istoriiskonspeqtebi10

კონსპექტები ისტორიაში X

პირველი მსოფლიო ომის წანამძღვრები

1. I მსოფლიო ომის რეალური მიზეზი კოლონიების ფლობისათვის ძლიერი სახელმწიფოების მეტოქეობა და მსოფლიო ჰეგემონობისათვის ბრძოლაში სხვისი „წინგაშვების“ შიში იყო.
2. გერმანიამ 1898 წელს დაიწყო სამხედრო-საზღვაო ფლოტის მშენებლობა.
3. 1904 წელს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გააფორმეს სამხედრო ხელშეკრულება, რომელსაც „ანტანტა“ ეწოდა( ქართულად გულითად შეთანხმებას ნიშნავს). საფრანგეთი უკვე 1893 წლიდან იყო ანტიგერმანულ სამხედრო კავშირში რუსეთთან.
4. 1907 წელს რუსეთმა და ბრიტანეთმა „ანგლო-რუსულ ანტანტის“ ხელშეკრულებით, გავლენის ზონებად გაიყვეს სპარსეთი და შუაში „ნეიტრალური ზონა“ დატოვეს, ავღანეთი ბუფერულ ზონად გამოაცხადეს, ხოლო ტიბეტზე უფლება ჩინეთს გადასცეს.
5. ავსტრია-უნგრეთის, ოსმალეთის, ბულგარეთის, იტალიის ალიანსს გერმანიასთან „ცენტრალური სახელმწიფოები“ ეწოდა.
6. 1914 წლის 28 ივნისს ტერორისტული ორგანიზაცია „შავი ხელის“ წევრმა, ბოსნიელმა გავრილო პრინციპმა სარაევოში ვიზიტად მყოფი ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე დახოცა. პრინცის მკვლელობა პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბი გახდა.

7. რეკომენდაცია: გაეცანით მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს 99-ე გვერდზე მოცემული ცხრილს – „I მსოფლიო ომის გამოცხადების ქრონიკა“. ავტორები: ნინო კიღურაძე, რევაზ გაჩეჩილაძე, გიორგი სანიკიძე.

