ვაჟა-ფშაველა - კაი ყმა

ვაჟა-ფშაველა – კაი ყმა

ვაჟა-ფშაველა – კაი ყმა (განხილვა)

ვაჟას ზუსტად იმეორებს იმას, რასაც ქრისტიანული ზნეობა ქადაგებს: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი (მათე, XIX, 19 ) მაგრამ ამ იდეალის განხორციელებას ხელს უშლის ორი საწყისის – კაცისა და არაკაცის – არსებობა ადამიანში. ორივე საწყისს ვაჟა მკაფიოდ ახასიათებს ლექსში „კაი ყმა“, როცა სვამს კითხვას – „კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვოჟებო, ნათქვამი არა გვრცხვენოდეს…“ვაჟა ფშაველა-კაი ყმა (განხილვა)
კაცი უნდა იყოს:
მეომარი, „პირველად ომის დამწყები, ბრძოლის ველს ბოლოს სწირავდეს“,
ბრძენი მრჩეველი, „სწორს ფიქრს ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს, ცდუნება არა სძირავდეს“,
სიმართლის მცველი, „იქ იდგეს ხმალ-ამოწვდილი, საც ძალა აღმართს ჰკვალავდეს, გაბეჩავებულ სიმართლეს უსამართლობა სძალავდეს“,
ნუგეშისმცემელი, „სიცხეში სიოდ დაჰბეროს, დაათბოს, როცა ჰყინავდეს“,
უშიშარი და შეუდრეკელი, „თავზარსა სცემდეს სიკვდილსა, ზედ ქორებულად ფრინავდეს“.
უანგარო, უხარბო, სახელის პატივისმცემელი და დამფასებელი, „სჯობ, მოკვდეს მშიერ-ტიტველი, კვდებოდეს, არა გმინავდეს; თავის სამარხად, სუდრადა, მარტო სახელსა სწირავდეს“.
სწორედ ამ კაცებრივ საწყისს უპირისპირდება და ებრძვის არაკაცებრივი საწყისი, რომელიც ვაჟასავე დახასიათებით ამგვარია:
„არა, თქვენ, სადიაცენო,…
ან რისათვისა ჰკვდებითა!“
აქაც ქრისტიანული კონცეფციის შესაბამისად (ქრისტე და ანტიქრისტე) დაპირისპირებულია ორი ხატი – კაცი და არაკაცი. კაცებრივია ის, რაც ქრისტესეულია, არაკაცებრივია ის,რაც ანტიქრისტესეულია.
კაცისა და არაკაცის დაპირისპირება ვაჟას შემოქმედებაში ხშირად მეორდება. „კაი ყმაში“ გამოთქმულ აზრს ზუსტად ეხმიანება ის, რასაც ამბობს ლექსში – „ის კი არა არი ბიჭობა“…
ამის სრული ანტიპოდია ის ხატი, რომელიც აღწერილია სატირულ ლექსში – „ვინ არის კაცი?“

აკაკი ბაქარძე 1990 წ.

თქვენი online რეპეტიტორი