კომბინაციური ცვალებადობა

კომბინაციური ცვალებადობა

  • მემკვიდრული ცვალებადობის შემთხვევაში ნიშან-თვისების შეცვლას გენოტიპში მომხდარი ცვლილება განაპირობებს, რომელიც შთამომავლობას გადაეცემა. გენოტიპის ცვლილების გამო ხდება ფენოტიპის შეცვლა. გამოყოფენ მემკვიდრეობითი ცვალებადობის  ორ ფორმას: კომბინაციურს და მუტაციურს

 

  • კომბინაციური ცვალებადობის საფუძველია გენოტიპში გენების ახალი შეთანაწყობის წარმოქმნა, რასაც რეკომბინაცია ეწოდება. რეკომბინაცია არის უნივერსალური ბიოლოგიური მექანიზმი, რომელიც მთელ ცოცხალ სისტემაში – პროკარიოტებსა და ეუკარიოტებში მიმდინარეობს. კომბინაციური ცვალებადობა  – არის მნიშვნელოვანი წყარო მემკვიდრეობითი მრავალფეროვნებისა, რომელიც შეიმჩნევა ცოცხალ ორგანიზმებში.
  • ეუკარიოტებში კომბინაციური ცვალებადობის წყარო არის სქესობრივი გამრავლება და იგი სამი მნიშვნელოვანი პროცესის შედეგად ხდება:
  1. მეიოზის დროს ჰომოლოგიური ქრომოსომების  დაცილების, ქრომოსომათა შემთხვევითი და დამოუკიდებელი განაწილებით, რის გამოც ქრომოსომთა კომბინაციების მიხედვით განსხვავებული გამეტები ყალიბდება.
  2. ჰომოლოგიური ქრომოსომებს შორის მონაკვეთების გაცვლით-კროსინგოვერით, რითაც შეჭიდულ გენთა ჯგუფებში გაერთიანებული ალელების გადანაწილება და ჯგუფების ახალი ვარიანტების ჩამოყალიბება ხდება.
  3. განაყოფიერების დროს მამრობითი და მდედრობითი გამეტების შემთხვევითი შერწყმით.

კომბინაციური ცვალებადობის ყველა სამი ძირითადი წყარო  მოქმედებს  დამოუკიდებლად და ერთდროულად, ქმნიან გენოტიპების მრავალფეროვნებას.

თქვენი online რეპეტიტორი