კონსპექტები ისტორიაში VI

კონსპექტები ისტორიაში VI

1. ქრონოლოგიურად რენენსანსის ეპოქა მოიცავს პერიოდს XIV საუკუნის შუა ხანებიდან XVI საუკუნის ბოლომდე.

2. სიტყვა რენენსანსი დაამკვიდრა XIX საუკუნის ფრნაგმა ისტორიკოსმა, ჟიულ მიშლემ.
3. მიქელანჯელო – 1475-1564 წწ
4. ლეონარდო და ვინჩი – 1452-1519 წწ
5. ალბრეხტ დიურერის – 1471-1528 წწf

 

6. ნიკოლაი კოპერნიკმა (1413-1543) სპეციალურ გამოთვლებზე დაყრდნობით შეიმუშავა ჰელიოცენტრული სამყაროს თეორია.
7. გალილეო გალილეი – 1564-1642 წწ
8. ქრისტეფორე კოლუმბი – 1451-1506 წწ.
9. ფერნანდო მაგელანი – 1480-1521 წწ.
10. ჰუმანისტმა მეცნიერმა, ლორენცო ვალამ (1407-1457) ცნობილი დოკუმენტის, კონსტანტინეს ნაბოძების“ კრიტიკული შესწავლის გზით დაადგინა მისი სიყალბე.
11. ერაზმუს როტერდამელი – 1469-1536 წწ.
12. იოჰანეს როიხლინი – 1455-1522 წწ.
13. ნეტარი ავგუსტინე – 354-430 წწ.
14. იოჰან გუტენბერგი – 1398-1468 წწ.
15. ბენჯამინ ფრანკლინი – 1706-1790 წწ.
16. 1418 წლიდან პრინც ენრიკე ნავიგატორის ინიციატივითა და მხარდაჭერით პორტუგალიელებმა დაიწყეს აფრიკის დასავლეთ სანაპიროს გამოკვლევა. მათ აღმოაჩინეს კ მადეირა (1419 წ.) და აზორის კუნძულები (1427 წ.).
17. XV საუკუნის შუა ხანებში პორტუგალიაში ააგეს კარაველა – ორანძიანი გემი.
18. 1488 წელს ბარტოლემეუ დიაშმა მიაღწია აფრიკის უკიდურეს სამხრეთს, რომელსაც „ქარიშხლების კონცხი“ უწოდა. სულ მალე პორტუგალიის მეფე დონ ჟოაო II-მ მას სახელი გამოუცვალა და „კეთილი იმედის კონცხი„ დაარქვა.
19. 1498 წელს ვასკო და გამამ შეძლო ინდოეთამდე მიღწევა.
20. 1492 წელს კოლუმბმა აღმოაჩინა „ახალი სამყარო“ ანუ ამერიკა, თუმცა ის ამტკიცებდა, რომ ეს „ინდოეთი“ იყო.
21. 1513 წელს პორტუგალიელები მიადგნენ ჩინეთს.
22. 1543 წელს პორტუგალიელებმა ფეხი დადგეს იაპონიაში და იქ კათოლიციზმის გავრცელებას შეეცადნენ.
23. 1522 წელს ესპანურმა ესკადრამ პორტუგალიელი მაგელანის მეთაურობით მსოფლიოს გარს შემოუარა.
24. 1494 წელს, „ტორდესილიასის ხელშეკრულებით“, ესპანეთმა და პორტუგალიამ „გამიჯნეს მსოფლიო“, ანუ გაინაწილეს სხვა არაქრისტიანული მიწები.
25. 1497 წელს ინგლისელი ვაჭრების დაფინანსებულმა ექსპედიციამ სებასტიან კებოტის მეთაურობით ხელახლა აღმოაჩინა ჩრდ. ამერიკა.
26. ჰოლანდიელებმა 1606 წელს აღმოაჩინეს ავსტრალია, 1642 წელს ახალი ზელანდია, 1778 წელს კი ჰავაის კუნძულები.
27. მესოამერიკული ცივილიზაციებია: ოლმეკთა, ტეოტიჰუაკანის, მაიას, ტოლტეკთა, აცტეკთა და სხვ.
28. მაიას ტომის ყველაზე დიდი ქალაქი იყო ტიკალი.
29. მექსიკას დედაქალაქი იყო ტენოჩტიტლანი დღევანდელი მეხისკოს ადგილზე, რომლის მოსახლეობა 100 ათასს აჭარბებდა.
