istoriiskonspeqtebi8

კონსპექტები ისტორიაში VIII

1. ოსმალეთის ცხენოსან არმიას სიფაჰიებს უწოდებდნენ.
2. 1475 წელს ყირიმის ხანმა ოსმალეთს მორჩილება აღუთქვა.
3. 1514 წელს სულთანმა სელიმ I-მა ჩალდირანის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სეფიანთა ირანის ახლადშექმნილ სახელმწიფოზე.
4. 1517 წელს ოსმალებმა ეგვიპტე შემოიერთეს
5. სულეიმან I-ს (1520-1566) ევროპელები ბრწყინვალეს უწოდებდნენ, ხოლო თურქები კანონმდებელს.
6. 1526 წელს ოსმალებმა მოჰაჩის ბრძოლაში დაამარცხეს უნგრელები. ამის შემდეგ საუკუნეზე მეტხანს, უნგრეთი და ასევე ცენტრალური ევროპის რამდენიმე რეგიონი ოსმალეთის სამფლობელოებში მოექცა.
7. 1529 წელს ოსმალებმა ვენაზეც მიიტანეს იერიში, მაგრამ ცივმა ზამთარმა მათ ხელი შეუშალა ქალაქის აღებაში.

8. 1555 წელს ოსმალთა ქიშპი ირანთან ამისიის ზავით დროებით დასრულდა. ამ ზავით ორმა იმპერიამ სამხრეთ კავკასია, მათ შორის, საქართველო, ორად გაიყვეს. 9. 1535 წელს საფრანგეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო „მშვიდობის, მეგობრობის და ვაჭრობის“ ხელშეკრულება. საფრანგეთს ამიერიდან მუდმივი წარმომადგენელი ჰყავდა კონსტანტინოპოლში და კონსული – ალექსანდრიაში.
10. 1571 წელს ლეპანტოს (საბერძნეთის ნაპირებთან) საზღვაო ბრძოლაში ევროპელებმა პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს ოსმალებზე. ამ ბრძოლაში მონაწილეობდა დიდი ესპანელი მწერალი სერვანტესი.
11. 1683 წელს ოსმალებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში ვენაზე, მაგრამ ევროპელებმა, პოლონეთის მეფე იან სობეისკის მეთაურობით, მოახერხეს მათი უკუგდება.
12. ევროპულმა სახელმწიფოებმა შექმნეს ე.წ. „საღვთო ლიგა“ ოსმალეთის წინააღმდეგ. დაიწყო „დიდი თურქული ომი“, რომელიც ოსმალეთისთვის არასახარბიელოდ წარიმართა. 1699 წლის კარლოვაცის ზავით ოსმალეთმა დათმო უნგრეთი და სხვა ევროპული ტერიტორიების ნაწილი.
13. პირველმა სეფიანმა შაჰმა ისმაილ I-მა (1501-1524) შეძლო ირანის გაერთიანება. ახალი სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა თავრიზი.
14. შაჰ თამაზ I მეფობდა – 1524-1576 წლებში.
15. 1538 წლისათვის შაჰ თამაზმა მოახერხა შირვანშაჰების სახელმწიფოს (დღევანდელი აზერბაიჯანის ნაწილი) განადგურება.
16. 1578 წელს ოსმალები შეიჭრნენ ირანში და პოზიციები გაიმყარეს სამხრეთ კავკასიაში.
17. შაჰ აბას I – 1587-1629 წწ.
18. ირანული არმიის რეფორმირებისათვის შაჰ აბასმა მოიწვია ინგლისელი ძმები ენტონი და რობერტ შერლები. მათთან ერთად დიდი როლი ითამაშა ქართული წარმოშობის ალავერდი ხან უნდილაძემ.
19. ომი სმალეთთან 1603 წელს განახლდა. ხანმოკლე შესვენებებით ამ ომმა 30 წელზე მეტხანს გასტანა და საბოლოო „საუკუნო“ ზავი დაიდო მხოლოდ შაჰ აბასის სიკვდილის შემდეგ, 1639 წელს.
