კანი

კანი

კანი

თირკმელი, კანი, ფილტვები, ნაწლავები ექსკრეტორული ორგანოებია.კანის მეშვეობით გამოიყოფა ჭარბი წყალი, მარილები და შხამიანი ნივთიერებები. კანი სხეულის გარეგანი საფარველია. მას სამშრიანი აგებულება აქვს.

ეპიდერმისი – გარეთა შრე, რომელიც წარმოქმნილია მრავალშრიანი ეპითელური ქსოვილით, რომლის უჯრედი მუდმივად იქერცლება და ახლდება ღრმად განლაგებული უჯრედების გაყოფის ხარჯზე. ეპიდერმისის უჯრედები შეიცავს ცილა კერატინს, რომლიც მათ გარქოვანებას იწვევს და კანს წყალგაუმტარს ხდის. კერატინისგან არის აგებული რქოვანი დანამატები – თმა და ფრჩხულები. ადამიანის მთელი სხეული დაფარულია თმით გარდა ხელისგულების, ფეხისგულების, თითებისა და ტუჩისა.
მელანინი – არის მუქი პიგმენტი რომელიც გამომუშავდება ეპითელიუმის ღრმა ფენებში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით მათი რაოდენობა იზრდება და კანი მუქდება.

დერმა – მკვრივი შემაერთებელქსოვილოვანი შრე, რომელშიც არის მრავალი რეცეპტორები, ჯირკვლები, თმის ფესვები, სისხლძარღვები და ლიმფური ძარღვები.
საოფლე ჯირკვლები ადამიანის კანში 2 მსნ-ზე მეტია. ისინი სხეულზე არათანაბრადაა განაწილებული და გამოყოფენ ოფლს, რომლიც შედგება 98% წყაალი, 1,5% მარილები (NaCl) და 0,5% შარდოვანა. ეს განაპირობებს ოფლის არასასიამოვნო სუნს. ის თბორეგულიციაში მონაწილეობს, როდესაც ცხელა მისი გამოყოფა იზრდება.
თმით არის დაფარული კანის უმეტესი ნაწილი, რომელიც შედგება თმის ძირისგან, ანუ ბოქლქვისგან და და ღეროსგან. თმის ძირი თმის ჩანთაშია მოთავსებული, რომელსაც სისხლძარღვები, ნერვული დაბოლოებები და კუნთები აკრავს. კუნთების შეკუმშვისას თმის დახრილობა იცვლება, ასე წარმოიქმნება „ბატის კანი “. გრძელი თმა უპირატესად თავზეა განლაგებული და იცავს მას მზის სხივებისა და გაციებისგან.

ფრჩხილებიც კანის რქოვანი დანამატია. კვირის განმავლობაში ფრჩხილები საშუალოდ 0,5მმ იზრდება. ზაფხულში ფრჩხილის გაზრდა უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს. ხელის ფრჩხილები უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ფეხის.
ქონის ჯირკვლებიც განლაგებულია კანში და ცხიმს გამოყოფს. ცხიმი არბილებს კანს, ანიჭებს ელასტიურობას და წყალგაუმტარს ხდის მას. მოზარდები აქტიურად მიმდინარეობს ცხიმის გამოყოფა და სახესა და სხვა ნაწილებში ჩირქოვანი გამონაყარი წარმოიქმნება.

კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი მდებარეობს დერმის ნქვეშ. ეს შრე საკვები ნივთიერებებისა და ენერგიის საწყობია. ამავე დროს ის ორგანოებს ბალიშის მაგივრობას უწევს.

კანს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თბორეგულაციაში. თერმორეგულაცია არის ორგანიზმში სითბოს წარმოქმნისა და გაცემის პროცესების წონასწორობის უზრუნველყოფა.
კანში მოთავსებულია
თერმორეცეპტორები, სიცივისა და სითბოს რეცეპროტები, რომლეთა საერთო რაოდენობა 170 ათასია. აქედან 150 ათასი სიცივეზე რეაგირებს. 1მმ2-ზე სიცივის რეცეპროტერების რაოდენობაა 6-დან 23-მდე ხოლო სითბოსი – 3 რეცეპტორი. გარემოს ტემპერატურის ცვლილებისას რეცეპტორებში წარმოიქნება აგზნება, რომელიც ჰემისფეროს ქერქს გადაეცემა და იქიდან კანის სისხლძარღვებს. სიცივის დროს ნერვული იმპულსებით სისხლძარღვები ვიწროვდება და კანი ფერმკრთალდება, ასევე აქტიურდება კუნთების რიტმული შეკუმშვა, კანკალი, რომელიც სითბოს წარმოქმნის. ტემპერატურის მუდმივობას ორგანიზმში შუამდებარე ტვინი, კერძოდ ჰიპოთალამუსი უზრუნველყოფს. მაღალი ტემპერატურისას სისხლძარღვები რეფლექსურად ფართოვდება და კანი წითლდება. სითბოს გაცემაზე მოქმედებს ტენიანობა. თუ ჰაერის ტენიანობა მაღალია, მაშინ კანის ზედაპირიდან ოფლის აორთქლება იზღუდება და სითბოს გაცემაც ბრკოლდება. თერმორეგულაციაში მონაწილეობს თორკმელზედა ჯირკალი(ადრენალინი ამცირებს სითბოს გამოყოფას სისხლ-ძარღვების შევიწროებით) და ფარისებრი ჯირკვალი(თიროქსინი აძლიერებს მეტაბოლოზმს). თერმორეგულაცია შუამდებარე ტვინის, დიდი ნახევარსფეროების ქერქისა და შინაგანი სეკრეციის ჯირკლების მეშვეობით ხორციელდება.

კანის ფუნქციები

  • მექანიკური დაზიანებისგან იცავს ქსოვილებსა და ორგანოებს
  • ხელს უშლის უცხო ნაწილაკებისა და დაავადების გამომწვევების შეღწევას
  • გამოიმუშავებს მუქ პიგმენტს, რომელიც იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან
  • წარმოიქმნება D ვიტამინი
  • წნევვის ტკივილის სითბოსა და ციხივის რეცეპტორებით აღიქვამს გარემოსიგნალებს
  • საოფლე ჯირკვლების დახმარებით გამომყოფ ფუნქციას ასრულებს
  • ხელს უწყობს სხეულის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას თბორეგულაციით

წყარო: ცუზმერი ანნა გამომცემლობა “თბილისი: განათლება 1982”, ლ.ბურდილაძე “დიოგენე”

მოგვაწოდა რომეო ქებულაძემ

თქვენი online რეპეტიტორი