qewqeqw1. დაალაგეთ ქრონოლოგიური პრინციპით (უძველესიდან უახლესისაკენ) საქართველოს მეფე-მთავრებისადმი გამოგზავნილი წერილები:
ა) რომის პაპ იოანე პავლე III-ის წერილი ქართლის მეფე ლუარსაბ I-სადმი
ბ) პაპ გრიგოლ IX-ის წერილი რუსუდან დედოფლისა და მისი შვილის დავითისადმი
გ) რომის პაპ იოანე XXII-ის წერილი ქართველთა მეფე გიორგისადმი
დ) პაპ ჰონორიუს III-ის წერილი რუსუდან დედოფლისადმი

2. დაალაგეთ ქრონოლოგიური პრინციპით (უძველესიდან უახლესისაკენ) ისტორიული მოვლენები:
ა) ნაპოლეონის სამხედრო ექსპედიცია იტალიაში
ბ) უზუნ-ჰასანის ლაშქრობები
გ) რეფორმაცია გერმანიაში
დ) ინგლისის გამოცხადება რესპუბლიკად
3. დაალაგეთ ქრონოლოგიური პრინციპით (უძველესიდან უახლესისაკენ) დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები:
ა) ამერიკის კონტინენტის აღმოჩენა კოლუმბის მიერ
ბ) ინდოეთის აღმოჩენა
გ) სამხრეთ აფრიკის შემოვლით ინდოეთის ოკეანეში გამავალი გზის აღმოჩენა
დ) გვინეის აღმოჩენა
4. დაალაგეთ ქრონოლოგიური პრინციპით (უძველესიდან უახლესისაკენ) საქართველოში აშენებული ტაძრები:
ა) სამშვილდის სიონი
ბ) ბანას ტაძარი
გ) ბიჭვინთის ტაძარი
დ) ალავერდის ტაძარი
5. დაალაგეთ ქრონოლოგიური პრინციპით (უძველესიდან უახლესისაკენ) ისტორიული მოვლენები:
ა) „დისიდენტური“ მოძრაობა სსრ კავშირში
ბ) კორეის ომი
გ) სამოქალაქო ომი ესპანეთში
დ) „გარდაქმნის ხანა“ სსრ კავშირში
6. დაალაგეთ ქრონოლოგიური პრინციპით (უძველესიდან უახლესისაკენ) საქართველოში მომხდარი მოვლენები:
ა) ხრესილის ომი
ბ) თემურ-ლენგის ლაშქრობები
გ) ალფ-არსლანის ლაშქრობები
დ) ასპინძის ომი
7. დაალაგეთ ქრონოლოგიური პრინციპით (უძველესიდან უახლესისაკენ) ქართული ისტორიული თხზულებანი:
ა) „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“
ბ) „მოქცევაი ქართლისაი“
გ) „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“
დ) „ცხოვრება საქართველოსი“
8. დაალაგეთ ქრონოლოგიური პრინციპით (უძველესიდან უახლესისაკენ) ისტორიული მოვლენები:
ა) „დიდი დეპრესია“
ბ) ბერლინის ხელშეკრულება რუსეთსა და ოსმალეთს შორის
გ) ადრიანოპოლის ხელშეკრულება რუსეთსა და ოსმალეთს შორის
დ) სსრკ-ის შექმნა.
9. დაალაგეთ ქრონოლოგიური პრინციპით (უძველესიდან უახლესისაკენ) საქართველოში მომხდარი მოვლენები:
ა) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნა
ბ) საჯარო ბიბლიოთეკის დაარსება თბილისში
გ) თბილისის ვაჟთა ორკლასიანი სასწავლებლის დაარსება
დ) ი. გოგებაშვილის „დედაენის“ გამოცემა

პასუხების სანახავად გადადით ლინკზე >>>

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]