კონსპექტები ისტორიაში XIII

კონსპექტები ისტორიაში XIII

კონსპექტები ისტორიაში მომზადებულია ისტორიის მე-12 კლასის სახელმძღვანელოს მიხედვით. წიგნის ავტორები: ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, რევაზ გაჩეჩილაძე.

 

  1. 1921 წლის მაისში საქართველოს რევკომმა ცნო აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. მაგრამ უკვე 16 დეკემბერს რკპ ცკ-ის რეკომენდაციით თბილისსა და სოხუმს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც აფხაზეთის სსრ შევიდა საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში, როგორც  ე.წ. „სახელშეკრულებლო რესპუბლიკა“, ფაქტობრივად, ავტონომიის უფლებებით.
  2. 1921 წლის ივნისში აჭარას მიეკუთვნა ასსრ-ის სტატუსი, რაც, არსებითად, გამომდინარეობდა იმავე წლის 16 მარტს მოსკოვის რუსულ-თურქული ხელშეკრულებიდან.
  3. 1922 წლის აპრილში საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
  4. 1988 წელს გაიხსნა როკის გვირაბი და საქართველოში დაუყოვნებლივ წამოყო თავი ოსურმა სეპარატიზმმა.
  5. 1922 წლის სექტემბერში სტალინმა წამოაყენა კავკასიის ახალშექმნილი საბჭოთა რესპუბლიკების რუსეთის ფედერაციაში ავტონომიების სახით გაერთიანების გეგმა. სომხეთისა და აზერბაიჯანის კომუნისტების უმრავლესობა დაეტანხმა, ხოლო ქართველებისა კი არა.  1922 წლის ბოლოს სტალინის დაჟინებული მოთხოვნით შეიქმნა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტური რესპუბლიკა.
  6. საბჭოთა კავშირში „ნაციონალ-უკლონიზმი“ ეწოდა პარტიის გენერალური ხაზიდან ეროვნულ ნიადაგზე გადახრას.
  7. კავშირის საბჭო  წარმოადგენდა, ევროპაში, ემიგრაციაში მყოფი ამირკავკასიის ქვეყნების დევნილი მთავრობების საკოორდინაციო მუდმივი ორგანო.
  8. 1922 წლის დამდეგიდან პარტიზანული ბრძოლები დაიწყო ქაქუცა ჩოლოყაშვილმა თავის რაზმთან ერთად, რომელიც 1024 წლის აგვისტოში ჩაახშეს. 1922 წლის აგვისტოში კახეთსა და ფშავ-ხევშურეთში აჯანყებას სასტიკი რეპრესიები მოჰყვა. მალე დააპატიმრეს მთელი „სამხედრო ცენტრი“.
  9. 1920-იან წლებში საბჭოთა კავშირში მოქმედებდა ე.წ. ნეპ-ი – „ახალი ეკონომიკური პოლიტიკა“.
  10. საბჭოთა კავშირის 1936 წლის კონსტიტუციით გაუქმდა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა.
  11. საბჭოთა კონსტიტუციის ბაზაზე 1937 წელს შეიქმნა საქართველოს სსრ კონსტიტუცია.
  12. 1931 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა ლავრენტი ბერია. 1938 წლის ბოლოს სტალინმა ბერია მოსკოვში წაიყვანა და ის საკავშირო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს ჩაუყენა სათავეში, მის ნაცვლად კი 1938-1952 წლებში საქართველოს პირველ მდივნად კანდიდ ჩარკვიანი დანიშნა.
  13. 1953-72 წლებში საქართველოს პირველი მდივანი იყო ვასილ მჟავანაძე, რომლის დროსაც საქართველოში გაჩნდა „ჩრდილოვანი ეკონომიკა“, ფართოდ გაიფურჩქნა კორუფცია.
  14. 1972-85 წლებში საქართველოში კომპარტიის პირველ მდივნად დაინიშნა რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე.
  15. 1985-1089 წლებში პირველი მდივანი იყო ჯუმბერ პატიაშვილი.
  16. 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიულ არჩევნებში კომუნისტური პარტია დამარცხდა და საბჭოთა ხელისუფლება საქართველოში დამთავრდა, თუმცა რესპუბლიკა რჩებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაშ მის საბოლოო დაშლამდე -1991 წლის 21 დეკემბრამდე.
  17. 1921 წლის 6 აპრილს ახლაგასაბჭოებულმა საქართველოს რევკომმა კომუნისტური იდეოლოგიის შესაბამისად მოახდინა მიწის სრული ნაციონალიზაცია და აიკრძალა მისი ყიდვა-გაყიდვა ან იჯარი გაცემა.
