გონმიხდილი ტარიელის პოვნა ავთანდილისაგან - განხილვა

გონმიხდილი ტარიელის პოვნა ავთანდილისაგან – განხილვა

კვლავ მოთქმა-ტირილით მიდიოდა, ამდენი დარდისა და ვარამისაგან ფერდაკარგული.ერთ ქედს გადაადგა და თვალწინ ველი გადაეშალა, ალაგ მზიანი, ალაგჩრდილდანაცემი. მერე შამბნარის პირას უაღვირო შავი მერანი შენიშნა და, უეჭველადიმისიაო, გაიფიქრა გახარებულმა.

“რა შეხედნა, ყმასა გულმან გაუფეთქნა, გაუნათდა,
აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა, არ უათდა,
ვარდმან ფერი განანათლა, ბროლი ბროლდა, სათი სათდა,
ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა.”

როცა მიუახლოვდა და ტარიელი შეიცნო, ელდა ეცა: პირისახე დაღმეჭოდა,თმააბურძგნილსა და საკინძეჩახეულს მკვდირს ფერი ედო, უგრძნობლად იწვა, “მასაღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა”.
გულს ცეცხლი მოსდებოდა და თვალთაგან ცრემლი წყაროსაებრ სდიოდა. ცალ მხარესმოკლული ლომი და სისხლიანი ხმალი ეგდო, მეორე მხარეს – მიწას დანარცხებულიუსულო ვეფხვი.
ავთანდილი ახლოს მიუჯდა და გამწარებული ჩასძახოდა: ტარიელ, ტარიელ! თვალიგაახილე, მე ვარ, “ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა?!” რომვერაფერი ასმინა, ცრემლი სახელოთი მოსწმინდა და თვალები მოუსრისა.ძლივძლივობით ცოტათი მოასულიერა და

“მაშინღა იცნა, აკოცა, მოეჭდო, მოეძმობილა.
ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრივ არვინ შობილა!

– ძმაო, არ მოგატყუე და, რომ ხედავ, ფიცი ასე შეგისრულე, ცოცხალი დაგხვდი, – უთხრამან ავთანდილს, – ახლა კი დამეხსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავ-პირში ვიცე,მარტო ერთსა გთხოვ: მკვდარი დამმარხე, მხეცთა საძიძგნად ნუ გამხდი!
– რა მოგივიდა, ავ საქმეს რად ეპირები?! – უსაყვედურა ავთანდილმა. – მიჯნურობისცეცხლით ვინ არ დამწვარა, მაგრამ, რასაც შენ სჩადი, სხვას ძეხორციელს მაგის მსგავსივის რა უქნია? სატანას ნუ წაუღიხარ და ნებით თავს ნუ იკლავ!

“თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა:
ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა.
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა.
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.”

თავად ბრძენი რად არ მიჰყვები ბრძენთა ბრძნულ ნათქვამს? ტყე-ველად მტირალი რომდაიარები და მხეცებში გარეულხარ, ეგრე რა წადილს ეწევი? თუ წუთისოფელიმოიძულე და გაექეცი, ნეტავი, ვისთვისაც კვდები, იმას როგორღა იპოვი? აუტკივარსაცძალად რაზედ იტკივებ, “თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რადიწყლულებ”, მაგ დღეში მარტო შენ ხომ არა ხარ?!

“ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან,
ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან?
მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან?
არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!

ვარდსა ჰკითხეს: “ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად?
მიკვირს, რად ხარ ეკლიანი? პოვნა შენი რად არს ჭირად?”
მან თქვა: “ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად:
ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღარა ღირს არცა ჩირად.”

