კონსპექტები ისტორიაში IV

კონსპექტები ისტორიაში IV

1. ქალაქ მედინას ძველი სახელი იყო იასრიბი.

2. ისლამამდელი არაბების რელიგიურ წარმოდგენებს ეწოდა „ჯაჰილიაა“.
3. ქალაქ მექაში ჩამოედინება მუსლიმთათვის წმინდა წყარო – ზემზემის ჭიდან.
4. ისლამის შემქმნელი მუჰამედი დაიბადა დაახლ. 570 წელს მექაში, კურაიშის ტომის, ჰაშიმის გვარის ხელმოკლე ვაჭრის ოჯახში.
5. მექაში დევნილი მუჰამედი 622 წელს მედინაში თანამოაზრეებთან ერთად გადასახლდა. მედინა მოციქულის ქალაქს ნიშნავს.
6. 622 წელი ჰიჯრის -„გადასახლების“ წელია და მუსლიმური კალენდრის დასაბამად ითვლება.
7. სიტყვები – „არ არის ძალდატანება რელიგიაში“ – ეკუთვნის მუჰამედს.

8. მუჰამედს მოუწია მექელებთან შეიარაღებული დაპირისპირება, რის შემდეგაც მან დაიკავა მექა.
9. მუჰამედი გარდაიცვალა მედინაში 632 წელს.
10. ხალიფა არაბულად ნიშნავს როგორც მოადგილეს, ისე მემკვიდრეს.
11. პირველი ოთხი ხალიფას დროს დაიწყო არაბთა დაპყრობები.
აბუ ბაქრი (632-634)
ომარი (634-644)
ოსმანი ( 644-656)
ალი (656-661)
12. ისლამი იყოფა ორ ძირითად მიმართულებად: სუნიზმად და შიიზმად.
13. მუჰამედის სიკვდილიდან ასი წლის მანძილზე არაბებმა საფრანგეთამდე მიაღწიეს, სადაც პუატიესთან 732 წელს მათი წინსვლა კარლოს მარტელმა შეაჩერა.
14. დაპყრობილ ქვეყნებში ისინი, ვინც არ მიიღებდნენ ისლამს ვალდებულნი იყვნენ გადაეხადათ სპეციალური გადასახადი – ჯიზია.
15. ხალიფა ალის სიკვდილის შემდეგ სახალიფოში ომაიანთა საგვარეულოს( 661-750) დინასტიური მმართველობა დამყარდა. ხალიფა მუავიამ სათავე დაუდო ომაიანთა სახალიფოს, რომლის დედაქალაქიც გახდა დამასკო.
16. ომაიანთა ხელმძღვანელობით არაბებმა 711 წელს გიბლატარის სრუტე გადალახეს და შეუდგნენ ესპანეთის დაპყრობას. 1212 წელს ქრისტიანებმა შეძლეს მუსლიმთა დამარცხება.
17. არაბული სახალიფოს სათავეში აბასიანთა დინასტია მოვიდა 750 წელს – 750-1258 წწ.
18. აბასიანებმა არაბული სახალიფოს დედაქალაქი დამასკოდან ბაღდადში გადაიტანეს.
19. ხალიფა ჰარუნ არ-რაშდის მმართველობის ხანა (786-809) მიჩნეულია აბასიანთა სახალიფოს ძლიერების მწვერვალად.
20. ხალიფა ალ-მამუნმა ბაღდადში „სიბრძნის სახლი“ დაარსა, რომელიც უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო ცენტრად იქცა.
21. ავეროესი(იბნ რუშდი) ცხოვრობდა 1126-1198 წწ. ის ქალაქ კორდობაში მოღვაწეობდა.
22. ავიცენა ირანელი მედიკოსი და ფილოსოფოსი იყო 980-1037 წწ.-ში.
23. 1122 წელს დავით IV-მ აიღო თბილისი, რითაც წერტილი დაუსვა თბილისის საამიროს არსებობას და ქალაქი ხელახლა აქცია გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქად.
