კონსპექტები ისტორიაში V

კონსპექტები ისტორიაში V

1. ქართული სამოხელეო აპარატი, თამარ მეფის ეპოქაში, ორი ნაწილისაგან შედგებოდა: პირველში შედიოდნენ „დარბაზის კარს მყოფი“ მოხელენი (ვაზირები და მათზე დაქვემდებარებული მოხელეები), მეორეში კი – „საქვეყნოდ გამრიგენი“ (ცალკეული ადმინისტრაციული ერთეულების მმართველები და მათი ხელქვეითნი).
2. „ხელმწიფის კარის გარიგება“-ში დაწვრილებით იყო აღწერილი სამეფო დარბაზის წესრიგი (მაგ., ვინ სად და როგორ უნდა მჯდარიყო ან მდგარიყო).
3. 1095 წლის კლერმონის(საფრანგეთი) საეკლესიო კრებაზე ურბან II-მ მორწმუნეებს აღმოსავლეთში გალაშქრებისკენ მოუწოდა.
4. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა 1096 წელს დაიწყო. ჯვაროსნები კონსტანტინოპოლში შეიკრიბნენ და მათი რაოდენობა 300 000 აღემატებოდა.

ა) 1097 წლის აპრილში ჯვაროსნებმა გადალახეს ბოსფორის სრუტე
ბ) 1098 წელს, ხანგრძლივი ალყის შემდეგ, მათ აიღეს ქალაქი ანტიოქია და მალე იერუსალიმის კედლებს მიადგნენ.
გ) 1099 წლის 15 ივლისს იერუსალიმი ჯვაროსანთა ხელში გადავიდა. ქალაქის მბრძანებელი გახდა გრაფი ჯოფრუა ბულონელი, რომელმაც მიიღო „მაცხოვრის საფლავის მცველის“ ტიტული.
5. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად ახლო აღმოსავლეთში ოთხი ქრისტიანული პოლიტიკური ერთეული შეიქმნა:
ა) ედესის საგრაფო 1098 წელს დააფუძნა ბალდუინ I ბულონელმა. სამთავრომ იარსება 1146 წლამდე;
ბ) ანტიოქიის სამთავრო 1098 წელს დაარსა ბოემუნდ I ტარენტელმა. სამთავრომ 1268 წლამდე იარსება;
გ) იერუსალიმის სამეფომ იარსება 1291 წლამდე;
დ) ტრიპოლის საგრაფო 1105 წელს დაარსა ტულუზის გრაფმა რაიმონდ IV-მ. საგრაფომ 1289 წლამდე იარსება.
6. მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა მიმდინარეობდა 1147-1149 წლებში. მას საფრანგეთის მეფე ლუი VII და გერმანიის იმპერატორი კონრად III მეთაურობდნენ.
7. 1174 წელს ნიჭიერმა მუსლიმმა მხედარმთავარმა სალაჰ ად-დინმა დაიმორჩილა სირია და სულთნის ტიტული მიიღო.
8. 1187 წელს სალადინმა ჰატინის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ჯვაროსნები, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბერს მუსლიმებმა ქალაქი აიღეს.
9. მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობას სათავეში გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხ I ბარბაროსა, საფრანგეთის მეფე ფილიპ II ავგუსტი და ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგული ედგნენ. ფრიდრიხ ბარბაროსა მცირე აზიაში, მდინარეში დაიხრჩო. ფილიპ ავგუსტმაც მალევე დატოვა ბრძოლა.
10. 1202-1204 წლებში მიმდინარეობდა IV ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც კონსტანტინოპოლში დასრულდა. 1204 წლის 12 აპრილს მათ აიღეს კონსტანტინოპოლი და გაძარცვეს ქალაქი. ჯვაროსნებმა აქ ლათინთა იმპერია შექმნეს, რომელმაც 1261 წლამდე იარსება.
11. უშედეგოდ დასრულდა წარმატებით დაწყებული V ჯვაროსნული ლაშქრობა 1217-1221 წლებში.
12. VI ჯვაროსნულ ლაშქრობა მიმდინარეობდა 1228-1229 წლებში, მას სათავეში ედგა რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი ფრიდრიხ II ჰოჰენშტაუფენი. მან დიპლომატიით დაიბრუნა იერუსალიმი 1229 წელს, თუმცა მუსლიმებმა 1244 წელს ისევ დაიბრუნეს წმინდა ქალაქი.(თქვენი online რეპეტიტორი)
13. ორი უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა 1248-1254 და 1270 წლებში მიმდინარეობდა. ისინი დაკავშირებული არიან საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის სახელთან. მეშვიდე ლაშქრობის დროს ლუი IX ტყვედ ჩავარდა და ის გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გაატავისუფლეს. მერვე ლაშქრობის დროს კი, ჩრდილოეთ აფრიკაში ტუნისის აღების მცდელობისას, საფრანგეთის მეფე შავი ჭირის ეპიდემიის მსხვერპლი გახდა.
