istoriiskonspeqtebi9

კონსპექტები ისტორიაში IX

1. სახალხო რეფერენდუმმა 1802 წელს თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი ნაპოლეონის „სამუდამო პირველ კონსულად“ დანიშვნას, ორი წლის შემდეგ კი – „ფრანგების იმპერატორად“ კურთხევას.

2. ნაპოლეონის მმართველობის დროს დაარსდა „საფრანგეთის ბანკი“.
3. 1801 წელს ვატიკანთან გაფორმებული კონკორდატით (შეთანხმებით) მოხდა კათოლიკურ ეკლესიასთან შერიგება. კათოლიციზმი „ფრანგების უმრავლესობის რელიგიად“ გამოცხადდა.
4. 1804 წელს ნაპოლეონმა შემოიღო „სამოქალაქო კოდექსი“, რომელიც კანონის წინაშე თანასწორობასა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას განსაზღვრავდა.5. 1800 წელს მარენგოსთან ავსტრიისა და 1805 წელს აუსტერლიცთან ავსტრია-რუსეთის გაერთიანებული ჯარის ნაპოლეონთან დამარცხებით ავსტრია საფრანგეთზე დამოკიდებული გახდა. 1806 წელს იენასთან და აურშტედტთან პრუსიაზე, 1807 წელს ფრიდლანდთან მის მოკავშირე რუსეთზე „დიდი არმიის“ მიერ მოპოვებული გამარჯვებების შედეგად, ანტიფრანგულ კოალიციას კიდევ ორი წევრი გამოეთიშა. 1807 წლის 24 ივნისს ტილზიტში დადებული ზავით პრუსიამ დაკარგა ტერიტორიები, მას დაეკისრა სხვადასხვა ვალდებულებები, ხოლო რუსეთი საფრანგეთის მოკავშირედ იქცა.
6. 1805 წელს ტრაფალგარის საზღვაო ბრძოლაში ინგლისის ფლოტმა ადმირალ ნელსონის მეთაურობით საფრანგეთისა და იმ დროს მისი მოკავშრე ესპანეთის გაერთიანებული ფლოტი გაანადგურა.
7. პორტების ინგლისური საქონლისათვის ჩაკეტვის მიზნით 1807 წელს ფრანგულმა ჯარმა პორტუგალია, 1808 წელს კი ესპანეთი დაიკავა. იმავე მიზნით 1810 წელს ანექსირებულ იქნა ჰოლანდია და ჩრდილო-დასავლეთი გერმანია.
8. 1809 წელს ნაპოლეონმა ვაგრამთან დაამარცხა ავსტრიელები. ეს გამარჯვება კი დაასრულა ე.წ. „ავსტრიული ქორწინებით“. ნაპოლეონი დაქორწინდა ავსტრიის იმპერატორის ქალიშვილზე.
9. 1812 წელს 600 ათასიანი „დიდი არმიით“ ნაპოლეონი რუსეთში შეიჭრა. სექტემბრის დასაწყისში სოფ. ბოროდინოსთან გამართული ბრძოლის შემდეგ ფრანგები ცარიელ მოსკოვში შევიდა. რუსეთის კამპანია მარცხით დასრულდა.
10. რუსეთმა და პრუსიამ 1813 წლის ოქტომბერში გადამწყვეტი დარტყმა მიაყენეს ნაპოლეონს ლაიფციგთან გამართულ „ხალხთა ბრძოლაში“. 1814 წლის მარტში, მოკავშირეთა ჯარები პარიზში შევიდნენ. ნაპოლეონი აიძულეს გადამდგარიყო და გადაასახლეს კუნძულ ელბაზე. ტახტზე კი ბურბონი ლუი XVI-ის უმცროსი ძმა ლუი XVIII ავიდა. მაგრამ ნაპოლეონმა შეძლო ელბადან გამოქცევა და ხელისუფლების დაბრუნება და მისი ასი დღით შენარჩუნება.
11. 1815 წლის ივნისში ვატერლოოსთან ნაპოლეონი დამარცხდა თავის უკანასკნელ ბრძოლაში ინგლისისა და პრუსიის გაერთიანებული ჯარების წინააღმდეგ. 22 ივნისს ნაპოლეონმა უარი თქვა ტახტზე და ინგლისელებს ჩაბარდა. ამჯერად ის წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს.
