გეოგრაფიული აღმოჩენები

გეოგრაფიული აღმოჩენები

XII-XIV საუკუნეებში ხშირად ეწყობოდა მოგზაურობა სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიზნით. იმდროინდელი ვაჭრები და ელჩები გზას ახალ, უცხო ქვეყნებსა და კონტინენტებზე იკვლევდნენ და მოგზაურობისას მიღებულ შთაბეჭდილებებს აღწედნენ. მარკო პოლო პირველი მოგზაურია, რომელმაც მთელი აზია მოიარა. მან აღწერა გზად გავლილი ყველა ქვეყანა და ევროპელებს მთელი აღმოსავლეთ აზია გააცნო.

XV-XVII საუკუნეებს დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქას უწოდებენ. ამ პერიოდში აღმოჩენილი იქნა ჩრდილოეთI, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა, წყნარი ოკეანე, საზღვაო გზა ინდოეთისაკენ აფრიკის შემოვლით. ასევე მოეწყო პირველი მოგზაურობა დედამიწის გარშემო და დაიწყო ჩრდილოეთ აზიის შესწავლა.

ქრისტეფორე კოლუმბის ოთხმა მოგზაურობამ გეოგრაფიულ აღმოჩენათა ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა (პირველად მან 1492 წელს იმოგზაურა). მან აღმოაჩინა ახალი კონტინენტი – ამერიკა (თუმცა მასზ ადრე ამერიკას ნორმანები ეწვივნენ). მან ასევე აღმოაჩინა სარგასის ზღვა და მრავალი კუნძული, რომელთაც “ვესტ ინდოეთი”, ხოლო მის მცხოვრებლებს ინდოელები უწოდა.

=> საინტერესოა გეოგრაფიის კვლევის მეთოდები

რამდენიმე წლის შემდეგ იტალიელმა მოგზაურმა, ამერიგო ვესპუჩიმ დარწმუნებით განაცხადა, რომ კოლუმბის მიერ აღმოჩენილი ხმელეთი ახალი კონტინენტი იყო და მას “ახალი სამყარო”, მოგვიანებით კი “ამერიგოს მიწები” უწოდა.

XV საუკუნის დასაწყისში პრინც ჰენრი ზღვაოსანის დაფინანსებით სხვადასხვა კუთხეში დაიწყეს მოგზაურობა. იმ პერიოდის ყველაზე გამორჩეული მოგზაურები იყვნენ ბართლომეო დიასი და ვასკო და გამა. ამ უკანასკნელმა პირველად გაცურა ევრიპიდან ინდოეთამდე.

1519-1522 წლებში ფერნანდო მაგელანმა პირველად შემოუარა დედამიწას გარშემო, რითაც დამტკიცდა წარმოდგენები დედამიწის სფერულობისა და ერთიანი მსოფლიო ოკენის შესახებ.

გეოგრაფიული აღმოჩენების ისტორიაში მეტად მნიშვნელოვანია XVII-XVIII და უახლესი XIX-XX საუკუნეები. იმ დროისათვის უცნობი ტერიტორიების, ქვეყნების, ბუნებრივი მოვლენების შესწავლის საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვით აბელ ტასმანს, ჯეიმს კუკს, დევიდ ლივინგსტონს, ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტს, ფრიტიოფ ნანსენს, რუალ ამუნდსენს, რობერტ სკოტსა და სხვა გამოჩენილ მოგზაურსა თუ მკვლევარს.

ჩვენი პლანეტის შესახებ გეოგრაფიული ცოდნა საუკუნეების განმავლობაში გროვდებოდა.  XX საუკუნეში, მას შემდეგ, რაც ფართოდ იქნა გამოყენებული აეროკოსმოსური კვლევის მეთოდები, დამთავრდა დედამიწის ზედაპირის სრულყოფილი აღწერის ისტორია. დღეს კი ბუნებაში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება მიმდინარეობს, რაც გეოგრაფიის შესწავლის ახალ სფეროებს ბადებს.

გამოყენებული ლიტერატურა: ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]