კონსპექტები გეოგრაფიაში I

კონსპექტები გეოგრაფიაში I

  1. ტერმინი „გეოგრაფია“ ბერძენმა მეცნიერმა ერასტოთენემ შემოიღო (ძვ.წ. III-II საუკუნეების მიჯნაზე) და მანვე დაწერა წიგნი „გეოგრაფია“.
  2. გეოგრაფია იყოფა :

ა) ფიზიკური გეოგრაფია: დედამიწათმცოდნეობა, გეომორფოლოგია, კლიმატოლოგია, ოკეანოლოგია, ხმელეთის ჰიდროლოგია, ლანდშაფტმცოდნეობა, ბიოგეოგრაფია, ნიადაგების გეოგრაფია.

ბ) საზოგადოებრივი გეოგრაფია: ეკონომიკური გეოგრაფია, სოციალური გეოგრაფია, მოსახლეობის გეოგრაფია, პოლიტიკური გეოგრაფია.

გ) გეოგრაფიული კარტოგრაფია: რუკათმცოდნეობა, რუკების შედგენა, კარტოგრაფიის ისტორია.

დ) საზოგადოებრივ-საბუნებისმეტყველო გეოგრაფია: ქვეყანათმცოდნეობა, ისტორიული გეოგრაფია, რესურსების გეოგრაფია, რეგიონალური გეოგრაფია, რეკრეაციული გეოგრაფია, გეოგრაფიული ეკოლოგია.