12. პარიზის 1814 წლის 30 მაისის ხელშეკრულებით გადაწყდა კონგრესის მოწვევა ვენაში ნაპოლეონის იმპერიის ტერიტორიების გადასანაწილებლად. კონგრესი ნოემბერში დაიწყო და 1815 წლის 9 ივნისს დასრულდა. კონგრესს თავმჯდომარეობდა ავსტრიის კანცლერი გრაფი ფონ მეტერნიხი. საფრანგეთს კი ლუი XVIII-ის მინისტრი ტალეირანი წარმოადგენდა.
13. ვენის კონგრესზე მიღწეული შეთანხმების შედეგად, შეიქმნა გერმანული კონფედერაცია(იარსება 1866 წლამდე), რომელიც დაყოფილი იყო 39 „სახელმწიფოდ“. ამავე დროს, შეიქმნა ე.წ.ევროპის კონცერტის სისტემა. ამდენად ვენის კონგრესმა 1848 წლის ლებერალური რევოლუციებისთვის მოამზადა ნიადაგი.
14. XIX საუკუნის 30-40-იან წლებში, ინგლისში, მიიღეს პირველი შრომითი საკანონმდებლო აქტები – „საფაბრიკო აქტები“.
15. საფრანგეთის მეფე შარლ X – 1824-30 წწ.
16. შარლ X-ის რევოლუციური გზით ტახტიდან გადაგდების შემდეგ, მეფე გახდა ლუი-ფილიპი(1830-48). ამდენად, ამ მონარქიას „ბურჟუაზიულ მონარქიას“, ხოლო ლუი-ფილიპს „მეფე ბურჟუას“ უწოდებენ.
17. 1840 წელს იმპერატორმა ლუი-ფილიპმა, ნაპოლეონის კუბო წმ. ელენეს კუნძულიდან პარიზში გადმოატანინა.
18. ფრანგი სოციალისტი ლუი ბლანი – 1811-82 წწ.
19. 1848 წლის 24 თებერვალს საფრანგეთი რესპუბლიკად გამოცხადდა (მეორე რესპუბლიკა 1848-52 წწ).
20. 1848 წლის დეკემბერში ჩატარდა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები ახალი კონსტიტუციის საფუძველზე. ხმათა 75%-ით პრეზიდენტი ლუი-ნაპოლეონი გახდა.
21. ვენაში რევოლუცია 1848 წლის 13 მარტს, ძველი რეჟიმის სახედ ქცეული მეტერნიხის გადადგომით დაიწყო.
22. გერმანულ სახელმწიფოებსა და ავსტრიაში ჩატარებული არჩევნები შემდეგ 1848 წლის მაისში მუშაობას შეუდგა კონსტიტუციური ნაციონალური კრება მაინის ფრანკფურტში.
23. 1848 წლის დეკემბერში ფრანკფურტის ნაციონალურმა კრებამ ჩამოაყალიბა „გერმანელი ხალხის ძირითადი უფლებები“, 1849 წლის მარტში კი დაასრულა კონსტიტუციის ტექსტზე მუშაობა.
24. ფრანკფურტის კრებამ გაერთიანებული გერმანუი სახელმწიფოს მეთაურად პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ IV აირჩია. მაგრამ ამ უკანასკნელმა სამხედრო ძალა გამოიყენა და ძალით დაშალა ნაციონალური კრება, გააუქმა კრების კანონები და აღადგინა ძველი ბუნდესტაგი.
25. ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII 1800 წლის მიწურულს გარდაიცვალა. ამ პერიოდში კი რეალური ძალაუფლება რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის კოვალენსკისა და რუსული ჯარების მხედართმთავრის, ლაზარევის ხელში იყო.
26. 1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. 1917 წლამდე ქართული ეკლესია საეგზარქოსოს სახით რუსეთის ეკლესიას ექვემდებარებოდა.
27. მძიმე სოციალური პირობებისა და ეროვნული ჩაგვრის გამო, 1804 წელს აჯანყდნენ აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები, ხოლო 1812 წელს დიდი აჯანყება მოხდა კახეთში. აჯანყებები სასტიკად ჩაახშეს.
28. 1810 წელს იმერეთის სამეფო გაუქმდა. ოსმალეთში გადახვეწილი სოლომონ II კი მალე გარდაიცვალა ტრაპიზონში. უკანასკნელი ბაგრატიონი მეფის ნეშტი 1990 წელს გადმოასვენეს თურქეთიდან და დაკრძალეს გელათში.
29. 1804 წლის ოქტომბერში რუსულმა ჯარებმა დაიკავეს ყულევი და იქ ააგეს პატარა ციხე-სიმაგრე რედუტ-კალეს სახელით.
30. 1825 წელს რუსეთში წარუმატებლად დასრულდა ე.წ. „დეკაბრისტთა“ ამბოხი.
