თვალი

თვალი

თვალი

თვალის კაკალს სფეროს მოყვანილობა აქვს. იგი ქალას თვალბუდეში არის მოთავსებული. თვალის ირგვლივ მდებარე ორგანოები თვალს იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან, კერძოდ:

წაბები -შუბლიდან ჩამოსული ოფლისგან.
წამწამები და ქუთუთოები -მტვრისგან.

ქუთუთოს შიგა ზედაპირი ლორწოვანი გარსით – კონიუნქტივითაა დაფარული, რომელიც ნაწილობრივ ფარავს თვალის გარეთა ზედაპირს.

საცრემლე ჯირკვლებიც დამცველობით ფუნქციას ასრულებს,რომელიც თვალის გარეთა კუთხეში მდებარეობს და ცრემლს გამოყოფს. ცრემლი წმენდს, ასველებს, ათბობს თვალის ზედაპირს. ცრემლი შეიცავს სპეციალურ დამცველობით ნივთიერებას – ლიზოციმს, რომელიც როგორც ვიცით აუვნებლებს მიკრობებს.

თვალის კაკალს გარედან ცილოვანი გარსი, სკლერა (1) ფარავს. იგი მკვრივი შემაერთებელ-ქსოვილოვანი გარსია, რომელიც იცავს თვალს დაზიანებისგან, თვალში უცხო ნაწილაკებისა და მოიკრობების მოხვედრისგან. იგი ძირითადად კოლაგენისგან და ელასტინისგან შედგება. სკლერას 6 კუნთი ემაგრება, რომელიც თვალს ყველა მიმართულებით აბრუნებს.

თვალის წინა ნაწილში ცილოვანი გარსი რქოვანაში (2) გადადის, ის გამჭვირვალე ქსოვილია, რომელიც ადვილად ატარებს მზის სხივებს.

ცილოვანი გარსის ქვეშ სისხლძარღვოვანი გარსია (3), რომელიც შეიცავს სისხლძარღვებს. თვალის კაკალს აწვდის საკვებსა და ჟანგბადს, ანუ კვებავს მას.

სისხლძარღვოვანი გარსი ფერად გარსში (4) გადადის. ფერადი გარსი პიგმენტს შეიცავს, რომელზეც დამოკიდებული თვალის ფერი. თუ დიდი რაოდენობითა პიგმენტი მაშინ თვალი მუქი ფერისაა, ხოლო თუ ცოტა რაოდენობით, მაშინ ღია ფერის.ფერად გარსსა და რქოვანას შორის სივრცეა (5), რომელიც გამჭვირვალე სითხითაა ამოვსებული.

ფერადი გარსის შუაში ხვრელია, რომელსაც გუგა (6) ეწოდება. სუსტი განათების დროს განივი კუნთების შეკუმშვით გუგის ხვრელი ფართოვდება, ხოლო ძლიერი განათებისას ირკგლივი კუნთების შეკუმშვით გუგის ხვრელი ვიწროვდება. ასე გუგა თვალში სინათლის სხივის შესვლას არეგულირებს.

გუგის უკან მოთავსებულია ბროლი (7). იგი გამჭვირვალე, ორმხრივამოზნექილი ლინზის მსგავსი წარმონაქმნია და შედგება ცილებისგან. ბროლი წამწამოვანი კუნთებით (7ა) არის გარშემორტყმული, იგი უნებლიე მოქმედებისაა და მათი შეკუმშვით ბროლი იცვლის ფორმას, ამით კი ბროლში სხივის გარდატეხის კუთხე იცვლება.

თვალის კაკლის ღრუს უდიდესი ნაწილი მინისებური სხეულითაა (8) ამოვსებული, რომელიც გამჭვირვალე ბლანტი ნივთიერებაა. იგი თვალს ფორმას უნარჩუნებს.

მინისებური სხეულის შიგა ზედაპირზე თვალის შუქმიმღები გარსი – ბადურაა (9) მოთავსებული. მასზე განლაგებული ფოტორეცეპტორების აგზნების შედეგად ნერვული იმპულსები მხედველობის ნერვით (10), რომელიც ბადურის ნეირონების აქსონების გროვაა, თავის ტვინის კეფის წილში მიდის, სადაც მიღებული ინფორმაციის გაანალიზება ხდება.

ფოტორეცეპტორები ორგვარია : კოლბები და ჩხირები.
კოლბები კაშკაშა სინათლეზე ღიზიანდება. მათ ფერის აღქმის უნარი აქვთ.
ჩხირები კი ზომიერი ან სუსტი შუქით ღიზიანდება და საგნებს აღიქვამს. ფოტორეცეპტორების გარდა ბადურა უამრავ ნეირონს შეივავს. მათი და ფოტორეცეპტორების ერთობლიობა მხედველობის ნერვს ქმნის.

ბადურაზე არის ერთი ადგილი, სადაც რეცეპტორები არ მდებარეობს და, შესაბამისად, გამოსახულება არ აღიქმება. მას ბრმა ხალი ქვია (11). თვალის კაკლის ზუსდატ ამ ნაწილიდან გამოდის მხედველობის ნერვი. გუგის მოპირდაპირე მხარეს კი, ბადურის შუა ადგილას, კოლბებისა და ჩხირების დიდი გროვაა. ამ ადგილს ყვითელ ხალს (12) უწოდებენ, რომელშიც ფოკუსირებული გამოსახულება ყველაზე მკაფიოდ აღიქმება.

აღსანიშნავია, რომ ბადურაზე საგნის შებრუნებული გამოსახულება აღიქმება, თუმცა თავის ტვინმა ამ შეცდომის გასწორება ისწავლა.

საგნის მკაფიოდ დასანახად, აუცილებელია გამოსახულება ბადურაზე ფოკუსირდეს, რასაც ბროლი უზრუნველყოფს. თუ ახლოსაა საგანი, მაშინ ბროლი ბროლი ბრტყელდება, ხოლო შორს მდებარე საგნების დროს ბროლი ჩაიზნიქება, ორივე შემთხვევაში გამოსახულება ბადურაზე აღიქმება. ბროლის უნარს გაარჩიოს სხვადასხვა მანძილით დაშორებული საგნები და შეიცვალოს ფორმა აკომოდაცია ეწოდება.ხანდაზმულობის ასაკში ზოგკერ ბროლი გამჭირვალობას კარგავს, ანუ იმღვრევა და ვითარდება დაავადება კატარაქტა, რომელიც მხედველობის დაქვეითებას იწვევს. თანამედროვე მედიცინამ შექმნა ხელოვნური ბროლი, რომლითაც ამღვრეულ ბროლს ანაცვლებენ.

ზოგჯერ თვალი აკომოდაციის უნარს კარგავს, რაც მხედველობის დარღვევას იწვევს.

თვალი

თვალი

თვალი

თვალი

ახლომხედველობის დროს თვალის კაკალი თვალის კაკალი წაგრძელებულია, შორს მდებარე საგნები ბადურის წინ აღიქმენბა. მათ ორმხრივჩაზნექილი სათვალე ესაჭიროებათ. იგი თვალს ვიზუალურად აპატარავებს.

შორსმხედველობის დროს თვალის კაკალი დამოკლებულია, ახლო მდებარე საგნები ბადურის უკან აღიქმება. მათ ორმხრივამოზნექილი სათვალე ჭირდებათ. იგი თვალს ვიზუალურად ადიდებს.

 

 

 

წყარო: ლამარა ბურდილაძე გამომცემლობა”დიოგენე” და ნ.ზაალიშვილი გამომცემლობა “ტრიასი”
მოგვაწოდა რომეო ქებულაძემ

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]