კონსპექტები ისტორიაში II

კონსპექტები ისტორიაში II

1. ალექსანდრე მაკედონელი იყო მაკედონიის მეფე, ფილპე II-ისა და ოლიმპიადას ვაჟი.
2. ალექსანდრე მაკედონელი მაკედონიის სამეფოს ძვ.წ. 336 წელს უდგება სათავეში.
3. პირველი დიდი გამარჯვება სპარსულ ჯართან მაკედონელმა მოიპოვა ძვ.წ. 333 წელს ისოსთან, რომლის შემდეგ დარიოსი გაიქცა.
4. ძვ.წ. 331 წლის ოქტომბერში ალექსანდრე მაკედონელმა სასწაულებრივი გამარჯვება მოიპოვა დარიოსის გრანდიოზულ არმიაზე თავისი მცირერიცხოვანი ჯარით.
5. ძვ.წ. 324 წელს მაკედონელმა სპარსეთის დედაქალაქ სუსაში გრანდიოზული ქორწინებით აღმიშნა თავისი ლაშქრობების დასასრული. მან 10 000 ჯარისკაცი დააქორწინა სპარსელ ქალებზე.
6. ძვ.წ. 323 წელს მაკედონელი ბაბილონში გარდაიცვალა – ოფიციალური ვერსიის თანახმად, მალარიისაგან.
7. ალექსანდრე მაკედონელის მეფობის ჟამს ხელოვნურად ჩამოყალიბდა ბერძნული ენის ზედიალექტი – კონიე. ის ელინისტური კულტურის ნაწილი იყო.
8. ალექსანდრე მაკედონელის სარდლებს დიადოქოებს უწოდებდნენ.
9. ალექსანდრე მაკედონელის სარდლებმა იმპერია ასე გადაინაწილეს:
ანტიპატროსი – მაკედონია; საბერძნეთი
ლისიმაქოსი – თრაკია; პონტო
ანტიგონოსი – ფრიგია; ლიკია; პამფილია
პტოლემაიოსი – ეგვიპტე
სელევკოსი – ბაბილონი; სირია
10. ტერმინი ელინიზმი XIX ს-ში დაამკვიდრა გერმანელმა ისტორიკოსმა, იოჰან გუსტავ დროიზენმა მაკედონელის დაპყრობების შედეგად ბერძნული კულტურის არაბერძენ ხალხებში გავრცელების აღსანიშნავად.
11. ელინისტური ხანა იწყება ძვ.წ. 323 წელს (მაკედონელის სიკვდილით) და სრულდება ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრა VII-ის აღსასრულით – ძვ.წ. 31 წელს.
12. ძვ.წ. 30 წლის 12 აგვისტოს თავი მოიკლა ეგვიპტის დედოფალმა კლეოპატრა VII-მ.
13. ფარნავაზ ქართლის მეფემ სამეფო დაყო 8 საერისთავოდ და ერთ სასპასპეტოდ.
14. ძვ.წ. 753 წელს რომულუსმა და რემუსმა დაარსეს ქალაქი რომი.
15. რომის პირველი მეფე რომულუსი გახდა, ხოლო მეორე მეფეს, ნუმა პომპილიუსს, თქმულების თანახმად, შეუქმნია კანონები რომაელთათვის.
16. რომის უკანასკნელი მეფე ტარკვინიუს სუპერბუსი საკუთარი ამპარტავნობის გამო ტახტიდან გადააგდეს და ძვ.წ. 509 წელს ქვეყანაში რესპუბლიკური წყობა დაამყარეს.
17. რომის რესპუბლიკის თანამდებობები:
კონსული – ლაშქრის სარდალი, განაგებდა ფინანსებს, განსაკუთრებულ შემთხვევაში ინიშნებოდა დიქტატორად.
ცენზორი – თვალს ადევნებდა ადათებისა და ქონებრივი ცენზის დაცვას.
პრეტორი – აწარმოებდნენ სამართალს, განიხილავდნენ რომის მოქალაქეთა დავებს
კვესტორი – პასუხისმგებლი იყო ხაზინაზე
ედილი – პასუხისმგებეი იყო საქალაქო სამსახურებზე
18. პირველი პუნიკური ომი მიმდინარეობდა ძვ.წ. 264-241 წლებში. ის სიცილიის ქალაქ-სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებაში კართაგენისა და რომის ჩარევას მოჰყვა.