20. შაჰ აბასმა 1603 წელს მოახერხა პორტუგალიელების განდევნა სპარსეთის ყურის კუნძულ ბაჰრეინიდან და 1622 წელს კუნძულ ჰორმუზიდან.
21. შაჰ აბასმა ირანის სატახტო ქალაქი ჩრდილოეთში მდებარე თავრიზიდან ირანის ცენტრალურ ნაწილში – ისფაჰანში გადაიტანა. მას „ქვეყნიერების სახეს“ უწოდებდნენ.
22. შაჰ აბას II – 1642-1666 წწ.
23. რუსული მატიანის მიხედვით, სლავურ ტომებს ქვეყნის სამართავად ვიკინგები მოუწვევიათ სამი ძმის – რიურიკის, სინეუსისა და ტრუვერის მეთაურობით. სწორედ რიურიკი ჩაუდგა სათავეში კიევის რუსეთს და საფუძველი ჩაუყარა რიურიკოვიჩების დინასტიას.
24. კიევის რუსეთი თავისი ძლიერების მწვერვალს აღწევს ვლადიმირ დიდის (980-1015) და იაროსლავ ბრძენის (1019-1054) დროს.
25. 988 წელს კიევის რუსეთში გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად.
26. 1237-1241 წლებში მონღოლებმა დაიპყრეს რუსული სამთავროები.
27. ნოვგოროდის მთავარმა ალექსანდრე ნეველმა მიაღწია მონღოლებთან შეთანხმებას და მათი მხარდაჭერით მოახერხა 1240 წელს მდ. ნევასთან შვედების დამარცხება.
28. ალექსანდრე ნეველმა 1242 წელს ჩუდის ტბაზე ბრძოლაში ტევტონთა ორდენის რაინდები დაამარცხა და ამ ბრძოლას „ყინულზე ხოცვა-ჟლეტა“ ეწოდა.
29. 1380 წელს კულიკოვოს ბრძოლაში, დიმიტრი დონელის სარდლობით რუსებმა დაამარცხეს მონღოლები.
30. 1382 წელს მონღოლებმა კვლავ დაიმორჩილეს რუსები.
31. ივანე III-ის ზეობისას რუსეთი მონღოლთა ბატონობისგან გათავისუფლდა. 1480 წელს მდ. უგრასთან პირისპირ მდგარი რუსული და მონღოლური ჯარები უბრძოლველად დაშორდნენ ერთმანეთს. ამ დაპირისპირებამ „უგრაზე დგომის“ სახელი მიიღო.
32. რუსეთის ცენტრალიზაციის პროცესი დასრულდა ივანე IV მრისხანეს (1547-1584) მეფობის პერიოდში. მან პირველად მიიღო „სრულიად რუსეთის მეფის“ ტიტული.
33. 1552 და 1556 წლებში ივანე IV-მ მოახდინა ყაზანისა და ასტრახანის სახანოების ანექსირება და ვოლგისპირეთი რუსეთს შემოუერთა.
34. ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოპოვების მიზნით ივანე IV-მ წამოიწყო ხანგრძლივი, 24-წლიანი ომი შვედეთის, პოლონეთისა და ლიტვის კოალიციის წინააღმდეგ, რომელიც ლივონიის ომის სახელწოდებითაა ცნობილი და რომელიც რუსეთისათვის უშედეგოდ დამთავრდა.
35. ივანე მრისხანეს გარდაცვალებიდან სულ მალე დასრულდა რიურიკოვიჩების დინასტიის მეფობის ხანა. მას მოჰყვა არეულობები ქვეყანაში, ცნობილი ე.წ. „შფოთის დროის“ სახელით, სანამ 1613 წელს, რომანოვების ახალი სამეფო დინასტიის წარმომადგენელმა არ დაიკავა ტახტი.