საომარი მოქმედებები I მსოფლიო ომის პერიოდში

8. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში გერმანიის ჯარებმა შეძლეს ბელგიის გავლით საფრანგეთის ტერიტორიაზე შეჭრა. გერმანიის არმიის ეს წინსვლა ფრანგულ-ბრიტანულმა ძალებმა მდინარე მარნასთან, პარიზის მახლობლად, 1914 წლის შემოდგომაზე შეაჩერეს. იმავე წლის აგვისტოში რუსეთის ორი არმია შეიჭრა გერმანიაში, მაგრამ უკვე აგვისტოს ბოლოს მისი ერთი არმია გერმანელებმა მთილიანად გაანადგურეს, მეორე კი განდევნეს.
9. 1914 წლის 2 ნოემბერს რუსეთმა ოსმალეთს გამოუცხადა ომი, მას შემდეგ რაც ოსმალეთის ფლოტმა სამხედრო პროვოკაცია მოაწყო და დაბომბა შავი ზღვის რუსული ნავსადგურები.
10. 1915-16 წლებში რუსულმა ჯარებმა დაიპყრო ოსმალეთის მრავალი მნიშვნელოვანი ქალაქი. 1917 წელს რუსეთის გენშტაბი ამზადებდა შეტევას სტამბოლზე, მაგრამ ეს გეგმა ჩაშალა პეტროგრადში მომხდარმა რევოლუციებმა.
11. 1915 წლის თებერვალში ინგლისურმა საზღვაო ესკადრამ წარუმატებლად სცადა დარდანელის სრუტეში სამხრეთიდან შეჭრა. ამის შემდეგ დარდანელის სრუტის დასავლეთით მდებარე გალიპოლის ნახევარკუნძულზე ანტანტის ჯარების დიდი დესანტი გადასხდა დარდანელის სრუტის გახსნის იმედით. მაგრამ ოსმალთა ჯარებმა გერმანელი გენერალის ლიმან ფონ სანდერსის მეთაურობით ანტანტის ჯარები დაამარცხეს.
12. ახლო აღმოსავლეთის ფრონტებზე დიდი ბრიტანეთი ისევ გააქტიურდა 1916 წელს. იმ წელს მან აუჯანყა არაბები ოსმალეთს, 1917 წელს აიღო ბაღდადი და იერუსალიმი, 1918 წელს კი – დამასკო და ბეირუთი.
13. I მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს ტანკები, ავიაცია, წყალქვეშა ნავები და ქიმიური იარაღი(ქიმიურ იარაღს იპრიტი ეწოდა, რადგან ის ბელგიის ქალაქ იპრთან ბრძოლის დროს გამოიყენეს პირველად.).
14. 1915 წლის 7 მაისს გერმანულმა გემებმა ჩაძირეს ამერიკიდან ინგლისში მიმავალი ბრიტანული სამგზავრო გემი „ლუზიტანია“. დაიღუპა 1200-მდე სამოქალაქო პირი.
15. „ციმერმანის დეპეშა“ ისტორიაში შევიდა იმის გამო, რომ ამ დეპეშით გერმანია ცდილობდა მექსიკის ჩართვას აშშ-ს წინააღმდეგ ომში. ეს ამერიკულმა დაზვერვამ გამოაშკარავა.
16. დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ფლოტების უდიდესი საზღვაო ბრძოლა გაიმართა სკაგერაკის სრუტეში იუტლანდის ნახევარკუნძულთან 1916 წლის 31 მაისს-1 ივნისს. სადაც გერმანული ფლოტი დამარცხდა მცირე დანაკარგით ბრიტანულ დანაკარგთან შედარებით.
17. 1916 წელს ვერდენის ბრძოლაში ორივე მხრიდან დაიღუპა ნახევარი მილიონიდან ერთ მილიონამდე ადამიანი. ამბრძოლას „ვერდენის ხორცსაკეპი“ ეწოდა.
18. 1917 წლის 15 დეკემბრის დაზავებით , რუსეთი მსოფლიო ომს საბოლოოდ გამოეთიშა. 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში დაიდო სეპარატული საზავო ხელშეკრულება გერმანიასა და საბჭოთა რუსეთს შორის.
19. 1917 წლის 5 აპრილიდან ცენტრალური სახელმწიფოების წინააღმდეგ ომში ამერიკის შეერთებული შტატები ჩაება.
20. 1918 წლის 11 ნოემბერს 11 საათზე ცეცხლი შეწყდა. ომი დამთავრდა. ზავი დაიდო პარიზის ახლოს, კოპიენის ტყეში საფრანგეთის მარშალ ფოშის საშტაბო მატარებლის ვაგონში.

რეოვოლუციები რუსეთში

21. 1917 წლის 3 მარტს(ახ. სტილით 16 მარტს) რუსეთის მეფე ნიკოლოზ II გადადგა.
22. 1917 წლის 1 სექტემბერს რუსეთი რესპუბლიკად გამოცხადდა.
23. 1917 წლის 6-7 ნოემბერს ღამით(ძველი სტილით 24-25 ოქტომბერს – ამიტომაც ეწოდა შემდგომ ამ მოვლენებს ოქტომბრის რევოლუცია) დაიწყო ბოლშევიკთა ამბოხი. იმავე თვეში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, სადაც ბოლშევიკები დამარცხდნენ და ყველაზე მეტი ადგილი სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ მიიღო.
24. 1917 წლის ნოემბერში პეტრდოგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭომ აიღო საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია და შექმნა სახალხო კომისართა საბჭო. საბჭოს თავმჯდომარე გახდა ვლადიმერ ლენინი.
25. 1918 წლის 6 იანვარს(ახ. სტილით 19 იანვარს) ბოლშევიკებმა სამხედრო ძალით დაშალეს დამფუძნებელი კრება. მალე ბოლშევიკთა პარტიამ სახელი შეიცვალა და მას რუსეთის კომუნისტური პარტია ეწოდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

