განსახლების ტიპები და უბრანიზაცია

განსახლების ტიპები და უბრანიზაცია

XIX საუკუნის დასაწყისში მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 3% ცხოვრობდა ქალაქებში, ამჟამად ეს მაჩვენებელი თითქმის 50%-ია. თუმცა ქალაქების საერთო ფართობი დედამიწის ხმელეთის 1%-ს არ აღემატება. ამჟამად პლანეტაზე 15-დან 20-მლნ-მდე სასოფლო დასახლებაა.ტრადიციულად სასოფლო დასახლების ორ ძირითად ტიპს გამოყოფენ: მჭიდროდ (კომპაქტური) და მეჩხრად (გაფანტული) დასახლებულებს

ქალაქი ადამაინთა განსახლების მთავარი ფორმაა. დასახლებული პუნქტებისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭების ერთიანი კრიტერიუმი არ არსებობს, ამიტომაც სხვადასხვა ქვეყანაში დასახლებული პუნქტის ქალაქის კატეგორიაში გადაყვანა კანონმებისა და ნორმების შესაბამისად ხორციელდება. 

მსოფლიოს ქალაქები ერთმანეთისგან მდებარეობით, წარმოშობის დროით, მოსახლეობის რიცხოვნობით, ფუნქციებით, გეგმარებითი სტრუქტურით, არქიტექტურული იიერსახით და სხვა მრავალი ნიშნით განსხვავდებიან.

=> გამოსცადე საკუთარი ცოდნა გეოგრაფიის ტესტებით

ურბანიზაცია:

ურბანიზაცია ქალაქებისა და ქალაქის მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდისა და მოსახლეობის ცხოვრებაში ქალაქური წესის დამკვიდრებისა და გავრცელების პროცესია.
ქვეყნის ურბანიზაციის პროცესი ორი მაჩვენებლით ხასიათდება: მასშტაბითა და დონით. ურბანიზაციის მასშტაბი ქალაქის მოსახლეობის რიცხოვნობას ასახავს ქვეყანაში მთელ მოსახლეობასთან მიმართებით, ურბანიზაციის დონე კი ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის თანაფარდობას.

ურბანიზაციის დონის მიხედვით მსოფლიოს ქვეყნები სამ ჯგუფად იყოფა: მაღალურბანიზებული – 50%-ზე მეტი, საშუალოდ ურბანიზებული – 20-50% და დაბალურბანიზებული – 20%-მდე.

მსხვილი ქალაქების გარეუბნებში წარმოიქმნება ღარიბთა დასახლებები – ბიდონვილები (ჯურღმულები). აქ მცხოვრებლები რეალურად ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ არა აქვთ ნორმალური საცხოვრებელი პირობები და არ ცხოვრობენ “ქალაქური წესით”. ასეთ პროცესს ფსევდოურბანიზაცია ჰქვია.

ურბანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია აგლომერაციების წარმოშობა. აგლომერაცია ისეთი დასახლებული პუნქტების თავმოყრაა, რომლებიც ერთმანეთთან ინტენსიური და მჭიდრო საწარმოო და კულტურული ურთიერთობით არიან დაკავშირებულნი.

=> საინტერესოა მოსახლეობის დინამიკა

მსხვილი ქალაქების საგარეუბნო რაიონებში მოსახლეობის რიცხოვნობის სწრად ზრდას სუბურბანიზაცია ჰქვია. ეს პროცესი თანდათან აგლომერაციის ზონის გარშემო არსებულ სასოფლო დასახლებებზეც ვრცელდება. ეს უკანასკნელი კი რურბანიზაციას წარმოშობს.

სუბურბანიზაციის ინტენსიური განვითარების შედეგად ქალაქის დასახლების  ახალი და მსხვილი ტიპი – მეგაპოლისი წარმოიქმნება. მეგაპოლისი აგლომერაციების გიგანტური თავმოყრაა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი