დნმ-ის რეპლიკაცია

დნმ-ის რეპლიკაცია

დნმ-ის რეპლიკაცია. მემკვიდრეობითი მატერიალური მასალის ფუნქცია არა მარტო მემკვიდრეობითი ინფორმაციის შენახვაა, არამედ ამ ინფორმაციის გადაცემაც. ამიტომ, პირველ რიგში უნდა გაორმაგდეს მემკვიდრეობითი ინფორმაცია, რომელიც თანაბრად განაწილდება შვილეულ უჯრედებს შორის. ამიტომ, მემკვიდრეობით მასალას უნდა გააჩნდეს:

  • თვითწარმოქმნის უნარი (გაორმაგების).
  • თავისი მახასიათებლების მდგრადობის უზრუნველყოფა.   

დნმ-ის მოლეკულა აგებულია ორი კომპლემენტარული ჯაჭვისაგან, ამიტომ დნმ-ის მოლეკულის თითოეულ ჯაჭვს გააჩნია უნარი ,,უხელმძღვანელოს”  თავისუფალი ნუკლეოტიდებისაგან კომპლემენტარული ჯაჭვის შენებას. სწორედ ამ თვისებას, მიიღოს საწყისი მოლეკულის ორი ახალი დნმ-ის მოლეკულა რეპლიკაცია ეწოდება.

თითოეული ჯაჭვი ასრულებს ნიმუშის როლს, ანუ მატრიცის როლს – აქედან გამომდინარე რეპლიკაციას მატრიცული სინთეზის რეაქციას მიაკუთვნებენ.

დნმ-პოლიმერაზები – ეს ფერმენტები მონაწილეობას იღებენ ახალი ჯაჭვების სინთეზში, ხოლო ჯაჭვების ერთმანეთთან დაკავშირებაში მონაწილეობს დნმ-ლიგაზა.

დნმ-ის რეპლიკაციის გამარტივებული აღწერა:

  1. სპეციფიური ფერმენტების მეშვეობით დნმ-ის ჯაჭვებს შორის წყდება წყალბადური ბმები. ფერმენტი დნმ-პოლიმერაზა ყოველ დედისეულ ჯაჭვზე თავისუფალი ნუკლეოტიდებიდან კომპლემენტარობის პრინციპის შესაბამისად ასინთეზებს შვილეულ ჯაჭვებს.
  2. დედისეული და შვილეული პოლინუკლეოტიდური ჯაჭვები ერთმანეთს წყალბადური ბმებით უკავშირდებიან და ურთიერთის მიმართ სპირალურად ეხვევა. წარმოიქმნება ორი იდენტური დნმ-ის მოლეკულა.

შესაძლებელია დნმ-ის დაზიანება ულტრაიისფერი სხივებით, რომელიც წარმოქმნიან დიმერებს. ხშირია T-T დიემრის წარმოქმნა.
ამისათვის ცოცხალ სისტემას გააჩნია რეპარაციის უნარი. რომელიც დაზიანებული მონაკვეთის ამოჭრას და აღდგენას გულისხმობს.
რესტრიქტაზები – ეს ის ,,დანებია” რომლებიც ზუსტად ამოჭრიან დაზიანებულ მონაკვეთს (ამ მონაკვეთს ლიზოსომა მოინელებს). ხოლო დნმ-პოლიმერაზები და დნმ-ლიგაზები უშეცდომოდ აღადგენენ ამოჭრილ მონაკვეთს.

თქვენი online რეპეტიტორი