istoriiskonspeqtebi7

კონსპექტები ისტორიაში VII

1. ნიდერლანდები დაბალ მიწებს ნიშნავს.
2. 1568 წელს აჯანყდა ჩრდილოეთ ნიდერლანდების შვიდი პროვინცია რომელთაც 1581 წელს გადაყენებულად გამოაცხადეს მეფე ფელიპე II და შექმნეს ნიდერლანდების შეერთებული პროვინციების რესპუბლიკა.
3. ვილემ I ნიდერლანდების აჯანყების მეთაური გახდა. აჯანყება და ომი, შესვენებით, ოთხმოცი წელი გაგრძელდა. მხოლოდ 1648 წელს ცნო ესპანეთის მეფემ ჰოლანდიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.
4. ოთხმოცწლიანი ომის დროს „ზღვის გიოზები“ (ჰოლანდიელები) ეფექტიანად ებრძოდნენ ესპანურ ფლოტს. 1639 წელს ჰოლანდიის რესპუბლიკამ საბოლოოდ მოუღო ბოლო ესპანეთის საზღვაო ჰეგემონიას.
5. XVI საუკუნეში ინგლისში მეფობდა ტიუდორების დინასტია, რომლის დროსაც სამეფოში ჩამოყალიბდა აბსოლუტიზმი.

6. 1455-185 წლებში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი – „ვარდების ომი“.
7. 1600 წელს ლონდონში დაარსდა მსოფლიოში პირველი სააქციონერო კომპანია „ისტ-ინდია კომპანი.
8. 1603 წელს ტიუდორთა დინასტიის უკანასკნელი მონარქი ელიზაბეთ I გარდაიცვალა და მემკვიდრედ ჯეიმზ VI სტიუარტი დატოვა, რომელიც ჯეიმზ I-ის სახელით ავიდა ტახტზე.
9. პარლამენტით გაღიზიანებულმა ჯეიმზ I-მა 1629 წელს დაითხოვა ის და 11 წლის განმავლობაში მისი სანქციის გარეშე აწესებდა და კრეფდა გადასახადებს.
10. 1640 წელს ინგლისში შეკრებილ პარლამენტს „ხანგრძლივი“ დაერქვა, რადგან ის 1653 წლამდე იჯდა უესტმინსტერში, სადაც მისი სხდომები ტარდებოდა.
11. 1642 წელს ინგლისში დაიწყო სამოქალაქო ომი მეფესა და პარლამენტს შორის.
12. 1644 და 1645 წლებში ინგლისის პარლემენტის არმიამ ოლივერ კრომველის მეთაურობით დაამარცხა ჩარლზ I
13. 1649 წლის 30 იანვარს მეფეს თავი მოჰკვეთეს და 19 მაისს ინგლისი რესპუბლიკად გამოცხადდა.
14. ინგლისში ოლივერ კრომველის დიქტატურა დამყარდა. მან 1657 წელს უარი თქვა მეფის ტიტულზე.
15. 1657 წელს კრომველმა ებრაელებს ნება დართო დაბრუნებულიყვნენ ინგლისში, საიდანაც ისინი განდევნეს 1290 წელს მეფე ედუარდ I-ის დროს.
16. 1658 წელს კრომველი გარდაიცვალა და 1660 წელს ინგლისის ტახტზე მოიწვიეს ჩრლზ II სტიუარტი.
17. 1689 წლის 16 დეკემბერს ინგლისის პარლამენტმა მიიღო „უფლებათა ბილი“, რომელმაც შეზღუდა მონარქის უფლებები და გააფართოვა პარლამენტის უფლებები.
18. 1689 წელს ინგლისში საბოლოოდ ჩამოყალიბდა კონსტიტუციური მონარქია
19. აბსოლუტური მონარქიის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია ფრნაგი მონარქის ლუი XIV-ის ერთპიროვნული მმართველობა (1661-1715). მისი დევიზი იყო – „სახელმწიფო მე ვარ“!
20. „დაშნის აზნაურებს“ საფრანეგთში ძველ არისტოკრატიული საგვარეულოების წარმომადგენლებს უწოდებდნენ.
21. „მანტიის აზნაურებს“ საფრანგეთში უწოდებდნენ სათავადაზნაურო წოდების ქვედა ფენას.
22. 1678 წელს ლუი XIV-მ პარლამენტს ჩამოართვა სამეფო კანონების შეჩერების უფლება.
23. აბსოლუტური რეჟიმის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მერკანტალიზმის სახელითაა ცნობილი, მთლიანად უკავშირდება ლუი XIV-ის ფინანსთა მინისტრს, ჟან ბატისტ კოლბერს და ამდენად მას კოლბერტიზმს უწოდებენ.
24. „აქტიური სავაჭრო ბალანსის“ პრინციპები მარტივია: ექსპორტის გაზრდა და იმპორტის შემცირება.
25. შვიდწლიან ომს უინსტონ ჩერჩილმა „პირველი მსოფლიო ომი უწოდა“.
26. შვიდწლიან ომში ერთმანეთს დაუპირისპირდა ინგლის-პრუსიისა და საფრანგეთ-ავსტრია-რუსეთის კავშირები.
27. პრუსიის მეფე ფრიდრიხ II შვიდწლიან ომში მოწინააღმდეგე მხარეს „სამი დედაკაცის კავშირს“ უწოდებდა. მარია ტერეზა ავსტრიაში, ელიზავეტა რუსეთში და მადამ პომპადური საფრანგეთში.
28. 1759 წლის 12 აგვისტოს მოხდა შვიდწლიანი ომის ცნობილი ბრძოლა კუნერსდორფთან, სადაც პრუსიის ჯარმა რუსეთ-ავსტრიის ჯარებთან სრული მარცხი განიცადა.
29. შვიდწლიან ომში პრუსია, 1762 წელს, კატასტროფისგან იმპერატორ ელიზავეტა I-ის გარდაცვალებამ იხსნა.
30. 1762 წლის 5 იანვარს რუსეთში პეტრე III გამეფდა და მან პრუსიასთან ზავი დადო. ის გამეფებიდან 6 თვეში გადააგდეს.
31. პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-მ ჩაუყარა საფუძველი რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკას.
32. 1784 წელს გამოქვეყნდა გერმანელი ფილოსოფოსის, იმანუელ კანტის წიგნი „რა არის განმანათლებლობა?“
33. რაციონალიზმს განმანათლებლობის აზროვნების წესში დასაბამი მისცა ფრანგი მათემატიკოსისა და ფილოსოფოსის, რენე დეკარტის (1596-1650) ცნობილმა ფორმულამ: „ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ“.
34. ბევრი განმანათლებლის მიერ ადამიანისა და საზოგადოების „ბუნებრივი მდგომარეობა“ აღქმული იყო, როგორც ადამიანის თავდაპირველი უცოდველობა. ამას უპირისპირდება დენი დიდრო(1713-1784). ის თვლიდა, რომ ევროპელებს დაკარგული ჰქონდა ბუნებრიობა. ამგვარი აღქმის შედეგად, განმანათლებლობაში შეიქმნა „კეთილშობილი ველურის“ ხატი.
35. დენი დიდროს მიერ შეკრებილი ინტელექტუალური საზოგადოების მიერ გამოცემული „ენციკლოპედიები“ აბსოლუტური სახელმწიფოს მხრიდან უმკაცრესი ზედამხედველობის, ცენზურის ქვეშ ვრცელდებოდა.
36. ფიზიოკრატებს უწოდებდნენ, საფრანგეთში „ენციკლოპედიასთან“ დაახლოებულ აბსოლუტური მონარქების ფინანსთა მინისტრებს.
37. კერძო საკუთრების, ქონებრივი უთანასწორობისა და თავისუფალი კონკურენციის არსებობა ფიზიოკრატებისათვის ეკონომიკის ბუნებრივი კანონებია. „მიეცი მოქმედების თავისუფლება“ – იყო მათი მთავარი პრინციპი.
