დედამიწის ფორმა

დედამიწა

დედამიწის სფერულობის შესახებ პირველი მოსაზრება ძველ ბერძენ მეცნიერს, არისტოტელეს (ძვ.წ. 384-322 წწ.) ეკუთვნის. დედამიწის სფერულობას მთელი რიგი ფაქტები ადასტურებს: ზღვის ნაპირიდან ჯერ გემის ანძა მოჩანს, შემდეგ კი გემის კორპუსი. სიმაღლეზე ასვლისას ჰორიზონტის ხაზი ფართოვდება და ხედვის არე იზრდება. მთვარის დაბნელებისას მასზე დედამიწის ჩრდილს წრიული ფორმა აქვს. ადამიანი კოსმოსიდან დედამიწას ხედავს, როგორც სფერულ სხეულს.

დედამიწა ალიფსოიდს უფრო წააგავს, ვიდრე სფეროს. მოგვიანებით დადგინდა, რომ დედამიწა არც მთლად ადეალური ელიფსოიდია. მეცნიერთა აზრით, დედამიწა ფორმით მხოლოდ თავის თავს ჰგავს, რაგდან უსწორმასწორო ზედაპირი აქვს. მასზე არის მთები, ვაკეები, ღრმულები და ა.შ. ამიტომ მას გეოიდი უწოდეს (სხეული, რომელსაც დედამიწის ფორმა აქვს, ანუ დედამიწისებურია).

დედამიწის ფართOბი 510 მლნ. კვ. კმ-ია.  აქედან, წყალს 361 მლნ. კვ.კმ (70,8%), ხმელეთს კი 149 მლნ. კვ. კმ. (29,2%) უჭირავს.  ეკვატორის სიგრძე 40 076 კმ-ს უდრის, დიამეტრი კი 12 750 კმ-ია. ეკვატორული  რადიუსის სიგრძე 6378 კმ-ს შეადგენს და პოლარულ რადიუსზე 21 კმ-ით მეტია.

=> გამოსაცადეთ საკუთარი ცოდნა გეოგრაფიაში

დედამიწის ფორმასა და სიდიდეს უდიდესი გეოგრაფიული მნიშვნელობა აქვს. სწორედ მისი სფერულობის გამოა, რომ მზის სხივები დედამიწის თანაბრად ვერ ანათებს და ათბობს: ყველაზე კარგად ეკვატორის მიდამოები ნათდება, ხოლო პოლუსებისსაკენ მზის სხივების დაცემის კუთხე თანდათან მცირდება. დედამიწის სიდიდე მის მიზიდულობის ძალას განსაზღვრავს, რომლითაც იგი ატმოსფეროს და თავის მუდმივ თანამგზავრს, მთვარეს აკავებს.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი