კონსპექტები ისტორიაში I – თქვენი online რეპეტიტორი

კონსპექტები ისტორიაში I – თქვენი online რეპეტიტორი

1. XX საუკუნის დასაწყისში აშშ-ში მიმდინარეობდა „მაიმუნის პროცესი“-ს სახელით ცნობილი სასამართლო, სადაც განიხილებოდა ჰქონდა თუ არა ახალგაზრდა ბუნებისმეტყველს სკოლაში დარვინის მოძღვრების სწავლების ნება.

2. უძველეს ნაშთად დღეს ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს 2001 წელს ჩადში, აფრიკაში აღმოჩენილ 7 მილიონი წლის წინანდელ „ჩადის საჰელანთროპუსს“, რომელსაც ზედმეტსახელი „ტუმაი“ მისცეს. მანა ჩამოართვა პირველობა მასზე 3-4 მილიონი წლით უფრო ახალგაზრდა ავსტრალოპითეკს, ზედმეტსახელად „ლიუსის„.
3. ადამიანის უძველესი სადგომები აფრიკის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა საქართველოში, დმანისში ( დაახლ. 1,8 მილიონი წლის წინანდელი), აგრეთვე ესპანეთში, ინდოეთში, ჩინეთში, ინდონეზიაში.
4. ქვის ხანა იყოფა სამად – ძველი ქვის ხანა, პალეოლითი; შუა ქვის ხანა, მეზოლოითი და ახალი ქვის ხანა, ნეოლითი.
5. ძვ. წ. XVII საუკუნეში ეგვიპტე დაიპყრეს აზიიდან მოსულმა გაურკვეველი წარმომავლობის ტომებმა – ჰიქსოსებმა.
6. ძვ. წ. XIV საუკუნეში ეგვიპტეში მეფობდა ფარაონი- რეფორმატორი, ამენხოტეპ IV რომელსაც ზოგი მეცნიერი მსოფლიოს „პირველ პიროვნებად“ აღიარებს. ამენხოტეპ IV-მ სცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც ეგვიპტელთა ურიცხვ ღვთაებას ერთი ღმერთი – ატონი ჩაენაცვლა. ამ ღვთაების სახელზე ააგო ქალაქი.
7. რამსეს II-ის მიერ ქადეშის მახლობლად ძვ. წ. 1274 წელს გადახდილი ბრძოლა ხეთებთან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლაა ძველ სამყაროში.
8. ახ. წ. VII ს-ში, არაბების მიერ მისი დაპყრობის შემდეგ ძველი ეგვიპტე , როგორც კულტურული და პოლიტიკური ფენომენი საბოლოოდ წყვეტს არსებობას. ძველ ეგვიპტელთა პირდაპირ მემკვიდრეებად დღევანდელ ეგვიპტეში კოპტები არიან მიჩნეულნი.
9. ძვ. წ. 539 წელს ბაბილონმა დაკარგა დამოუკიდებლობა, რადგან ის სპარსელებმა დაიპყრეს.
10. ასურეთის იმპერიის დაპყრობები: არამ-დამასკო(ძვ.წ. 732), ისრაელი (ძვ. წ. 722), ეგვიპტე (დროებით, ძვ.წ. 671), ურარტუ(ძვ.წ. 714), დაიმორჩილეს სავაჭრო სახელმწიფოს, ფინიკიის ქალქები (ტიროსი, სიდონი, ბიბლოსი), დაანგრიეს ბაბილონი (ძვ.წ.689), თავის მოხარკედ აქციეს კვიპროსი (ძვ. წ. 709).
11. ასურეთის სამხედრო ექსპანსია გრძელდებოდა მანამ, სანამ ახალბაბილონურმა სამეფომ და მიდიამ, სკვითების დახმარებით, ბოლო არ მოუღეს ასურეთის იმპერიას მისი ორივე დედაქალაქის – აშურისა(ძვ.წ. 614) და ნინევიის(ძვ.წ. 612).
12. ასურეთის იმპერიის ერთ-ერთი „გამოგონება“ იყო ხალხის მასობრივი დეპორტაცია და იძულებითი ასიმილაცია. ასურულ წყაროებში მოთხრობილია ისრაელის ხალხის დეპორტაციის ამბავი( ძვ.წ. 722).
13. ხეთებმა მეფე მურსალის სარდლობით ძვ. წ. 1531 წ. ბაბილონს მიაღწიეს და ხამურაბის დინასტიას ბოლო მოუღეს.
14. ურარტუს ძლიერების ხანაში აშენდა დღევანდელი სომხეთის დედაქალაქი ერევანი.
15. ძვ.წ. 590 წელს ურარტუს სამეფო გაანადგურეს მიდიელებმა, მისი მოსახლეობა კი ჩრდილოეთით გადასახლდა და ქართველურ ტოემბს შეერია.
16. ძვ.წ. 558 წელს სპარსულ-აქემენურ სამეფოს სათავეში აქემენის შთამომავალი კიროს II დიდი (ძვ.წ. 558-530), რომელმაც 550 წელს დაამარცხა მიდიელები.
17. ძვ.წ. 539 წელს კიროს II-მ დაიპყრო ბაბილონი და იქ გადმოსახლებული ებრაელები დააბრუნა სამშობლოში.
18. კიროს II-ის მემკვიდრის, კამბისეს II-ის( ძვ. წ. 530-522) დროს სპარსელებმა დაიპყრეს ეგვიპტე
19. ძვ.წ. 490 წელს გაიამრთა მარათონის ბრძოლა.
20. ძვ.წ. 480 წელს გაიმართა სალამინის საზღვაო ბრძოლა
21. ძვ.წ. 479 წელს გაიმართა პლატეასა და მიკალის კონცხთან საზღვაო ბრძოლა
22. ძვ.წ. 334 წელს ბერძნულ-მაკედონიური არმია შეიჭრა აქემენიანთა სახელმწიფოს საზღვრებში და რამდენიმე წელიწადში აქამენიანთა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.
23. ძვ.წ. 814 წელს დღევანდელი ტუნისის ტერიტორიაზე დაარსდა ქალაქი კართაგენი, რომელსაც გადმოცემა ტვიროსის მეფის, პიგმალიონის სახელს უკავშირებს.
24. ფინიკიელებს მიეკუთვნება გემთმშენებლობის ხელოვნების დახვეწა და მათი ერთ-ერთი გამოგონება ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის აღმოჩნდა – ანბანი.