31. 1832 წლის შეთქმულება გასცეს და 38 შეთქმული დააპატიმრეს. სოლომონ დოდაშვილი კი ვიატკაში გადაასახლეს.
32. 1840 წელს სამხრეთ კავკასიაში მოხდა ახალი ადმინისტრაციული დაყოფა, რის შედეგად ჩამოყალიბდა რუსული პროვინციების მსგავსი ადმინისტრაციული მოწყობა.
33. 1845 წელს რუსეთის მეფის მთავრობამ მეფისნაცვლის თანამდებობა შემოიღო კავკასიაში.
34. „აღმოსავლეთის საკითხი“ ეწოდა ევროპულ სახელმწიფოებს შორის ქიშპს დასუსტებული ოსმალეთის იმპერიაზე ზეგავლენის მოსაპოვებლად.
35. 1787-92 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომი, რომელიც იასის ზავით დასრულდა.
36. 1812 წლის ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების შესაბამისად, რუსებმა დაიპყრეს ბესარაბია, ანუ დღევანდელი მოლდოვა.
37. 1830 წელს ფრანგებმა დაიპყრეს, ოსმალეთის კუთვნილი სამფლობელო ალჟირი.
38. 1839 წელს ბრიტანეთმა მოახდინა ანექსირება ოსმალეთის კუთვნილი იემენის.
39. ოსმალეთის იმპერიასთან დაკავშირებით ევროპული სახელმწიფოებისა და რუსეთის ქიშპი გადაიზარდა 1853-56 წლების ყირიმის ომში.
40. რუსეთ-ოსმალეთის უკანასკნელი ომი მიმდინარეობდა 1877-78 წლებში. 1878 წლის სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებით გადაწყდა, ხოლო 1879 წლის ბერლინის კონგრესზე დადასტურდა, რომ აჭარა ამიერიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო.
41. 1807 წელს, ე.წ. ფინკენშტაინის ხელშეკრულებით ნაპოლეონი დაპირდა ირანს აღმოსავლეთ საქართველოს „დაბრუნებას“.
42. 1804-13 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-სპარსეთის ომი.
43. რუსეთ-თურქეთის ერთ-ერთი ომი მიმდინარეობდა 1806-12 წლებში.
44. 1826-28 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-ირანის ომი, რომელიც თურქმენჩაის ზავით დასრულდა.
45. 1828-29 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-თურქეთის ომი. ის დამთავრდა ადრიანოპოლის ზავით, რითაც თურქეთმა უარი თქვა სამცხის ტერიტორიის ერთ ნაწილზე.
46. 1829-30 წლებში სომეხთა და ბერძენთა 6 ათას ოჯახზე მეტი დაასახლეს ახალციხის, ახალქალაქისა და წალკის რეგიონებში.
47. 1828 წელს რუსეთმა გააუქმა გურიის სამთავრო, 1857 წელს – სამეგრელოს, 1858 წელს- სვანეთის, 1864 წელს – აფხაზეთის.
48. პირველები ოსმალეთის ბატონობის წინააღმდეგ სერბები აჯანყდნენ. სერბეთის რევოლუციამ(1804-15) საფუძველი ჩაუყარა ბალკანეთის ხალხების გამოღვიძებას. 1829 წელს სერბეთი სუვერენულ სამეფოდ იქცა.
49. 1829 წელს ბერძენთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა წარმატებით დასრულდა და საბერძნეთი დამოუკიდებელი სამეფო გახდა. ამ ბრძოლაში მონაწილეობდა ჯორჯ გორდონ ბაირონი.
50. სამხრეთ ამერიკელი სომონ ბოლივარი მოღვაწეობდა 1783-1830 წლებში.
51. საქართველოში 1852 წელს დაარსდა ჟურნალი „ცისკარი“, 1863 წელს – „საქართველოს მოამბე“, ხოლო 1877 წელს – „ივერია“.
52. 1879 წელს შეიქმნა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“.
53. 1848 წელს სარდინიის სამეფო კონსტიტუციურ მონარქიად გამოცხადდა.
54. „რისორჯიმენტო“ ნიშნავს იტალიის გაერთიანების მცდელობას, რომელსაც ჯუზეპე გარიბალდი და ჯუზეპე მაძინი მეთაურობდნენ. 1849 წელს მაძინიმ ხანმოკლე დროით შეძლო „რომის რესპუბლიკის“ შექმნა.
55. 1859 წელს ავსტრიის არმიას მაჯენტასა და სოლფერინოს ბრძოლაში დიდი დარტყმა მიაყენა ფრანგულმა ჯარებმა.