  18. 1944 წელს დაიწყო რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მშენებლობა, ომის შემდეგ ქუთაისში ააწყვეს გერმანიიდან ჩამოტანილი საავტომობილო ქარხანა.
  19. დავით კარაჭიშვილმა შეადგინა „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წიგნთსაცავის სრული აღწერილობა, დაარსა ბიბლიოთეკა და მუზეუმი.
  20. 1918 წლის 26 იანვარს საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა – გაიხსნა თბილისის უნივერსიტეტი. ამ საქმის მთავარი სულისჩამდგმელი ივანე ჯავახიშვილი იყო. უნივერსიტეტის პირველი რექტორი გახდა პეტრე მელიქიშვილი, შემდეგ კი მას ივანე ჯავახიშვილი ჩაენაცვლა.
  21. 1922 წელს თბილისში გაიხსნა სამხატვრო აკადემია, 1924 წელს – კონსერვატორიას მიენიჭა სახელმწიფო სტატუსი(შეიქმნა 1917 წელს). მალე უნივერისტეტის შესაბამისი ფაკულტეტების ბაზაზე ცალკე უმაღლეს სასწავლებლებად ჩამოყალიბდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი.
  22. 1928 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის დადგენილებით აიკრძალა ცალკეული ლიტერატურული ჯგუფებისა თუ ასოციაციების შექმნა.
  23. 1953 წელს გარდაიცვალა  იოსებ სტალინი
  24. 1956 წელს კომუნისტური პარტიის XX ყრილობაზე სტალინის კულტის დაგმობას მოჰყვა საპროტეტსტო აქციები თბილისში. მომიტინგეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ სამხედრო ძალა გამოიყენა, რამაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვრეპლა.
  25. 1956 წლის 9 მარტის მოვლენების შემდეგ შეიქმნა პირველი არალეგალური ეროვნული ორგანიზაციები: „გორგასლიანი(შექმნა ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ), „სიღნაღის ახლგაზრდა გვარდია“, „სამშობლოსათვის მებრძოლთა კავშირი“.
  26. 1961 წელს პარტიის XXII ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვმა ეროვნულ საკითხთან დაკავშირებით პარტიის ახალი ხედვა წარმოადგინა „ახალი საბჭოთა ერის“ შექმნის თაობაზე.
  27. 1976 წელს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თაოსნობით შეიქმნა „ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი“. ამ ჯგუფის თაოსნობით დაარსდა იმავე წელს „ჰელსინკის ჯგუფი“.
  28. 1977 წელს  სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქად ილია II (შიოლაშვილი) აირჩიეს.
  29. 1978 წლის 14 აპრილს, რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ კონსტიტუციის საბოლოო დამტკიცების დროს რუსთაველის გამზირზე ზღვა ხალხი შეიკრიბა.  ისინი  აპროტესტებდნენ კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას, რომელიც ქართულ ენას რესპუბლიკის სახელმწიფო ენად აცხადებდა.
  30. 1989 წლის 4 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე დაიწყო ფართომასშტაბიანი პერმანენტული მიტინგი, რომლის უშუალო მიზეზი იყო აფხაზეთში დაწყებული სეპარატისტული გამოსვლები. თანდათანობით მომიტინგეთა უპირველეს მოთხოვნად იქცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. 9 აპრილს საბჭოთა შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების რაზმებმა მომიტინგეების დაშლით სისხლში ჩაახშეს სახალხო გამოსვლა.
  31. 1985 წელს კომუნისტური პარტიის პოლიტბიურომ გენერალურ მდივნად აირჩია თავისი ყველაზე ახალგაზრდა წევრი 54 წლის მიხეილ გორბაჩოვი, რომელმაც მალე წამოიწყო „პერესტროიკა“ – რეფორმების სერია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გარდაქმნის მიზნით. 1988 წელს გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის პირველ და უკანასკნელ პრეზიდენტად აირჩიეს.