38. სიტყვები – „ჩვენ კრიზისის მდგომარეობასა და რევოლუციების საუკუნეს ვუახლოვდებით“ – ეკუთვნის ჟან ჟაკ რუსოს.
39. XVIII საუკუნის II ნახევარში საქართველოში მოღვაწეობდა ანტონ კათალიკოსი, რომელსაც ეკუთვნის თხზულება „სპეკალი“. მას აგრეთვე ეკუთვნის „საქართველოს ისტორიის“ პირველი სასკოლო სახელმძღვანელო.
40. იოანე ბაგრატიონს ეკუთვნის წიგნი „კალმასობა“.
41. ალექსამდრე ამილახვარს ეკუთვნის „ბრძენი აღმოსავლეთისა.
42. ფრანგული განმანათლებლობის დროს საქართველოში არსებულ მოძრაობას „ქართულ ვოლტერიანობადაც“ მოიხსენიებენ.
43. დავით ბატონიშვილმა თარგმნა მონტესკიეს „კანონთა გონი“ სათაურით „გულისხმისყოფისათვის სჯულისა“.
44. 1588 წელს ინგლისელებმა მოახერხეს ესპანეთის საზღვაო ფლოტის – „უძლეველი არმადას“ დამარცხება.
45. 1607 წელს 129 ადამიანმა სამი ხომალდით გადალახა ატლანტის ოკეანე და ამერიკის კონტინენტზე პირველი ინგლისური მუდმივი კოლონია – ჯეიმზთაუნი დაარსა.
46. 1732 წლამდე ატლანტის ოკეანის ჩრდილოამერიკულ სანაპიროზე 13 ინგლისური კოლონია შეიქმნა: ვირჯინია,მასაჩუსეტსი, მერილენდი, როდ აილენდი, კონეკტიკუტი, დელავერი, ნიუ ჰემფშირი, ჩრდილო და სამხრეთ კაროლინა, ნიუ იორკი, ნიუ ჯერსი, პენსილვანია და ჯორჯია.
47. 1770 წლისათვის უკმაყოფილებამ ბრიტანული მთავრობისადმი კოლონისტებს შორის ზედა ზღვარს მიაღწია.
48. 1773 წელს ბრიტანელთა მიერ ამერიკაში გაზრდილი გადასახადების წინააღმდეგ განხორციელდა სიმბოლური საპროტესტო აქტი, რომელსაც „ბოსტონის ჩაის სმა“ ეწოდება.
49. ინგლისის პარლამენტმა მასაჩუსეტსის წინააღმდეგ სადამსჯელო კანონები მიიღო, საპასუხოდ კი ცამეტივე კოლონიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ ქალაქ ფილადელფიაში პირველ კონტინენტურ კონგრესზე (1774).
50. მასაჩუსეტსის სამხედრო გუბერნატორმა კოლონისტების რამდენიმე ლიდერის დაპატიმრება დააპირა, ამიტომ მეფის ჯარს საკუთარი შეიარაღებული რაზმებით დაუპირისპირდნენ ლექსინგტონსა და კონკორდთან, 1775 წელს.
51. 1775 წლის 17 ივნისს ბრიტანელებმა ბოსტონთან ბანკერ ჰილის ბრძოლაში დაამარცხეს კოლონისტები.
52. 1775 წლის მაისში მუშაობა დაიწყო მეორე კონტინენტურმა კონგრესმა.
53. 1776 წლის მაისში კონგრესმა, ჯონ ადამსის (შემდგომ აშშ-ის მეორე პრეზიდენტი – 1797-1801) წინადადებით ოფიციალურად გამოხატა ბრიტანეთისაგან თავისუფალი შტატების შექმნის ნება.
54. კონგრესის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება გახდა 1776 წლის 4 ივლისს მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია. მის შედგენაზე ხუთკაციანი კომისია მუშაობდა. მისი საბოლოო ტესტი კი თომას ჯეფერსონმა (აშშ-ის მესამე პრეზიდენტი – 1801-1809) მოამზადა.
