელშეკრულება – „რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი“. ეს ხელშეკრულება გახდა სწორედ ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის მოპოვების სამართლებრივი საფუძველი, საბჭოთა კავშირის ნგრევის დროს.

II მსოფლიო ომი

52. 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. საპასუხოდ გერმანიას ომი გამოუცხადა საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. პოლონეთზე გერმანიის თავდასხმიდან 17 დღის შემდეგ იმავე პოლონეთს აღმოსავლეთიდან საბჭოთა კავშირი დაესხა თავს.
53. 1939 წლის 1 დეკემბერს საბჭოთა კავშირი თავს დაესხა ფინეთს, ხოლო 14 დეკემბერს ერთა ლიგამ თავისი რიგებიდან გარიცხა საბჭოთა კავშირი.
54. 1940 წლის ივნისში საბჭოთა კავშირმა უბრძოლველად მოახდინა ბალტიის რესპუბლიკების – ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ანექსირება, ხოლო რუმინეთს ჩამოაჭრა ბესარაბია(მოლდოვა) და ჩრდილოეთ ბუკოვინა.
55. 1940 წლის 9 აპრილს გერმანიამა რამდენიმე საათში დაიკავა დანია.
56. 1940 წლის 10 მაისს გერმანაიამ დაარღვია ბელგიის, ნიდრელანდებისა და ლუქსემბურგის ნეიტრალიტეტი. 21 მაისს ვერმახტი ლა-მანშის სრუტეზე გავიდა და ქ. დრიუკერკთან მოიმწყვდია ბრიტანული საექსპედიციო კორპუსი.
57. 1940 წლის 14 ივნისს გერმანელები პარიზში შევიდნენ, 22 ივნისს კი საფრანგეთის ახლადდანიშნული მარშალი ანრი პეტენი დაუზავდა ნაცისტებს და საფრანგეთმა კომპიენის ტყეში ხელი მოაწერა ხელშეკრულებას კაპიტულაციის შესახებ, მარშალ ფოშის ვაგონში.
58. 1941 წლის 22 ივნისს ჰიტლერული გერმანია დაესხა თავს საბჭოთა კავშირს. ჰიტლერმა გადაწყვიტა ოპერაცია „ბარბაროსას“ განხორციელება. ის ითვალისწინებდა ბლიც-კრიგს(ელვისებურ ომს).
59. 1941 წლის ბოლოს აშშ-ს თავს დაესხა იაპონია, ამიტომ საბჭოთა კავშირს „ლენდ-ლიზის“ პროგრამის ფარგლებში უზარმაზარი მატერიალური დახმარება აღმოუჩინა ამერიკამ.
60. 1940 წლის ივნისადან 1941 წლის მაისამზე გრძელდებოდა „ბრიტანეთის ბრძოლა“.
61. 1941 წლის 16 ოქტომბერს გერმანული სატანკო კოლონები მიადგნენ დედაქალაქ მოსკოვს.
62. 1942 წლის შემოდგომაზე ქ. ალექსანდრიის დასავლეთით ელ-ალამეინთან ბრიტანელმა გენერალმა ბერნარდ მონტგომერიმ ოქტომბერ-ნოემბერში დაამარცხა ფელდმარშალ ერვინ რომელის გერმანულ-იტალიური არმია.
63. 1942 წლის 23 აგვისტოდან 1943 წლის 2 თებერვლამდე გრძელდებოდა სტალინგრადის ბრძოლა. გერმანელები დამარცხდნენ.
64. ე.წ. „მეორე ფრონტი“ ნაცისტურ გერმანიას გაუხსნენ 1944 წლის 6 ივნისს ოპერაცია „ოვერლორდით“, როდესაც ჩრდ. საფრანგეთის პროვინცია ნორმანდიაში დესანტირება მოახდინა ამერიკულ-ბრიტანულ-კანადურმა უზარმაზარმა არმიამ.
65. 1945 წლის თებერვალში იალტის კონფერენციაზე მოკავშირეები შეთანხმდნენ თუ რა ზონების ოკუპაციას მოახდენდნენ დამარცხებულ გერმანიაში.
66. 1945 წლის 8 მაისს, ბერლინის დაცემის შემდეგ, გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობამ სრული კაპიტულაციის აქტს მოაწერა ხელი.
67. 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის ავიაციამ მოულოდნელი შეტევა მიიტანა ჰავაის კუნძულებზე მდებარე ამერიკის სამხედრო-საზღვაო ბაზა პერლ-ჰარბორზე. ამ დღეს აშშ გამოვიდა ტრადიციული იზოლაციონიზმიდან და მსოფლიო პოლიტიკაში ჩაერთო.
68. 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს აშშ-მ ქალაქები ჰიროსიმა და ნაგასაკი თითო ატომური ბომბითა გაანადგურა. 14 აგვისტოს იაპონიის არმიამ წინააღმდეგობა შეწყვიტა.
69. 1945 წლის 2 სექტემბერს ოფიციალურად დამთავრდა II მსოფლიო ომი.
70. იალტისა და პოსტდამში მიღწეული შეთანხმებათა საფუძველზე გერმანია დაიყო ოთხ საოკუპაციო ზონად: საბჭოთა, ბრიტანულ, ამერიკულ და ფრანგულ ზონად. რომელთაც მაკოორდინებელი ორგანო – „მოკავშირეთა საკონტროლო საბჭო“ ხელმძღვანელობდა.

კონსკონსპექტები ისტორიაში მომზადებულია ისტორიის მე-12 კლასის სახელმძღვანელოს მიხედვით. წიგნის ავტორები: ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, რევაზ გაჩეჩილაძე.
„თქვენი online რეპეტიტორი“

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]