14. უძველესი სარაინდო ორდენი დაარსდა XII ს-ის დასაწყისში იერუსალიმში, ჰოსპიტალიერების ანუ იოანიტების ორდენის სახელწოდებით.
15. მეორე იყო ტრამპლიერთა ორდენი, რომელიც ფრანგმა რაინდებმა დაარსეს იერუსალიმში დაახლ. 1118-19 წლებში. ორდენის მეთაურები 1313 წელს მწვალებლობის ბრალდებით კოცონზე დაწვეს.
16. მესამე დიდი სასულიერო-სარაინდო ორდენის წევრთა წევრთა უმრავლესობა გერმანელები იყვნენ, ამიტომ საძმოს ხშირად გერმანულ, ანუ ტევტონთა ორდენს უწოდებდნენ.
17. რომის პაპმა 1221 წლის 7 ივნისს ლაშა-გიორგის გაუგზავნა წერილი სათაურით: „საქართველოს ბრწყინვალე მეფეს – მოწოდება წმინდა მიწის დასაცავად“.
18. 1206 წელს, მდინარე ონონის სათავესთან გამართულ თავყრილობაზე მონღოლურმა ტომებმა ჩინგიზ ყაენს ერთგულების ფიცი დაუდეს.
19. 1227 წელს ჩინგიზ ყაენი გარდაიცვალა და მონღოლთა წინსვლა დროებით შეჩერდა.
20. 1231 წელს ჯალალ ად-დინი დაიღუპა და მის მიერ მახვილით შეკოწიწებული სახელმწიფოც დაიშალა.
21. 1240 წლისთვის მონღოლთა ხელში უკვე დასავლეთ ირანიც იყო. 1243 წელს მათ დაამარცხეს ანატოლიის სელჩუკი სულთნის ჯარი.
22. 1258 წელს მონღოლთა ჯარები ბაღდადში შეირნენ. მათ უკანასკნელი აბასიანი ხალიფა ალ-მუსთასიმი სიცოცხლეს გამოასალმეს.(repetitori.wordpress.com)
23. მონღლთა ძლევამოსილი წინსვლა ეგვიპტის მამლუქთა არმიამ შეაჩერა, რომელმაც 1260 წელს აიუნ ჯალუთის ბრძოლაში გაანადგურა მონღოლთა ლაშქარი. 1277 წელს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მონღოლები და ეგვიპტელები. მონღოლები ამჯერადაც დამარცხდნენ. ამ ბრძოლებში 3000 ქართველი იბრძოდა.
24. ჩინგიზ ყაენის შთამომავლებს შორის მონღოლთა იმპერია შემდეგ ნაწილებად დაიყო:
ა) დიდი ყაენის იმპერია – აღმოსავლეთ აზიის დიდი ნაწილი მონღოლეთისა და ჩინეთის ჩათვლით.
ბ) ჩაღატაის სახანო – ცენტრალური აზია და ჩრდილოეთ ირანი.
გ) ოქროს ურდო – რუსეთი.
დ) ილხანთა სახელმწიფო – ირანი, თანამედროვე თურქმენეთი, ავღანეთის ნაწილი, მცირე აზიის ნაწილი და სამხრეთ კავკასია.
25. „ჰაშარის“ სამხედრო ტაქტიკას იყენებდნენ მონღოლები.
26. ჩინგიზ ყაენის მემკვიდრემ დიდი ყაენის ტახტზე, უგედეი ყაენმა ( 1229-1241) ისტორიაში პირველად შემოიღო საფოსტო სისტემა.
27. პოსტმონღოლურ ირანში მოღვაწეობდნენ პეტები საადი (1184-1291) და ჰაფეზი (1320-1389), ასტრონომი კუტბ ალ-დინი (გარდ. 1310) და არქიტექტორი კავამ ალ-დინი (გარდ. 1439).
28. 1295 წელს მონღოლები მოექცნენ ისლამზე.
29. რაშიშ ად-დინი იყო ებრაული წარმოშობის სპარსელი ისტორიკოსი, მან შეადგინა მსოფლიო ისტორია „ჯამი ათ-თავარიხი“.
30. 1220 წელს მონღოლებს პირველად მოუწიათ ქართულ ლაშქართან შეტაკება.
31. 1225 წლის შემოდგომაზე ჯალალ ად დინი შემოიჭრა ქართული სამეფოს საზღვრებში. ქარტული ლაშქრის მეთაურების უნიათობის გამო, ქართველები დამარცხდნენ.
32. რუსუდან მეფის მიერ მონღოლებთან ხელშეკრულების დადების შედეგად, საქართველოს ყაენისთვის უნდა გადაეხადა 50 ათასი პერეპერა( ოქროს ფული).
