გერმანია

გერმანია

ფართობი – 356,9 ათასი კვ.კმ
მოსახლეობა – 81,7 მლნ. კაცი (2010 წ.)
დედაქალაქი – ბერლინი
ფულადი ერთეული – ევრო

გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნება:

გერმანია ევროპის ცენტრში მდებარეობს. მას ცხრა სახმელეთო მეზობელი ჰყავს და რო ზღვაზე აქვს გასასვლელი. ფართობის მხრივ იგი მეექვსე ქვეყანაა ევროპაში.
ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა XX საუკუნეში არაერთხელ შეიცვალა. გერმანიის ტერიტორიამ დღევანდელი სახე 1990 წლის 3 ოქტომბერს მიიღო.

გერმანიის რელიეფში ოთხი რეგიონი გამოირჩევა, რომლებიც ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით თანდათან მაღლდება: ჩრდილოეთ გერმანიის დაბლობი, საშუალო სიმაღლის მთები, შვაბრია – ბავარიის პლატო და ალპები.

=> საინტერესოა მდინარე

ბავარიის ალპებში მდებარეობს გერმანიის უმაღლესი მწვერვალი ცუგშპიგე (2963 მ).

გერმანიის უგრძესი მდინარეა რაინი (გერმანიის ტერიტორიაზე 865 კმ).

უდიდესი ტბაა – ბოდენის ტბა, რომელსაც გერმანია შვეიცარაიასა და ავსტრიასთან იყოფს.

მოსახლეობა:

მოსახლეობის რაოდენობით გერმანია მეორე ქვეყანაა ევროპაში და პირველი – ევროკავშირი. გერმანელები მთელი მოსახელობის 94%-ს შეადგენენ. ქვეყანაში 7,8 მილიონი უცხოელი (ძირითადად თურქები, იტალიელები, ბერძნები, ხორვატები) ცხოვრობს.

გერმანია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. საშუაო სიმჭიდროვე შეადგენს 228 კაცს 1 კვ.კმ-ზე. მოსახლეობა ქვეყნის ტერიტორიაზე არათანაბრადაა განლაგებული. ყველაზე მჭიდროდაა დასახლებული ჩრდილოეთ-რაინ-ვესტფალია.

=> საინტერესოა ქვეყნების კლასიფიკაცია

გერმანული ენა ინდოევროპული ოჯახის გერმანულ ჯგუფს განეკუთვნება. დღეისათვის ამ ენაზე 100 მილიონზე მეტი კაცი ლაპარაკობს. გერმანული ენა სახელმწიფო ენაა ასევე ავსტრიაში, ლიხტენშტეინში, შვეიცარიაში, ლუქსემბურგში. გერმანულად ლაპარაკობენ სამხრეთ ტიროლში, ასევე ბელგიასა და საფრანგეთის (ელზასი) ზოგიერთ რეგიონში.

გერმანიის სახელმწიფო წყობილება:

გერმანია ფედერაციული მმართველობის საპარლამენტო რესპუბლიკაა. ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია 3 ოქტომბერი, გერმანიის გაერთიანების დღე (1990 წ.).

გერმანიაში 1949 წლის კონსტიტუცია მოქმედებს, რომლის ძალითაც პრეზიდენტს ფედერალურ კრებაზე 5 წლით ირჩევენ (პრეზიდენტის რეზიდენცია, ბელვიუს სასახლე, ბერლინში). ერთი და იმავე პიროვნების არჩევა შესაძლებელია ორი ვადით. პარლამენტს – ბუნდესტაგს, რეზიდენცია აქვს რაიხსტაგში, ბერლინში.
496 დეპუტატის შემადგენლობით 4 წლის ვადით ირჩევენ.
ქვეყნის მთავრობის მეთაურია კანცლერი.

ეკონომიკა:

თანამედროვე გერმანია პოსტინდუსტრიული ქვეუანაა. მშპ-ის საერთო მოცულობით იგი მეოთხე ქვეყანაა მსოფლიოში და პირველი – ევროპაში. მშპ-ის უდიდეს წილს მომსახურების სფერო და მრეწველობის დარგები აყალიბებს. განვითარების მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა აგრობიზნესიც. გერმანული წარმოების საქონელი მაღალკონკურენტუნარიანია და მსოფლიო ბაზარზე მასზე მოთხოვნა ყოველთვის დიდია.

=> გამოსცადეთ საკუთარი ცოდნა: ტესტები გეოგრაფიაში

ქვეყნის განათლების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილია მსოფლიოში. გერმანიის უძველესი უნივერსიტეტია ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, რომელიც 1386 წელს დაარსდა. ტურიზმის უდიდესი ცენტრებია ბერლინი და ბავარია.

მაღალ დონეზეა განვითარებული სამხედრო ინდუსტრია, კვებისა და მსუბუქი მრეწველობის დარგები.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მხრივ, გერმანია მეორე ქვეყანაა ევროკავშირში საფრანგეთის შემდეგ.

გერმანიის უდიდესი სავაჭრო პარტნიორები არიან: ევროპის ქვეყნები და აშშ, ასევე ჩინეთი და რუსეთი.

ბერლინი:

1991 წლის ივნისში გერმანიის პარლამენტის გადაწყვეტილებით ბერლინი ერთიანი გერმანიის დედაქალაქად გამოცხადდა. ისტორიულ წყაროებში იგი პირველად XIII საუკუნის 30-იან წლებიდან მოიხსენიება. 1701-1871 წლებში იგი პრუსიის, ხოლო 1811-1945 წლებში გერმანიის დედაქალაქია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბერლინი მოკავშირეთა მიერ ოთხ ნაწილად გაიყო: აღმოსავლეთ ბერლინი გახდა გდრ-ს დედაქალაქი, დასავლეთ ბერლინი (ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ სექტორები) – გფრ-ის ადმინისტრაციული ცენტრი.

1994 წელს აქ გადმოტანილი იქნა პრეზიდენტის რეზიდენცია. 2000 წელს გაიხსნა გერმანიის ბუნდესტაგის შენობა (ბრიტანელი არქიტექტორის სერ ნორმან ფოსთერის პროექტით რეკონსტრუირებულ იქნა რაიხსტაგის შენობა), რომლის ირგვლივაც სპეციალური სამთავრობო რაიონი ჩამოყალიბდა.

ქალაქის მმართველობას სათავეში უდგას ბურგომისტრი და 8 სენატორი.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი