გენეტიკური კოდის თვისებები

გენეტიკური კოდის თვისებები

დღეისათვის გაშიფრულია გენეტიკური კოდი, ანუ ცნობილია, თუ რომელ ამინომჟავას რომელი ტრიპლეტი შეესაბამება. ამისათვის კი შექმნილია გენეტიკური კოდის ცხრილი, სადაც შესაძლებელია მოცენული ი-რნმ-ის საშუალებით ცილის ამინომჟავური შედგენილობის განსაზღვრა.

ი-რნმ-ის ტრიპლეტს კოდონი ეწოდება.

არის ისეთი კოდონები, რომლებიც არცეთ ამინომჟავას არრ აკოდირებს. ასეთ ტრიპლეტს სტოპ-კოდონი ეწოდება. იგი სინთეზის დასრულების სიგნალია. კოდონს, რომელიც ამინომჟავა მეთიონინს შეესაბამება, სტარტ-კოდონი ეწოდება.

გენეტიკური კოდის თვისებები : რნმ

  • აქვს ტრიპლეტური ბუნება, ე.ი. ყოველი ამინომჟავა კოდირდება სამი თანმიმდევრულად განლაგებული ნუკლოტიდით.
  • ახასიათებს სპეციფიურობა – ყოველი ტრიპლეტი შეესაბამება (აკოდირებს) მხოლოდ ერთ გარკვეულ ამინომჟავას.
  • ახასიათებს უნივერსალობა – ყველგან : ვირუსებიდან დაწყებული და ადამინის ჩათვლით, ერთი სახის ტრიპლეტი ერთსა და იმავე ამინომჟავას აკოდირებს
  • ახასიათებს გადაგვარებულობა ანუ სიმახინჯე – ყველა ამინომჟავას (მეთიონინისა და ტრიფტოფანის გარდა) აკოდირებს ერთზე მეტი ტრიპლეტი, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობითი მასალის მდგრადობისა და შესაბამისად, ნიშან-თვისებების მყარად შენარჩუნებისათვის.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]