30. 1519 წელს აცტეკებს თავს ესპანელები ერნან კორტესის მეთაურობით დაესხნენ.
31. 1521 წელს აცტეკთა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა. აცტეკთა იმპერატორი, მონტესუმა II ბრძოლაში დაიღუპა.
32. ინკების იმპერია, რომლის დედაქალაქი იყო კუსკო (პერუში), 1438-1533 წლებში მოიცავდა დღევანდელი პერუს, ბოლივიის, ჩილეს, კოლუმბიის, არგენტინის ნაწილებს. ის უდიდესი სახელმწიფო იყო კოლუმბამდელ ამერიკაში.
33. მექსიკის მთავრობა სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგიონულ ენებად ცნობს 68 ენას, მათ შორის არის მაიას ენები, რომლებზეც დღემდე ლაპარაკობენ.
34. ინკებმა შექმნეს „კვანძოვანი დამწერლობა“ – კიპუ.
35. „შვიდწლიანი ომი“ მიმდინარეობდა 1756-1763 წლებში.
36. „ისტ-ინდია კომპანი“ იყო ბრიტანული სახელმწიფო კომპანია, რომელიც დამოუკიდებლად ეწეოდა ომებს და აარსებდა კოლონიებს. ის დაარსდა 1600 წელს
37. „კოლონიალიზმს“ უწოდებენ XVI-XX საუკუნეებში ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკურ ბატონობას სხვა ქვეყნებზე – უპირატესად ევროპის გარეთ.
38. მარტინ ლუთერი – 1483-1546 წწ.(repetitori.wordpress.com)
39. 1517 წელს მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე მიაჭედა თავისი „95 თეზისი“.
40. 1518 წელს რომში დაიწყო სასამართლო პროცესი ლუთერის წინააღმდეგ.
41. 1520 წელს პაპმა ლეო X-მ ლუთერი ერეტიკოსად გამოაცხადა და ეკლესიიდან განკვეთა, მაგრამ ვერ შეაჩერა.
42. გერმანელი ერის რომის საღვთო იმპერიის იმპერატორმა კარლ V-მ ვორმსში მოიწვია გერმანელ მტავართა კრება, სადაც უნდა დაგმობილიყო ლუთერის მოძღვრება, მაგრამ მარტინ ლუთერი გერმანელმა მთავრებმა გადაარჩინეს.
43. 1531 წელს ლუთერანი თავდები კარლ V-ის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და შექმნეს „შმალკალდენის კავშირი“. იმპერატორმა ისინი დაამარცხა.
44. გერმანელ თავადთა შეთქმულებას მოჰყვა საფრანგეთ გერმანიას შორის ომი. 1555 წელს აუსბურგში დაიდო რელიგიური ზავი, რომლის მიხედვითაც ყოველ თავადს საკუთარ სამფლობელოში მისი ქვეშევრდომებისთვის აღმსარებლობის არჩევის უფლება ენიჭებოდა.
45. ჟან კალვინმა(1509-1564) ჟენევაში 1541 წელს ქალაქის საბჭოსთან ერთად შეიმუშავა ეკლესიის მოწყობის წესი და ჩამოაყალიბეს კალვინისტური მოძღვრება.
46. ინგლისის მეფე ჰენრი VIII – 1509-1547 წწ.
47. 1521 წელს რომის პაპმა ლეო X-მ ანტილუთერანული პამფლეტისათვის საპატიო წოდება – „რწმენის დამცველი“ მიანიჭა ჰენრი VIII-ს. ის თავდაპირველად პროტესტანტების მოწინააღმდეგე იყო.
48. 1525 წელს, მას შემდეგ რაც რომის პაპმა მეფეს უარი უთხრა განქორწინებაზე, ჰენრი VIII განუდგა რომს და თავი ინგლისის ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა.
49. კათოლიკური ეკლესიის თვითრეფორმირება დაიწყო პაპ პავლე III-ის თაოსნობით. 1545 წელს მან მოიწვია საეკლესიო კრება ტრიენტში. კრება თითქმის 20 წლის განმავლობაში იკრიბებოდა(1545-1563) და ძირითადად საეკლესიო დოგმატიკის საკითხებზე და ეკლესიაში მანკიერებათა აღმოფხვრის გზებზე ბჭობდა.(თქვენი online რეპეტიტორი)
50. 1542 წელს პაპმა პავლე II-მ დაარსა რომის ინკვიზიცია, საეკლესიო დაწესებულება, რომელიც ერეტიკოსებს სდევნიდა. ინკვიზიციის განაჩენი საჯაროდ აღესრულებოდა (აუტოდაფე).
51. კონტრრეფორმაციის რადიკალური გამოვლინება იყო ბასკი დიდგვაროვნის, იგნასიო ლუიოლას (1491-1556) მიერე 1534 წელს შექმნილი „იესოს საზოგადოება“, შემდეგომში ცნობილი იეზუიტთა ორდენის სახელწოდებით.
52. 1530 წელს (25 ივნისს) აუგსბურგში ახალ რაიხსტაგზე შეკრებილმა პროტესტანტებმა კარლ V-ს წარუდგინეს ლუთერანობის საფუძვლის 28 მუხლი – „აუგსბურგის აღსარება“.
53. მიუნსტენის კომუნა იყო თეოკრატიული რეჟიმი, რომელიც ადგილობრივმა პროტესტანტებმა დაარსეს მიუნსტერში (ვესტფალიაში) 1534-35 წლებში, ნიდერლანდელი მეფუნთუშის იან მატისის მეთაურობით, ხოლო მისი დაღუპვის შემდგომ (1534 წ-ის 5 აპრილი), კომუნის მეთაურობა ხელში აიღო ნიდერლანდელმა მკერავმა იოან ლეიდენსელმა.
54. 1555 წელს აუგსბურგში კარლ V-მ დადო რელიგიური ზავი. იმპერატორმა ვერ შეძლო გერმანიაში ძლიერი საიმპერატორო ხელისუფლების შექმნა და იგი ტახტიდან გადადგა.
55. 1559 წელს საფრანგეთის მეფე ანრი II ვალუამ გამოსცა ედიქტი, რომელიც ერეტიკოსების სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა.
56. 1560 წელს გამოააშკარავეს შეთქმულება გიზების(კათოლიკე დიდგვაროვანთა გვარი) წინააღმდეგ, რომელსაც მეთაურობდა ბურბონთა მომხრე პრინცი კონდე და დაიწყო პროტესტანტების დასჯა.
57. ფრანსუა II-ის მცირეწლოვანი ძმის შარლ IX-ის (1560-1574) დროს ხელისუფლება ფაქტრობრივად თავის ხელში აიღო დედამისმა ეკატერინე მედიჩიმ.
58. 1572 წლის 24 აგვისტოს, პარიზში წმინდა ბართლომეს დღესასწაულზე კათოლიკეებმა მოაწყვეს ჰუგენოტთა ხოცვა-ჟლეტა.
59. 1589 წელს საფრანგეთის ტახტზე ანრი ნავარელი ავიდა და მას ანრი IV ეწოდა. საფრანგეთში ბურბონთა მმართველობის ხანა დაიწყო.
60. „პარიზი მესად ღირს“ – ეს სიტყვები ანრი IV ბურბონს ეკუთვნის.

კონსპექტები ისტორიაში, მომზადებულია ისტორიის მე-11 კლასის სახელმძღვანელოს მიხედვით. წიგნის ავტორები: ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, ლევან გორდეზიანი, ლალი ფირცხალავა, რევაზ გაჩეჩილაძე, ნოდარ ასათიანი.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]