დედამიწის

დედამიწის დღეღამური და წლიური მოძრაობა

დედამიწა ერთდროულად რამდენიმე სახის მოძრაობას ასრულებს. იგი ბრუნავს თავისი წარმოსახვითი ღერძის გარშემო, მზის ირგვლივ და ამავე დროს – მზესთან ერთად გალაქტიკაში.დედამიწა მზის გარშემო ორბიტაზე ერთი წრის შემოვლას 365 დღე-ღამესა და 6 საათს ანდომებს. დროს, რომლის განმავლობაშიც დედამიწა მზის გარშემო ერთ სრულ შემობრუნებას ანდომებს, წელიწადი ეწოდება.

ყოველ ოთხ წელიწადში 6 საათი 24 საათს, ანუ ერთ დღე-ღამეს გვაძლევს, ამიტომ ყოველ მეოთხე წელს წელიწადში 365 დღე-ღამის ნაცვლად 366 დღე-ღამე გვაქვს. ასეთ წელიწადს ნაკიანს უწოდებენ.

დედამიწის მოძრაობა მზის გარშემო და მისი წარმოსახვითი ღერძის ორბიტის სიბრტყისადმი დახრილობა ჩვენს პლანეტაზე წელიწადის დროების ცვლას განაპირობებს. მზე სხვადასხვა დროს მეტად ანათებს ხან ჩრდილოეთ, ხანაც სამხრეთ ნახევარსფეროს. მზესთან უფრო ახლოს მყოფი ნახევარსფერო შედარებით მეტ სითბოს იღებს, ვიდრე მეორე. ამიტომ, როცა ერთ ნახევარსფეროში ზაფხულია, მეორეში – ზამთარია.

=> საინტერესოა კონსპექტები გეოგრაფიაში

22 ივნისი ზაფხულის ნაბუნიობის დღეა – ყველაზე გრძელი დღე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.

21 მარტსა და 23 სექტემბერს მზე ეკვატორის მიმართ ზენიტშია. ისინი დღეღამური ტოლობის დღეებია, რომლებსაც ბუნიობის დღესაც უწოდებენ.

დედამიწაზე ხუთი სითბური სარტყელი გამოიყოფა: ერთი ცხელა (ტროპიკული), ორი ზომიერი და ორიც – ცივი (პოლარული).

დედამიწის დღეღამური ბრუნვა და სასაათო სარტყლები:

დედამიწა ღერძის გარშემო შემობრუნებას 24 საათს ანდომებს, ე.ი. მისი ზედაპირის ყოველი წერტილი, გარდა გეოგრაფიული პოლუსებისა, ერთი საათის განმავლობაში დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ 15°-ით გადაადგილდება (360:24=15).  შესაბამისად დედამიწის ზედაპირი 24 სასაათო სარტყლად არის დაყოფილი.

საწყის სასაათო სარტყლად ნულოვანი, იგივე 24-ე სარტყელია მიღებული. ათვლა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ხდება. საერთაშორისო შეთანხმებით, გრინვიჩის მერიდიანი ნულოვანი სასაათო სარტყლის შუა მერიდიანია.

=> გამოსცადეთ საკუთარი ცოდნა : ტესტები გეოგრაფიაში

სასაათო სარტყლების მიხედვით ათვლილ დროს სასარტყელო (ზოლური) დრო ეწოდება.

ერთ მერიდიანზე პოლუსიდან პოლუსამდე ერთი და იგივე დროა, რასაც ადგილობრივი დრო ჰქვია.

დღე-ღამის ათვლაში გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად თარიღთა ცვლის ხაზი შემოიღეს. იგი საწყისი მერიდიანის მოპირდაპირე მხარესაა და, ძირითადად, წყნარ ოკეანეს კვეთს, ხმელეთზე არ გადის. მისგან დასავლეთით დრო 24 საათით უსწრებს მისგან აღმოსავლეთით არსებულ დროს.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]