55. ამერიკელი კოლონისტების ჯარის მთავარსარდლად II კონტინენტურმა კონგრესმა ჯორჯ ვაშინგტონი (1732-1799, შემდგომ აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, 1798-1799) დანიშნა.
56. 1776 წლის შობის ღამეს ჯორჯ ვაშინგტონი წინ წაუძღვა კოლონისტების ჯარს, მათ გადალახეს გაყინული მდინარე დელავერი და ტრეტონის ბრძოლაში, რომელიც მთავარი გადამწყვეტი შეტაკება იყო, დაამარცხეს ინგლისელები.
57. 1778 წელს კოლონისტებს ფრნაგებმა აღმოუჩინეს დახმარება ინგლისელების წინააღმდეგ.
58. 1781 წელს, იორკთაუნთან, ჯორჯ ვაშინგტონმა ფრანგ არისტოკრატ მარკიზ დე ლაფაიეტთან ერთად დაამარცხა ბრიტანეთის არმიის მთავარი ნაწილები.
59. ბრიტანეთმა 1783 წელს პარიზის ზავით აღიარა 13 კოლონიის დამოუკიდებლობა.
60. 1789 წელს, საფრანგეთში დაწყებულმა „დიდმა რევოლუციამ“ ბოლო მოუღო აბსოლუტისტურ სახელმწიფო სისტემას, რომელსაც თავის დროზე რევოლუციონერებმა „ძველი რეჟიმი“ უწოდეს.
61. იაკობინელები მმართველობდნენ საფრანგეთში 1793-1794 წწ.
62. თავადაზნაურული საგვარეულოების წარმომადგენლებისგან შემდგარი, ტიტულების მატარებელი ზედაფენაა „დაშნის აზნაურებს“ უწოდებდნენ.
63. მდიდარი ბურჟუაზიიდან გამოსული სამოხელეო თავადაზნაურობას „მანტიის აზნაურებს“ უწოდებდნენ.
64. 1788 წელს მეფე ლუი XVI-ის (1774-1793) ფინანსების გენერალურმა კონტროლიორმა (ფინანსთა მინისტრმა), ნეკერმა გამოაქვეყნა ფინანსური ანგარიში, რითაც პირველად აბსოლუტიზმის ისტორიაში საჯარო გახდა სახელმწიფო ბიუჯეტი.
65. ლუი XV-ს ეკუთვნის გამონათქვამი : „ჩვენ შემდეგ ყველაფერი წყალსაც წაუღია“.
66. 1789 წლის მაისში ლუი XVI-მ გადაწყვიტა მოეწვია გენერალური შტატები, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორების მიზნით.
67. 1789 წლის 17 ივნისს შეკრებილმა გენერალურმა შტატებმა კრება „ეროვნულ კრებად“ გამოაცხადეს. 9 ივლისს კი წარმომადგენლებმა თავი „დამფუძნებელ(საკონსტიტუციო) კრებად“ გამოაცხადეს.
68. 1789 წლის 14 ივლისს შეიარაღებულმა სამოქალაქო პირებმა აიღეს ბასტილიის მეფე.
69. პარიზელების რევოლუციური მაგალითი მისაბაძ ნიმუშად იქცა ასევე საფრანგეთის სხვა ქალაქების მოსახლეობისთვისაც. აქ არბევდნენ და ქმნიდნენ მუნიციპალური მმართველობის ახალ არჩევით ორგანოებს. ამდენად, ეს უკანასკნელი მოვლენები „მუნიციპალური რევოლუციის“ სახელითაა ცნობილი.
70. 1780 წლის 4-5 აგვისტოს ღამის სხდომაზე, ეროვნულმა კრებამ, ფეოდალური პრივილეგიები გაუქმებულად გამოაცხადა.
71. საფრანგეთში გლეხობის სრული და უსასყიდლო გათავისუფლება მხოლოდ მოგვიანებით, 1793 წლის ივლისში, როგით მესამე რევოლუციური პარლამენტის – კონვენტის დადგენილებით მოხდა.
72. 1789 წლის 26 აგვისტოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი „ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაცია“, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო საფრანგეთის პირველ კონსტიტუციას.
