რეპეტიტორის მკითხველებო, გილოცავთ გამოცდების დასრულებას. ჩააბარეთ თუ რამეში ჩაიჭარით, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ახლა შედგით ფეხი იმ დიდი გზის ფერხულში, რომელიც ჯერ მოსწავლეობაა, აბიტურიენტობა, სტუდენტობა და საქართველოს ღირსეული მშენებლები ქვია 🙂

ამ გამოცდების პერიოდში მე ჩემთვის ამ ბლოგის საშუალებით ვმეცადინეობდი და უცებ გამიჩნდა იდეა სხვებისთვის გამეზიარებია ჩემი ბლოგი და არა მარტო მე სხვასაც ემეცადინა. მოხდა საოცრება და ჩემი ბლოგს 11 000 ვიზიტორი ყოველ დღე ყავდა 🙂 ამ დროს საჯარო მთვლელიც კი არ მქონდა დაყენებული რომ სხვებისთვის მეჩვენებინა ბლოგის რეიტინგი, მაგრამ ყველაზე მეტად ის მახარებს,  რომ რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქზე ერთი ბიჭი მწერს ,,თქვენ გაიხარეთ, თქვენი ფიზიკის პრეტესტი როგორ გამომადგაო”. მიხარია ოდნავადაც თუ დაგეხმარეთ და ამ დახმარებას კვლავ გავაგრძელებ.

გილოცავთ კიდევ ერთხელ და გისურვებთ წარმატებებს 🙂 

არ დაივიწყოთ ,,თქვენი online რეპეტიტორი” გვესტუმრეთ იმეცადინეთ და მიიღეთ საეგებელი 😉

ძალიან გთხოვთ გაგვიზიარეთ თუ რამდენი ქულა აიღეთ, რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ, ან უბრალოდ მივულოცოთ ერთმანეთს 🙂