ვერბალურის ტესტი II

ლეო წერს ვერბალურის ტესტს

Question #1: კლავიში :  როიალი

Question #2: მხატვარი  :  ფუნჯი

Question #3: სახელმწიფო  :  საზღვარი

Question #4: ქაღალდი :  დაქუცმაცება

Question #5: ნიავი   :  გრიგალი

Question #6: _____ , ვისი აზრითაც, შავ ზღვაში თევზის რაოდენობის შემცირება მხოლოდ აქტიური თევზჭერის დამღუპველ ზეგავლენას _____ . შავ ზღვაში გარემოს დაბინძურების შედეგად _____ იმ თევზების რიცხვიც, რომლებიც თევზჭერის ობიექტს  არ წარმოადგენს.

Question #7: ხშირად ვცდილობთ, _____ ჩვენთვის ნაცნობი მეთოდებით გავუმკლავდეთ. ეს მეთოდები _____ , რადგან _____ განსხვავდება _____ .

Question #8: გელათის მხატვრობა საოცრად ჰგავს იტალიური რენესანსის პირველ ნაწარმოებებს, მაგრამ ყოველი მსგავსება _____ . არსებობს იდეათა და ფორმათა _____ , რომელსაც კულტურულ გარემოებათა ანალოგია ბადებს. _____ , რომ საქართველოში აღმაშენებლისა და თამარის ეპოქაში თავი იჩინა ზოგიერთმა ესთეტიკურმა მიმართულებამ, რომელიც _____ .

Question #9: უცნაურია, მაგრამ კოგნიტური დისონანსის თეორიის თანახმად, ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის მონაწილისათვის რაიმე მოვლენისადმი _____ შესაძლებელია ______ , და არა ამ თანხის _____ .

Question #10: ამ იშვიათი დაავადების განსაკურნებლად სამკურნალო მცენარეების უპირატესობას _____ ექიმი _____ , მხოლოდ ზოგიერთს _____ მათი მიღება შედეგის მომტანად.

Question #11: ნინი,   თათა,  ლევანი   და   რეზო მეგობრები   არიან.  თითოეულმა  მათგანმა   ვარსკვლავი დაუხატა  დანარჩენი   სამიდან  ერთ-ერთს.ცნობილია,  რომ:•   რეზომ     ვარსკვლავი  დაუხატა  ნინის•   ლევანს ორი ვარსკვლავი დაუხატესქვემოთ  ჩამოთვლილთაგან  რომელი შემთხვევა  არ  შეიძლებოდა მომხდარიყო?

Question #12: საბავშვო ბაღში სამი სტუდენტი-პრაქტიკანტი აკვირდებოდა ერთი და იმავე ბავშვის ქცევას და აკეთებდა ჩანაწერებს. ნიკას ჩანაწერი: “ის ჯერ თამაშობდა მანქანით, შემდეგ მატარებლით. ისაუზმა, დალიავაშლის წვენი, მერე დახატა სახლი”. ლიას ჩანაწერი: “ბავშვმა ითამაშა ასაწყობი სათამაშოთი, შემდეგ გაერთო საბავშვოკომპიუტერით, შეჭამა ხაჭაპური, დალია წვენი, პლასტელინითრაღაცას ძერწავდა”. თამუნას ჩანაწერი: “იგი ჯერ გაერთო დასაქოქი მანქანით, შემდეგ გააგორ-გამოაგორამატარებელი. საუზმის დროს შეჭამა ვაშლის ღვეზელი, რომელსაცდააყოლა რძე. დიდხანს ხატავდა”. გაითვალისწინეთ, რომ:• ერთ-ერთმა პრაქტიკანტმა მხოლოდ ერთი ფაქტი აღნიშნა სწორად, ყველა სხვაფაქტი შეცდომით ჩაინიშნა;• ერთმა _ ყველაფერი ზუსტად ასახა;• ერთმა კი _ მხოლოდ ერთი ფაქტი ჩაინიშნა შეცდომით.ამ პრაქტიკანტებიდან რომელმა დაუშვა მხოლოდ ერთი უზუსტობა?

Question #13: ვიცით, რომ არსებობენ გაწვრთნილი ძაღლები და, ამასთანავე, მოცემულია:• ყველა გაწვრთნილ ძაღლს აქვს ცისფერი თვალები• ყველა გაწვრთნილი ძაღლი არის ცნობისმოყვარეთუ ეს დებულებები ჭეშმარიტია, მაშინ შემდეგი ოთხი დებულებიდან რომელია აუცილებლად მცდარი?

Question #14: კვლევის მონაწილეებს დასამახსოვრებლად აძლევდნენ ორი სახის მასალას: ჯერსიტყვებს და შემდეგ _ წინადადებებს. შედეგებმა აჩვენა, რომ მონაწილეთა უფრო დიდი ნაწილი წინადადებებს უკეთ იმახსოვრებდა, ვიდრე სიტყვებს. ამის საფუძველზე ივარაუდეს, რომ:საზოგადოდ, წინადადებების დამახსოვრება უფრო ადვილია, ვიდრე სიტყვების.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ფაქტი აყენებს ეჭვქვეშ ამ ვარაუდს?