26. რუსეთში მომხდარი რევოლუციების შემდეგ სამხრეთ კავკასიიდან გავიდნენ რუსული სამხედრო ნაწილები. 1917 წლის 19-24 ნოემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული ყრილობა და 22 ნოემბერს მან აირჩია საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული საბჭო.
27. 1918 წლის 10 თებერვლიდან 22 აპრილამდე სამხრეთ კავკასიას ნომინალურად მართავდა ამიერკავკასიის სეიმი (პარლამენტი), რომელშიც შევიდნენ1 1917 წლის ბოლოს რუსეთის დამფუძნებელ კრებაში სამხრეთ კავკასიიდან არჩეული დეპუტატები.
28. 1918 წლის 22 აპრილს თბილისში გამოცხადდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს – ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა. ფედერაციიდან პირველი გამოვიდა საქართველო, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წლის 26 მაისს, ასევე თბილისში 28 მაისს დამოუკიდებლობა გამოაცხადა აზერბაიჯანმა და სომხეთმა.
29. თბილისში 1918 წლის დასაწყისში გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი.
30. 1919 წლის იანვარში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ყოფილ თავად-აზნაურობას ჩამოერთვა მიწის ნაწილი და დაურიგდა გლეხობას.
31. 1919 წლის თებერვალში ქვეყანაში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, სადაც მენშევიკებმა მოიპოვეს უმრავლესობა. მთავრობის თავმჯდომარედ კი ნოე ჟორდანია აირჩიეს.
32. 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია.
33. 1918 წლის 10 ივნისს თბილისში გერმანული ჯარი შემოვიდა, რაც საქართველო-გერმანიის შეთანხმებას პროტექტორატზე ადასტურებდა.
34. ბრიტანულმა სამხედრო ნაწილებმა 1920 წლის 9 ივნისს დატოვეს სამხრეთ კავკასია.
35. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმატებად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ 1920 წლის 7 მაისს მან რუსეთის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკასთან ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულებას საქართველოს მხრიდან გრიგოლ ურატაძემ მოაწერა. რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა სცნო.
36. 1920 წლის მიწურულს საქართველომ ვერ მოაგროვა აუცილებელი ხმები ერთა ლიგის წევრობისათვის. მან მხოლოდ ათი ხმა მოაგროვა, ხოლო ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უარი თქვა.
37. 1918 წლის დეკემბერში სომხეთის რესპუბლიკამ სცადა ძალით დაეკავებინა ლორე. ამას მოჰყვა სამხედრო კონფლიქტი, რომელშიც საქართველოს სამხედრო ნაწილებმა მძიმედ დაამარცხა სომეხი სამხედროები. მაგრამ ბრძოლები ანტანტის ზეწოლით მირებულმა დაზავებამ შეაჩერა.
38. 1920 წელს საბჭოთა რუსეთმა წარმატებას მიაღწია სამოქალაქო ომში. 28 აპრილს აღებულ იქნა ბაქო, 2 დეკემბერს კი ერევანი.
39. 1920 წლის შემოდგომაზე ქემალისტებმა(თურქებმა) დაამარცხეს სომხეთის არმია და 2 დეკემბერს ალექსანდროპოლში (დღევ. გიუმრი) მოაწერინეს ხელი კაბალურ ხელშეკრულებაზე სომხეთის მთავრობას.
40. „მეგობრობისა და ძმობის შესახებ“ მოსკოვის ხელშეკრულების თანახმად, საბჭოთა რუსეთი თანხმდებოდა, ეცნო თურქეთის საკუთრებად ყარსის ოლქი და ბათუმის ოლქის ართვინის ოკრუგი, მაგრამ ბათუმისა და მის რაიონს რუსეთი ითხოვდა.
41. 1921 წლის 13 ნოემბერს ყარსში საბჭოთა საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან საზღვრის შესახებ. ეს ხელშეკრულება არ გაბათილებულა და ჯერ კიდევ მოქმედებს.
42. 1921 წლის 16 თებერვალს დაბა შულავერში შეიქმნა საქართველოს „რევოლუციური კომიტეტი“(რევკომი), რომელმაც „საქართველოს აჯანყებული პროლეტარიატისათვის დასახმარებლად მოიწვია“ საბჭოთა რუსეთი, რომლის მე-11 არმია უკვე 15 თებერვალს სომხეთის მხრიდან შემოსული იყო საქართველოში.
43. 1921 წლის თებერვალში თბილისის მისადგომებთან, კოჯორ-ტაბახმელასთან, წითელ არმიას მედგარი სამხედრო წინააღმდეგობის დაძლევა მოუხდა, სანამ დედაქალაქს აიღებდა. 24 თებერვალს მთავრობამ თბილისი დატოვა, 17 მარტს კი ბათუმიდან საფრანგეთში გაიქცა.
44. 25 თებერვალს ბოლშევიკური არმია უბრძოლველად შევიდა თბილისში და იქ საბჭოთა ხელისუფლების დამყარება გამოაცხადა.
45. საქართველოს დამპყრობელ მე-11 არმიას სახელი გამოეცვალა და მას „კავკასიის განსაკუთრებული არმია“ ეწოდა.
46. 1922 წელს თბილისში ჩატარდა საქართველოს საბჭოების პირველი ყრილობა, რომელმაც მიიღო „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია“. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გახდა საქართველოს საბჭოების ყრილობა.