33. 1245 წელს რუსუდან მეფე გარდაიცვალა.
34. საქართველოში დამკვიდრების შემდეგ მონღოლებმა ქვეყანა რვა დუმნად, ანუ სამხედრო რეგიონად დაყვეს.
35. მონღოლთა ყაენმა მთავარ მეფედ ცნო ლაშა-გიორგის ვაჟი დავით VII, ხოლო რუსუდანის ვაჟი, დავით VI უმცროს სუვერენად.
36. 1254 წელს მონღოლებმა ჩაატარეს საყოველთაო აღწერა. მათ აღწერეს ადამიანები, საქონელი, სარწყავი არხები, ბაღ-ვენახები და ა.შ.
37. 1259 წელს დაიწყო დავით ნარინის აჯანყება, ხოლო შემდეგ 1260 წელს დავით ულუს აჯანყებაც. ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ხლებოდა ქართული ლაშქრით ყაენს ეგვიპტის წინააღმდეგ საბრძოლველად.
38. დავით ნარინისა და დავით ულუს აჯანყების შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში დასვეს მათთვის სანდო პირი, წარმოშობით სომეხი შადინი და მისთვის ქვეყნის გამგებლის წოდების მინიჭებასაც კი აპირებდნენ, მაგრამ დავით ულუ ყანეთან მოლაპარაკებებზე წავიდა და მონღოლთა ეს იდეა არ განხორციელდა.
39. დავით ნარინი ილხანთა წინააღმდეგ მოლაპარაკებებს მართავდა ეგვიპტის განმგებელთან, მან 1364/65 და 1368 წლებში ელჩები გააგზავნა ეგვიპტეში.
40. დავით ულუ 1270 წელს გარდაიცვალა და ტახტზე მისი მცირეწლოვანი ვაჟი, დემეტრე II (1270-1289) აიყვანეს. მეფის მცირეწლოვნების გამო რეგენტი გახდა სადუნ მანკაბერტელი.
41. XIII საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მონღოლებმა კიდევ ერთხელ ჩაატარეს მოსახლეობის აღწერა. შედეგმა ცხადყო, რომ ილხანთა სამფლობელოების დიდი ნაწილი, საქართველოს ჩათვლით, გაპარტახებული იყო.
42. დემეტრე II შეეცადა დანგრეული ქვეყნის აღდგენას. თბილისში, სამეფო სასახლის გვერდით ააგებინა მეტეხის ტაძარი.
43. 1334 წელს გიორგი ბრწყინვალემ თვითონვე დაადგინა გარდაცვლილი მთავრის სარგისის შვილი ყვარყვარე სამცხის მთავრად. ეს კი ნიშნავდა სამეფო ხელისუფლების უზენაესობის აღდგენას სამცხეში.
44. გიორგი V-ის სპეციალური ბრძანებით, სპეციალურმა კომისიამ მთიანი რეგიონებისთვის შეიმუშავა კანონთა კრებული „ძეგლისდების“ სახელწოდებით. მისი ეპოქის მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტია „ხელმწიფის კარის გარიგება“, რომელიც აჩვენებს პოლიტიკური რეჟიმის ორგანიზაციის მაღალ დონეს და ასევე ქვეყანაში ეკონომიკის მდგომარეობის გამოსწორებას.
45. გიორგი V-ის დროს მოიჭრა ქართული ფულის „გიორგაულის“ სახელწოდებით.
46. გიორგი V-ის თხოვნით, ეგვიპტის სულთანმა დაუბრუნა ქართველებს იერუსალიმის ჯვრის მონასტერი. ქართველებმა ასევე მიიღეს სხვადასხვა სახის პრივილეგიები წმინდა მიწაზე.
47. ილხანთა სახელმწიფო 1335 წელს დაიშალა. 30-იან წლებში კი საქართველომ შეუწყვიტა ხარკის გადახდა მონღოლებს და ამით დასრულდა მონღოლთა თითქმის საუკუნოვანი ბატონობა.
48. თავდაპირველად თემურ ლენგი ოქროს ურდოს ყაენ თოხთამიშთან დაპირისპირების გამო შემოიჭრა კავკასიაში. 1386 წელს თემურ ლენგმა აიღო თბილისი.
49. 1386 წლიდან 1403 წლამდე თემურ ლენგის ლაშქრობები არ წყდებოდა.
50 1403 წელს გიორგი VII-მ თემურ ლენგთან ზავი დადო. ქართული მხარე კისრულობდა ხარკის გადახდას და დამხმარე ჯარის გამოყვანის ვალდებულებას, თემური კი ცნობდა საქართველოს, როგორც ქრისტიანული სახელმწიფოს, არსებობას.
51. თემურ ლენგი 1405 წელს გარდაიცვალა და მისი შეკოწიწებული სახელმწიფოც დაიშალა.