19. ძვ.წ. 219 წელს ჰანიბალი თავს დაესხა რომის მოკავშირე საგუნტუმს ესპანეთში. რითაც მეორე პუნიკური ომი დაიწყო. ის მიმდნარეობდა ძვ.წ. 218-201 წლებში.
20. ძვ.წ. 216 წელს ჰანიბალმა იტალიაში კანესთან ბრძოლის დროს ხაფანგში შეიტყუა და გაჟლიტა რომაელთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი.
21. მეორე პუნიკურ ომში ჰანიბალი დამარცხდა აფრიკის ტერიტორიაზე ზამასთან. ის პუბლიუს კორნელიუს სციპიონმა დაამარცხა, რის გამოც „აფრიკელის“ წოდება მიიღო.
22. ძვ.წ. 183/2 წელს ჰანიბალმა თავი მოიკლა.
23. რომის მოკავშირე ნუმიდიასთან კართაგენელთა კონფლიქტი გახდა მესამე პუნიკური ომის საბაბი – ძვ.წ. 149-146 წლებში.
24. კართაგენი რომაელებმა სციპიონ ემილიანუსის სარდლობით დაანგრიეს.
25. ე.წ. ილირიული ომები მიმდინარეობდა: 1) პირველი ილირიული ომი – ძვ.წ. 229-228 წლებში; 2) მეორე ილირიული ომი – ძვ.წ. 219 წელს. ამ ომებით მან ადრიატიკის სანაპირო ჩაიგდო ხელში.
26. ძვ.წ. 200-190 წლებში კელტებთან გამარჯვებით რომი გახდა ჩრდილოეთ იტალიის მპყრობელი.
27. ძვ.წ. 190 წელს რომმა დაამარცხა სელევკიდების სამეფო და ხელში ჩაიგდო მცირე აზიის ნახევაკუნძულის ტერიტორიები.
28. ძვ.წ. 146 წელს რომმა დაასრულა საბერძნეთის დაპყრობა
29. ძვ.წ. 129 წელს რომი პერგამონის სამეფოს დაპყრობით და იქ აჯანყებების ჩახშობის შემდეგ ქმნის პროვინციას სახელწოდებით აზიას.
30. მითრიდატე VI ევპატორის წინააღმდეგ პირველად ბრძოლაში რომმა სასტიკი დამარცხება განიცადა, რადგან მტერმა ამოხოცა 80 ათასი რომაელი . ეს ფაქტი ისტორიაში „ეფესოს საღამოს“ სახელით შევიდა.
31. სულას დიქტატურა გამოიწვია: „ეფესოს საღამოს“ შედეგ ის გადააყენეს მაგრამ მან დიქტატურა დაამყარა ძვ.წ. 82-79 წლებში. მან თავისი ხელით მოიხსნა დიქტატურის უფლებები და ერთ წელში გარდაიცვალა.
32. მითრიდატე VI ევპატორის წინააღმდეგ რომმა სამი ომი აწარმოა: 1) ძვ.წ. 89-84; 2) ძვ.წ. 83-82; 3) ძვ.წ. 74-64.
33. ძვ.წ. 60 წელს იქმნება პირველი ტრიუმვირატი: პომპეუსი, კრასუსი, კეისარი.
34. ძვ.წ. 53 წელს პართებთან ბრძოლაში დაიღუპა კრასუსი.
35. ძვ.წ. 58-51 წლებში იულიუს კეისარმა რომის საზღვრებში მოაქცია გალია.
36. ძვ.წ. 49 წელს კეისარმა გადალახა მდ. რუბიკონი ფრაზით: „წილი ნაყარია“ და დაიპყრო რომი და იტალია.
37. ძვ.წ. 48 წელს კეისარმა ფარსალუსთან დაამარცხა პომპეუსის 20000-იანი სამხედრო ძალა. პომპეუსი ეგვიპტეში გაიქცა სადაც მოკლეს.
38. ძვ.წ. 47 წელს იულიუსმა აღმოსავლეთში დაამარცხა ფარნაკეს პონტოელი, რასაც გამოხატავს მისი სიტყვები: „მივედი, ვნახე გავიმარჯვე“.
39. ძვ.წ. 44 წლის 15 მარტს კასიუსმა და ბრუტუსმა მოკლეს კეისარი.
40. იულიუს კეისრის მემკვიდრედ გამოცხადდა ოქტავიანე ავგუსტუსი. მან ძვ.წ. 31 წელს დაამარცხა მარკუს ანტონიუსი.
41. ოქტავიანე ავგუსტუსმა მოქნილი პოლიტიკის შედეგად დააბრუნა რესპუბლიკური მმართველობის ნიშნები და ის მონარქიას შეუთავსა.
