გული და სისხლის მიმოქცევა

გული და სისხლის მიმოქცევა

გული და სისხლის მიმოქცევა

გული კუნთოვანი ორგანოა, რომელიც სამშრიანია:
გარეთა-პერიკარდიუმი, შუა-მიოკარდიუმი და შიგა-ენდოკარდიუმი. აქვს. მოზრდილი ადამიანის გულის მასა 250-300 გრამი. იგი გულმკერდის ღრუში შუა ხაზიდან მარცხნივ მდებარეობს. გული მოთავსებულია შემაერთებელქსოვილოვან გარსში, გულის პერანგში, რომლის შიგა წედაპირი გამოყოფს სითხეს, რაც ამცირებს ხახუნს მისი მუშაობისას. გული მთლიანი ძგიდით მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად იყობა. ისინი ასევე იყოფიან წინაგულებად და პარკუჭებად. წინაგულების კედლები პარკუჭების კედლებთან შედარებით თხელია, რადგან ისინი ნაკლებ სამუშაოს სარულებენ, ამასთან მარცხენა პარკუჭის კედელი უფრო სქელია ვიდრე მარჯვენა რადგან იგი დიდი წნევითა და სიჩქარით გადაისვრის სისხლს აორტაში. გულში არის სარქველები

  1. წინაგულებსა და პარკუჭებს შორის კარიანი სარქველები, მარჯვენა მხარეს 3საგდულიანი, მარცხენა მხარე 2საგდულიანი. ისინი მყესოვანი ძაფებით გულს კედლებზეა მიმაგრებული და ერთი მიმართულებით, წინაგულებიდან პარკუჭებისკენ ატარებს სისხლს.
  2. 2 პარკუჭებსა და სისხლძარღვებს შორის არსებული ჯიბისებრი(ნამგლისებრი)სარქველები, რომელიც სისხლს ატარებს ერთი მიმართულებით, პარკუჭებიდან სისხლძარღვებისკენ.
გული და სისხლის მიმოქცევა

გული და სისხლის მიმოქცევა

გულის ავტომატია

გულის შეკუმშვის ფუნქციას გულის კუნთი განაპირობებს.

გულის უნარს, რიტმულად შეიკუმშოს თვით გულის კუნთში წარმოშობილი იმპულსების გავლენით – გულის ავტომატია ეწოდება.

სისტემა შემდეგია – სინოანტრიალური კვანძი, რომელიც მარჯვენა წინაგულის კედელში, ზედა ღრუ ვენის შეეთების ადგილის მახლობლად მდებარეობს, მის შემადგენელ უჯრედებში პერიოდულად წარმოიქმნებაელექტრული იმპულსი, რომლიც ხიდაკების არსებობის გამო სწრაფად ვრცელდება ორივე წინაგულის მიოკარდიუმში და მათ ერთდროულად შეკუმშვას იწვევს – ეს წინაგულების სისტოლაა(შეკუმშვა).

იმპულსები მარჯვენა წინაგულსა და პარკუჭს შორის არსებულ ანტრიოვენტრიკულური კვანძებისკენ ვრცელდებამ რომელიც მის გატარებას აყოვნებს, შემდეგ კი ამ იმპულსებს გულის მწვერვალისკენ გაატარებს ჰისის კონებისა და პურკინიეს ბოჭკოების მეშვეობით. ამას მოსდევს – პარკუჭების სისტოლა. ბოლოს კი წინაგულებისა და პარკუჭების საერთო მოდუნება – დიასტოლა მოყვება. ეს ყველაფერი გულის ციკლს ქმნის. გულის მუშაობა რეფლექსური და ჰუმორული გზით მიმდინარეობს.

რეფლექსური – გულის მუშაობა იცვლება ავტონომიური ნერვული სისტემის მონაწილეობით, სიმფატიკური აჩქარებს, პარასიმფატიკური ანელებს მის მუშაობას.

სისხლძარღვები

გული და სისხლის მიმოქცევა

გული და სისხლის მიმოქცევა

გული და სისხლის მიმოქცევა

გული და სისხლის მიმოქცევა

გული და სისხლის მიმოქცევა

გული და სისხლის მიმოქცევა

      

არტერიები სისხლძარღვებია, რომლებსაც სისხლი გამოაქვთ გულიდან. იგი სამშრიანია და მკვრივი შემაერთებელ-გლუვკუნთოვანუ ქსოვილის სქლი შრისგან შედგება. ეს იცავს მათ დაზიანებისგან, როდესაც სისხლი პარკუჭიდან მაღალი წნევით გადაისროლება.

კაპილარები სისხლძარღვებია რომლებიც უჯრედების თხელი შრისაგან შედგება. ორგანიზმში 150მლნ-მდე კაპილარია. საერთო სიგრძე 2-ჯერ შემოერტყმება ეკვატორს.

ვენები სისხლძარღვცებია, რომლებსაც ჩააქვთ სისხლი გულში. მათ 3 შრიანი აგებულება აქვთ მაგრამ იგი გლუვკუნთოვანის თხელი შრისაგან შედგება. მათ აქვთ სარქველები.

სისხლის წნევა, სიჩქარე და პულსი

სისხლი სისხლძარღვებში მოძრაობის დროს მათ კედლებზე წეწოლას ახდენს. სწორედ ეს არის სისხლის წნევა.
ყველაზე მაღალი – აორტაში, შედარებით დაბალი-არტერიები, კიდევ უფრო შემცირებული-კაპილარებში და ყველაზე დაბალი – ვენებში(რადგანაც მათ სისხლი ჩააქვთ გულში), რადგანაც რაც უფრო დაშორებულია სისხლძარღვი მარცხენა პარკუჭს, მით უფრო მცირდება სისხლის წნევა. ვენების დაბალი წნევის გამო ესაჭოროება გარკვეული ფაქტორები რომ სისხლმა იმოძრაოს. მაგალითად, ჩონჩხის კუნთების შეკუმშვა, ისინი აწვება ვენების კედლებს და ავიწროვებს მათ. ასევე ვენბის სისხლძარღვებში მოთავსებული ნამგლისებრი სარქვეკები.
სისხლის სიჩქარე ყველაზე მაღალია აორტაში(0.5მ/წმ) შემდეგ არტერიებში(0.2მ/წმ).
ყველაზე დაბალია და სისხლი ყველაზე მდორედ მიედინება კაპილარებში(0.5მმ/წმ), რადგან დიფუზიის გზით უნდა გადავიდეს ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები იქედან კი ცვლის პროდუქტები. ხოლო კაპილარებთან შედარებით სისხლის სიჩქარე იზრდება ვენებში(0.3მ/წმ) პულსი: პარკუჭების ყოველი შეკუმშვისას სისხლი მაღალი წნევით ეჯახება აორტას და არხევს მას, ამ ბიძგებს ჩვენ სხეულთან ყველაზე ახლო არტერიებთან ვგრძნობთ,ამას პულსი ქვია.

სისხლის მიმოქცევის სისტემა

გული და სისხლის მიმოქცევა

გული და სისხლის მიმოქცევა

სისხლის მიმოქცევის მცირე წრე: იწყება მარჯვენა პარკუჭიდან (1), ვენური სისხლი გამოაქვს ფილტვის არტერიას (2), იტოტება კაპილარებად და შედის ფილტვებში, კაპილარები შემოეხვევიან ალვეოლევს, სადაც მოხდება გაზთა ცვლა და ვენური სისხლი გადაიქცევა არტერიულ სისხლად და ფილტვის ვენით (3) ჩადის მარცხენა წინაგულში (4). გზას მარჯვენა პარკუჭიდან ფილტვის არტერიის, კაპილარებისა და ვენების გავლით მარცხენა წინაგულამდე სისხლის მიმოქცევის მცირე წრე ეწოდება.