I მსოფლიო ომის დასასრული. ომის შედეგები.

47. I მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოები 1919 წლის 18 იანვარს შეიკრიბნენ პარიზში საზავო კონფერენციაზე და დაიწყეს მოლაპარაკება მსოფლიო სამომავლო მშვიდობიანი მოწყობის თაობაზე.”
48. საფრანგეთის პრემიერ-მინისტირს, ჟორჟ კლემენსოს მთავარი დევიზი იყო – „გადმოვუბრუნოთ ჯიბეები ბოშებს“. საფრანგეთი თავისი მთავარი მეტოქის, გერმანიის მაქსიმალურად დასუსტებას ესწრაფვოდა.
49. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ ლოიდ ჯორჯი ევროპის კონტინენტზე „ძალთა წონასწორობის“ შენარჩუნების ტრადიციული ბრიტანული პოლიტიკით ხელმძღვანელობდა პარიზის კონფერენციაზე.
50. მსოფლიო წესრიგის დამყარების სრულიად ახლებური გეგმა ჰქონდა აშშ-ს პრეზიდენტ ვუდრო უილსონს. ეს გეგმა ისტორიაში შევიდა უილსონის „14 პუნქტის“ სახელწოდებით. გეგმა „ერთა ლიგის“ შექმნას ითვალისწინებდა.
51. 1919 წლის 24 აპრილს პარიზის საზავო კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს ერთა ლიგის წესდება.
52. მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ქვეყნებმა გერმანიასთან ზავს ხელი მოაწერეს 1919 წლის 28 ივნისს, „სარაევოს გასროლის“ ხუთი წლის თავზე, ვერსალის სარკეებიანა დარბაზში. გერმანიისთვის მორალური თვალსაზრისით, განსაკუთრებით მძიმე იყო ვერსალის ხელშეკრულების 231-ე პარაგრაფი, რომელიც ომის გაჩაღებაში მხოლოდ გერმანიასა და მის მოკავშირე სახელმწიფოებს ცნობდა.
53. 1924 წლის ლოკარნოს (იტალია) ხელშეკრულებით(„რაინის საგარანტიო პაქტით“), გერმანია ცნობდა თავის ახალ დასავლეთის საზღვრებს და მათ ურღვეობას აღიარებდა.
54. ლიკარნოს ხელშეკრულების გაფორმებამ ხელი შეუწყო გერმანიის მიღებას ერთ ლიგაში 1926 წელს.
55. 1928 წელს აშშ-სა და საფრანგეთს შორის დადებული ბრიან-კეოლოგის პაქტით იგმებოდა ომი, როგორც პოლიტიკის წარმართვის საშუალება.
56. საბჭოთა რუსეთმა 1918-19 წლებში დაიპყრო უკრაინა და ბელარუი, 1920-21 წლებში კავკასიის რესპუბლიკები, 1940 წელს – ლიტვა, ლატვია და ესტონეთი.
57. 1922 წელს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის შეერთებული სამეფოს ნაწილში, კუნძულ ირლანდიაზე, შეიქმნა ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო – ეირე.
58. 1932 წელს საუდიანთა დინასტიის დამაარსებელმა აბდალაზიზ ას-საუდმა დაიპყრო მუსლიმთა წმინდა ქალები და გამოაცხადა საუდის არაბეთის შექმნა.

კონსპექტები ისტორიაში მომზადებულია ისტორიის მე-12 კლასის სახელმძღვანელოს მიხედვით. წიგნის ავტორები: ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე,  რევაზ გაჩეჩილაძე.

„თქვენი online რეპეტიტორი“

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]