თავის

თავის

თავის და ტანის ჩონჩხები

ქალა შედგება ტვინისა და სახის ნაწილებისგან. ტვინის ქალას ძვლები ერთმანთთან უძრავად, ნაკეერბით არის შეერთებული და ესენია:
კენტი შუბლის, კენტი კეფის, წყვილი თხემის და წყვილი საფეთქლის ძვლები.

სახის ქალა 15 ძვლისგან შედგება. მათგან ყველაზე დიდი ყბის ძვლებია. ქვედა ყბის ძვალი ეთადერთია, რომელიც ზედა ყბასთან მოძრავად არის შეერთებული. ორივე ყბაზე მოთავსებულია კბილ-ბუდეები და კბილები.


ტანის ჩონჩხი

თავის და ტანის ჩონჩხები

თავის და ტანის ჩონჩხები

ხერხემალი 33-34 მალისგან შედგება. ყოველ მალას გააჩნია სხეული და რამდენიმე მორჩი. მალები ერთმანეთზეა დალაგებული და მათ შორის არის ხრტილოვანი ქსოვილის ფენა (მალთაშუა დისკო), რომელიც ხერხემლის მოქნილობას განაპირობებს. ხერხემლის არხში არის მოთავსებული ზურგის ტვინი. გავის მალები მჭიდროდ არის ერთმანეთთან შეზრდილი და გავის ძვალს ქმნის. ასევე სახეშეცვლილი და შემცირებული ფორმაა კუდუსუნის მალები.

ადამიანის ხერხემალი შედგება: კისრის 7, გულმკერდის 12,
წელის 5, გავის
5 და კუდუსუნის 4-5 მალისგან.

გულმკერდის ყაფაზი შედგება: მკერდის ძვალს + 12 ნეკნი და
+ 12 წყვილი ნეკნი (24).

წინა კიდურების სარტყელი შედგება: ლავიწი + ბეჭის ძვალი
უკანა კიდურების ჩონჩხი შედგება: მხარი + წინამხარი + მტევანი + ნების ძვლები და თითების ფალანგები.

ქვედა კიდურები სარტყელი შედგება: მენჯი + გავა
ქვედა კიდურების ჩონჩხი შედგება: ბარძაყის + წვივის + ტერფის + ნების ძვლები და თითების ფალანგები.

ადამიანის ხერხემალს აქვს 4 ნადრეკი: კისრის, გულ-მკერდის, წელის და გავის.
ამართულ სიარულთან დაკავშირებით ხერხემალს აქვს ნადრეკები, რაც მას ესისებურ (S) ფორმას აძლევს. ასევე სიარულისას ნადრეკები ამცირებენ ბიძგებს, ამ პროცესში ასევე ეხმარება თაღოვანი ტერფი. ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით გულმკერდი გვერდიდან შევიწროვებულია. ასევე ტვინის ქალა უფრო დიდი ვიდრე თავის ქალა. ასევე მენჯი თაღოვანია და თასის ფორმა აქვს. იგი მუცლის ღრუს შინაგანი ორგანოების საყრდენია.

წყარო: ცუზმერი ანნა გამომცემლობა “თბილისი: განათლება 1982”, ლ.ბურდილაძე “დიოგენე”

მოგვაწოდა რომეო ქებულაძემ

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]