  1. დედამიწის სფერულობის შესახებ პირველი მოსაზრება ანტიკურ ხანაში ძველ ბერძენ მეცნიერს, არისტოტელეს ეკუთვნის.
  2. ძველმა ბერძენმა მეცნიერმა ერასტოთენემ პირველმა შედარებით ზუსტად განსაზღვრა დედამიწის ზომა.
  3. მარკო პოლო პირველი მოგზაურია, რომელმაც მთელი აზია მოიარა.
  4. XV-XVII საუკუნეებს დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქას უწოდებენ.
  5. ვასკო და გამამ პირველად გაცურა ევროპიდან ინდოეთამდე.
  6. ფერნანდო მაგელანის თაოსნობით ჩატარებული ექსპედიციის მონაწილეებმა 1519-1522 წლებში პირველად შემოუარეს დედამიწას გარშემო.
  7. გეოიდი ეწოდება სხეულს, რომელსაც დედამიწის ფორმა აქვს, ანუ დედამიწისებურია.
  8. დედამიწის ფართობი 510 მლნ. კვ. კმ.-ია. აქედან, წყალს 361 მლნ. კვ.კმ(70,8%), ხმელეთს კი 149 მლნ. კვ. კმ. (29,2%) უჭირავს.
  9. ნახევარსფეროების გამყოფ წარმოსახვით ხაზს ეკვატორი ჰქვია. მისი სიგრძეა 40076 კმ. ეკვატორის სიგრძე 40076 კმ-ს უდრის, დიამეტრი კი 12750 კმ-ია. ეკვატორული რადიუსის სიგრძე 6378 კმ-ს შეადგენს და პოლარულ რადიუსზე 21 კმ-ით მეტია.
  10. დედამიწის მოძრაობა მზის გარშემო და მისი წარმოსახვითი ღერძის ორბიტის სიბრტყისადმი დახრილობა (ღერძი 66,50-ით არის დახრილი) ჩვენს პლანეტაზე წელიწადის დროების ცვლას განაპირობებს.
  11. 22 ივნისი ზაფხულის ნაბუინობის დღეა – ყველაზე გრძელი დღე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.
  12. 21 მარტი და 23 სექტემბერი გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობის, ანუ დღეღამური ტოლობის დღეებია.
  13. დედამიწაზე ხუთი სითბური სარტყელი გამოიყოფა: ერთი ცხელი (ტროპიკული), ორი ზომიერი და ორიც – ცივი(პოლარული).
  14. დედამიწის ზედაპირი 24 სასაათო სარტყლად არის დაყოფილი.
  15. აზიმუტი კუთხეა, რომელიც იქმნება ჩრდილოეთის მიმართულებას, დამკვირვებელსა და დასაკვირვებელ საგანს შორის. თუ დასაკვირვებელი საგანი დამკვირვებლიდან ჩრდილოეთით მდებარეობს, მაშინ მისი აზიმუტი 00-ია, აღმოსავლეთით- 90 გრადუსი, სამხრეთით – 180 გრადუსი, დასავლეთით კი 270 გრადუსი.
  16. დედამიწის ზედაპირის სიბრტყეზე გადმოტანის საშუალებას კარტოგრაფიული პროექცია ეწოდება.
  17. მასშტაბი სამი სახისაა: რიცხვითი, ხაზოვანი და სახელდებული(სიტყვიერი). გეოგრაფიულ რუკებზე სამივე სახის მასშტაბს გამოსახავენ.
  18. რუკასა და გეგმაზე მდინარეთა სიგრძეების, სახელმწიფოთა საზღვრის ან სხვა კლაკნილი ხაზების სიგრძეების გასაზომად საზომი ფარგალი ან კურვიმეტრი გამოიყენება.
  19. რუკებს სამი ძირითადი ნიშნის მიხედვით ყოფენ: მასშტაბის – წვრილმასშტაბიანი, საშუალომასშტაბიანი, მსხვილმასშტაბიანი; შინაარსის – ზოგადგეოგრაფიული თემატური; დანიშნულების – ტურისტული, საზღვაო, სასწავლო და სხვ. – მიხედვით.
  20. ზოგადგეოგრაფიულ რუკებზე დაახლოებით ერთნაირად გამოისახება ადგილის ძირითადი ბუნებრივი და სხვა მახასიათებლები. მათ მიეკუთვნება ტოპოგრაფიული რუკებიც, რომლებზეც ტერიტორიები კიდევ უფრო დაწვრილებითაა ნაჩვენები.
  21. თემატურ რუკებზე მხოლოდ კონკრეტული ინფორმაციაა მოცემული.
  22. რუკა ხუთი ძირითადი ელემენტისაგან შედგება: დასახელება, მიმართულება, მასშტაბი, გრადუსთა ბადე და ლეგენდა.
  23. რუკის ლეგენდა ფერებისა და სხვადასხვა სიმბოლოებისაგან შედგება და რუკის შინაარსის წაკითხვაში გვეხმარება.
  24. ჰორიზონტალების პერპენდიკულარულად გავლებულ პატარა ხაზებს, რომლებიც გვიჩვენებს, თუ რომელი მიმართულებით დაბლდება ან მაღლდება კალთა, ბერგშტრიხებს უწოდებენ.
  25. გრადუსთა ბადე მერიდიანებისა და პარალელებისგან შექმნილი ქსელია, რომელიც რუკასა და გლობუსზე გეოგრაფიული ობიექტის ადგილმდებარეობის დადგენაში გვეხმარება.
  26. პარალელები ეკვატორის პარალელური, მისგან ჩრდილოეთით და სამხრეთით გავლებული წარმოსახვითი წრეხაზებია.
  27. პოლუსების შემაერთებელ წარმოსახვით წრეხაზებს მერიდიანები ეწოდება. ისინი თანაბარი სიგრძისაა.
  28. გეოგრაფიული განედი გრადუსობით ათვლილი მანძილია ეკვატორიდან ჩრდილოეთით ან სამხრეთით. მისი სიდიდე 0-დან 90 გრადუსამდე იცველება.
  29. გეოგრაფიული გრძედი გრადუსობით ათვლილი მანძილია ნულოვანი მერიდიანიდან დასავლეთით და აღმოსავლეთით. მისი სიდიდე 0-დან 180 გრადუსამდე იცვლება.
  30. დედამიწის ზედაპირის მცირე უბნის, ნაგებობის ან რაიმე საგნის ნახაზს, რომელიც შესრულებულია მსხვილ მასშტაბში და დეტალურ ინფორმაციას გადმოგვცემს, ადგილის გეგმა ეწოდება.

კონსპექტები შედგენილია წიგნიდან – „გეოგრაფია – თეორიული კურსი“. წიგნის ავტორები: მაია ბლიაძე, გია ჭანტურია, დავით კერესელიძე

თქვენი online რეპეტიტორი