56. 1859-60 წლებში ჩრდილოეთ იტალიის ყველა სახელმწიფო (ვენეციის გარდა) შეუერთდა სარდინიის სამეფოს. იტალიის სამეფოს შექმნა ოფიციალურად გამოცხადდა ქ. ტურინში 1861 წელს. ვენეცია შეუერთდა იტალიას 1866 წელს.
57. 1929 წელს იტალიის სამეფოსა და რომის პაპს შორის დაიდო ლატერანის შეთანხმება და ოფიციალურად შეიქმნა ვატიკანის სახელმწიფო.
58. 1806 წელს პრაქტიკულად უმოქმედო „საღვთო რომის იმპერია“ გაუქმნა.
59. გერმანიის გამაერთიანებლად ითვლება პრუსიის პრემიერ-მინისტრი ოტო ფონ ბისმარკი (1815-1898 წწ.).
60. 1866 წელს სადოვასთან, ჩეხეთში(გერმანიაში ამას კიონიგგრაცის ბრძოლას უწოდებენ), პრუსიის არმიამ გენერალ ჰელმეტ ფონ მოლტკეს მეთაურობით დაამარცხა ავსტრიელები.
61. 1867 წელს ავსტრიის იმპერიას „ავსტრია-უნგრეთი“ დაერქვა.
62. 1870 წლის 1-2 სექტემბერს ფრანგულმა არმიამ მძიმე მარცხი განიცადა სედანთან ბრძოლაში. 2 სექტემბერს იმპერატორი ნაპოლეონ III ტყვედ ჩაბარდა პრუსიელებს. 4 სექტემბერს საფრანგეთი რესპუბლიკად გამოცხადდა. 19 სექტემბერს პრუსიის არმიამ უკვე პარიზის ალყა დაიწყო. 1871 წლის 18 იანვარს ვერსალში გამოცხადდა გერმანიის იმპერიის შექმნა. პრუსიის მეფე ვილჰელმ I გერმანიის იმპერატორი გახდა.
63. 187 წელს საფრანგეთში მიიღეს მესამე რესპუბლიკის კონსტიტუცია.
64. 1905 წელს საფრანგეთში ეკლესია გამოეყო სახელმწიფოს, რომელსაც სეკულარიზაცია ეწოდება.
65. მესამე რესპუბლიკამ 1946 წლამდე იარსება, ხოლო 1946 წელს მიღებულმა კონსტიტუციამ საფუძველი ჩაუყარა საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკას.
66. 1861-65 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, რომელსაც შეეწირა სულ ცოტა 620 ათასი ჯარისკაცი და დაუდგენელი რაოდენობის სამოქალაქო პირი.
67. 1804 წლამდე ჩდრილო-აღმოსავლეთ შტატებში მონობა აიკრძალა, ხოლო 1807 წელს აშშ კონგრესმა აკრძალა საერთაშორისო მონათვაჭრობა.
68. 1862 წელს მოხერხდა „ჰოუმსტედების აქტის“ მიღება, რაც მიზნად ისახავდა თავისუფალი მეურნეობის დაარსებასა და დიდი ნაკვეთების უფასოდ ან შეღავათიან ფასად დარიგებას.
69. აბოლიციონისტები იყვნენ აშშ-ში მონობის გაუქმების მომხრეები.
70. 1834 წელს დიდმა ბრიტანეთმა მონობა აკრძალა, როგორც ქვეყანაში ასევე კოლონიებშიც.
71. 1854 წელს აშშ-ში დაარსდა რესპუბლიკური პარტია, რომლის ერთ-ერთი გამოჩენილი ლიდერი აბრაჰამ ლინკოლნი იყო.
72. 1861 წლის 4 მარტს „ღრმა სამხრეთის“ შვიდმა შტატმა (სამხ. კაროლინა, მისისიპი, ფლორიდა, ალაბამა, ჯორჯია, ლუიზიანა და ტეხასი) შექმნა ამერიკის კონფედერაციული შტატები და გამოაცხადა აშშ-სგან გამოყოფა. მათ მალე შეუერთდნენ: ჩრდ. კაროლინა, ვირჯინია, არკანზასი და ტენესი. პრეზიდენტად კი ჯეფერსონ დევისი აირჩიეს.
73. ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარე 23 შტატი აშშ-ს ერთგული დარჩა და მათ კავშირს უწოდებდნენ.
