გენეტიკური კოდი

გენეტიკური კოდი

   გენეტიკური კოდი ინფორმაციის დაშიფვრის სისტემაა, სადაც ჩაწერილია ცილაში ამინომჟავების თანმიმდევრობა.

მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ უჯრედს უნდა ჰქონოდა ლექსიკონი, რომელიც ოთხასოიან ტექსტს ცილების ოცასოიან ტექსტად გარდაქმნიდა. რადგან ინფორმაცია ცილებში ოცი სახის ამინომჟავური თანმიმდევრობის შესახებ დნმ-ში ოთხი სახის ნუკლეოტიდის თანმიმდევრობით არის ჩაწერილი.
არითმეტიკული გამოთვლებით ნათლად ჩანს, რომ ორი ნუკლეოტიდის თანმიმდევრობა არ არის საკმარისი ამინომჟავის კოდირებისთვის, რადგან 4*4=16 და 16 არ არის საკმარისი 20 სახის ამინომჟავისათვის.   ამიტომ საჭიროა მინიმუმ 3 ნუკლეოტიდი, რაც საჭირო რაოდენობას აჭარბებს  კიდეც.

აქედან გამომდინარე დნმ-ის კოდი ტრიპლეტების სახით არის წარმოდგენილი.

ტრიპლეტი არის თანმიმდევრულად განლაგებული სამი ნუკლეოტიდის ერთობლიობა.  კონკრეტული ტრიპლეტი აკოდირებს კონკრეტულ ამინომჟავას ცილის მოლეკულაში, ხოლო კონკრეტულ გენში ტრიპლეტების თანმიმდევრობა და რაოდენობა განაპირობებს ამინომჟავების თანმიმდევრობას და რაოდენობას კონკრეტული ცილის მოლეკულაში.

თქვენი online რეპეტიტორი