თირკმელი

თირკმელი

თირკმელი

თირკმელი, კანი, ფილტვები, ნაწლავები ექსკრეტორული ორგანოებია. თირკმლების მეშვეობით ორგანიზმიდან გამოიდივნება წყალი, შარდოვანა, ფოსფორმჟავას მარილები, ნატრიუმის ქლორიდი (NaCl) და სხვ. საერთო ჯამში მანვნე ნივთიერებების 75%.

თირკმელი წყვილი ორგანოა, რომელიც მდებარეობს მუცლის ღრუში, წელის დონეზე, ხერხემლის ორივე მხარეს, მას ლობიოს მარცვლის ფორმა აქვს. იგი 2 შრისგან შედგება: გარეთა ქერქოვანი და შიგნითა ტვინოვანი შრისაგან. გარეთა შრეში უამრავი კაპილარული გორგალია , იგი ფიალისებურ წარმონაქმნში, კაფსულაშია მოთავსებული. მისი კედელი ეპითელური უჯრედის ერთი შრისაგან შედგება. კაფსულის გაგრძელებაა თიკმლის კლაკნილი მილაკები, ეს მილაკები ტვინოვან შრეს ქმნის. კაფსულა, მასში მოთავსებული კაპილარული გორგალი და კლაკნილი მილაკები თირკმლის ფუნქციურ ერთეულს – ნეფრონს ქმნის, სადაც შარდი იქმნება. თირკმელს სისხლი თირკმლის არტერიით მიეწოდება და მცირე არტერიებად იტოტება და კაპილარულ გორგალს ქმნის. სისხლის შემავალი არტერიოლას სანათური დიამეტრით უფრო დიდია ვიდრე გამომტანების, ამიტომ იქმნება სისხლის მაღალი წნევა, რომლის მსგავსი სხეულის არც ერთ კაპილარულ ქსელში არ არის, ამიტომ სისხლის მაღალი წნევა პლაზმის ფილტრაციას ახდენს. გამოდის როგორც სასარგებლო (ამინომჟავები გლიკოზა და ა.შ) ისე საზიანო(შარდოვანა შარდის მჟავა და ა.შ) ნივთიერებები. დიდი ზომის მოლეკულები, როგორიცაა ცილები და უჯრედები, ფილტრატში ვერ გადიან, რადგან არ ეტევიან. კაპილარების თხელი კედლიდან პლაზმა ჟონავს და კაფსულაში ჩაედინება, ეს პირველადი შარდია. იგი თავისი შედგენილობით პლაზმას გავს, თუმცა არ აქვს ცილები. ასეთი შარდი პირდაპირ რომ ტოვებდეს ორგანიზს, ადამინი დაიღუპებოდა. კლაკნილ მილაკებში შეიწოვება წყლის უმეტესი ნაწილი და ორგანიზმისთვის აუცილებელი სხვა ძირითადი ნივთიერებები, როგორიცაა : გლუკოზა, ამინომჟავები, მინ. მარილები და სხვ. ყალიბდება მეორეული შარდი, ანუ საბოლოო შარდი. მეორეული შარდი შემკრები მილაკებით გადადის თირკმლის მენჯში, თირკმლის მენჯიდან გადადის შარსაწვეთებში, საიდანაც შარდი ჩაედინება შარდის ბუშტში. როდესაც შარდის ბუშტი გაივსება, შარდი მიაწვება შარდის ბუშტის სფინქტერს, სფინქტერი იღება და შარდი კენტ შარდსადინარში გადადის, საიდანაც გარეთ გამოიყოფა. ნეფრონში გარდა გადილტვრისა და შეწოვისა სეკრეციაც მიმდინარეობს. ეპითელიუმს გადააქვს წყალბადისა და კალიუმის იონები, ასევე წამლების უმრავლესობა მაგალითად პენიცილინი და ტოქსიკური ნივთიერებები.

თირკმლის მილაკებზე შემოხვეულ კაპილარებში მოხვედრილი ორგანიზმისთვის საშირო ნივთიერებები(გლუკოზა და ა.შ), პატარ-პატარა ვენებად ერთიანდება, ბოლოს კი იგი თირკმლის ვენას უერთდება. თირკნლის ვენიდან სისხლი ქვედა ღრუ ვენაში ჩავა და სისხლის მიმოქცევის სისტემას შეუერთდება. თირკმელში სისხლის ¼ იფილტრება.

თირკმელი

თირკმელი

უკუშეწოვის პროცესი მოითხოვს ენერგიას, რადგანაც დიდია ეპითელური ქსოვილის შესრულებული სამუშაო, რადგან ის პირველიადი შარდიდან იწოვს წყლის 96%-ს. ეს ენერგია მთელი ორგანიზმის ენერგიახარჯვის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

შარდის გამოყოფა ხდება როგორც რეფლექსურად ასევე ჰუმორულად.

შარდის გამოყოფის რეფლექსების რკალები გადის ზურგის ტვინის გავის განყოფილებაში. ხოლო ის ფაქტი, რომ შარდის გამოყოფა ადამიანის ნება-სურვილს ექვემდებარება გავლენასთან ახდენს თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქის ნეირონები. სიმფათიკური და პარასიმფათიკური ნერვები შარდის გამოყოფაში შებრუნებულად მოქმედებენ. სიმფათიკური ნერვები ავიწროვებენ თირკმლის სისხლძარღვებს, ამიტომ გამოყოფა ნელდება, ხოლო პარასიმფათიკური აძლიერებს შარდის გამოყოფას.

შარდის გამოყოფის ჰუმორულ რეგულაცია განპირობებულია ქიმიური შედგენილობით. ზოგიერთი შხამის ზეგავლენით თირკმლის ეპითელური უჯრედები იღუპება, წყდება მეორადი შარდის წამორმება და ასეთ შემთხვევაში ადამიანი მალევე იღუპება.

თირკმელში ბევრი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება სინთეზდება. მათ შორისაა ჰორმონული ნივთიერება რენინი, რომელიც ამაღლებს არტერიულ წნევას. ასევე სხვა ქიმიური ნივთიერებები, ისინი აძლიერებენ ორგანიზმის რეზისტენტობას (მდგრადობას) ინფექციების მიმართ და სისხლწარმოქმნის პროცესებს.

თირკმელებზე უარყოფითად მოქმედებს ცხარე საჭმელები, რომელშიც სანელებლები ბევრია, ამ შემთხვევაშ ადამიანს შეიძლება ძალიან დაუავადდეს თირკმელი.

ბავშვებს შარდის გამოყოდის რეფლექსების ცენტრალური ნაწილი 2-3 წლის ასაკში უყალიბდებათ და გამომუშავდება ნებითი გამოყოფის ჩვევა.

ფუნქციები

  • ჰომეოსტაზი (შინაგანი გარემოს მუდმივობა).
  • გამოიმუშავებს ჰორმონს რენინს, რომელიც ამაღლებს არტერიულ წნევას.
  • გამოიმუშავებს ნივთიერებას, რომელიც აძლიერებს სისხლწარმოქმნას და
    იცავს ინფექციებისგან.

წყარო: ცუზმერი ანნა გამომცემლობა “თბილისი: განათლება 1982”, ლ.ბურდილაძე “დიოგენე”
მოგვაწოდა რომეო ქებულაძემ

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]