25. ძველ საბერძნეთში სხვადასხვა სახის მმართველობას ვხვდებით, მაგრამ ბერძენი ფილოსოფოსები არც ერთს ემხრობიან. პლატონი თავის „სახელმწიფოშ“ გვთავაზობს იმ მოდელს, სადაც სპეციალურად შერჩეული და აღზრდილი ფილოსოფოსები განაგებენ ქვეყანას, ხოლო თუკიდიდე ერთგვარად შერული მოდელისკენ იხრება, რომელიც გარკვეული სახეცვლილებით განხორციელდა რომში და დღევანდელ დემოკრატიულ ქვეყნებში.
26. სპარტა შეიქმნა მომხდური დორიელების მიერ პელოპონესის დიდი ნაწილის დაპყრობის შედეგად.
27. სპარტას სათავეში ორი მეფე ედგა, რომლებიც სარდლის, მოსამართლისა და ქურუმის ფუნქციებს ასრულებდნენ. უმნიშვნელოვანეს საკითხთა გადაწყვეტაში მონაწილეობდა უხუცესთა საბჭო – გერუსია და სახალხო კრება. მაგრამ რეალურად ხელისუფლება ხუთი არჩევითი ეფორისაგან შემდგარ კოლეგიას ჰქონდა.
28. დრაკონის კანონები ჩამოყალიბდა ძვ. წ. 624 წელს ათენში.
29. ძვ.წ. VII საუკუნეში ცხოვრობდა „შვიდი ბრძენი“ : კორინთოს ტირანი პერიანდროსი, ათენელი სოლონი, ქილონ სპარტელი, მილეტელი თალესი, ბრიას პრიენელი, პიტაკოს მიტილენელი, კლებულოს ლინდოსელი.
30. ძვ.წ. 509 წელს კლისთენეს მიერ გატარებულმა რეფორმებმა საბოლოოდ დაამკვიდრა დემოკრატია ათენში.
31. ბერძნული კოლონიზაცია შავი ზღვის სანაპიროს შეეხო, მათი ორიენტირი საქართველოსაც შეეხო. მათ დაარსეს : ფაზისი(ქ.ფოთი), გიენოსი(ქ. ოჩამჩირესთან), დიოსკურია(ქ. სოხუმთან), დიდი პიტიუნტი(ბიჭვინთა). ასევე სავაჭრო დასახლება უნდა არსებულიყო ქობულეთ-ფიჭვნარის რაიონში.
32. ძვ. წ. VI-II საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში მიმოქცევაში იყო ადგილობრივთა მიერ მოჭრილი ვერცხლის ფული, რომელსაც „კოლხურ თეთრს“ უწოდებენ.
33. ძვ. წ. VII-IV საუკუნეებში კოლხეთი სამეფო დაყოფილი იყო სკეპტუხიებად.
34. ძვ.წ. VI ს. მიწურულს დარიოს I-მა ბოსფორის სრუტეზე ხიდი ააგო და ევროპაში გადავიდა სკვითების დასალაშქრად.
35. სპარსელებთან ომის დროს, ათენის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, შეიქმნა „საზღვაო კავშირი“, რომლის ხაზინა კუნძულ დელოსზე მდებარეობდა, რომელშიც მრავალი ზღვისპირა პოლისი გაერთიანდა. მას ზოგჯერ „დელლოსის კავშირსაც“ უწოდებენ.
36. პელოპონესის ომი მიმდინარეობდა ძვ.წ. 431-404 წლებში.
37. პელოპონენის ომის პირველ ეტაპს სპარტის მეფის სახელის მიხედვით არქიდამოსის ომი ჰქვია. ეს ეტაპი ათ წელიწადს გაგრძელდა და დასრულდა ძვ.წ. 421 წელს ნიკეასის ზავით.
38. პელოპონესის ომში ყველაზე მსხვილი სახმელეთო ბრძოლა გაიმართა მანტინეასთან. ამ ბრძოლაში სპარტელებმა არგოსელების კოალიცია დაამარცხეს.
39. პელოპონესის ომში ათენი დამარცხდა. ხანგრძლივმა საბრძოლო ოპერაციებმა გამოფიტა ომში დაპირისპირებული ორივე მხარე.

კონსპექტები ისტორიაში მომზადებულია ისტორიის მე-11 კლასის სახელმძღვანელოს მიხედვით. წიგნის ავტორები: ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, ლევან გორდეზიანი, ლალი ფირცხალავა, რევაზ გაჩეჩილაძე, ნოდარ ასათიანი.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]