42. ავგუსტუსის პირველკაცობას ფორმალურად განსაზღვრავდა პირველი სენატორის, პრინცეპსის თანამდებობა, ამის გამო ამ წყობას პრინციპატი ეწოდა.
43. ოქტავიანე ავგუსტუსი ქვეყნის სათავეში იყო ძვ.წ. 31-დან ახ.წ. 14 წლამდე. მისი მმართველობის პერიოდს „ოქროს ხანად„ მოიხსენიებენ.
44. აღმოსავლეთით ყველაზე შორს რომმა ტრაიანეს დროს (ახ.წ. 98-117 წლებში) წაიწია და დროებით შუამდინარეთიც დაიპყრო.
45. 198-217 წლებში იპერატორ კარაკალას ედიქტით რომის იმპერიაში მცხოვრებთ რომის მოქალაქეობა მიენიჭა(212 წელს).
46. იმპერატორი დიოკლეტიანე ცხოვრობდა 284-305 წლებში. მან გააუქმა რესპუბლიკური მმართველობის სისტემა და იმპერატორი ქვეყნის აბსოლუტური ბატონად იქცა.
47. იმპერატორ დიოკლეტიანეს რეფორმების შედეგად იმპერია დაიყო ოთხ ნაწილად, რომლებსაც თანაკეისრები მართავდნენ.
48. ძვ.წ. 73-71 წლებში რომში მიმდინარეობდა მონათა დიდი აჯანყება, რომელიც სპარტაკის, თრაკიელი გლადიატორის ხელმძღვანელობით მიმდინარებდა.
49. რომაელები ქართლს ძვ.წ. 65 წელს მოადგნენ. ამ დროს ქართლში არტაგი მეფობდა.
50. 128 წელს იმპერატორ ადრიანეს მოწვევა რომში მიუვიდა ქართლის მეფე ფარსმან II-ს, მაგრამ ქართლის მეფე არ ჩავიდა რომში. ფარსმან II რომში მხოლოდ ადრიენს გარდაცვალების შემდეგ ანტონიუს პიუსის მმართველობის დროს ჩავიდა.
51. რომაელების მიერ გერმანელებისგან თავდასაცავად აგებულ 500 კმ-იან თავდაცვით ზღუდეს ლიმეს უწოდებენ.
52. სასანიანთა დინასტია ირანში ბატონობდა 226-650 წლებში.
53. გერმანელ ტომთა გადასახლებას, რომელიც IV-VII საუკუნის ჩათვლით გრძელდებოდა ისტორიაში შევიდა „ხალხთა დიდი გადასახლების“ სახელწოდებით.
54. რომის დაარსების შემდეგ პირველად ქალაქი ახ.წ. 410 წელს დაეცა. ის ვესტგოთებმა ალახირის სარდლობით აიღო.
55. 451 წელს კატალაუნის ველზე ერთმანეთს დაუპირისპირდა ჰუნების ლიდერი ატილა და გერმანული ტომების, რომაული არმიის სარდალი აეციუსი. ისტორიაში ერთ-ერთ სასტიკ და დიდ ბრძოლად ჩაითვალა, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყოლია.
56. 455 წელს ვანდალთა ფლოტმა მეფე ჰაიზერიხის მეთაურობით ორი კვირის განმავლობაში დაარბია ქალაქი რომი, სასტიკი დარბევის გამო ისტორიას სამუდამოდ შემორჩა სიტყვა „ვანდალიზმი“.
57. 476 წელს გერმანელმა სახელად ოდოაკრმა მოაწყო აჯანყება და იმპერატორი ტახტიდან ჩამოაგდო, შემდეგ კი სენატს დასავლეთ რომის იმპერია გააუქმებია.
58. 330 წელს კონსტანტინე დიდმა დაარსა ქალქი კონსტანტინოპოლი.
59. ერთიანი რომის იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი იყო თეოდოსიუს I რომელიც 379-395 წლებში მმართველობდა.

კონსპექტები ისტორიაში მომზადებულია ისტორიის მე-11 კლასის სახელმძღვანელოს მიხედვით. წიგნის ავტორები: ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, ლევან გორდეზიანი, ლალი ფირცხალავა, რევაზ გაჩეჩილაძე, ნოდარ ასათიანი.

„თქვენი online რეპეტიტორი“

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]