  32. საბჭოთა კავშირი 1979 წელს ჩაება  ავღანეთის ომში, რომლის შეწყვეტა მხოლოდ 1989 წელს მოხერხდა.
  33. 1986 წელს, უკრაინაში, ჩერნობილში აფეთქდა ატომური ელექტროსადგურის ერთი ბლოკი, რამაც რადიაციული დაბინძურება და დიდი ფართობის გამოუსადეგრობა გამოიწვია.
  34. 1990 წელს ბორის ელცინი რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს, 1991 წლის 12 ივნისს კი საყოველთაო არჩევნების შედეგად – რუსეთის ფედერაციის  პირველ პრეზიდენტად.
  35. 1961 წლიდან აღმოსავლეთ  ბერლინსა და დასავლეთ ბერლინს ბეტონის მაღალი კედელი აშორებდა.
  36. 1949 წელს დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი ნატო-ს გასაწონასწორებლად კრემლმა ჩამოაყალიბა სამხედრო ბლოკი, ცნობილი არაოფიციალური სახელით – „ვარშავის პაქტი“. 1955 წლის 1 მაისს საბჭოთა კავშირმა პოლონეთთან, ჩეხოსლოვაკიასთან, უნგრეთთან, რუმინეთთან, ბულგარეთთან, გდრ-სთან და ალბანეთთან ერთად ხელი მოაწერა „ ხელშეკრულებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“.
  37. 1956 წელს უნგრეთმა სცადა ვარშავის პაქტიდან გასვლა, რაც მისი სუვერენული უფლება იყო, ბუდაპეშტში საბჭოთა ტანკები შევიდნენ და დიდი სისხლისღვრის ფასად უნგრეთში „კომუნისტური წესრიგი“ აღადგინეს.  სისხლის ღვრის გარეშე ჩაიარა ჩეხოსლოვაკიის მცდელობამ ვარშავის პაქტიდან გასვლის შესახებ.
  38. რუმინეთის კომუნისტი დიქტატორის ნიკოლაე ჩაუშესკუს ხელმძღვანელობით სანახევროდ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ახორციელებდა, თუმცა „ვარშავის პაქტიდან“ ის არ გასულა და არც სოციალიზმზე ამბობდა უარს.
  39. 1968 წელს „ვარშავის პაქტიდან“ გავიდა ალბანეთი.
  40. 1980 წელს პოლონეთში შეიქმნა მასობრივი არალეგალური მოძრაობა „სოლიდარნოსტი“, რომელიც საბოლოოდ კომუნისტური რუსეთის უღლისგან პოლონეთის გათავისუფლების ხელშემწყობ ძალად იქცა.
  41. 1989 წლის 27 ივნისს დაიწყო „სოციალისტური“ ბანაკის“ საზღვრების მოშლა. ეს რეჟიმის დაცემის პრელუდია გახდა. იმ დღეს კომუნისტურ უნგრეთსა და კაპიტალისტურ ავსტრიას შორის უნგრეთის მოსახლეობამ მოშალა საზღვარი. უნგრეთის სასაზღვრო დაცვას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამას იმავე 1989 წელს მოჰყვა გდრ-ის მოსახლეობის მიერ „ბერლინის კედლის“ დანგრევა, 1990 წელს – გერმანიის გაერთიანება, უსისხლო რევოლუციები ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთში, ბულგარეთში, უნგრეთში, ალბანეთში, სისხლიანი რევოლუცია – რუმინეთში, „ვარშავის პაქტის“ დაშლა, მრავალპარტიული არჩევნები ყველა ამ ქვეყანაში და არაკომუნისტური პარტიების ხელისუფლებაში მოსვლა.
  42. 1990 წლის 12 სექტემბერს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ქვეყნებმა გერმანიას დართეს ნება გაერთიენებულიყო. 3 ოქტომბერს გერმანიის ერთიანობა დას რული სუვერენიტეტი აღდგა.
  43. 1990 წელს გორბაჩოვს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა იმისათვის, რომ მან აღმოსავლეთ ევროპის ხალხებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა.
  44. 1990 წელს „ვარშავის პაქტიდან“ გამოვიდა ცენტრალური ევროპის ყველა ქვეყანა. ორგანიზაციის საბოლოო დაშლა ოფიციალურად 1991 წელს გამოცხადდა.  ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის „გარე იმპერის“ ნგრევა იყო.
  45. 1990 წლის 11 მარტს ლიტვის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა. იმავე წლის 4 მაისს იგივე გააკეთა ლატვიამ, ხოლო 8 მაისს – ესტონეთმა
