ვაჟა ფშაველა - ღამე მთაში

ვაჟა ფშაველა – ღამე მთაში

ვაჟა ფშაველა – ღამე მთაში

ბუნებაში ყოველი არსება ისევეა აღჭურვილი გონებითა და გრძნობით, როგორც ადამიანი. რა კანონზომიერებაც მთელშია, იგივე კანონზომიერებაა ნაწილშიც და პირუკუ – რა კანონზომიერებაც ნაწილშია, იგივეა მთელშიც. ოღონდ ამის გაგონება უნდა შეგეძლოს. ვაჟას ზეცნობიერს ეყურებოდა იგი. ამიტომ ფიქრობს, განიცდის, ესმის სტკივა და უხარია, ეშინია და ეიმედება ყველაფრის – შვლის ნუკრი იქნება იგი თუ ხმელი წიფელი, ლურჯთვალა ია თუ ცანცარა კურდღელი, მოჩუხჩუხე წყარო თუ პიტალო კლდე, ცადაზიდული მთები თუ ბობოქარი მდინარეები, გოროზი არწივი თუ მფრთხალი წრუწუნა:
„ხევი მთას ჰმონებს, მთა -ხევსა,…
პირზე ოფლგადამდინარედ!“
თუ ცნებებს გერმანელ მისტიკოსებს დავესესხებოდით, შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ვაჟას წარმოდგენაში ადამიანი მცირე კოსმოსია, ხოლო ბუნება – დიდი ადამიანი

აკაკი ბაქრაძე 1990 წ.
ვაჟას ხედვა ბუნების წიაღში არსებული ჰარმონიის პირველარსს სწვდება და ასე გვიხატავს ამ ჰარმონიას:
„მადლი შენ, ყველა ერთმანეთს…
პირზე ოფლგადამდინარედ!..
ბუნება მბრძანებელია…
მაინც სიტურფით ჰყვავისა“
ვაჯას ეს შეხედულება ბუნებაზე მთელი თავისი არსებით ეწინააღმდეგება მის იდეოლოგიზირებულ გაგებას. ამ ხედვაში დანახულის ნამდვილობა წარმოგვიდგება იმ სრულ სინამდვილედ, რომელიც ერთნაირად წარმოუდგებათ აღმოსავლურ იდუმალმხედველაბსაც და თანამედროვე  მეცნიერებსაც … ვაჟას აზროვნება როგორც ხედვა, და გამოთქმადობა არსებით სიმბოლურია. ამიტომ მის მიმართ ვიყენებთ ვაჟასავე ფორმულას: „ჩვენ ენაში ვართ და ენა ჩვენშია“, რაც ნიშნავს: „ჩვენ სიმბოლოში ვართ და სიმბოლო ჩვენშია“.   მხოლოდ სრულად კი დაფორმულირდება ასე: „ჩვენ მითში ვართ და მითი ჩვენშია“ ანუ „ჩვენ ვართ მითი!“

ჟანრი კაშია 1990 წ

თქვენი online რეპეტიტორი