უსულო და უდღეური ვარდიც რომ ამას ამბობს, შენ რაღად ივიწყებ, სიხარული დაბედნიერება ჭირუნახავად არავის მისცემია: “მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთაუმუშაკო?” გულიდან განდევნე ეშმაკეული ზრახვა, ავი და ბოროტი რომ განუყრელადთან ახლავს!
საწუთროს ნუ ემდური, სხვას რომ არ დამართოდეს, ისეთი არა უქნია რა შენთვის!გამაგრდი, გულისთქმას ნუ აჰყოლიხარ, “რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთანებასა!” საამებლად არ გეუბნები, დამიჯერე, ასე სჯობია.
– ძმაო, რაღა გითხრა, ენას რომ ძლივს ვიბრუნებ, – შესჩივლა ტარიელმა, – გაშმაგებულსიმის თავიც აღარა მაქვს, სიტყვა მოგისმინო. მაინც რა ადვილად გეჩვენება ჩემისატანჯველის ატანა! ახლა მარტო ისღა მახარებს, რომ აღსასრულის ჟამი დამდგომია, “მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით!” მომაკვდავი გულში ამასვლოცულობ, ვნატრობ მდუმარედ: ცოცხლივ დაშორებული მიჯნურნი იქ მაინცშევხვდეთ ერთმანეთს და კვლავ გავიხაროთ-მეთქი.

“საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს, ვით გაწიროს?!
მისკე მივალ მხიარული, მერმე იგი ჩემ კერძ იროს,
მივეგებვი, მომეგებოს, ატირდეს და ამატიროს.
ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს!

მართ გარდაწყვედით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა:
სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, ხანსაღა დავჰყოფ მცირასა;
არ ცოცხალ ვიყო, რას მაქმნევ? რა დავრჩე, ხელსა მხდი რასა?
დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევჰრთვივარ სულთა სირასა.”

რა მითხარი ან რას მეუბნები, არ მესმის, მაგის მოსასმენად სადა მცალია, წუთიც და…აღარ ვიქნები, მეც იქ მივდივარ, იმ მიწაში, ცრემლით რომ დამილბია. გულგახელებულსსიცოცხლე ისე უგემური მეჩვენება, როგორც არასდროს. ჰმ, ბრძენიო! რის ბრძენი, რაბრძენი, შმაგმა ბრძნობა რარიგ გასწიოს?! ეგ მაშინ უნდა გეთქვა, ჭკუაზედ რომ ვიყო.

“ვარდი ვერ არის უმზეოდ, იყოს, დაიწყებს ჭნობასა.
მაწყენ, არა მცალს, დამეხსენ, არცაღა ვახლავ თმობასა!”

ავთანდილი მაინც არ ეშვებოდა. ათანსაირად ეხვეწა და არწმუნა, შენი სიკვდილი იმასრას არგებს და ტყუილუბრალოდ თავს ნუ იღუპავო, მაგრამ ვერა და ვერ დაიყოლია. მერემდუღარე ცრემლი გადმოღვარა და უთხრა:
– რახან არ მისმენ, ამაო ლაპარაკით თავს აღარ შეგაწყენ. თუ სიკვდილი გირჩევნია,მოკვდი, “ვარდი დაჭნეს, და-ცა-მჭნარა”. ოღონდ ერთსა გთხოვ და ნუ გამაწბილებ. “სადაინდონი ბროლ-ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა, მას მოვეშორვე”, ჩემს სიყვარულსა დასასოებას, ვერც მეფის მამობრივმა შეგონებამ დამაკავა და შენკენ გამოვეშურე.
გძებნე და ძლივს მიპოვნიხარ, შენ კი თავიდან მიშორებ, ვაი, ჩემს მოსწრებას!სულმთლად გულმოკლულს ნუ გამაბრუნებ, ეს სურვილი მაინც შემისრულე: “ერთხელშეჯე, ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მხდელი”, იქნებ სევდა შემიმსუბუქდეს, და მერეწავალ, დაგტოვებ, რახან ასე გინებებია.

“ეხვეწებოდა, შეჯეო, აჯას ხვეწნითა არვებდა,
იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა,
ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა.
დაიმორჩილა, ეამა, არ ივაგლახა, არ ვებდა.”

შევჯდები, ცხენი მომიყვანეო, უთხრა. მან მოჰგვარა და წყნარად, აუჩქარებლად შესვა.მინდვრისაკენ გაემერთნენ. რა ერთხანს იარეს და სიარულმა “ტანი მჭევრი აძრევინა”,ტარიელს მომჯობინება დაეტყო.
ავთანდილი მიმზიდველად და ენაწყლიანად ებაასებოდა, ძოწისფერ ბაგეთაგანმოხდენილსა და ხალისიან სიტყვას ისე აფრქვევდა, მისი მოსმენა მოხუცსაცგააყმაწვილებდა. ტარიელს თითქოს დარდი დაავიწყდა, “მოიშორვა კაეშანი”,გამოცოცხლდა, გამხნევდა. მისი გულისწუხილის მკურნალსა და დამაამებელს ესშეუმჩნეველი არ დარჩენია:

“რა შეატყო მოჯობება მან სევდისა მუფარახმან,
განანათლა პირი-ვარდი სიხარულმან დაუსახმან,
ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხვრა-ახმან,
ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან.”