24. ქართლის დაპყრობით ლაშქრობას ხელმძღვანელობდა არაბი სარდალი ჰაბიბ იბნ მასლამა.
25. 724 წ. არაბთა სარდალმა, ჯარაჰმა განაახლა „დაცვის სიგელი“ და სულადობრივ გადასახადთან (ჯიზიასთან) ერთად ქართლის მოსახლეობას ახალი საადგილმამულო გადასახადი – ხარაჯაც დააკისრა.
26. ბაღდადის ხალიფა ჰიშამმა (724-743 წწ) ამიერკავკასიის საბოლოოდ დასამორჩილებლად და ხაზართა გასანადგურებლად 735 წელს 120 000-იანი ლაშქრით გამოგზავნა თავისი ბიძაშვილი, ცნობილი სარდალი მერვინ იბნ მუჰამედი.
27. 853 წელს არაბთა ხალიფას ბრძანებით ქართლში თბილისელი ამირას დასჯის მიზნით გამოიგზავნა ბუღა თურქი, რომელმაც თბილისელი მოსახლეობის უმრავლესობა ამოწყვიტა.
28. საქართველოს გაერთიანება იაოანე მარუშის ძემ და დავით III კურაპალატმა იკისრეს. მათ გადაწყვიტეს ხელი შეეწყოთ დავით III-ის შვილობილის, ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონის გამეფებისათვის. მართალია, ბაგრატი ჯერ კიდევ არ იყო სრულწლოვანი, მაგრამ იგი თავის თავში აერთიანებდა სამი ტახტის მემკვიდრეობას: მამის ხაზით იგი იყო მემკვიდრე „ქართველთა მეფის“ ტიტულის მქონე გურგენისა, დედის ხაზით იგი იყო დისშვილი და მემკვიდრე უსინათლო და უშვილო „აფხაზთა მეფე“ თეოდოსისა და მემკვიდრე-შვილობილი ტაოს მეფე დავით III-ისა.
29. 975 წელს დავით III-მ უფლისციხეში ქართლის განმგებლობა ბაგრატს გადასცა, ხოლო ქართლის დიდაზნაურებს მიმარტა ისტორიული სიტყვით: „ესე არს მემკვიდრე ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი(ე.ი მეურვე) ამისი და თანაშემწე; ამას დაემორჩილენით ყოველნი“.
30. დავით III-მ 978 წელს მეფობიდან გადააყენა უსინათლო თეოდოსი და ქუთაისში „აფხაზთა მეფედ“ საზეიმოდ აკურთხა ბაგრატ III. 980 წლიდან უკვე სრულწლოვანი და საკმაოდ გამოწრთობილი ბაგრატი დამოუკიდებელ მეფობას შეუდგა.
31. 1001 წელს დავით III გარდაიცვალა.
32. 1008 წელს გურგენ ბაგრატიონი გარდაიცვალა და ბაგრატ III-მ მისი უშუალო სამფლობელო (შავშეთ-კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი) დაიკავა და ქართველთა მეფის ტიტულიც მიიღო. იგი ოფიციალურად იწოდებოდა „მეფე აფხაზთა და ქართველთა, კურაპალატი“.
33. 1010 წელს ბაგრატი კახეთში ჯარით შევიდა, მისი მეფე კვირიკე III დაატყვევა და ქვეყანაც დაიკავა.
34. ბაგრატ III 1014 წელს გარდაიცვალა. მისი ნეშტი მის მიერვე აგებულ ბედიის ტაძარში დაკრძალეს.
35. ბაგრატ IIIის მემკვიდრეებს, გიორგი I-სა(1014-1027) და ბაგრატ IV-ს(1027-1072) მეტ-ნაკლები წარმატებით უხდებოდათ ბიზანტიის შემოტევის მოგერიება.
36. 1023 წელს იმპერატორ ბასილ II-ს და მეფე გიორგი I-ს შორის დაიდო ზავი, რომლის ძალითაც საქართველოს მეფე იძულებული გახდა, დიდ დათმობებზე წასულიყო ბიზანტიის მიმართ.
37. ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე მონომახის(1042-1055 წწ) მეფობის დროს მოხდა სქიზმა, ე.ი. დასავლეთ და აღმოსავლეთ ეკლესიების, კათოლიკობის და მართმადიდებლობის გათიშვა.
38. თოღრულ ბეგი (1037-1063) ითვლება „დიდ სელჩუკთა“ სახელმწიფოს დამაარსებლად.
39. სელჩუკთა იმპერია კიდევ უფრო გაფართოვდა სულთნების ალფ არსლანისა(1063-1072) და მალიქშაჰის (1072-1092) მმართველობის პერიოდში.
40. ალფ არსლანის მთავარ დამსახურებას წარმოადგენს ბიზანტიის თავდაცვითი ხაზის განადგურება.
41. 1071 წელს ალფ არსლანმა მანაზკერტთან გაანადგურა ბიზანტიის არმია, თავდ კეისარი კი ტყვედ ჩაუვარდა თურქებს.
42. მალიქშაჰის პერიოდში სელჩუკთა სახელმწიფომ თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია. მას შორეული იემენიც კი ემორჩილებოდა.
43. ნიზამ ალ-მულქი იყო სელჩუკთა სახელმწიფოს ვეზირი, დიდი სახელმწიფო მოღვაწე. მას ეკუთვნის პოლიტიკური ტრაქტატი „სიასეთ ნამე“ („პოლიტიკის წიგნი“).
44. 1092 წელს ნიზამ ალ-მულქი ისმაილიტებმა მოკლეს. ეს იყო სელჩუკთა სახელმწიფოს დაშლის პირველი ტერორისტული ქმედება.
45. კავკასიაში სელჩუკები 1048 წელს შეიჭრნენ და იმ დროს ბიზანტიის კუთვნილი სომხეთი დაიკავეს.
46. სელჩუკები საქართველოში ალფ არსლანის მმართველობის ხანაში გამოჩდნენ. 1064 წელს სულთნის მეთაურობით სელჩუკთა უზარმაზარი ლაშქარი სამხრეთ საქართველოში შემოიჭრა.
47. პირველი ლაშქრობა ალფ არსლანს აღარ გაუგრძელებია და, პირიქით, დამოყვრებაც კი შესთავაზა ბაგრატ IV-ს. მართლაც, ბაგრატმა საკუთარი დისწული მიათხოვა სელჩუკ სულთანს, თავისი ასული კი ბიზანტიაში გაათხოვა.
48. 1068 წელს ალფ არსლანის საქართველოში ლაშქრობის შემდეგ იწყება ქართულ მიწებზე თურქების ჩამოსახლების პროცესი.
49. 1080 წლიდან საქართველოში დაიწყო ე.წ. „დიდი თურქობა“.
50. 1089 წელს საქართველოს სამეფო კარზე პოლიტიკური გადატრიალება მოხდა. ქვეყნის მომავლით დაინტერესებულმა სახელმწიფო მოღვაწეებმა აიძულეს გიორგი II გადამდგარიყო და მეფობა თავისი 16 წლის ვაჟისთვის – დავითისთვის დაეთმო.
51. 1101-1104 წლებში დავით აღმაშენებელმა კახეთ-ჰერეთი ადგილობრივ დიდაზნაურთა მეცადინეობით შემოიერთა და მისი დიდი ნაწილი სამეფო დომენად აქცია.
52. 1104 წელს დავით IV-მ ერწუხთან სასტიკად დაამარცხა განძის ათაბაგი, რომელიც საქართველოს მეფეს კახეთ-ჰერეთს ეცილებოდა.
53. 1104 წელს მეფის ბრძანებით მოიწვიეს სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება, რომელიც ცნობილია რუის-ურბნისის საეკლესიო კრების სახელწოდებით.
54. პირველი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო მეფის აღმზრდელი და უახლოესი მრჩეველი გიორგი მონაზონი.
