test1. დაალაგეთ ქრონოლოგიური პრინციპით (უძველესიდან უახლესისაკენ) საქართველოში აშენებული ტაძრები:
ა) ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარი
ბ) ნიკორწმინდის ტაძარი
გ) ბოლნისის სიონი
დ) თბილისის მეტეხის ტაძარი

2. დაალაგეთ ქრონოლოგიური პრინციპით (უძველესიდან უახლესისაკენ) ისტორიული მოვლენები:
ა) კიევის რუსეთის სახელმწიფოს შექმნა
ბ) აშშ-ს მიერ დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადება
გ) საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუცია
დ) ბაზალეთის ბრძოლა
3. დაალაგეთ ქრონოლოგიური პრინციპით (უძველესიდან უახლესისაკენ) საქართველოში მომხდარი მოვლენები:
ა) ერისმთავრობის დაწესება
ბ) ბუღა-თურქის ლაშქრობა
გ) არისტარქე კოლხიდელის მმართველობა
დ) „ივერიელთა ერთობის ტრაქტატის“ დადება
4. დაალაგეთ ქრონოლოგიური პრინციპით (უძველესიდან უახლესისაკენ) საქართველოში აშენებული ტაძრები:
ა) ახალი ათონი
ბ) ატენის სიონი
გ) ბეთანია
დ) ბოლნისის სიონი
5. დაალაგეთ ქრონოლოგიური პრინციპით (უძველესიდან უახლესისაკენ) ისტორიული მოვლენები:
ა) ფრანგების მიერ ტუნისის კოლონიზაცია
ბ) ბახტრიონის აჯანყება
გ) აფხაზეთის სამთავროს გაუქმება
დ) იაკობინელების დიქტატურა
6. დაალაგეთ ქრონოლოგიური პრინციპით (უძველესიდან უახლესისაკენ) საქართველოში მომხდარი მოვლენები:
ა) ხრესილის ომი
ბ) კრწანისის ბრძოლა
გ) „ყიზილბაშობა“
დ) გეორგიევსკის ტრაქტატი
7. დაალაგეთ ქრონოლოგიური პრინციპით (უძველესიდან უახლესისაკენ) საქართველოში აშენებული ტაძრები:
ა) სამთავროს ტაძარი
ბ) წილკანის ტაძარი
გ) წრომის ტაძარი
დ) ტიმოთესუბანი
8. დაალაგეთ ქრონოლოგიური პრინციპით (უძველესიდან უახლესისაკენ) ისტორიული მოვლენები:
ა) პუატიეს ბრძოლა
ბ) ირანელების მიერ პიტიახშის მმართველობის შემოღება ქართლში
გ) არაბთა ბატონობის დასასრული პირენეის ნახ. კ-ზე
დ) ჯვაროსნების მიერ ანტიოქიის აღება
9. დაალაგეთ ქრონოლოგიური პრინციპით (უძველესიდან უახლესისაკენ) საქართველოში მომხდარი მოვლენები:
ა) ვახტანგ VI-ის გამგზავრება რუსეთში
ბ) ყვარლის ბრძოლა
გ) ახალციხის საფაშოს შექმნა
დ) შაჰ აბასის ლაშქრობები კახეთში

პასუხების სანახავად გადადით ლინკზე >>>

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]