36. რეჩ პოსპოლიტა ეწოდებოდა პოლონეთის სამეფოსა და ლიტვის დიდი საჰერცოგოს გაერთიანებულ სახელმწიფოს, რომელიც 1569 წელს შეიქმნა პოლონეთსა და ლიტვას შორის დადებული ლიუბლინის უნიის ხელშეკრულებით.
37. რეჩ პოსპოლიტას მართავდა არჩეული მონარქი და საერთო სეიმი. სატახტო ქალაქს კი წარმოადგენდა პოლონური ქალაქი კრაკოვი, XVII საუკუნის ბოლოს კი დედაქალაქი ვარშავა გახდა.
38. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ევროპულმა სახელმწიფოებმა და რუსეთმა სამჯერ დაიყვეს რეჩ პოსპოლიტა – 1772, 1793 და 1795 წლებში.
39. 1795 წელს გადადგა რეჩ პოსპოლიტას მეფე სტანისლავ ავგუსტი და ამით დასრულდა ამ სახელმწიფოს არსებობა.
40. პეტრე I მეფობდა – 1682-1725 წწ.
41. პეტრე I-მა 1700-1721 წლებში შვედების წინააღმდეგ აწარმოა დიდი ომი – „ჩრდილოეთის ომი“.
42. 1703 წელს რუსები დაეუფლნენ ციხესიმაგრე ნიენშანცს მდინარე ნევას შესართავთან. სწორედ აქ შეუდგა ის სანკტ-პეტერბურგის მშენებლობას.
43. 1709 წელს რუსულმა ჯარებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს შვედეთის არმიაზე პოლტავის ბრძოლაში
44. 1714 წელს რუსულმა ფლოტმა მოახერხა შვედების დამარცხება განგუტის ბრძოლაში.
45. 1721 წლის 22 ოქტომბერს(ახალი სტილით 2 ნოემბერს) პეტრე I-მა მიიღო „სამშობლოს მამის, სრულიად რუსეთის იმპერატორის, პეტრე დიდის„ ტიტული.
46. 1713 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო ადრიანოპოლის ხელშეკრულება, რითაც რუსეთმა დათმო შავ ზღვაზე გასასვლელი.
47. 1722 წელს პეტრე I-მა დაიწყო კასპიის(სპარსეთის ლაშქრობა).
48. XV საუკუნის ბოლოს კახეთის მეფეებმა სამეფო საერისთავოებზე უფრო მცირე ადმინისტრაციულ ერთეულებად – სამოურავოებად დაყვეს. კახეთის სამეფო ოთხ სადროშოდ, სამხედრო-ტერიტორიულ ერთეულად დაიყო, რომელსაც ეპისკოპპოსი მართავდა.
49. კახეთი განსაკუთრებით გაძლიერდა ალექსანდრე II-ის (1574-1605) მეფობის დროს.
50. ლუარსაბ I მეფობდა – 1527-1556 წწ.
51. სიმონ I მეფობდა – 1556-1600 წწ.
52. 1545 წელს იმერეთის მეფე ბაგრატი(1510-1565) და ქართლის მეფის გაერთიანებული ჯარი დამარცხდა ოსმალებთან სოხოისტასთან ბრძოლაში ერზურუმის პროვინციაში. ეს მარცხი იქცა სამცხე-საათაბაგოს საქართველოდან საბოლოოდ ჩამოცილების მომასწავებლად.
53. თეიმურაზ მეფის დედა ქეთევან დედოფალი როგორც ქართულმა მართმადიდებლურმა, ისე კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
54. თეიმურაზ მეფე 1663 წელს ირანში, ასტრაბადში გარდაიცვალა.
55. 1625 წლის 25 მარტს მარტყოფის ველზე ქართველებმა გიორგი სააკაძის დახმარებით დაამარცხეს ყიზილბალშთა ლაშქარი და სრულიად განდევნეს ქართლ-კახეთიდან ირანული ჯარები.