სისხლის მიმოქცევის დიდი წრე: დიდი წრე იწყება მარცხენა პარკუჭიდან (5) სისხლი გამოაქვს ყველა მსხვილ სისხლძარღვს აორტას (6) აორტა იტოტება არტერიებად, არტერიები კაპილარებად, დატოვებს ჟანგბადს ქსოვილებში და დაიტვირთება ნახშორორჟანგით, ანუ არტერიული სისხლი გადაიქცევა ნენურ სისხლად და ფილტვის 4 ვენით (7) ჩადის მარჯვენა წინაგულში (8). გზას მარცხენა პარკუჭიდან, აორტის არტერიების კაპილარების ვენების გავლით მარჯვენა წინაგულამდე სისხლის მიმოქცევის დიდი წრე ეწოდება.

 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

ორგანიზმში ცხიმების ჭარბად დაგროვების შემდეგ, ლიპიდური წარმოშობის ნივთიერება ქოლესტერინი, სისხლძარღვების შიგა ზედაპირზე ეპითელიუმზე ე.წ ათეროსკლეროზულ ფოლაქებს წარმოქმნის. ასთ სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობა ფერხდება. ამის გამო გულის ჟანგბადით მომარაგება კლებულობს და გულის არეში სტენოკარდიული ტკივილი ჩნდება. პირველად ტკივილი ფიზიკური დატვირთვისას იჩენს თავს, შემდეგ კი მოსვენებულ მდგომარეობაშიც აღინიშნება. გაუხეშებულ სისხლძარღვთა კედლებზე თრომბოციტების შეჯახება ხდება, ამის შემდეგ თრომბოციტები იშლება და შედედებულ სისხლს კოლტს (თრომბს) წარმოქმინის. კოლტი სისხლძარღვებს ახშობს და გულის კუნთის ის უბანი კვდება რომელსაც ეს სისხლძარღვი კვებავდა და ყალიბდება მიოკარდიუმის ინფაქტი. ხშირად გული ვეგარ ასრულებს თავის ფუნქციას და ადამიანი კვდება.

გულს გვირგვინოვანი (კორონალური) არტერია კვებავს, ანუ ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. როდესაც ათეროსკლეროზული ფოლაქები ამ სისხლძარღვში ჩნდება, მიოკარდიუმის ნაწილი განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას და ვითარდება იშემია ( ადგილობრივი სისხლნაკლებობა). გულის არეში ადამიანს სიმძიმისა და მოჭერის უსიამოვნო შეგრძნება უჩნდება, ამას ბეჭის არეში ტკივილისა და წვის შეგრძნება მოყვება რა მიოკარდიუმის ინფაქტის წინა პირობაა.

ჰიპერტენზია ანუ სისხლის წნევა ხშირად ათეროსკლეროზის შედეგია. შევიწროვებული სისხლძარღვების სანათურების სისხლს ცუდად ატარებენ რაც ზრდის სისხლის წნევას. ჰიპერტენზიის დროს მაღალი რისკია სისხლძარღვების გასკდომის და სისხლჩაქცევების. ყველაზე საშიშია სისხლჩაქცევები ტვინში, რაცას ინსულტს უწოდებენ. ამ დროს ტვინის ზოგიერთი უბანი კვდება, და სასიცოცლოფუნქციების შეწყვეტა შეიძლება გამოიწვიოს, რაც ადამიანის დაღუპვას იწვევს.

გულის მანკი უმძიმესი დაავადებაა. მისი ერთერთი უმძიმესი ფორმაა ხრტილოვანი ძგიდის შეუხორცებლობა, რის გამოც არტერიული და ვენური სისხლი ერთმანეთს ერევა. მამკის ერთერთი სახეა სარქველოვანი უკმარისობა. ამ დროს კარიანი ან ნამგლისებრი სარქველების ჩაკეტვა-გაღების მექანიზმი არასრულყოფილია. არსებობს მანკის კიდევ ერთი ფორმა, სტენოზი, რომლის დროსაც პარკუჭებსა და სისხლძარღვებს შორის ხვრელი შევიწროვებულია

წყარო: ცუზმერი ანნა. გამომცემლობა “თბილისი: განათლება 1982”, ლ.ბურდილაძე “დიოგენე”,  ნ.ზაალიშვილი გამომცემლობა “ტრიასი”

მოგვაწოდა რომეო ქებულაძემ

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]