73. 1789 წლის 2 ნოემბერს, საფრანგეთში, დამფუძნებელმა კრებამ საეკლესიო მიწები სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა.
74. 1791 წლის ივნისში მსახურის სამოსში გადაცმული საფრანგეთის მეფე და დედოფალი ქალაქ ვარენთან ამოიცნეს და დააკავეს. ამ ფაქტს „ვარენის კრიზისი„ ეწოდება.
75. 1791 წლის 13 სექტემბერს, საფრანეგთის მეფის მიერ ხელმოწერილი და დამფუძნებელ კრებაზე დამტკიცებული კონსტიტუცია ძალაში შევიდა.
76. 1791 წლის 1 ოქტომბერს მუშაობას შეუდგა ახალი კანონის საფუძველზე არჩეული ეროვნული კრება, რომელსაც ამჯერად საფრანგეთის საკანონმდებლო კრება ეწოდა.
77. 1791 წლის აგვისტოში ავსტრიის იმპერატორისა და პრუსიის მეფის ერთობლივ განცხადებაში („პილნიცის დეკლარაცია“) აშკარად გაისმა ომის მუქარა საფრანგეთისადმი.
78. მაქსიმილიან რობესპიერს ეკუთვნის ფრაზა:„არავის უყვარს შეიარაღებული მისიონერები“.
79. 1792 წლის 20 აპრილს ლუი XVI-მ და საკანონმდებლო კრებამ ომი გამოუცხადეს ავსტრიის იმპერატორს, მაგრამ საფრანგეთის არმია არ იყო მზად ომისთვის. ამ ომში მიმავალი რუჟე დე ლილის „რაინის არმიის სიმღერას“, რომელსაც ფრონტზე მიმავალი მარსელელი მოხალისეები მღეროდნენ, მალე მთელი ქვეყანა მღეროდა.
80. პარიზი XVIII საუკუნის 90-იან წლებში 48 კომუნის სექციად იყოფოდა.
81. 1792 წლის 25 ივლისს საფრანგეთის ინტერვენტთა ჯარების მთავარსარდალმა ბრაუნშვაიგის ჰერცოგმა გამოსცა მანიფესტი, საფრანგეთის მეფის ხელშეუხებლობის შესახებ. ამის უკან პარიზელებმა მეფის „ღალატი“ დაინახეს.
82. 1792 წლის 21 სექტემბერს, ფრანგულმა რევოლუციურმა არმიამ ვალმისთან გამარჯვება მოიპოვა. ამ მოვლენის მეორე დღეს შეიკრიბა ნაციონალური კომიტეტი, რომელმაც საფრანგეთი რესპუბლიკად გამოაცხადა. ამ მოვლენის ისტორიული მნიშვნელობის ხაზგასასმელად გაუქმდა ტრადიციული წელთაღრიცხვა ქრისტეს შობიდან და 1792 წლის 21 სექტემბერი „ახალი ხანის“ ათვლის თარიღად და რესპუბლიკის პირველ წლად გამოცხადდა.
83. კონვენტში ერთდ დროს ერთიან მემარცხენე პოზიციაზე მდგარი ჟირონდისტები და იაკობინელები საპირისპირო პოლუსებზე აღმოჩდნენ. 200 ჟირონდისტი დეპუტატი ახალ მემარჯვენე ძალად, 120 იაკობინელი კი მემარცხენე „მთის“ პარტიად ჩამოყალიბდა. „მთასა“ და „ჟირონდას“ შორის აღმოჩნდა მერყევი ცენტრი, რომელიც კონვენტის უმრავლესობას შეადგენდა. დეპუტატთა ამ ჯგუფს „ჭაობი“ ეწოდა.
84. 1793 წლის 21 იანვარს მეფე ლუი XVI-ს თავი მოჰკვეთეს ახლად გამოგონილი მექანიზმით, გილიოტინით, რომლის შექმნაზეც, თავის დროზე, თავად ლუი XVI-მ გასცა პატენტი.
