ევოლუციური თეორია

ევოლუციური თეორია

  • ევოლუცია ნიშნავს რომელიმე სისტემის ცვლილების შეუქცევად პროცესს, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება რაღაც ახალი, განსხვავებული, განვითარების უფრო მაღალ დონეზე მდგომი სისტემა, არასრულყოფილი  კი – იშლება.
  • ბიოლოგიური ევოლუცია არის ცოცხალი ბუნების შეუქცევადი და მიმართული ისტორიული  განვითარება, რომელსაც თან ახლავს პოპულაციის გენეტიკური  შედგენილობის ცვლილება, შეგუებულობების ჩამოყალიბება, ახალ სახეობათა წარმოქმნა და სხვადასხვა სახეობათა გადაშენება, ბიოცენოზებისა და მთლიანად ბიოსფეროს გარდაქმნა.
  • დარვინის ევოლუციური თეორიის თანახმად,  ევოლუციის ძირითადი ფაქტორებია მემკვიდრეობითი ცვალებადობა, ხოლო მამოძრავებელი ძალებია – არსებობისთვის ბრძოლა და ბუნებრივი გადარჩევა.
  • ბუნებრივი გადარჩევის შედეგად ხდება საარსებო გარემოსთან შეგუებულობების ჩამოყალიბება და ახალ სახეობათა წარმოქმნა.
  • ხელოვნური გადარჩევა მოქმედებს იმ დროიდან, როცა ადამიანმა ხელი მჰკიდა მიწათმოქმედებას და ცხოველთა მოშინაურებას.
  • ბუნებრივი გადარჩევა და ხელოვნური გადარჩევა ორგანულადაა დაკავშირებული ერთმანეთთან. შინაურ ცხოველთა და კულტურულ მცენარეთა ჯიშებზე ხელოვნური გადარჩევის გარდა მოქმედებას განაგრძობს ბუნებრივი გადარჩევაც.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]