ევოლუციის სინთეზური თეორია

ევოლუციის სინთეზური თეორია

სინთეზური თეორიის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში:

  • ევოლუციის მასალას წარმოადგენს მემკვიდრეობითი ცვალებადობა-მუტაციები, რომელიც შემთხვევით და არამიმართულ ხასიათს ატარებს.
  • ევოლუციის მამოძრავებელი ფაქტორია ბუნებრივი გადარჩევა არსებობისთვის ბრძოლის საფუძველზე.
  • ევოლუციის უმცირესი ერტეულია პოპულაცია.
  • ევოლუცია თანდათანობით მიმდინარე ხანგრძლივი პროცესია. სახეობათწარმოქმნა, როგორც ევოლუციური პროცესის ეტაპი, წარმოადგენს ერთი დროებითი პოპულაციის მეორე დროებითი პოპულაციით.
  • სახეობა არსებობს პოპულაციების სახით, რომელთა შორის შესაძლებელია თავისუფალი შეჯვარება და ნაყოფიერი შთამომავლების მოცემა.
  • სახეობა არსებობს როგორც მთლიანი და ჩაკეტილი წარმონაქმნი. სახეობის მთლიანობა შენარჩუნებულია ერთი პოპულაციის ინდივიდების მიგრაციით მეორეში, რის შედეგადაც ხდება ალელების ცვლა.
  1. მიკროევოლუციაში იგულისხმება სახეობის შეგნით მიმდინარე ევოლუციეური გარდაქმნები – მემკვიდრეობითი ცვალებადობის წარმოქმნიდან ადაპტაციების ჩამოყალიბებამდე. მიკროევოლუციის შედეგად ხდება ახალი სახეობის წარმოქმნა.
  2. მაკროევოლუცია  არის ევოლუციური გარდაქმნები, რომელიც მიმდინარეობს ზესახეობრივ დონეზე და განიპირობებს ახალი გვარების, რიგების, კლასების, ტიპების წარმოქმნას.

სახეობას უწოდებენ საერთო წარმოშობის მქონე ინდივიდთა ერთობლიობას, რომლებიც ჰგვანან ერთმანეთს მორფოლოგიური, ფიზიოლოგიური, და ბიოქიმიური ნიშან-თვისებებით.

  • მორფოლოგიური კრიტერიუმი განსაზღვრავს გარეგანი და შინაგანი აგებულების მსგავსებას.
  • ფიზიოლოგიური კრიტერიეუმი ახასიათებს ერთი სახეობის ინდივიდების სასიცოცხლო პროცესების მსგავსებას, უპირველეს ყოვლისა, გამრავლების მსგავსებას.
  • ბიოქიმიური კრიტერიეუმი ეფუძნება ორგანიზმის უნარს, წარმოქმნას სპეციფიკური ცილები, რაც თავის მხრივ განპირობებულია დნმ მოლეკულაში ნუკლეოტიდების უნიკალური თანმიმდევრობით.
  • გენეტიკური კრიტერიუმი არის ყოველი სახეობისთვის დამახასიათებელი გენეტიკური კომპლექტი, ქრომოსომთა ზუსტად განსაზღვრული რიცხვი, ზომები, ფორმა, ნუკლეოტიდური შემადგენლობა.
  • ეკოლოგიური კრიტერიუმის საფუძველია იმ გარემო ფაქტორთა ერთობლიობა, რომელშიც სახეობა არსებობს.

თქვენი online რეპეტიტორი