  46. 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულმა საქართველოს ახალი უმაღლესი საბჭოს (მალე მას „უზენაესი საბჭო“ ეწოდა) არჩევნებმა გამარჯვება მოუტანა ბლოკს „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით.
  47. 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელშიც მონაწილეთა 97 პროცენტმა მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან საქართველოს გასვლას და დამოუკიდებლობის აღდგენას. იმავე წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. 26 მაისს ჩატარებული არჩევნებით კი პრეზიდენტად აირჩიეს ზვიად გამსახურდია.
  48. 1991 წლის 18-20 აგვისტოს მოსკოვში იყო მცდელობა სრულად აღედგინათ საბჭოთა ხელისუფლება (აგვისტოს პუტჩი), რაც მარცხით დასრულდა.
  49. 1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა დაეტოვებინა თბილისი და ჯერ სომხეთში გადასულიყო, ხოლო იქედან ჩეჩნეთისათვის შეეფარებინა თავი.
  50. 1992 წლის იანვარში ძალაუფლებას დაეუფლა „სამხედრო საბჭო“ ტენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის შემადგენლობით; პრემიერ-მინისტრად მათ დააბრუნეს ზვიად გამსახურდიას მიერ დანიშნული და მის დროსვე გადამდგარი თენგიზ სიგუა. იმავე წელს  სამხედრო საბჭომ ქვეყანაში  მოიწვიეს ედუარდ შევარდნაძე სიტუაციის დასარეგულირებლად.
  51. 1992 წლის ოქტომბერში სამი წლის ვადით ირჩიეს საქართველოს ახალი პარლამენტი, რომლის თავჯდომარედ და სახელმწიფოს მეთაურად ედუარდ შევარდნაძე აირჩიეს.
  52. 1990 წლის შემოდგომაზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიურმა ოლქმა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ცალკე მოკავშირე რესპუბლიკად გამოაცხადა თავის. აქ დაიწყო სერიოზული კონფლიქტი, რომელიც 1992 წლის ზაფხულში რუსეთსა და საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმებით („დაგომისის შეთანხმება“) დაკონსრევდა, რადგან კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტის გზა მხარეებმა ვერ მონახეს.
  53. 1992 წლის ივლისში აფხაზეტის უმაღლესმა საბჭომ კანონდარღვევით მიიღო „დეკლარაცია აფხაზეთის ასსრ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ“. თენგიზ კიტოვანმა ამის გამო 14 აგვისტოს შეიყვანა გვარდია აფხაზეთში, სადაც გაღვივდა შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მალე სამოქალაქო ომში გადაიზარდა.
  54. 1999 წელს საქართველო მიიღეს ევროპის საბჭოში, რაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანის პროგრესის მაჩვენებელი იყო.
  55. 2003 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების გაყალბების გამო საზოგადოება ქუჩაში გამოვიდა, რათა საკუთარი უკმაყოფილება გამოეთქვა. 23 ნოემბერს ოპოზიციამ აიძულა შევარდნაძე გადამდგარიყო, რასაც „ვარდების რევოლუცია“ ეწოდა.
  56. 2004 წლის იანვარში საქართველოს ახალ პრეზიდენტად არჩეულ იქნა მიხეილ სააკაშვილი. პრემიერ-მინისტირ გახდა ზურაბ ჟვანია(ის 2005 წლის მარტში ტრაგიკულად დაიღუპა).
  57. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის წაქეზებით ოსმა სეპარატისტებმა დაიწყეს პროვოკაციები, რასაც მოჰყვა რუსეთის არმიის შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. ეს რუსეთ-საქართველოს ომში გადაიზარდა და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია ნათელი გახდა. 2008 წლის 26 აგვისტოს  პროვინციები რუსეთმა „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ გამოაცხადა.

 

„თქვენი onlineრეპეტიტორი“

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]