56. 1625 წელს მარაბდის ბრძოლაში ყიზილბაშებმა დაამარცხეს ქართველები, მაგრამ ვერ შეძლეს სრული კონტროლის დამყარება.
57. 1626 წელს ბაზალეთის ტბასთან ერთმანეთს თეიმურაზ მეფე და გიორგი სააკაძე დაუპირისპირდნენ. თეიმურაზ მეფემ გაიმარჯვა.
58. 1629 წელს გიორგი სააკაძე ოსმალო სულთნის კარის ინტრიგებს შეეწირა.
59. 1632 წლიდან სპარსეთსა და ქართლს შორის ურთიერთობის ახალი ფორმა დამყარდა. ამ დროიდან დაწყებული საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ქართლი იმართებოდა მუსლიმი ბაგრატიონების მიერ. ისინი ატარებდნენ „ვალის“ ტიტულს. მათგან პირველი იყო როსტომი(1633-1658), იგივე ხოსრო მირზა.
60. ვახტანგ V, იგივე შაჰნავაზი მეფობდა – 1658-1675 წწ.
61. 1659 წელს კახეთში დაიწყო დიდი ბახტრიონის აჯანყება. მას მეთაურობდა შალვა და ელიზმარ ქსნის ერისთავები და ბიძინა ჩოლოყაშვილი. ისინი ყიზილბაშებმა სიკვდილით დასაჯეს.
62. სამცხე-საათაბაგოს ოსმალეთის ბატონობის პერიოდში ჩილდირის საფაშო ეწოდა.
63. სეფიანთა ირანში ყულიებად გამუსლიმებული ქართველი სამხედრო ჭაბუკები იწოდებოდნენ.
64. 1588 წელს შაჰ აბას I-მა შექმნა პირადი დაცვა, რომელიც შედგებოდა 12 ათასი ქართველი მეომრისაგან. საერთო ჯამში ქართველთა კავალერიის რიცხვი სპარსეთის არმიაში 8 ათასიდან 40 ათასამდე აღწევდა.
65. რომში 1629 წელს დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი ქართულ-იტალიური ლექსიკონი, შედგენილი სტეფანო პაოლინის და ნიკიფორე ირბახის მიერ.
66. 1711 წელს სპარსეთის შაჰის ხელდასმით ქართლის მეფე ვახტანგ VI გახდა, ისლამზე მოქცევაზე უარის გამო ის საკმაო ხნის მანძილზე იმყოფებოდა მძველად ისფაჰანში.
67. 1714 წელს სულხან-საბა ლუი XIV-მ მიიღო ვერსალში.
68. 1722 წელს ავღანელებმა სეფიანთა სატახტო ქალაქი ისფაჰანი აიღეს. ათიოდე წელიწადში კი სეფიანთა დინასტიამ არსებობა შეწყვიტა.
69. „მყრელობა“ ეწოდებოდა ვახტანგ VI-ის მიერ გატარებულ რეფორმას, რომელიც ომიანობის შედეგად საკუთარი მიწებიდან გახიზნული გლეხების დაბრუნებას ისახავდა მიზნად.
70. 1737 წელს ვახტანგ VI გარდაიცვალა ასტრახანი.
71. 1709 წელს ვახტანგ VI-მ თბილისში დაარსა სტამბა ანთიმოზ ივერიელის დახმარებით. 1712 წელს გამოიცა „ვეფხისტყაოსანი“.
72. 1724 წ. რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო ე.წ. „განაწილების ხელშეკრულება“, რომლითაც მათ კავკასია დაიყვეს.
73. 1741 წელს ყიზილბაშებმა აღმოსავლეთ საქართველოში აღწერა ჩაატარეს და თითოეულ მამაკაცს ათი წლიდან გადასახადი დააკისრეს.