52. ირანის ტერიტორიაზე შავბატკნიან თურქმენებთან ბრძოლას შეეწირნენ გიორგი VII და მისი ვაჟი, მეფე კონსტანტინე.
53. ალექსანდრე I დიდი მეფობდა 1412-1442 წლებში.
54. ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII მეფობდა 1446-1466 წლებში.
55. მცირე აზიაში პატარა თურქულ სახელმწიფოებს ბეილიქები ეწოდებოდა.
56. ოსმალეთის სახელმწიფოს დაარსების თარიღად ითვლება 1299 წელი. მისი ფუძემდებელი იყო ერთ-ერთი ბეილიქის მთავარი ოსმანი(1258-1326). ოსმალეთს ევროპაში ბრწყინვალე პორტად მოიხსენიებდნენ.
57. მუსლიმი ოსმალები საკუთარ თავს ღაზიებს – „წმინდა ომის“ მებრძოლებს უწოდებდნენ. მოგვიანებით ოსმალო სულთნები თავს „რომელთა იმპერატორებადაც“ მოიხსენიებდნენ, ამით ისინი ხაზს უსვამდნენ რომ ისინი რომის იმპერიის მემკვიდრეებიც იყვნენ.
58. ოსმალთა დედაქალაქი (კონსტანტინოპოლის აღებამდე) იყო ქალაქი ბურსა.
59. 1352-54 წწ. თურქებმა დაიკავეს გალიპოლის ნახევარკუნძული. ამგვარად დაიწყო ოსმალების ევროპული დაპყრობების პერიოდი.
60. 1387 წელს თურქები დაეუფლნენ მნიშვნელოვან ბერძნულ ქალაქს თესალონიკს.
61. 1389 წელს ოსმალებმა დაამარცხეს სერბები კოსოვოს ბრძოლაში.
62. 1396 წელს ნიკოპოლისის ბრძოლაში ოსმალებმა დაამარცხეს ევროპელთა კოალიციური ლაშქარი.
63. 1397 წელს ოსმალებმა საბოლოოდ დაამარცხეს მათი მეტოქე ყარახანიდები და მთლიანად გაბატონდნენ ანატოლიაში.
64. 1402 წელს ანკარასთან შედგა ბრძოლა ოსმალებსა და თემურ ლენგის ჯარებს შორის. თემურ ლენგმა გაიმარჯვა , ხოლო ოსმალო სულთანი ბაიაზიდ II ტყვედ ჩავარდა.
65. სულთანმა მურად II-მ (ზეობდა 1421-1451) დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები, რომლებიც თემურ ლენგთან დამარცხების შემდეგ გამოეყო ოსმალებს.
66. თურქებისგან შევიწროებული ბიზანტიის იმპერატორი იოანე VII თავად ეწვია რომს და ფლორენციის საეკლესიო კრებაზე პაპ ევგენიუს VI-სთან ერთად ხელი მოაწერა უნიას, ანუ გაერთიანებას. მისი მიზანი იყო აღმოსავლური და დასავლური ეკლესიების ერთიანობის აღდგენა.
67. ბიზანტიის ფლოტის მთავარსარდალსა და იმპერატორის კარზე ყველაზე გავლენიან პირს, ლუკას ნოტარას მიაწერენ სიტყვებს: „მირჩვენია, ქალაქში ვიხილო სულთნის ჩალმა, ვიდრე პაპის ტიარა.
68. 1461 წელს ოსმალებმა მცირე აზიაში ქრისტიანთა უკანასკნელი სახელმწიფო – ტრაპიზონის იმპერია საბოლოოდ დაასამარეს.
69. რომის პაპმა პიუს II-მ საქართველოში მოავლინა ლუდოვიკო ბოლონიელი 1456-57 წწ.
70. გიორგი VIII-მ ევროპაში პაპთან გაგზავნა საპასუხო ეჩობა. საქართველოს ელჩებს, ნიკოლოზ თბილელსა და ხარდან ხაჩიკიანს ახლდნენ ასევე სომხების, სპარსელების, ტრაპიზონის იმპერიის წარმომადგენლები. ელჩები ესტუმრნენ გერმანიის იმპერატორ, ფრიდრიხ III-ს(1440-1493), შემდეგ ისინი პატივით მიიღეს ვენეციის სენატში. 1460 წელს კი გაიმართა საქართველოს ელჩობის შეხვედრა რომის პაპთან.

კონსპექტები ისტორიაში მომზადებულია ისტორიის მე-11 კლასის სახელმძღვანელოს მიხედვით. წიგნის ავტორები: ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, ლევან გორდეზიანი, ლალი ფირცხალავა, რევაზ გაჩეჩილაძე, ნოდარ ასათიანი.

თქვენი online რეპეტიტორი