Question #15: ბავშვის ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების ამოცანას ადამიანის ცხოვრების იმპერიოდის შესწავლა წარმოადგენს, როდესაც არსებითად ის ჯერ კიდევ მოკლებულია ე.წ. შეგნებული ცხოვრების უნარს და მისი ქცევა ჯერ კიდევ უშუალო მოთხოვნილებებით განისაზღვრება. ეს კი საკმაო ხანს გრძელდება: ჯერ 6-7 წლამდე, ე.ი. სკოლაში შესვლამდე და შემდეგ სკოლაში, სადაც ბავშვი განვითარების რთულ საფეხურებს გაივლის. მოზრდილი ადამიანი, ბავშვისაგან განსხვავებით, როგორც კი იგრძნობს რაიმე მოთხოვნილებას, იმწამსვე, უშუალოდ როდი ცდილობს მის დაკმაყოფილებას. მას უკვე საგანგებო უნარი აქვს გამომუშავებული, თავი შეიკავოს და ამა თუ იმ ქცევას მას შემდეგ მიმართოს, რაც გადაწყვეტს, თუ რა ქცევა იქნება მისთვის ხელსაყრელი. სწორედ ეს არის შეგნებული ცხოვრების უნარი.რა მეთოდებს მივმართავთ იმისთვის, რომ ბავშვის განვითარების საფეხურებიშევისწავლოთ? ბავშვის ფსიქოლოგიის მთავარ მეთოდს დაკვირვება წარმოადგენს. მეცნიერება ორგვარ დაკვირვებას განასხვავებს: დაკვირვებას ბუნებრივ პირობებში და დაკვირვებას ხელოვნურ პირობებში. როდესაც დაკვირვების საგნად რაიმე მოვლენაა დასახული, რომელიც მკვლევარის მონაწილეობის გარეშე ჩნდება და იცვლება, მაშინ დაკვირვების პირველ სახესთან გვაქვს საქმე. მაგრამ როდესაც მკვლევარი თვითონ ქმნის ან ცვლის პირობებს, რომელშიც ესა თუ ის მოვლენა ჩნდება და ვითარდება, ჩვენს წინაშე ხელოვნური დაკვირვება _ ცდა, იგივე ექსპერიმენტი დგას (პირველს მარტივად დაკვირვებას უწოდებენ, ხოლო მეორეს _ ცდას ან ექსპერიმენტს).ცნობილი მკვლევარი უილიამ შტერნი აღნიშნავდა: “ზოგიერთი მნიშვნელოვანი შედეგის მიუხედავად, ძნელია ვიფიქროთ, რომ ექსპერიმენტი ადრეული ბავშვობის ხანის შესასწავლად ოდესმე ისეთსავე მნიშვნელობას მოიპოვებს, როგორიც მას სასკოლო ასაკის ბავშვობისათვის აქვს…” ამას, შტერნის აზრით, რამდენიმე მიზეზი განაპირობებს: ადრეულ ასაკში ბავშვის სწრაფი დაღლილობა, ინტერესის სისუსტე; ასევე, ექსპერიმენტატორსა და მცირეწლოვან ბავშვს შორის ურთიერთგაგებისა და მჭიდრო კონტაქტის დამყარების სიძნელე… შესაბამისად, ადრეულ ასაკში ბავშვის ქცევის შესასწავლად უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ პირობებში დაკვირვებას. კერძოდ კი, წარსულში და დღესაც, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ე.წ.დღიურის წარმოების მეთოდს აქვს. ბავშვის პირველი მკვლევარნი, მათ შორის, ვილჰელმ პრაიერი _ ფუძემდებელი მეცნიერების ამ დარგისა, თავიანთ გამოკვლევებში განსაკუთრებით დღიურის მასალას ეყრდნობიან.ხშირად ხდება, რომ დამკვირვებელი იმას კი არ ადევნებს ინტერესით თვალყურს,რაც ბავშვისათვის ჩვეულებრივ, დამახასიათებელ მოვლენას წარმოადგენს, არამედპირიქით, მეტი ხალისით სწორედ არაჩვეულებრივსა და იშვიათ შემთხვევებს აღნიშნავს, ე.ი. იმას, რაც უფროსი ასაკისათვის უფროა დამახასიათებელი. რა თქმა უნდა, ასეთიმასალა შეიძლება საინტერესო იყოს თავისი იშვიათობის მხრივ რომელიმე კონკრეტული ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებათა შესასწავლად, მაგრამ იმის გასაგებად, თუ რას წარმოადგენს ბავშვობის ხანის მოცემული პერიოდი საზოგადოდ, ის მკვლევარს დახმარებას თითქმის ვერ გაუწევს.ამრიგად, ბავშვის ფსიქოლოგიის მიზანს ყველაზე უფრო ის მასალა შეესაბამება,რომელიც ამ ასაკისათვის დამახასიათებელი, ჩვეულებრივი გარემოების, ე.ი. ასაკობრივი სიტუაციის პირობებში გვხვდება. მაშასადამე, ბავშვის ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების, მთავარ მეთოდს სწორედ ასაკობრივი სიტუაციის პირობებში დაკვირვება წარმოადგენს.  კითხვა: –ჩამოთვლილთაგან რომელი ასახავს მართებულად ტექსტის პირველი და მეორე აბზაცების ძირითად აზრს, დანიშნულებას?

Question #16: რა არის “შეგნებული ცხოვრების უნარი” (უპასუხეთ მეორე აბზაცის მიხედვით)? ესაა ადამიანის უნარი:

Question #17: რა განსხვავებაა ბუნებრივსა და ხელოვნურ პირობებში წარმოებულ დაკვირვებათა შორის?

Question #18: ჩამოთვლილთაგან რომელი ასახავს მართებულად და ამომწურავად შტერნის მიერ ექსპერიმენტის როლის შესახებ გამოთქმულ აზრს?

Question #19: უმცროსი ასაკის ბავშვთან ექსპერიმენტის განხორციელებისას მკვლევარს სირთულეს არ უქმნის:

Question #20: ტექსტის მიხედვით, დღიურის წარმოების მეთოდი არის:

თქვენი online რეპეტიტორი