74. 1861 წლის 12 აპრილს კონფედერანტებმა დაიწყეს პირველი სამხედრო ოპერაცია და თავს დაესხნენ ფორტ სამტერის სამხედრო ბაზას. დაიწყო სამოქალაქო ომი.
75. 1863 წლის 1 იანვარს აბრაჰამ ლინკოლნმა გამოაცხადა, რომ მონობა ოფიციალურად უქმდებოდა.
76. 1863 წლის 1-3 ივნისის გეთისბერგის ბრძოლა სამოქალაქო ომის დროს ყველაზე სისხლიანი გამოდგა – ორივე მხარემ 50 ათასზე მეტი მოკლული ჯარისკაცი დაკარგა. იქამდე უძლეველი კონფედერანტების გენერალი რობერტ ლი დაამარცხა ჩრდილოელთა გენერალმა ჯორჯ გორდონ მიიდმა. გეთისბერგი ომის შემობრუნების მომენტად იქცა.
77. 1865 წლის 1 აპრილს კონფედერანტთა დედაქალაქი რიჩმონდი დაეცა.
78. 1865 წლის 9 აპრილს გენერალი რობერტ ლი დანებდა კავშირის ჯარების გენერალს ულისეს გრანტს. სამოქალაქო ომი დამთავრდა.
79. 1865 წლის 14 აპრილს, კონფედერანტების მომხრე ტერორისტმა მოკლა პრეზიდენტი ლინკოლნი. მის ნაცვლად მეორე დღესვე პრეზიდენტი გახდა ენდრიუ ჯონსონი.
80. სამოქალაქო ომის დროსვე დაიწყო ამერიკის კონსტიტუციის მე-13 დამატების მიღების პროცედურა: ის ითვალისწინებდა მთელ ქვეყანაში მონობის გაუქმებას. სენატმა ის მიიღო 1864 წლის 8 აპრილს, წარმომადგენელთა პალატამ – 1865 წლის 31 იანვარს. შტატების მიერ მისი დამტკიცების შემდეგ მე-13 დამატება ძალაში შევიდა 1865 წლის 6 დეკემბერს. 4 მილიონამდე მონა თავისუფალი გახდა.
81. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ 1861 წლის 19 თებერვალს გამოსცა ბრძანება ბატონყმობის გაუქმებისა და გლეხთა გათავისუფლების შესახებ.
82. 1864 წელს რუსეთში გატარდა სასამართლო რეფორმა.
83. 1881 წელს პეტერბურგში „ნაროდნიკების“ ერთ-ერთმა რადიკალურმა ფრთამ „ნაროდნაია ვოლია“-მ ტერორისტული აქტით მოკლა ალექსანდრე II.
84. 1864 წელს ბატონყმობა საქართველოშიც გაუქმდა.
85. საქართველოში მარქსიზმის გავრცელება დაკავშირებულია ეგნატე ნინოშვილისა და მისი თანამოაზრეების მოღვაწეობასთან. მათ „მესამე დასი“ ეწოდათ.
86. 1904 წელს ჟენევის კონფერენციაზე დაფუძნდა „ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია“. მათი ლიდერი არჩილ ჯორჯაძე იყო.
87. I მსოფლიო ომის წინ მენშევიკები დომინირებდნენ საქართველოში, ბოლშევიკები კი, რომლებმაც 1912 წლის პრაღის კონფერენციაზე ცალკე პარტია ჩამოაყალიბეს, არ სარგებლობდნენ მოსახლეობაში დიდი პოპულარობით.
88. იმპერიალიზმის ეპოქა ქრონოლოგიურად მოიცავს პერიოდს დაახლოებით XIX ს-ის 70-იანი წლებიდან I მსოფლიო ომამდე.
89. „პანსლავიზმი“ ეწოდება რუსულ იდეოლოგიას, რომლიც ეყრდნობოდა მოწოდებას- ეხსნა „სრულიად სლავები და დაეცვა მართმადიდებლობა.
90. „ჯინგოიზმი“ ეწოდება ბრიტანულ რადიკალურ ნაციონალიზმს, რომელიც იმპერიის სიმდიდრიდან კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას ესწრაფვოდნენ.
91. ევროპული სახელმწიფოების იმპერიალისტურ კონკურენციას აფრიკის კოლონიზაციის პროცესში „აფრიკისათვის რბოლას“ უწოდებენ.
92. 1904-05 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-იაპონიის ომი.

კონსპექტები ისტორიაში მომზადებულია ისტორიის მე-12 კლასის სახელმძღვანელოს მიხედვით. წიგნის ავტორები: ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე,  რევაზ გაჩეჩილაძე.

„თქვენი online რეპეტიტორი“

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]