74. 1748 წელს ქართლ-კახეთმა უკანასკნელად გადაუხადა ხარკი ირანის შაჰს, გაუგზავნა მას ასი ქართველი მეომარი და რამდენიმე ქალი.
75. 1761 წელს თეიმურაზ II რუსეთში გაემართა დახმარების სათხოვნელად და იქვე გარდაიცვალა 1762 წელს. ის დაკრძალულია ვახტანგ VI-ის გვერდით.
76. 1774 წელს ერეკლე II-მ შექმნა ე.წ. „მორიგე“ ლაშქარი.
77. 1762 წელს ერეკლე II-ს ქერიმ ხანმა დიდძალი საჩუქრებით დატვირთული ელჩების პირით სთხოვა აზატ ხანის მასთან გაგზავნა, რომელიც ირანის ტახტზე აცხადებდა პრეტენზიას. ერეკლე დათანხმდა.
78. 1770 წელს ერეკლე II-მ ასპინძის ბრძოლაში დაამარცხა თურქები.
79. 1757 წელს ქართველებმა იმერეთის მეფე სოლომონ I-ის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს ხრესილის ბრძოლაში ოსმალეთის წინააღმდეგ.
80. 1774 წელს ქუჩუკ-კაინარჯის ზავით, რუსეთი აღიარებდა ოსმალეთის სუვერენობას დასავლეთ საქართველოზე, მაგრამ ქვეყანა თავისუფლდებოდა ხარკისგან.
81. XVIII საუკუნის მიწურულს ირანში ხანგრძლივი შინაომები დასრულდა და აღა მოჰამად (მაჰმად) ხანმა გაიმარჯვა. მან დაუდო ახალ, ყაჯართა დინასტიას.
82. 1790 წელს სოლომონ ლიონიძის წყალობით დამყარდა სამხედრო-პოლიტიკური კავშირი ერეკლე II-ს, სოლომონ II-ს, გრიგოლ დადიანსა და სიმონ გურიელს შორის.
83. სოლომონ II მეფობდა 1789-1810 წწ.
84. 1795 წელს კრწანისის ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ ირანელებთან ბრძოლაში. ამის შემდეგ აღა მაჰმად ხანმა თბილის დაარბია.
85. 1798 წლის 11 იანვარს ერეკლე II გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მისი ვაჟი გიორგი XII, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე.
86. 1587 წელს რუსეთის ელჩებთან კახეთის მეფე ალექსანდრემ ხელი მოაწერა „ფიცის წიგნს“, რომლითაც რუსეთი კახეთის სამეფოს მფარველობას კისრულობდა. ხელშეკრულება 1589 წელს დაადასტურა რუსეთის ხელმწიფემ „წყალობის სიგელით“.
87. 1639 წელს თეიმურაზ მეფემ ხელი მოაწერა „ფიცის წიგნს“, რომელიც ფაქტობრივად იმეორებდა ალექსამდრე მეფის დროს ხელმოწერილ ანალოგიური სახელის ხელშეკრულებას.
88. 1699 წელს არჩილ მეფე რუსეთში გადასახლდა და მოსკოვის მახლობლად ვსესვიატსკოეში საკუთარ მამულში გარდაიცვალა.
89. 1783 წელს გეორგიევსკში ხელი მოეწერა „გეორგიევსკის ტრაქტატის“ სახელით ცნობილ ხელშეკრუელბას.
90. 1800 წლის მიწურულს ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში საბოლოოდ დაირღვა გეორგიევსკის ტრაქტატი და მალე ქართლ-კახეთი რუსეთის იმპერიის შემადგენელ ნაწილად გამოცხადდა.

კონსპექტები ისტორიაში მომზადებულია ისტორიის მე-11 კლასის სახელმძღვანელოს მიხედვით. წიგნის ავტორები: ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, ლევან გორდეზიანი, ლალი ფირცხალავა, რევაზ გაჩეჩილაძე, ნოდარ ასათიანი.

„თქვენი online რეპეტიტორი“

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]