ზურგის და თავის ტვინი

ზურგის და თავის ტვინი

ზურგის და თავის ტვინი

ზურგის ტვინი ხერხემლის ძვლოვან არხში არის მოთავსებული. მას 1სმ დიამეტრის თეთრი ზონარის ფორმა აქვს, სიგრძით კი 42-45სმ-მდე აღწვებს. ზურგის ტვინი 30გ-მდე იწონის. იგი 31 სეგმენტისგან შედგება.

ზურგის ტვინი კისრის, გულმკერდის, წელისა და გავის ნაწილებადაა დაყოფილი. იგი 3 გარსითაა დაფარული, რომელიც შემაერთებელსქსოვილობვანია. ზურგის ტვინის ცენტრალურ ნაწილს ქმნის რუხი ნივთერება, რომელიც ჩართული და მამოძრავებელი ნეირონების გროვებისგანაა წარმოქმნილი, მას H-ის ფორმა აქვს. ცენტრში ხვრელია, რომელსაც ზურგის ტვინის არხს ეწოდება, იგი ზურგის ტვინის სითხითაა ამოვსებული. მის წინა და უკანა ზედაპირზე 2 ღრმა სიგრძივი ღრუა, რომელიც მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად ყოფს მას.
რუხი ნივთიერების ირგვლივ
თეთრი ნივთიერებაა, რომელიც გრძელი მორჩების გროვებისგანა არის წარმოქმნილი. ისინი ზურგის ტვინის გასწვრივ ზემოთ და ქვემოთ მიემართებიან და აღმავალ და დაღმავალ გზებს ქმნიან. ზურგის ტვინიდან გამოდის 31 წყვილი შერეული ნერვი, რომლებიც მიეკუთვნება სომატურს, სიმფატიკურს და პარასიმფატიკურს.
იგი იწყება 2 ფესვით, წინა და უკანა.
უკანა ფესვები მგრძნობიარე ნეირონების აქსონებია.
წინა ფესვები მამოძრავებელი ნეირონების აქსონებია.
თუ უკანა ფესვი დაზიანდა მგრძნობელობას კარგავს ადამიანი, თუ წინა ფესვი – მოძრაობის უნარს.
წინა და უკანა ფესვები ერთმანეთს უერთდება და წარმოქმნის
ზურგის ტვინის ნერვს.
ზურგის ტვინის ფუნქციებია რეფლექსური და გამტარი
რეფლექსური: მასში გაივლის რეფლექსური რკალები, რომელებიც ჩონჩხის კუნთების შეკუმშვასთან არის დაკავშირებული (გარდა თავის კუნთებისა).
გამტარი: ზურგის ტვინში გატარებული ნერვული იმპულსი აღმავალი გზით თავის ტვინს მიეწოდება, ხოლო დაღმავალი გზით ზურგის ტვინის ქვედა ნაწილში გადადი, იქედან – ორგანოებში.

 

თავის ტვინი

ზურგის და თავის ტვინი

თავის ტვინი

თავის ტვინი მოთავსებულია თავის ქალას ტვინის განყოფილებაში. იგი მენინგიალური გარსით არის დაფარული, რომელიც 3 შრისგან შედგება.
შიგნითა, რბილი გარსის, სისხლძარღვები ტვინს საკვებითა და ჟანგბადით ამარაგებს.
შუა გარსი ელასტიკურია. ამ ორ შრეს შორის სითხეა, იგი რყევებისა და დარტყმების დროს ასრულებს ამორტიზატორის ფუნქციას.
გარეთა გარსი, რომელიც უშუალოდ ეხება თავის ქალას, მაგარი და მტკიცეა. ამიტომ ჩვენი თავის ტვინი საიმედოდ არის დაცული.

ზურგის და თავის ტვინი

თავის ტვინი

ზურგის ტვინისგან განსხვავებით, თავის ტვინი გარედან დაფარულია რუხი ნივთიერებით, რომელიც ნათხემსა და დიდ ნახევარსფეროებს აკრავს და ქმნის ქერქს, ხოლო შიგნით თეთრი ნივთიერებაა მოთავსებული, რომელიც ქმნის გამტარ გზებს და თავის ტვინს ზურგის ტვინთან, ასევე თავის ტვინის ნაწილებს, ერთმანეთთან აკავშირებს. გამტარი გზების მეშვეობით მთელი ც.ნ.ს ფუნქციონირებს.
თავის ტვინი შედგება განყოფილებებისგან:
მოგძო ტვინი, ხიდი, ნათხემი, შუა ტვინი, შუამდებარე ტვინი და დიდი ნახევარსფეროები.