ნელ-ნელა საუბარში რომ შეიყოლია, აღარ დაერიდა და შეჰბედა, ერთი რამ გამიმჟღავნე,ხვაშიადი გამანდე, და მერე დავდუმდები, მეტს არას გკითხავო: “ეგე სამხრე მისეული,შენ გაჩნია ვისგან წყლული, რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს?”
ეგ რად მითხარი, ხომ იცი, “არ-სასმენლისა მოსმენა” ცხარეზე უცხარესიაო, უსაყვედურატარიელმა და დასძინა: ან კი მისი უებრობა რანაირად გამოვთქვა, “სახე რა გითხრა მისუსახოსა სახისა!” ესაა ჩემი სიცოცხლე და ჩემი შვების მომცემი, მთელ ქვეყანას რომმირჩევნიაო, “მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა”.
– მეც ეგ მინდოდა მეთქმევინებინა, – მიუგო ავთანდილმა, – ხოლო რახან სთქვი,პასუხსაც პირუთვნელად მოგახსენებ: ისა სჯობია, მაგ სამხრეზედ უფრო მეტად ასმათსარ შეელიო და არ მოიშორო.
ოქროს სამხრე, ოქრომჭედლის ნახელავი, შეგიბამს და უტყვ, უგონო, უსულო ნივთსშესტრფი, შეჰხარი, ასმათი კი აღარ გინდა, “პირველ, გლახ, მისი ნაჭვრეტი, თვით მერმეშენი დობილი”, დად ნახმობარი, თქვენი შუამავალი და პირისპირ შემყრელი, რჩეულიმსახური და მეხვაშიადე, მისი გამზრდელი და მისთვის ცნობამიხდილი საბრალოასმათი! ვაი, რომ მიგიტოვებია და ნახვას არც ეპირები. ვერა, მაგას ვერ მოგიწონებ, “შაბაშ მართლისა ბრჭობისა!”
– რაც გითქვამს, სრული სიმართლეა, – უთხრა ტარიელმა, – ნამდვილად შესაბრალისიაასმათი “მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად”. რას ვიფიქრებდი, თუ ცოცხალიდავრჩებოდი, ზედ სულზედ მომესწარ და ცეცხლი გამინელე. მაგრამ, რახან დავრჩი,ოღონდაც, წავიდეთ და ვნახოთ, თუმცა ჯერ ისევ რეტდასხმული ვარ.

“დაჰმორჩილდა, გაემერთნეს ავთანდილ და ამირბარი.
ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი:
კბილნი – ვითა მარგალიტნი, ბაგე – ვარდი ნაპობარი.
გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

ამას ეტყვის: “შენთვის დავსდებ გონებასა, სულსა, გულსა,
მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა;
არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა:
არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?”

– ურვა და წუხილი, აბა, რას გიშველის, – დასძინა ავთანდილმა, – ესეც ხომ იცი,უღვთოდ და უგანგებოდ არავინ კვდება. მზეს ვარდი სამ დღეს ელოდებადაუჭკნობლად. შენც გაუძელი, მოილოდინე. ბედი იყოს, ცდას ნუ დააკლებ და, თუღმერთმა ინება, უეჭველად გაიმარჯვებ, საწადელს ეწევი: “ბედი, ცდა და… გამარჯვება,ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების”.
– ეგ დარიგება მთელ ქვეყნად მიღირს, – მიუგო ტარიელმა: – “გონიერსა მწვრთნელიუყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს”. მაგრამ რა ვქნა, როგორ გავუძლო, როცა წუხილიგაუძლისი გულს მომაწვება! შენც მიჯნური ხარ, “შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი” და, დიაღაცმიკვირს, რაღად მამტყუნებ?!

წყარო: http://www.aura.ge/103-sabavshvo/1691-shota-rustaveli–vefxistkaosani-shinaarsi.html

თქვენი online რეპეტიტორი