85. 1793 წლის მარტში კონვენტმა შექმნა საგანგებო სასამართლო ორგანო – რევოლუციური ტრიბუნალი. გილიოტინას კი იაკობინელებმა „თანასწორობის ნამგალი“ შეარქვეს.
86. 1793 წლის 2 ივნისს 8 ათასი შეიარაღებული მოქალაქე და გვარდიელი კონვენტში შეიჭრა და დააპატიმრა 29 წამყვანი ჟირონდისტი დეპუტატი. ძალაუფლება „მთის“ პარტიის ხელში გადავიდა.
87. 1793 წლის ივლისში იაკობინელებს სათავეში რობესპიერი ჩაუდგა სათავეში და დაიწყო „დიდი ტერორი“.
88. 1794 წლის 27 ივლისს დააპატიმრეს რობესპიერი და მისი მომხრეები, მეორე დღეს კი სიკვდილით დასაჯეს.
89. 1795 წელს კონვენტის ზომიერმა „ცენტრმა“ ახალი კონსტიტუცია შეიმუშავა. კონსტიტუციის თანახმად, საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანი იყო, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება კონცენტრირებული იყო ხუთკაციანი „დირექტორიის“ ხელში.
90. 1799 წელს ნაპოლეონ ბონაპარტემ დაამარცხა ავსტრიელთა ჯარები და დადო კამპოფორმიოს ზავი. ამ ზავით ავსტრია იატალიაში კარგავდა სამფლობელოებს, ვენეციის გარდა.
91. 1798 წლის 21 ივლისს ნაპოლეონის ჯარმა გაანადგურა მამლუქები პირამიდებთან ბრძოლაში და დაიკავა კაირო.
92. 1798 წლის 1 აგვისტოს, საზღვაო ბრძოლაში აბუკირთან, ინგლისის საზღვაო ესკადრამ ადმირალ ნელსონის მეთაურობით გაანადგურა ფრანგული სამხედრო ხომალდები.
93. 1799 წლის ოქტომბერში ნაპოლეონმა მოულოდნელად მიატოვა თავისი არმია ეგვიპტეში და დაბრუნდა პარიზში, სადაც ჩართო დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების პროცესში.
94. 1799 წლის 9 ნოემბრეს (18 ბრიუმერი) გეგმა განხორციელდა. ძალაუფლება სამი კონსულის, ფაქტობრივად კი „პირველი კონსულის“ – ნაპოლეონ ბონაპარტის ხელში გადავიდა.
95. ინდუსტრიული რევოლუციის სამშობლოდ ინგლისი, ხოლო მისი დაწყების ტარირად XVIII საუკუნის 60-იანი წლებია მიჩნეული.
96. ინგლისის სავაჭრო და კოლონიების მპყრობელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება 1651 წელს „სანავიგაციო აქტის“ მიღებითა და ესპანეთისათვის „შაქრის კუნძძულის“, იამაიკის წართმევით (1655 წ) დაიწყო.
97. 1713 წლის უტრეხტის ზავით, რომლითაც დასრულდა ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის (1701-1713) ინგლისმა მიიღო გიბლატარი, მონოპოლია მონობით ვაჭრობაზე ესპანურ კოლონიებთან (ე.წ. ასიენტო).
98. 1694 წელს დაარსდა „ინგლისის ბანკი“.
99. 1661 წელს ინგლისში დაარსდა „მეცნიერებათა სამეფო აკადემია“.
100. 1765 წელს ინგლისელმა ფეიქარმა ჯეიმზ ჰარგრივსმა ძაფის სართავი მექანიზმი გამოიგონა – „სართავი ჯენი“.
101. მსოფლიოში პირველმა რკინიგზამ მანჩესტერი და ლივერპული დააკავშირა ერთმანეთთან 1825 წელს.

კონსპექტები ისტორიაში მომზადებულია ისტორიის მე-11 კლასის სახელმძღვანელოს მიხედვით. წიგნის ავტორები: ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, ლევან გორდეზიანი, ლალი ფირცხალავა, რევაზ გაჩეჩილაძე, ნოდარ ასათიანი.
„თქვენი online რეპეტიტორი“

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]