ვაჟა ფშაველა - „მგელი“-ს განხილვა მოსწავლეებისთვის

ვაჟა ფშაველა – „მგელი“-ს განხილვა მოსწავლეებისთვის

ვაჟას ეს მოთხრობა, ისევე როგორც პოემა ,,სინდისი”, ორგანულად არის დაკავშირებული მისი შემოქმედების, მისი მთავარი ნაწარმოებების ძირეულ თემებთან, პრობლემებთან – ეს არის ზნეობრივი არჩევანი, მკაცრი მორალური თვითშეფასება, მორალური კათარზისი თუ დაღმასვლა (,,ალუდა ქეთელაური”, ,,სტუმარ-მასპინძელი”, ,,გველის მჭამელი”).
ვაჟას მოთხრობა მკვეთრად გვიჩვენებს, თუ რა საზარელია საკუთარ თავში დიდი ბოროტების და მისი ამოძირკვის შეუძლებლობის აღმოჩენა. მოთხრობის პერსონაჯში შეიძლება დავინახოთ იმგვარი ადამინის სახე, რომელსაც სძულს მის არსებაში ერთიანად გამჯდარი ბოროტება, მაგარამ შინაგანი გარდაქმნა მისთვის უკვე ნაგვიანევია, განსხვავებით ალუდა ქეთელაურისგან.
მოთხრობაში ვაჟას ზნეობრივი თვალსაზრისი ტევად და მოხდენილ ფორმულებად არის დაკრისტალებული. ასეთია ბოროტებით, ძალადობით სავსე, სიყვარულისგან და სიკეთისგან დაცლილი არსებობის განსაზღვრება – ,,მკვდარი სიცოცხლე”. ასეთია ადამინის ზნეობრივი არსებობის ფუნდამენტური კანონზომიერების ეს გამოხატულებაც: ,,იქ რა უნდა, რა ესაქმება ბედნიერებას, საცა ქენჯნა და მხილებაა სინდისისა?!”.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]