ზურგის და თავის ტვინი

ზურგისა და თავის ტვინი

მოგრძო ტვინი და ხიდი ზურგის ტვინის გაგრძელებაა. განლაგებულია: სისხლის, სუნთქვის და საჭმლის მომნელებელი ცენტრები. ისინი არეგულირებენ: ღეჭვის, ყლაპვის და წოვის რეგულაციას, ასევე დამცველობით რეფლექსებს: ხველა, ცემინება, გულისრევა.
ნათხემის ზედაპირი დაფარული რუხი ნივთიერების ქერქით. არეგულირებს წონასწორობას, ზუსტ და შეთანმებულ მოძრაობას. ნათხემდაზიანებული ადამიანი ბარბაცით დადის.
შუა ტვინი მუდმივად გზავნის ნერვულ იმპულსებს ჩიბჩხის კუნთებისკენ, რაც მას ტონუსს უნარჩუნებს. შუა ტვინში გადის მხედველობითი და მბგერითი გამღიზიანებლის რეფლექსური რკალები, რაც უცნობი გამღიზიანებლისკენ თავის მიბრუნებით გამოიხატება. ასევე ხორციელდება მარტივი მამოძრავებელი რეფლექსები: დგომა, ჯდომა და წოლა.

შუამდებარე ტვინი ჩვენს ორგანიზმში უამრავ ფუნქციას ასრულებს:

  • ნერვული იმპულსები რეცეპტორებიდან დიდი ნახევარსფეროების ქერქისკენ გატარდება.
  • რთული მამოძრავებელი რეფლექსები: სიარული, სირბილი, ცურვა.
  • მისი ბირთვები სხვადასხვა შინაგანი ორგანოს მუშაობას ათანხმებს ერთმანეთთან.
  • არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას: საკვებისა და წყლის მოხმარებას.
  • უზრუნველყოფს შინაგანი გარემოს შენარჩუნებას, ჰომეოსტაზს.
  • ბირთვის ნეირონები გამოიმუშავებენ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს და ამით ჰუმორულ რეგულაციას ახორციელებენ.

მოგრძო ტვინი, ხიდი და შუა ტვინი ქმნის თავის ტვინის ღეროს, საიდანაც 12 წყვილი ნერვი გამოდის, რომელიც მიეკუთვნება სომატურსა და პარასიმფატიკურს. ამ ნერვების ნაწილი შერეულია, ნაწილი მგრძნობიარე ან მამოძრავებელი.ესენია I – ყნოსვისა II – მხედველობისა
III –
თვალის მამოძრავებელი IV – ჭაღისებრი V – სამწვერა VI – განმზიდველი VII – სახისა
VIII –
კარიბჭელოკოკინასი; IX – ენახახისა; X – ცდომილი; XI – დამატებითი; XII – ენისქვეშა.
11 წვილი თავის ტვინში რჩება, 1 წყვილი ცდომილი ნერვი კი თავის ტვინს აკავშირებს შინაგან ორგანოებთან: გულთან, კუჭთან, ნაწლავებთან და სასქესო ორგანოებთან.

თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქი

ზურგის და თავის ტვინი

ზურგისა და თავის ტვინი

ნახევარსფეროების ქერქი წარმოქმნილი რუხი ნივთიერებისგან. იგი შუა და შუამდებარე ტვინს ფარავს, ნაწილობრივ მოგრძო ტვინსაც. ნახევარსფეროები ხვეულებითა და ღარებით (ისინი შემხები ზედაპირის ფართობს ზრდის) დაყოფილია წილებად. ცენტრალური ღარი შუბლისა და საფეთქლის წილებს მიჯნავს ერთმანეთისგან, ხოლო გვერდითი ღარები საფეთქლის წილებს შემოსაზღვრავს.

ცენტრალური ღარის წინ შუბლის წილია, რომელშიც მოტორული ზონაა მოთავსებული. ცენტრალური ღარის უკან თხემის წილია, სადაც კან-კუნთის მგრძნობელობის ზონაა.
საფეთქლის წილში მდებარეობს სმენის ზონა, ხოლო კეფის წილში მხედველობის ზონა. ქერქის შიგნითა ზედაპირზე ყნოსვისა და გემოვნების მგრძნობელობის ზონებია.
მარცხენა ჰემისფეროს შუბლის წილში პოლ ბროკამ აღმოაჩინა ნეირონები, რომლებიც მეტყველების უნარს განაპირობებენ და დაერქვა ბროკას, ანუ მეტყველების ცენტრი.
ამ ცენტრის უკან საფეთქლის წილთან ახლოს მდებარე ნეირონები მეტყველებასთან ერთად წერის უნარს არეგულირებს, ამიტომ დაერქვა ვერნიკეს, ანუ წერის ცენტრი.
ქერქი უზრუნველყოფს: მეტყველებას, აზროვნებას დასწავლას, დამახსოვრებას და ქცევას.

წყარო: ცუზმერი ანნა გამომცემლობა “თბილისი: განათლება 1982”, ლ.ბურდილაძე “დიოგენე”,  ნ.ზაალიშვილი გამომცემლობა “ტრიასი”

მოგვაწოდა რომეო ქებულაძემ

თქვენი online რეპეტიტორი