55. 1110 წელს დავით IV-მ აიღო უმნიშვნელოვანესი ციხე-ქალაქი სამშვილდე.
56. 1115 წელს ქართველებმა ქალაქი რუსთავი გაათავისუფლეს.
57. 1117 წელს ქართველებმა აიღეს ჰერეთის უკიდურესი აღმოსავლეთის განაპირა ქალაქი გიში.
58. 1118 წელს დავითმა დაისაკუთრა უმნიშვნელოვანესი ციხე-სიმაგრე ლორე.
59. 1118 წელს დავით IV და მისი მწიგნობართუხუცესი გიორგი დარიალის გზით ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდნენ და ოსები დაიმორჩილეს. ამით მათ უზრუნველყვეს ყივჩაღთა მშვიდობიანი გადმოსახლება საქართველოში.
60. 1120 წელს დემეტრე უფლისწულის მეთაურობით ქართველებმა აიღეს შარვანის ქალაქი ყაბალა.
61. 1121 წლის ზაფხულში თურქ-მაჰმადიანთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი ქართლში რამდენიმე გზით შემოვიდა და წალკა-მანგლის-თრიალეთის მიდამოებში განლაგდა.
62. 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე მთლიანად გაანადგურა მაჰმადიანთა კოალიციური არმია დავით IV აღმაშენებელმა.
63. 1122 წელს დავით აღმაშენებელმა აიღო თბილისი.
64. 1123 წელს დავით IV-მ აიღო ქალაქი დმანისი.
65. 1132 წელს სომეხ თავკაცთა თხოვნით დავითმა ანისი აიღო.
66. დემეტრე I მეფობდა 1125-1156 წწ.
67. გიორგი III მეფობდა 1156-1184 წწ.
68. 1138 წელს დემეტრე I-ის მეთაურობით ქართველებმა აიღეს განძა.
69. 1162 წელს ქართველებმა გიორგი III-ის მეტაურობით აიღეს ქალაქი დვინი.
70. დემნას აჯანყება 1177 წელს დაიწყო და რამდენიმე თვე გასტანა. აჯანყებულები მეფემ სასტიკად დასაჯა.
71. გიორგი III-ს ვაჟი არ ჰყავდა. ამიტომაც, პოლიტიკური გართულებებისაგან თავის ასარიდებლად, მან სიცოცხლეშივე, 1179 წელს, ტახტზე თავისი ქალიშვილი თამარი აიყვანა და მასთან ერთად მეფობდა სიკვდილამდე, 1184 წლამდე.
72. სამეფო დარბაზის გადაწყვეტილებით, თამარ მეფის ქმარი დაალოებით 1185 წელს გახდა რუსული სამთავროების, ვლადიმირისა და სუზდალის მთავრის, ანდრეი ბოგოლიუბსკის ვაჟი, საკუთარი სამშობლოდან გამოძევებული იური. ორი წლის შემდეგ ქორწინება გაუქმდა.
73. შემდეგ თამარ მეფემ თავად ამოარჩია საქმრო – ოსი უფლისწული, ბაგრატიონთა მონათესავე და საქართველოს სამეფო კარზე გაზრდილი დავით სოსლანი.
74. 1203 წელს ბასიანის ველზე ქართველებმა, დავით სოსლანისა და ზაქარია მხარგრძელის მეთაურობით მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს მეფის შეურაცხმყოფელი რუქნ ად-დინი.
75. გიორგი III და თამარ მეფე იწოდებოდნენ: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, შარვან შაჰი, შაჰინშაჰი, მეფეთ მეფე, სრულიად აღმოსავლეთისა და დასავლეთის მპყრობელი“.

კონსპექტები ისტორიაში მომზადებულია ისტორიის მე-11 კლასის სახელმძღვანელოს მიხედვით. წიგნის ავტორები: ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, ლევან გორდეზიანი, ლალი ფირცხალავა, რევაზ გაჩეჩილაძე, ნოდარ ასათიანი.

თქვენი online რეპეტიტორი